Home Blog Page 1993

“უნგრეთში ჩასვლა კარგად გათვლილი ნაბიჯია, რომ ევროპამ თქვას: “ერთი ორბანი არ გვეყოფოდა, ახლა მეორე ორბანი გვემატება?!”-პაატა ზაქარეიშვილი

“ეს იყო შეტყობინება, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემთ, მეორე უნგრეთს მიიღებთ”- ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში გაკეთებული განცხადება, რომ შეგვიძლია ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები.

“ჩემი აზრით, უნგრეთში ჩასვლა კარგად გათვლილი ნაბიჯია, რომ ევროპამ თქვას: „ერთი ორბანი არ გვეყოფოდა, ახლა მეორე ორბანი გვემატება?!“ ეს იყო შეტყობინება, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემთ, მეორე უნგრეთს მიიღებთ. ეს იყო კარგი შეტყობინება, როგორც 30 აპრილის აქცია. არცერთი ევროპული დროშა არ იყო და იყო კონსერვატორულ, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული გამოსვლები – „ჩვენ თუ მოვდივართ, ასეთები მოვდივართ!”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტი სტივენ ჯეი კელი ეწვია. სპეციალისტი ადგილზე არსებულ ვითარებას სწავლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არქიტექტორ და ინჟინერ სტივენ ჯეი კელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის საკითხებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება აქვს. ექსპერტმა საერთაშორისო მემკვიდრეობის კონსერვაციაზე მუშაობა 1991 წლიდან დაიწყო და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ძეგლებზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება დააგროვა.

სტივენ ჯეი კელი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე რუმინეთში, რუსეთსა და უკრაინაში მუშაობდა. ასევე იგი ჩართული იყო თურქეთში, ქალაქ ანისში, სომხური არქიტექტურის ძეგლების კონსერვაციის პროცესში.

ექსპერტის თქმით, შეიქმნება ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომლებიც რჩევებს გასცემენ გელათის გადახურვისა და კონსერვაციის პროცესში.

სტივენ ჯეი კელის განცხადებით, პრობლემის არსის კარგად გააზრებისთვის აუცილებელია, მეტი დრო დაიხარჯოს კვლევით ნაწილზე. ამასთან, უშუალოდ ფრესკებზე მუშაობის დაწყებამდე უპირველესი ამოცანაა, გადაიხუროს მონასტრის კათედრალი.

„უზომოდ მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ და თუნდაც მცირედი წვლილი შემაქვს. ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი დრო კვლევით ნაწილში იმისთვის, რათა კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი. ჩემი ამ პროექტში ჩართვა მოხდა არქიმანდრიტ კირიონის მიერ და ჩემს სამეცნიერო მოქმედებებს სამომავლოდ განაპირობებს ის, თუ რა დავალებებს მომცემენ საქართველოს საპატრიარქო და მასთან არსებული გელათის დროებითი მართვის კომიტეტი.

ჩემი აზრით, შესაძლებელია ვიმუშაო სამეცნიერო კომიტეტში და მართებული რჩევები გავცე შემდგომი ნაბიჯების და სამუშაოების განსახორციელებლად. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ ადგილობრივმა სპეციალისტებმა საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით. ჩვენ ვიქნებით ერთგვარი მრჩეველთა საბჭო, რომელიც შემდგარი იქნება სხვადასხვა მაღალი საერთაშორისო დონის ექსპერტისგან, რომელთაგანაც რამდენიმეს ვიცნობ კიდეც. მოუთმენლად ველი ამ მიმართულებით ჩემი მოვალეობების შესრულებას.

თვალსაჩინოა და სამართლიანად თუ შევაფასებთ, აუცილებლად უნდა გადაიხუროს მონასტრის კათედრალი, სანამ უშუალოდ ფრესკებზე დაიწყება მუშაობა. ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ პროცესებს. ჯერ დროებით გადახურვას უნდა მიეხედოს, შემდეგ – დანარჩენ სხვას”, – განაცხადა სტივენ ჯეი კელიმ.

ინფორმაციისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნის სამუშაოების საველე ეტაპი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამ დროისთვის მიღებული მონაცემების დოკუმენტურად დამუშავება მიმდინარეობს. გელათის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნაზე საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მხატვრობის კონსერვაციის სპეციალური ჯგუფი მუშაობდა.

Forbes-ის, Vogue-ის, Elle-ის, WWD-ის, I-D Magazine-ის, Fashion Network Global-ის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მსოფლიოს წამყვანი მედიების 19 ჟურნალისტს, ბლოგერსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს.

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებმა უკვე დაათვალიერეს თბილისის ტურისტული ადგილები, გადაიღეს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები. მედიის წარმომადგენლები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, არგენტინის, იაპონიისა ჩინეთის ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებსა და ფოტოკოლაჟებს მოამზადებენ.

„საქართველოში პირველად არ ვარ, თქვენს ქვეყანაში ალბათ მეხუთედ ვიმყოფები. მოდის კვირეულზე მსურს აღმოვაჩინო ახალი ტალანტები. ჩვენ უკვე დავათვალიერეთ დედაქალაქი, რომელიც გამორჩეულია კულტურით, არქიტექტურითა და კულინარიით. ძალიან მომწონს ქართლის დედის ქანდაკება, რომელიც მტერს ხმლით, სტუმარს კი ღვინით ხვდება“, – აცხადებს მოდის ბლოგერი დაიანა პერნეტი.

„საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თბილისში ბევრი სიახლეა. მეტი განთავსების ობიექტია, მეტი სასტუმროა. თბილისი ძალიან მიმზიდველია თავისი ისტორიით და ძალიან ცნობილია ღამის ცხოვრებით. მაგრამ ყველაზე მთავარია ის ნაზავი რომელიც თბილისს აქვს ეს არის სიძველისა და თანამედროვეობის შერწყმა“, – ამბობს Vogue-ის ჟურნალისტი რიკარდო ტერცო.

ტურის ფარგლებში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში მერსედესის მოდის კვირეულს დაესწრებიან.

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავეს

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების საქმეზე გიჩო მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.

საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ლა ვერასთან“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. დასაცავი პირის ნათესავ გ.მ.-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად გ.მ.-ს შეიარაღებული ს.გ. მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ს.გ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა დააპირა.

ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ. გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები და სხვა ობიექტები.

გამოიკითხნენ ინციდენტის სიახლოვეს მყოფი მოწმეები, კერძო ობიექტებიდან გამოთხოვილი იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მოპოვებული იქნა ინციდენტში მონაწილე პირების კუთვნილი ტანსაცმელი, შესადარებელი ნიმუშები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად დაინიშნება ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და სხვა შესაბამისი ექსპერტიზები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს“, – განაცხადა ბაჩო კვარაცხელიამ.

“არ დავუშვებთ, რომ ჩვენი საშინაო პოლიტიკა და ეროვნული ნება იმართებოდეს ჟურნალის გარეკანებით”

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი საშინაო პოლიტიკა და ეროვნული ნება იმართებოდეს ჟურნალის გარეკანებით, რომლებიც მსოფლიო ძალების ოპერატიული აპარატია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, როგორც სახელმწიფო, რომლის ისტორია სავსეა დიდებული გამარჯვებებით, თურქეთი მიდის იმ ადგილისკენ, რომელსაც იმსახურებს საერთაშორისო სისტემაში.

„ჩვენ მტკიცედ ვიცავთ კვიპროსელების, თურქული სამყაროს უფლებებს. როცა საჭიროა, ჩვენ გვერდით ვუდგავართ ჩვენს ძმებს ლიბიაში, სირიასა და ყარაბაღში, რომელიც 30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ გათავისუფლდა. ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული კრიზისების მოგვარებაში ტყვეების გაცვლით და მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებებით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„მიზანი გაცხადებულია, უკუღმა მედასავლეთეებო, სწორდით“ – გოგა ხაინდრავა

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრის, მირიამ ლექსმანის PES-ის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში მონაწილეობა დაგმო.

ლექსმანის თქმით, ქართული კოშმარი მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ.

ევროპარლამენტარის გამოხმაურებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერზე აფასებს:

„ღმერთი სამშობლო ადამიანი“ – EPP ლუქსმანებისთვის არის – ქართული კოშმარი! სოდომია გარყვნილება, მამათმავლობა, ბავშვებისთვის სქესის შეცვლა, მამაკაცების ორსულობა, დედაკაცების მამობა, ევროატლანტიკური ორიენტაცია! მიზანი გაცხადებულია, უკუღმა მედასალეთეებო სწორდით!“, – წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

“2023 წელს საქართველოს მთავრობას სახელმწიფო საგარეო ვალის პროცენტის მომსახურება რეკორდულად ძვირი დაუჯდება”

აყვავდა ხომ ქართული ეკონომიკა, და სავალუტო რეზერვები რეკორდულია, ხომ? მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მახრჩობელა დარჩა, ბიზნესი (არალობირებული) ფულზე წვდომის გარეშეა, ლარი ხელოვნურად მყარდება და იცით, რატომ?! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დემურ გიორხელიძე წერს.

მისი თქმით, 2023 წელს საქართველოს მთავრობას სახელმწიფო საგარეო ვალის პროცენტის მომსახურება რეკორდულად ძვირი დაუჯდება.

“არავის უთხრათ”, – პატარა “საიდუმლოს” გაგიმხელთ!

2023 წელს საქართველოს მთავრობას სახელმწიფო საგარეო ვალის პროცენტის მომსახურება რეკორდულად ძვირი დაუჯდება.

მთლიანობაში, 2023 წელს, საგარეო ვალზე ბიუჯეტი 1,65 მილიარდ ლარს დახარჯავს, ეს 2022 წელთან შედარებით 380 მილიონი ლარით მეტია.

ვალის მომსახურების თანხაში – 1,17 მლრდ ლარი ვალის ძირის დასაფარად გადაირიცხება, 480 მლნ ლარი კი ვალის მოსახურების პროცენტს მოხმარდება. ჰოდა, მიხვდით, რატომ ”მყარდება” ლარი? მთავრობა აგროვებს ამ ფულს ყველა იმათ ხარჯზე, ვისაც ფული საქართველოში დოლარში ერიცხება! ამ გზით მთავრობა 400 მლნ ლარს მაინც შეაგროვებს
(ასეთი მიზანი აქვთ).

დანარჩენს აკრიფავს… მერე რას იზამენ? მე მგონი, თავადაც არ იციან ჯერ! ფული ოხერი რამეა! რაიმე ძვრა იგრძენით?

ფასები არანორმალურია, თაღლითურია და მძარცველობით მიზნებს ემსახურება,”- წერს დემურ გიორხელიძე.

On May 13 and 14, a large-scale international Metrica Fashion Show will again be held in Tbilisi in a cult place, the Palace of Ceremonies of Badri Patarkatsishvili

On May 13 and 14, a large-scale international Metrica Fashion Show will again be held in Tbilisi in a cult place, the Palace of Ceremonies of Badri Patarkatsishvili.

Designers, bloggers, editors of fashion magazines and TV, politicians and businessmen, famous artists and musicians, artists and photographers from Europe, Asia, Georgia and Japan will gather at one platform.

 

Programm:

⁃ 16 designers will present their collections on the podium;
⁃ 40 brands will present their unique products in the showroom. These are clothes, accessories, jewelry, art;
⁃ Performances and performances by famous artists in the style of pop, jazz, rap / urban pop combined with Georgian aesthetics
⁃ Bar and restaurant with oysters and sparkling wine from France.

Guests:

bloggers, buyers, fashion editors and photographers, businessmen and politicians, actors and singers, people from the fashion industry, culture and art.

In addition to the creative society, representatives of international foundations, ministries and embassies from different countries will come to Tbilisi to demonstrate that fashion and creativity are an integral part of the cultural life of the country, which should be supported at a high level.

Participants:

Sweden, Georgia, Israel, Germany, Azerbaijan, Uzbekistan, Ukraine, Armenia, Belarus, Iran, Kazakhstan, etc.

Media and TV of Georgia and other countries

One of the guests of the Fashion show Metrica will be a robot designer and customizer produced by an American IT company.

The performance of the robot will be a major newsbreak for the media and the public. Collaboration with a designer robot is a progressive solution for the fashion world.

Also within the framework of the event, a brand from Sweden producing clothes for women will perform. But an important direction of its activity, the corporation has chosen the development of technology that allows you to environmentally recycle things, separating natural fabric from polyurethane. Thus declaring respect for the environment and the planet!

სპეცოპერაცია აღმაშენებლის გამზირზე

აღმაშენებლის გამზირის N 75-ში დაწყებული სპეცოპერაცია დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული.

 

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა,

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში უწყების თანამშრომლების მიერ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ოფისი დალუქულია.

არსებული ინფორმაციით, ოფისის ტერიტორიიდან პოლიციელებმა ერთ პირი გამოიყვანეს და ტერიტორია დატოვეს.

როგორც სამართალდამცველებმა წუხელ განაცხადეს, ადგილზე ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, თუმცა ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ. ამის შემდეგ სამაშველო სამსახური გამოიძახეს და მათი დახმარებით მოხერხდა ტერიტორიაზე შესვლა.

ცნობისთვის, სააგენტო „პრაიმ-ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც გიორგი ვაშაძეს და დავით არახამიას ეკუთვნით.

13 და 14 მაისს, რიტუალების სასახლეში, მოდის მასშტაბური საერთაშორისო ჩვენება – Metrica Fashion Show გაიმართება

13 და 14 მაისს თბილისში, საკულტო ადგილას – ბადრი პატარკაციშვილის ცერემონიების სასახლეში, Metrica Fashion Show – მოდის მასშტაბური საერთაშორისო ჩვენება კვლავაც გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, დიზაინერები, ბლოგერები, მოდის ჟურნალებისა და ტელევიის რედაქტორები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, ცნობილი მხატვრები და მუსიკოსები, მხატვრები დაფოტოგრაფები ევროპიდან, აზიიდან, საქართველოდან და იაპონიიდან ერთ პლატფორმაზე შეიკრიბებიან .

 

პროგრამა:

– პოდიუმზე საკუთარ კოლექციებს წარადგენს 16 დიზაინერი;

– შოურუმში თავის უნიკალურ პროდუქტებს წარადგენს 40 ბრენდი. ეს იქნება ტანსაცმელი, აქსესუარები, სამკაულები, ხელოვნება;

⁃ იხილავთ ცნობილი შემსრულებლების პერფორმანსებსპოპის, ჯაზის, რეპის/ურბანული პოპის სტილში, ქართულესთეტიკასთან ერთად;

⁃ დაგხვდებათ ბარი და რესტორანი, სადაც დააგემოვნებთ ხამანწკებსა და ცქრიალა ღვინოს საფრანგეთიდან.

სტუმრები:

ბლოგერები, ბაიერები, მოდის რედაქტორები და ფოტოგრაფები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, მსახიობები და მომღერლები, მოდის ინდუსტრიის, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები.

შემოქმედებითი საზოგადოების გარდა, თბილისშიჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისოფონდების, სამინისტროებისა და საელჩოებისწარმომადგენლები, იმის დასტურად, რომ მოდა დაშემოქმედება ქვეყნის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც მაღალი დონის მხარდაჭერა სჭირდება.

მონაწილეები:

შვედეთი, საქართველო, ისრაელი, გერმანია, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, უკრაინა, სომხეთი, ბელარუსი, ირანი, ყაზახეთი და სხვ.

საქართველოსა და სხვა ქვეყნების მასმედია დატელევიზია Metrica Fashion show-ის ერთ-ერთი სტუმარი იქნება ამერიკული IT კომპანიის რობოტების დიზაინერი და ამწყობი.

რობოტის გამოსვლა მედიისა და საზოგადოებისთვის მთავარი სიახლე იქნება. დიზაინერულ რობოტთან თანამშრომლობა კი პროგრესული გადაწყვეტილებაამოდის სამყაროსთვის.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობს ქალის ტანსაცმლის მწარმოებელი შვედური ბრენდი. თუმცა, კორპორაციამთავისი საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებად აირჩია ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც ნივთების ეკოლოგიურად გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა, ბუნებრივი ქსოვილის პოლიურეთანისგან გამოყოფით. ამით ის ადასტურებს საკუთარ პატივისცემას გარემოსა და პლანეტის მიმართ!

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები

ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია ერთი კაცი, ხოლო – 2 დაჭრილია.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სროლა ორმხრივი იყო, ერთმა პირმა ორი ადამიანის მისამართით გაისროლა, რა დროსაც მათგან ერთი დაჭრა, დაჭრილის თანმხლებმა პირმა კი თავდამსხმელი მოკლა.

„ვიცი, რომ სამი ადამიანი დახვდა ერთმანეთს, ერთმა ესროლა მეორეს და დაჭრა. დაჭრილს ვინც ახლდა, იმან ამოიღო იარაღი და ესროლა ამ კაცს და მოკლა. სროლის ხმა მესმოდა, ძალიან ბევრი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო”, – აცხადებს კიდევ ერთი მოქალაქე.

როგორც შემდეგ გაირკვა, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საბა გახოკიაა.

სწორედ საბა გახოკიას, შეიარაღებულ თავდამსხმელს იმ პირის დაცვამ, რომლის მისამართითაც გახოკიამ გაისროლა, საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად დაკავებულია, მას გაქცევა არც უცდია.

ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია. მკვლელობის ფაქტს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ის დაჭრილის, გივი (გიჩო) მარგველაშვილის დაცვაში მუშაობდა.

მოგვიანებით სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გავრცელდა, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული. კადრებში ჩანს თავდასხმის მომენტი.

“გიჩო”, იგივე გივი მარგველაშვილი ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც თავდამსხმელმა მისი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. შემდეგ კი, გივი მარგველაშვილის დაცვამ განახორციელა საპასუხო გასროლა თავდამსხმელის მიმართულებით, რის შედეგადაც საბა გახოკია ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე, ვრცელდება მობილურით გადაღებული კადრებიც, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგაა გადაღებული. კადრებში ჩანს გარდაცვლილი საბა გახოკია და ასევე დაჭრილი გივი მარგველაშვილი იგივე გიჩო დაცვასთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მასალაში გარდაცვლილს გვერდით ის იარაღიც უდევს, რომლითაც რამდენიმე გასროლა განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია მკვლელობაში ბრალდებული.

თიბისის მხარდაჭერით პროექტი – „აჭარული მზითვის ფერი” – გრძელდება

7 მაისს, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში, ფართო საზოგადოებას საშუალება ექნება დაესწროს ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პერფორმანსს აჭარული ნაქარგობების თემაზე და იხილოს ფილმი „აჭარული მზითვის ფერი, რომელიც პარიზის მოდის ფილმების ფესტივალის გამარჯვებულია.

“აჭარული მზისთვის ფერი”  კიდევ ერთი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პროექტია, რომლის მხარდაჭერასაც თიბისი განაგრძობს. პროექტი აჭარული ნაქარგობის ტრადიციის გაცოცხლებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

თიბისის მხარდაჭერით, ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს მაღალმთიან აჭარაში ქარგვის ტრადიციების თანამედროვე მედიუმებში გადმოტანას.

მხარდაჭერის ფარგლებში არაერთი ერთობლივი ინიციატივა განხორციელდა: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ აჭარული ნაქარგობის თემაზე ირმა შარიქაძის ფოტონამუშევრების გამოფენას, დოკუმენტური ფილმის – „აჭარული მზითვის ფერი” – ჩვენებასა და პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა.

დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია.

ახალი თაობისთვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი შენარჩუნების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.  სწორედ ამიტომ, პროექტის შემდგომი ეტაპის მიზანია აჭარული კულტურული მემკვიდრეობის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა, ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემა.

ამ მიზნით, ადგილობრივი ქალების მიერ აჭარული ნაქარგობით გაფორმებული მაისურები ირმა შარიქაძის ბრენდთან Irma de Flore თანამშრომლობით შეიქმნა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, 100 უნიკალური საჩუქარი თიბისის და ფოტოხელოვანის პარტნიორებს თემის შინაარსის უკეთ გაცნობის მიზნით გადაეცა.

თიბისის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში – “აჭარული მზითვის ფერი”-  კიდევ არაერთი საინტერესო ინიციატივაა დაგეგმილი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრადიციული კონტექსტის პოპულარიზაციას მათ ხელახლა აღმოსაჩენად და შესანარჩუნებლად, თემის გარშემო შექმნილ უნიკალურ ნამუშევრებს კი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

R