Home Blog Page 1984

,,ვიღაცას მართლა არ სურს, რომ თვალში ნაცრის შემყრელად გამოიყურებოდეს საზოგადოების თვალში”- მიხეილ სარჯველაძე

ოპოზიცია ასე ხედავს საკითხს: თუ მათთვის არ იქნება ხელსაყრელი რომელიმე გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან კონკურენციის პროცესში, სხვა შემთხვევაში, თუნდაც ეს იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო, მათთვის ასეთი გადაწყვეტილება მიუღებელია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ ლოგიკით არის გამსჭვავლული დღეს ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა. ოპოზიციისთვისაც ძალიან მძიმეა ეს პასუხისმგებლობა, როდესაც აღმოჩნდები იმ პოლიტიკურ ბანაკში, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იბრძვის. ვიღაცას მართლა არ სურს, რომ თვალში ნაცრის შემყრელად გამოიყურებოდეს საზოგადოების თვალში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო”- ბორელი

ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ის პირად გვერდზე წერს.

„ღაზა სრულიად ჩაბნელებულია და იზოლაციაშია მაშინ, როდესაც მასიური დაბომბვა გრძელდება. გაერო-ს პალესტინელი დევნილების დახმარების სააგენტო გვაფრთხილებს ღაზას მოსახლეობის სასოწარკვეთილი მდგომარეობის შესახებ ელექტროენერგიის, საკვების, წყლის გარეშე. ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება. საომარი ქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა თავდასხმას ვგმობთ, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების გაგრძელებას და ვითხოვთ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას” – წერს ბორელი.

,,მაუწყებლობის შესახებ“ მიღებული კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიმართულებით, ევროკავშირი შესაბამის ინსტიტუტებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. მისივე თქმით, მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„ჩვენ გვაქვს დირექტივა ე.წ. აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც ადგენს სტანდარტებს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, ჰქონდეს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება ამ სტანდარტებს და ასევე მოეთხოვება ეს საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია, აბსოლუტურად არსებითი, ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. პარლამენტში მიღებული კანონპროექტი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამასთან, არის სხვა ელემენტებიც, რომლებიც შეტანილია კანონპროექტში, მათ შორის უხამსობის შესახებ. ჩვენი აზრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ამის განხორციელება და აქ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს, უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ, რათა ეს მოხდეს“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

,,ღაზის სექტორის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და ქმნის კატასტროფის რისკს, რომელიც შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რომ თქვენ [ისრაელს] შეგიძლიათ, ტერორიზმს უპასუხოთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, მათ შორის – ძალის განურჩევლად გამოყენებით იმ ობიექტებზე, რომლებშიც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის მძევლების ყოფნის შესახებ ფლობთ ინფორმაციას. თუ ღაზა განადგურდება და მისი ორი მილიონი მცხოვრები ამ ტერიტორიიდან განიდევნება (როგორც ამას ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს), ეს გამოიწვევს კატასტროფას მრავალი ათწლეულის, შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაშიც კი”, – თქვა ლავროვმა.

სამხრეთ ლიბანში გაეროს სამშვიდობო შტაბს ჭურვი მოხვდა

ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის ფონზე ჭურვი სამხრეთ ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის (Unifil) შტაბბინაში ჩამოვარდა, – ამის შესახებ გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა.

ჭურვი არ აფეთქდა და არავინ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა ბაზა.

Unifil-ი მუშაობს თავდასხმის  წარმოშობის დადგენაზე.

ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ისრაელის სამხედროებსა შორის ცეცხლის გახსნა საღვრის გასწვრივ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში გახშირდა.

„ვეტო იყო გამართლებული”- თეონა აქუბარდია

შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ეხმაურება.

„ვეტო იყო გამართლებული.   მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს სავარაუდოდ დაძლევს „ქართული ოცნება“, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს ამაზე დავა იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება იმ ძირითად პრინციპს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული და პოლიციელი არ უნდა წყვეტდეს მისცეს თუ არა უფლება მომიტინგეებს, როგორ გამოხატოს თავისი პროტესტი“, – განმარტა აქუბარდიამ

,,ვიმედოვნებ, რეკომენდაციები იქნება პოზიტიური”- პაველ ჰერჩინსკი

ვიმედოვნებ, რეკომენდაციები იქნება პოზიტიური და ევროკომისია რეკომენდაციას მისცემ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, წინ წავწიოთ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნით ანგარიშზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

„ანგარიში გადაეცემა ევროკავშირს რეკომენდაციის სახით. ვიმედოვნებ, რომ ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური და ევროკომისია რეკომენდაციას მისცემ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, წინ წავწიოთ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში და მიეცეს მას კანდიდატის სტატუსი. ანგარიში გამოქვეყნდება 8 ნოემბერს და მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ის პოზიტიური იქნება“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ისრაელი ომის ახალ ფაზაზე გადავიდა – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაციების მასშტაბი გაზარდეს და ინტენსიური საჰაერო იერიშები მიიტანეს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ ომის „ახალ ეტაპზე“ გადავიდნენ.

„ღაზაში მიწა ზანზარებდა. იერიშები მივიტანეთ მიწის ზევითაც და ქვევითაც, თავს დავესხით ყველა რანგის ტერორისტს, ყველგან. ძალების ბრძანება ცხადია: ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ახალი წესრიგი არ დამყარდება“, – თქვა გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში, ცენტრალურ ნაწილსა და ყველა დანარჩენ რეგიონში, მოქალაქეების დასაცავად უსაფრთხოებას აუმჯობესებენ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში

,, რიკოთის მაგისტრალი, ეს არის საუკუნის პროექტი ”- ლესლი ბეარმან ლაჰმი

ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ძალიან სერიოზულ  ეტაპს, მთელი პროექტის შესრულებაში, მინდა მივულოცო მთავრობას, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა  ლესლი ბეარმან ლაჰმმა, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ამაყობენ ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობასთან თანამშროლობით.

„მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ვიმყოფებოდე ხევი შორაპანის სექციისა რიკოთის უღელტეხილის, ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ძალიან სერიოზულ  ეტაპს, მთელი პროექტის შესრულებაში, მინდა მივულოცო მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსაკუთრებით სხვადასხვა დეპარტამენტებს აღნიშნული ეტაპის გავლა. ჩვენ ვამაყობთ ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობასთან თანამშროლობით, ისევე როგორც სხვა ფინანსური ორგანიზაციები რომელიც დღეს აქ არიან წარმოდგენილები, ჩვენ ვამბობთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს მოძრაობას, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას, როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ-დასავლეთ კონტექსტს აი ამ გზის.

რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ მნიშვნელობას ამ გზისას, 60 პროცენტი მოსახლოებისა ცხოვრობს 20 კილომეტრზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის 60 პროცენტი ტრანზიტისა 25 პროცენტი საერთაშორისო გზებისა საქართველოსი ADB-მ 800 მილიონის ინვესტიცია მოახდინა 2009 წლიდან და ეს გახლავთ ქობულეთის შემოვლითი გზა განსაკუთრებით, რომელმაც მოგვცა საშუალება თავიდან აგვეცილებინა საცობები, ბათუმის შემოვლითი გზა, რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა მძიმე სატვირთო მანქანები შემოვლით გზაზე, ხევი უბისაში 35 ხიდია და 20 გვირაბი, შორაპანი არგვეთა, რომელიც ძალიან კარგად მიდის წინ და დასრულდება შემდეგ თვეებში, როგორც მოვისმინეთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის როლი შუა დერეფანის შესაძლებლობას გაზრდის და ჩვენ ამას ვაღიარებთ და ჩვენ გვინდა ვანახოთ აი ეს სატრანსფორმაციო პროექტები, ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება შემდეგ წელს”, – განაცხადა  ლესლი ბეარმან ლაჰმმა.

თურქეთი ისრაელს სამხედრო დამნაშავე ქვეყნად გამოაცხადებს – ერდოღანი

„თურქეთი ისრაელს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სამხედრო დამნაშავე ქვეყნად გამოაცხადებს“. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას teletrader.com ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება სტამბოლში ათათურქის სახელობის აეროპორტში გააკეთა, სადაც პალესტინის მხარდამჭერი მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. ერდოღანმა დაამატა, რომ ისრაელის სამხედრო დამნაშავედ გამოცხადების საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

მან ასევე ისრაელს „ოკუპანტი დაჯგუფება“ უწოდა. ასევე ერდოღანი ამბობს, რომ პალესტინური მოძრაობა „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაცია არ არის.

გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მისი ბიუსტი დადგეს

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს თავის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში ბიუსტი დაუდგეს. ბიუსტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა გიორგი ანწუხელიძის შვილებმა მიიღეს.

„მე ძალიან გამიხარდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა აქ. ეს ჩემთვის სტიმულია, იმიტომ, რომ ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი. ვამაყობ ამით“, – თქვა გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ლევან ანწუხელიძემ.

„ძალიან მძიმეა ჩემთვის მაგრამ ამაყი ვარ დღეს იმიტომ, რომ გიორგი სახელი გაჟღერდა კიდევ ერთხელ. მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, თითოეულ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამის ორგანიზებაში, ორგანიზატორებს, ადამიანებს, რომლებიც უცხოები არიან, მაგრამ 1 ლარი მაინც გადმორიცხეს”, – განაცხადა გიორგი ანწუხელიძის ცოლმა, მაკა ჩიკვილაძემ.

ბიუსტის გახსნას გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების გარდა, ადგილობრივები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების წევრები დაესწრნენ.

ბიუსტზე მოქანდაკე ბადრი თავბერიძემ იმუშავა. საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი ადგილობრივების ინიციატივით დაიდგა და ამისთვის თანხა მათ თავად შეაგროვეს.

,,სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად ყველა საშუალებას გამოვიყენებთ” – გიორგი ცაგარეიშვილი

“შეკრებისა და მანიფესტაციის” შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უმრავლესობაში ეხმაურებიან. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაიცვას.

“არიან ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო არეულობებისთვის, სამოქალაქო დაპირისპირებებისთვის ემზადებიან. ჩვენ არ გვჭირდება არეულობა, ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირება, თავ-პირის ლეწვა, ურთიერთლანძღვა, გინება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაცული იყოს,” – ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.