Home Blog Page 1989

„ჰამასი“ რუსი მძევლების გათავისუფლებას გეგმავს

„ჰამასის“ პოლიტბიუროს წევრმა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს მძევლად აყვანილი რუსების სია.

მისი თქმით, ჰამასი ამ ადამიანებს ეძებს და მზადაა მათ გაათავისუფლოს.

„რუსული მხარისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მივიღეთ იმ მოქალაქეების სია, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ამ სიას ძალიან ყურადღებით ვექცევით და დეტალურად შევისწავლით, რადგან რუსეთს ვუყურებთ როგორც ჩვენს უახლოეს მეგობარს“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

მარზუკის თქმით, სიაში სულ რვა პირია.

„რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, ვინც აიყვანეს და ახლა ღაზაში არიან, ჩვენ მათ ვექცევით ისე, როგორც სტუმრებს. ახლა ჩვენ ვეძებთ ამ ადამიანებს, რთულია, მაგრამ ვეძებთ. და როგორც კი ვიპოვით გავათავისუფლებთ. მიუხედავად დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე არსებული სირთულეებისა“, – აღნიშნა მარზუკმა.

ისრაელი ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს

ისრაელი ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში გადასვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სამხედროები ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასთან“ ომის შემდეგ ეტაპზე გადადიან და ოპერაციებს აფართოებენ.

„ჩრდილოეთ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობა დროებით ღაზას სამხრეთით უნდა გადავიდეს. შედარებით უსაფრთხო ზონაში, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი.

ის დასძენს, ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება, ეგვიპტისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, გაფართოვდება.

ვალუტის კურსი 29 ოქტომბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 30 ოქტომბრის ჩათვლით, 1 აშშ დოლარი  2.7037, 1 ევრო კი 2.8565 ლარი ეღირება.

მანამდე მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.7058, 1 ევრო კი 2.8519 ლარი ღირდა.

„ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა“ – ირანის პრეზიდენტი

“ისრაელმა ღაზის სექტორში წითელი ხაზები გადაკვეთა”, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი საუბრობს და განმარტავს, რომ ამან “შესაძლოა, აიძულოს ყველა, მიიღონ შესაბამისი ზომები”.

“ვაშინგტონი გვთხოვს, არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ისინი ისრაელის ფართო მხარდაჭერას განაგრძობენ. აშშ-მ გაუგზავნა შეტყობინებები წინააღმდეგობის ღერძს, მაგრამ მიიღო მკაფიო პასუხი ბრძოლის ველზე”, – ამბობს რაისი.

მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, – ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Los Angeles Times წერს.

მათივე ცნობით, მსახიობი „მცირეოდენი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ლოს ანჯელესში, საკუთარ სახლში დაიღუპა“. მედია წერს, რომ ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.

მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ Friends-ში და ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.

29 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

29 ოქტომბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შესაძლოა, მცირე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონში მოვიდეს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა დღისით  +27 გრადუსი იქნება.

ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +28 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით , +24 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტია, ბახმარო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +26 გრადუსი დაფიქსირდება.

საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო: თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +26 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო: ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +19 გრადუსი დაფიქსირდება.

,,ორ სახელმწიფოს შორის კარგი ურთიერთობები გადააყოლეს სააკაშვილის გულშემატკივრობას”- სარჯველაძე

“ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის კარგი ურთიერთობები გადააყოლეს სააკაშვილის გულშემატკივრობას – ეს არის პრობლემა. არახამია იქნება ეს, პოდოლიაკი თუ პრეზიდენტის ზელენსკი, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„გახსოვთ თქვენ საოცრად არამეგობრული და აუხსნელი ნაბიჯები. იგივე ელჩის გაწვევა ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი ელჩის პრაქტირკულად გამოძევება უკრაინიდან. ყველაფერი გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი და ვის რა ინტერესი გააჩნია. დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში ძალიან დიდი გავლენა აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სურვილი აქვს, რომ საქართველოში ხელისუფლებაში იხილოს მიხეილ სააკაშვილი მარტო იმიტომ, რომ მან ომი გააჩაღოს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი 2022 წლის 31 მარტს მოაწერა. საქართველოს ელჩმა კი უკრაინა 2023 წლის ივლისში დატოვა.

 

„ჩვენ არ უნდა დაგვადანაშაულონ ომის დანაშაულებში, ეს ფარისევლობაა”- ნეთანიაჰუ

ღაზის სექტორში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია ომის მეორე ეტაპია ძალიან მკაფიო მიზნებით – თქვა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნეთანიაჰუმ მედიის შეკითხვებს, ღაზაში დატყვევებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ უპასუხა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები შევიდნენ, “ბოროტების ციხესიმაგრეში” (ღაზას სექტორს), ჰამასის ლიკვიდაციისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით.

ჯარისკაცები და მეთაურები ახლა ღაზას სექტორში არიან, ისინი ყველგან არიან განლაგებული.  ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი. ჩვენ გავიმარჯვებთ – ამბობს ნეთანიაჰუ.

მან უარყო ბრალდებები, რომელიც დღეს თურქეთის პრეზიდენტმა გააკეთა და ისრაელს “ომის დამნაშავე” უწოდა, თუმცა ერდოღანი არ უხსენებია.

„ჩვენ არ უნდა დაგვადანაშაულონ ომის დანაშაულებში, ეს ფარისევლობაა. ჩვენ ვართ ყველაზე მორალური არმია მსოფლიოში” – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის არმია სიფრთხილის ზომებს იღებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მან ჰამასი დაადანაშაულა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნა, რომ  დაჯგუფება ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს.

პრესკონფერენციამდე ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლების ოჯახის წევრებს შეხვდა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთეს მათი ახლობლების სახლში დასაბრუნებლად.

მძევლები ჰამასის მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის დროს აიყვანეს. არსებული მონაცემებით, ტერორისტების ტყვეობაში 229 პირია. მათ შორის, ბავშვები, მოხუცები და სამხედრო მოსამსახურეები.

ისრაელის მთავრობის ცნობით, მძევლებიდან მინიმუმ 135 უცხოელია, ან ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

ისრაელმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა , რომ ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, ისრაელის არმია გააგრძელებს ოპერაციას, რომელიც ღამით დაიწყო ღაზის სექტორში და რომელიც მიზნად ისახავს ჰამასის გვირაბებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურებას, ასევე ისლამისტური მოძრაობის ლიდერების ლიკვიდაციას.

,,ისრაელის ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციები კატასტროფული შედეგებს გამოიწვევს”- ვოლკერ თურქი

ისრაელის ფართომასშტაბიანმა სახმელეთო ოპერაციებმა ღაზაში შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს, შესაძლოა კიდევ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა განაცხადა.

ვოლკერ თურქმა მოუწოდა ორივე მხარეს და რეგიონში გავლენის მქონე სხვა მხარეებს, ყველაფერი გაეკეთებინათ კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

„წუხანდელი დაბომბვა და სახმელეთო ოპერაციები ისრაელის ძალების მხრიდან ღაზაში, გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე ინტენსიური იყო, რამაც ეს საშინელი კრიზისი ძალადობისა და ტკივილის ახალ დონეზე გადაიყვანა. სამოქალაქო მოსახლეობის გაჭირვება და ტანჯვა მძიმდება, ისრაელის დარტყმებმა სატელეკომუნიკაციო დანადგარებზე ღაზას მოსახლეობა გარესამყაროს მოსწყვიტა“, – აღნიშნა ვოლკერმა.

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მაცდური შეთავაზება და რამდენიმე საინტერესო ადგილზე მიწვევა გელით. გირჩევთ, სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებულ გეგმებს გადახედოთ. ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ შოპინგს, თუ რამის შეძენა ძალიან არ გჭირდებათ.

კურო

ამ დღეს უამრავი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ არა მარტო საკუთარი ოჯახისთვის, არამედ სხვებისთვისაც. არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. პრობლემიდან ისეთ გამოსავალს იპოვით, რომელიც სხვას თავში არ მოუვა. საღამო ხელსაყრელია ოჯახური შეკრებისთვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. მოულოდნელი საჩუქრები და რომანტიკული სიურპრიზები გელით.

ტყუპები

გაორიცხული არ არის, რომ გარშემომყოფებმა თავიანთი მოვალეობების თქვენთვის გადმობარება სცადონ. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური განწყობა დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ, ნუ მისცემთ უფლებას, თქვენი სიკეთით ისარგებლონ – დროა, უარის თქმა ისწავლოთ. გირჩევთ ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

კირჩხიბი

პლანეტების არახელსაყრელი განლაგება კირჩხიბების მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ამ დღეს მშვიდად და აუღელვებლად გაატარებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ, წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ და უმნიშვნელო მიზეზის გამო ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

ლომი

მოემზადეთ საკუთარი ინტერესებისა და პირადი სივრცის დასაცავად ასევე – დისკუსიაში მონაწილეობისთვის. მიზნის მისაღწევად მეტი უნდა იაქტიუროთ. ბიზნესში და ფინანსურ სფეროში, ასევე პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი სიჯიუტის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში წარსული დაბრუნდება. ეს შეიძლება იყოს ცუდად შესრულებული ან დაუსრულებელი საქმეები, ძველი ურთიერთობები ან გადაუჭრელი პრობლემები. ეცადეთ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოთ. ურთიერთობების თვალსაზრისით რთული დღეა – შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან მოქმედებით ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. არსებობს დამატებითი შემოსავლის შანსი.

სასწორი

ამ დღეს რთული საუბარი ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გელით. ეცადეთ, თქვენი შინაგანი ხიბლი და დიპლომატიური უნარები სასურველი შედეგის მისაღებად გამოიყენოთ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

მორიელი

ამ დღეს საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და ყურადღების ცენტრში მოსახვედრად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. მშვიდი და თავდაჯერებული ქცევა წარმატების მიღწევასა და სოციალური სტატუსის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი დავალება დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

მშვილდოსანი

მრავალმხრივი მოვლენებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ოპტიმიზმი და თავდაჯერება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მთავარია წვრილმან უსიამოვნებებზე არ გაღიზიანდეთ და უსარგებლო კამათში დრო არ დაკარგოთ.

თხის რქა

სიმტკიცე და სიმშვიდე წინააღმდეგობის გადალახვაში და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ნუ მოდუნდებით, თორემ შეიძლება მძიმე შეცდომები დაუშვათ. ეცადეთ, საკუთარი ეგოიზმი დაძლიოთ, რათა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები არ შეგექმნათ. შეყვარებულ თხის რქებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

მერწყული

ამ დღეს მოვლენების ცენტრში ხართ – ოჯახის წევრები თუ ახლობელი ადამიანები თქვენს ყურადღებას და მხარდაჭერას ელიან. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, რთული პრობლემა მოაგვაროთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს სამსახურებრივი საკითხების ან ოჯახური კონფლიქტის მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკმაოდ სტრესული დღე იყოს, როდესაც მოთმინებისა და შეუპოვრობის გამოვლენა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან კამათი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო

FILE PHOTO: A Turkish flag flutters atop the Turkish embassy as an Israeli flag is seen nearby, in Tel Aviv, Israel June 26, 2016. REUTERS/Baz Ratner/File Photo

პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო. გამოხმობის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხელახალი შეფასებაა.

„თურქეთის მზარდი რიტორიკის ფონზე, მე დიპლომატიურ წარმომადგენლებს მივეცი ინსტრუქცია, დაბრუნდნენ თურქეთიდან, რათა ხელახლა შევაფასოთ ისრაელი-თურქეთის ურთიერთობა”. – თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა.

თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობა სრულად ცოტა ხნის წინ აღდგა.

28 ოქტომბრის აქციაზე ერდოღანმა ისრაელს ომის დამნაშავე უწოდა.

,,მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან”- ჰადას მეიცადი

მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე ვერ ვხსნი, რატომ მისცა ზოგიერთმა ქვეყანამ ხმა ამ რეზოლუციას გაეროში. მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან და მხარი დაუჭირა მასში „ჰამასის“ მოხსენიებას. უნდა დავიწყოთ იმით, რომ ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ვხედავთ აშკარა ნაკლებობას ნათელი და მკაფიო დაგმობისა. ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ბავშვები ამოჟლიტეს და ზოგიერთი ამ ბარბაროსებს ეძახის თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მათ არომანტიზებს. ბავსვებს კლავდნენ, გოგონებს აუპატიურებდნენ და ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია. ეს არის საზიზღარი რეზოლუცია. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე იმ პირობის გარეშე, რომ დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს 229 მძევალი. მე არ ვიცი ამას რა დავარქვა“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში, რომელიც იორდანიამ წარადგინა, “ჰამასი” არ არის მოხსენიებული, როგორც ტერორისტული ჯგუფი.