Home Blog Page 1988

წლის 11 საუკეთესო პედაგოგი დაჯილდოვდა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში წლის თერთმეტი საუკეთესო პედაგოგი დასახელდა. პედაგოგებს სამკერდე ნიშნები და 10-ათასლარიანი ჯილდო გადაეცათ.

წლის მასწავლებლები გახდნენ: მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირის სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი.

პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასმულოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

“ღაზის სექტორში ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისების მუშაობა შეწყდა” – მედია

გაძლიერებული დაბომბვის ფონზე ღაზის სექტორში ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისების მუშაობა შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერების გამო ხალხი ვერ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას.

მანამდე „ცაჰალის“ სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.

მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.

“საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში, სადაც 120 ქვეყანაა წარმოდგენილი, სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია”

ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ დიდ ასამბლეაში, სადაც 120 ქვეყანაა და 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება, ასე ძლიერად ვართ წარმოდგენილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა შეაფასა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საპარლამენტო დელეგაციას სამი ამოცანა ჰქონდა და სამივე ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.

„პირველი – ეს იყო ასამბლეაში მონაწილეობა, ასევე მსოფლიო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა, იმისთვის, რომ ის ადამიანი იყოს არჩეული, ვინც მომავალი სამი წლის განმავლობაში ასამბლეას გაუძღვება და ექნება ის პოზიციები, რითაც საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს უჭერს მხარს. მეორე ამოცანა იყო – ორმხრივი ურთიერთობების დამყარება ისეთ პარლამენტებთან, რომელთანაც გეოგრაფიულად ადვილი არ არის წვდომა. ჩვენ ამ მხრივ, მრავალი პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით და ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე შევთანხმდით. ასევე შევხვდით საპარლამენტო მეგობრების ჯგუფებს და კომუნიკაცია გვექნება, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს ხელშეწყობილი. ჩვენი კოლეგები დავარწმუნეთ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების შენარჩუნება. მესამე ამოცანა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები იყო. ასამბლეაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები იღებდნენ და ამ საკითხზე მათთან მქონდა საუბარი. ყველას მხრიდან პოზიტიური გზავნილები ისმის. მათ ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებსა და ჩვენს მოლოდინზე, რომ შეფასება იქნება პოზიტიური. მათი მოლოდინიც ასეთია, რომ შეფასება და გადაწყვეტილება პოზიტიური უნდა იყოს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სამივე დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწია.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის ფარგლებში, 20-მდე შეხვედრა გამართა. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ძირითადი მიზანი არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობა და საპარლამენტო ურთიერთობების განვითარება იყო.

საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის სალომე ქურასბედიანის შემადგენლობით იმყოფებოდა.

“2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი” – პრემიერი

მასწავლებლობა, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, კარგად ვიცით, რომ ოდითგანვე გამორჩეული, საპატიო და როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა – ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ღირსეული, განათლებული თაობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი, მთავარი ფუნდამენტი, საძირკველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საძირკვლის სიმყარეში და სიმტკიცეში, რა თქმა უნდა, მასწავლებლებს განუზომლად დიდი როლი აკისრიათ.

„მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად, ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, გვასწავლეს, ზოგადად, აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი, ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება.

ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით, ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ. ახლა კიდევ უფრო მეტად, ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც, სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით”

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მასწავლებლებომივესალმები პატივცემულ სტუმრებსელჩებსპარლამენტის წევრებსმთავრობის წევრებსჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლაძვირფასო მასწავლებლებო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნასაზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან  მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი– 10 000 ლარის ოდენობით.

 მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მასწავლებლებომივესალმები პატივცემულ სტუმრებსელჩებსპარლამენტის წევრებსმთავრობის წევრებსჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლაძვირფასო მასწავლებლებოსიტყვა „მასწავლებელი” გვეუბნებათუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია ზოგადად ეს სტატუსითუ რაოდენ საპასუხისმგებლო არის ეს სტატუსი და რაოდენ საპატიოამე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები.  ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეებიჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისმე ასე ვიტყოდიჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენჩვენს დამსახურებულღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.

მე ასე ვიტყოდირომ ყველაზე დიდი გავლენავინც შეიძლება მოახდინოს მოზარდისმოსწავლის განვითარებაზეაზროვნებაზემის ცნობიერებაზემისი მსოფმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზეოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენსკოლამასწავლებლები და ეკლესიასაზოგადოებაში თქვენი განსაკუთრებული როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებითპირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემიათანაც ჩვენი მინისტრის ინიციატივითთარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული, 27 ოქტომბერიქართული პედაგოგიკის ფუძემდებლისჩვენთვის– ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლის და საზოგადო მოღვაწისდიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.

საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან  მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი– 10 000 ლარის ოდენობით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოტანიკურ ბაღში “ყვავილების გამოფენა” გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება.

გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.

‘’ყვავილების გამოფენაზე’’ ნინო ჩაკვეტაძისა და სხვა თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.

ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკოშემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს შეიმეცნონ, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ‘’ყვავილების გამოფენა’’ ტრადიციულად  შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

ღონისძიება 28 და 29 ოქტომბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

“შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის”

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მომავალსა და მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია.

გაეროს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად – ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მე-12 სასანქციო პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს ვატარებთ. განვიხილავთ თუ როგორ შევამციროთ დანარჩენი შემოსავლები, რომლებსაც რუსეთი ევროპასა და მის პარტნიორებისთვის ალმასების ექსპორტისგან იღებს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა ერთობლივად მიმდინარეობს “დიდი შვიდეულის” ქვეყნებთან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტიანობის გაძლიერებაც სურს.

“საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა და აკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს” – Central & Eastern Europe EDF -ის საერთაშორისო განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს აქვს სუფთა ენერგიის გენერირების დიდი პოტენციალი, აქვს ჰიდრორესურსები და ასევე, შესაძლებელია ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განხორციელებაც. შესაბამისად, ეს ქვეყანა ძალიან მიმზიდველია და აკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს, – ამის შესახებ Central & Eastern Europe EDF -ის საერთაშორისო განყოფილების ვიცე- პრეზიდენტმა, იან გუინარდიმ აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ დისკუსიაზე – „საზღვაო სექტორი გარდამავალ ეტაპზე” სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები და პოლიტიკის სამი მნიშვნელოვანი ნაწილი განსაზღვრავს გადაწყვეტილებას, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიცია განხორციელდეს.

„გადაწყვეტილება, რომ შემოვიდეთ ამ ქვეყანაში და განვიხილოთ ინვესტიციები, სამი პოლიტიკის ინიციატივის კომბინაციის შედეგია: პირველი – ეს არის უწყვეტი ძალისხმევა, რომ განხორციელდეს რეფორმები და შეიქმნას ბიზნესისთვის კეთილმოწყობილი კონტექსტი, რამაც შედეგად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა მოიტანა საცალო და მწარმოებელ ინდუსტრიაში. ასევე, შეიქმნა ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, რამაც ჩვენთვის ეს ბაზარი უკვე მიმზიდველი გახადა. მეორე – ეს არის სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში. საქართველო არის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი და ევროკავშირის კანონმდებლობასა და რეგულაციებს ახორციელებს. ამ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი არის ენერგობაზრის გაფართოება. საქართველო აკმაყოფილებს ამ დინამიკას, ასევე არის ლიბერალიზებული ენერგობაზარი. ჩვენ მნიშვნელოვანი მაგალითები გვაქვს იმისა, რომ კერძო მოთამაშეებს აქვთ წვდომა ამ გენერაციის აქტივებზე და ეს სხვადასხვა ფორმით ხდება, – შეიძლება ეს იყოს პრივატიზება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ან PPP, რომელიც არის კერძო და საჯარო პარტნიორობა. ამან საკმაოდ დადებითი სურათი შექმნა ჩვენთვის, რადგან ენერგეტიკის სექტორში ჩვენ გვყავს ადგილობრივი და საერთაშორისო მოთამაშეები”, – განაცხადა მან.

იან გუინარდის შეფასებით, არსებობს მესამე ფაქტორიც, რაც საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად ხდის – ეს არის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება ენერგოტრანზაქციის მიმართულებით, EDF-თვის. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა.

„სწორედ აქ დავინახეთ, რომ საქართველოსაც აქვს აღებული ეს ვალდებულება. ასევე საქართველო არის პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყანა და აქვს კლიმატის სტრატეგია 2030 წლისთვის. ყოველივე ეს დადებით სიგნალებს გვაძლევს. სწორედ, ეს სამი პოლიტიკა არის განმსაზღვრელი, რომ შემოვიდეთ საქართველოს ბაზარზე და ჩავდოთ ინვესტიცია”, – აღნიშნა Central & Eastern Europe EDF -ის საერთაშორისო განყოფილების ვიცე- პრეზიდენტმა.

„ცაჰალის“ ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით იერიში მიიტანა

„ცაჰალის“ ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ იერიში მიიტანა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, მისგავ ამისა და ავივიმის მახლობლად მდებარე პოზიციებზე.

მათივე განცხადებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, ისრაელურმა არტილერიამ კი სამხრეთ ლიბანის მიმართულებით საპასუხო ცეცხლი გახსნა.

გიორგი კალანდარიშვილსა და ლაშა ფარულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა „ჰოლიდეი ინნ თბილისში” გამართულ პრეზენტაციაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება ლაშა ფარულავას პროტესტს მოჰყვა, რომელიც აცხადებდა, რომ 1 -ელ ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის დასადგენად აუდიტორული კომპანიის შერჩევა დახურული და გასაიდუმლოებული იყო და ამის შესახებ ოპოზიციამ არაფერი იცოდა.

ასევე, ლაშა ფარულავა ამტკიცებს, რომ აუდიტორულ კომპანიას აშშ-ში პრობლემები აქვს, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს არაერთი სასამართლო დავა და მისი რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ერთადერთი შეკითხვა მაქვს – ასეთი დაბალი სტანდარტებით აპირებენ არჩევნების ჩატარებას? ეს ჩვენთვის არის მიუღებელი, მათ შორის მიუღებელია ასეთი დაბალი სტანდარტით არჩეული და ლეგიტიმაციის არ მქონე თავმჯდომარემ ჩაატაროს ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც გველოდება 2024 წელს, ამიტომ მოვედი აქ და ამ შეკითხვას დავსვამ ყველგან. ჩვენ გვინდა გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ასე თავისუფალი არჩევნები არ ტარდება.

ჩვენ პრეტენზია გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, პროცესი იყო დახურული, არ არის გამჭვირვალე და ასეთი დაბალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის არის მიუღებელი. თავისუფალი სამყაროსთვის ასეთი პროცესი არის მიუღებელი და შევეწინააღმდეგებით, არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ასეთი ჩავარდნებით ჩავატარებინებთ არჩევნებს. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენი ემიგრანტებისთვის, ისინი, ვინც ამ ქვეყნიდან გააქციეს, ჩვენი პატრიოტებისათვის ვითხოვთ ონლაინ არჩევნებს, ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მალე ოპოზიციასთან ერთად შევიტანთ საკანონმდებლო ორგანოში. მიუღებელია იმ სტანდარტით არჩევნების ჩატარება, როგორიც ვიხილეთ 2020 და 2021 წლებში. ასეთი დახურული პროცესით, თავისუფალი გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდრიშვილის განცხადებით, ლაშა ფარულავა ღონისძიებაზე „ასარევად არის მოსული“.

„აპელირება იმაზე, თითქოს კომისიის წევრებმა რაიმე ინფორმაცია იმაზე, აუდიტორული კომპანიის შერჩევასთან მიმართებაში არ ჰქონდათ, ეს არის სიცრუე. არა თუ ახლა, ორი თვით ადრე იყო ცნობილი ამ პროცესის დაწყებისა და ინცირების შესახებ“, – განაცხადა კალანდრიშვილმა.

ცნობისთვის, „ჰოლიდეი ინნ თბილისში” ცესკოს თავმჯდომარე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით 1 ოქტომბერს გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

“ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდნენ”- მედია

ევროკავშირის ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

“საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი პარტნიორებთან კოორდინაციაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება კერძო პირების ნებისმიერი განსაკუთრებული შემოსავლები, რომლებიც უშუალოდ გაყინული რუსული აქტივებისგან არის მიღებული, მიმართულ იქნას უკრაინის დახმარებაზე, მის აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, მოქმედი სახელშეკრულებო ვალდებულებების და ევროკავშირის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ევროპული საბჭო უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიას მოუწოდებს წინადადებების წარდგენის მიზნით მუშაობა დააჩქარონ”, – წერია ევროპული საბჭოს სამიტის განცხადებაში.

Financial Times-ის ორი მაღალჩინოსანი წყაროს ცნობით, ევროკომისია წინადადებების წარდგენას დეკემბრის დასაწყისში გეგმავს.

მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ ბრიუსელი მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება ვაშინგტონთან და ლონდონთან, რათა მიდგომების სინქრონიზაცია მოხდეს.