29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

187
spot_img

ვერძი

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მაცდური შეთავაზება და რამდენიმე საინტერესო ადგილზე მიწვევა გელით. გირჩევთ, სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებულ გეგმებს გადახედოთ. ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ შოპინგს, თუ რამის შეძენა ძალიან არ გჭირდებათ.

კურო

ამ დღეს უამრავი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ არა მარტო საკუთარი ოჯახისთვის, არამედ სხვებისთვისაც. არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. პრობლემიდან ისეთ გამოსავალს იპოვით, რომელიც სხვას თავში არ მოუვა. საღამო ხელსაყრელია ოჯახური შეკრებისთვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. მოულოდნელი საჩუქრები და რომანტიკული სიურპრიზები გელით.

ტყუპები

გაორიცხული არ არის, რომ გარშემომყოფებმა თავიანთი მოვალეობების თქვენთვის გადმობარება სცადონ. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური განწყობა დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ, ნუ მისცემთ უფლებას, თქვენი სიკეთით ისარგებლონ – დროა, უარის თქმა ისწავლოთ. გირჩევთ ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

კირჩხიბი

პლანეტების არახელსაყრელი განლაგება კირჩხიბების მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ამ დღეს მშვიდად და აუღელვებლად გაატარებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ, წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ და უმნიშვნელო მიზეზის გამო ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

ლომი

მოემზადეთ საკუთარი ინტერესებისა და პირადი სივრცის დასაცავად ასევე – დისკუსიაში მონაწილეობისთვის. მიზნის მისაღწევად მეტი უნდა იაქტიუროთ. ბიზნესში და ფინანსურ სფეროში, ასევე პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი სიჯიუტის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში წარსული დაბრუნდება. ეს შეიძლება იყოს ცუდად შესრულებული ან დაუსრულებელი საქმეები, ძველი ურთიერთობები ან გადაუჭრელი პრობლემები. ეცადეთ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოთ. ურთიერთობების თვალსაზრისით რთული დღეა – შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან მოქმედებით ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. არსებობს დამატებითი შემოსავლის შანსი.

სასწორი

ამ დღეს რთული საუბარი ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გელით. ეცადეთ, თქვენი შინაგანი ხიბლი და დიპლომატიური უნარები სასურველი შედეგის მისაღებად გამოიყენოთ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

მორიელი

ამ დღეს საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და ყურადღების ცენტრში მოსახვედრად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. მშვიდი და თავდაჯერებული ქცევა წარმატების მიღწევასა და სოციალური სტატუსის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი დავალება დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

მშვილდოსანი

მრავალმხრივი მოვლენებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ოპტიმიზმი და თავდაჯერება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მთავარია წვრილმან უსიამოვნებებზე არ გაღიზიანდეთ და უსარგებლო კამათში დრო არ დაკარგოთ.

თხის რქა

სიმტკიცე და სიმშვიდე წინააღმდეგობის გადალახვაში და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ნუ მოდუნდებით, თორემ შეიძლება მძიმე შეცდომები დაუშვათ. ეცადეთ, საკუთარი ეგოიზმი დაძლიოთ, რათა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები არ შეგექმნათ. შეყვარებულ თხის რქებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

მერწყული

ამ დღეს მოვლენების ცენტრში ხართ – ოჯახის წევრები თუ ახლობელი ადამიანები თქვენს ყურადღებას და მხარდაჭერას ელიან. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, რთული პრობლემა მოაგვაროთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს სამსახურებრივი საკითხების ან ოჯახური კონფლიქტის მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკმაოდ სტრესული დღე იყოს, როდესაც მოთმინებისა და შეუპოვრობის გამოვლენა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან კამათი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.