ისრაელის ფართომასშტაბიანმა სახმელეთო ოპერაციებმა ღაზაში შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს, შესაძლოა კიდევ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა განაცხადა.
ვოლკერ თურქმა მოუწოდა ორივე მხარეს და რეგიონში გავლენის მქონე სხვა მხარეებს, ყველაფერი გაეკეთებინათ კონფლიქტის დეესკალაციისთვის.
„წუხანდელი დაბომბვა და სახმელეთო ოპერაციები ისრაელის ძალების მხრიდან ღაზაში, გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე ინტენსიური იყო, რამაც ეს საშინელი კრიზისი ძალადობისა და ტკივილის ახალ დონეზე გადაიყვანა. სამოქალაქო მოსახლეობის გაჭირვება და ტანჯვა მძიმდება, ისრაელის დარტყმებმა სატელეკომუნიკაციო დანადგარებზე ღაზას მოსახლეობა გარესამყაროს მოსწყვიტა“, – აღნიშნა ვოლკერმა.