პარასკევი, ივნისი 9, 2023
spot_img
Homeსიახლეებიმსოფლიო"არ დავუშვებთ, რომ ჩვენი საშინაო პოლიტიკა და ეროვნული ნება იმართებოდეს ჟურნალის გარეკანებით"

“არ დავუშვებთ, რომ ჩვენი საშინაო პოლიტიკა და ეროვნული ნება იმართებოდეს ჟურნალის გარეკანებით”

spot_img

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი საშინაო პოლიტიკა და ეროვნული ნება იმართებოდეს ჟურნალის გარეკანებით, რომლებიც მსოფლიო ძალების ოპერატიული აპარატია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, როგორც სახელმწიფო, რომლის ისტორია სავსეა დიდებული გამარჯვებებით, თურქეთი მიდის იმ ადგილისკენ, რომელსაც იმსახურებს საერთაშორისო სისტემაში.

„ჩვენ მტკიცედ ვიცავთ კვიპროსელების, თურქული სამყაროს უფლებებს. როცა საჭიროა, ჩვენ გვერდით ვუდგავართ ჩვენს ძმებს ლიბიაში, სირიასა და ყარაბაღში, რომელიც 30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ გათავისუფლდა. ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული კრიზისების მოგვარებაში ტყვეების გაცვლით და მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებებით“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები