Home Blog Page 1984

,,ისრაელის ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციები კატასტროფული შედეგებს გამოიწვევს”- ვოლკერ თურქი

ისრაელის ფართომასშტაბიანმა სახმელეთო ოპერაციებმა ღაზაში შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს, შესაძლოა კიდევ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს, – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა განაცხადა.

ვოლკერ თურქმა მოუწოდა ორივე მხარეს და რეგიონში გავლენის მქონე სხვა მხარეებს, ყველაფერი გაეკეთებინათ კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

„წუხანდელი დაბომბვა და სახმელეთო ოპერაციები ისრაელის ძალების მხრიდან ღაზაში, გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე ინტენსიური იყო, რამაც ეს საშინელი კრიზისი ძალადობისა და ტკივილის ახალ დონეზე გადაიყვანა. სამოქალაქო მოსახლეობის გაჭირვება და ტანჯვა მძიმდება, ისრაელის დარტყმებმა სატელეკომუნიკაციო დანადგარებზე ღაზას მოსახლეობა გარესამყაროს მოსწყვიტა“, – აღნიშნა ვოლკერმა.

29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ურთიერთობისთვის ხელსაყრელი დღეა. მაცდური შეთავაზება და რამდენიმე საინტერესო ადგილზე მიწვევა გელით. გირჩევთ, სამუშაოსა და ბიზნესთან დაკავშირებულ გეგმებს გადახედოთ. ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ შოპინგს, თუ რამის შეძენა ძალიან არ გჭირდებათ.

კურო

ამ დღეს უამრავი სასარგებლო საქმის გაკეთებას შეძლებთ არა მარტო საკუთარი ოჯახისთვის, არამედ სხვებისთვისაც. არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავთ. პრობლემიდან ისეთ გამოსავალს იპოვით, რომელიც სხვას თავში არ მოუვა. საღამო ხელსაყრელია ოჯახური შეკრებისთვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. მოულოდნელი საჩუქრები და რომანტიკული სიურპრიზები გელით.

ტყუპები

გაორიცხული არ არის, რომ გარშემომყოფებმა თავიანთი მოვალეობების თქვენთვის გადმობარება სცადონ. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური განწყობა დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ, ნუ მისცემთ უფლებას, თქვენი სიკეთით ისარგებლონ – დროა, უარის თქმა ისწავლოთ. გირჩევთ ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

კირჩხიბი

პლანეტების არახელსაყრელი განლაგება კირჩხიბების მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ამ დღეს მშვიდად და აუღელვებლად გაატარებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ, წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ და უმნიშვნელო მიზეზის გამო ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

ლომი

მოემზადეთ საკუთარი ინტერესებისა და პირადი სივრცის დასაცავად ასევე – დისკუსიაში მონაწილეობისთვის. მიზნის მისაღწევად მეტი უნდა იაქტიუროთ. ბიზნესში და ფინანსურ სფეროში, ასევე პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი სიჯიუტის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში წარსული დაბრუნდება. ეს შეიძლება იყოს ცუდად შესრულებული ან დაუსრულებელი საქმეები, ძველი ურთიერთობები ან გადაუჭრელი პრობლემები. ეცადეთ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოთ. ურთიერთობების თვალსაზრისით რთული დღეა – შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან მოქმედებით ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. არსებობს დამატებითი შემოსავლის შანსი.

სასწორი

ამ დღეს რთული საუბარი ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გელით. ეცადეთ, თქვენი შინაგანი ხიბლი და დიპლომატიური უნარები სასურველი შედეგის მისაღებად გამოიყენოთ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

მორიელი

ამ დღეს საკუთარი ნიჭის გამოსავლენად და ყურადღების ცენტრში მოსახვედრად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. მშვიდი და თავდაჯერებული ქცევა წარმატების მიღწევასა და სოციალური სტატუსის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი დავალება დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

მშვილდოსანი

მრავალმხრივი მოვლენებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა და მოულოდნელი სირთულეების გადალახვა მოგიწევთ. ოპტიმიზმი და თავდაჯერება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მთავარია წვრილმან უსიამოვნებებზე არ გაღიზიანდეთ და უსარგებლო კამათში დრო არ დაკარგოთ.

თხის რქა

სიმტკიცე და სიმშვიდე წინააღმდეგობის გადალახვაში და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ნუ მოდუნდებით, თორემ შეიძლება მძიმე შეცდომები დაუშვათ. ეცადეთ, საკუთარი ეგოიზმი დაძლიოთ, რათა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები არ შეგექმნათ. შეყვარებულ თხის რქებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

მერწყული

ამ დღეს მოვლენების ცენტრში ხართ – ოჯახის წევრები თუ ახლობელი ადამიანები თქვენს ყურადღებას და მხარდაჭერას ელიან. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, რთული პრობლემა მოაგვაროთ და საჭირო კავშირები დაამყაროთ.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს სამსახურებრივი საკითხების ან ოჯახური კონფლიქტის მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, ეს საკმაოდ სტრესული დღე იყოს, როდესაც მოთმინებისა და შეუპოვრობის გამოვლენა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან კამათი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო

FILE PHOTO: A Turkish flag flutters atop the Turkish embassy as an Israeli flag is seen nearby, in Tel Aviv, Israel June 26, 2016. REUTERS/Baz Ratner/File Photo

პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გამოიხმო. გამოხმობის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ხელახალი შეფასებაა.

„თურქეთის მზარდი რიტორიკის ფონზე, მე დიპლომატიურ წარმომადგენლებს მივეცი ინსტრუქცია, დაბრუნდნენ თურქეთიდან, რათა ხელახლა შევაფასოთ ისრაელი-თურქეთის ურთიერთობა”. – თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა.

თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობა სრულად ცოტა ხნის წინ აღდგა.

28 ოქტომბრის აქციაზე ერდოღანმა ისრაელს ომის დამნაშავე უწოდა.

,,მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან”- ჰადას მეიცადი

მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე ვერ ვხსნი, რატომ მისცა ზოგიერთმა ქვეყანამ ხმა ამ რეზოლუციას გაეროში. მოხარული ვარ, რომ საქართველომ თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან და მხარი დაუჭირა მასში „ჰამასის“ მოხსენიებას. უნდა დავიწყოთ იმით, რომ ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ვხედავთ აშკარა ნაკლებობას ნათელი და მკაფიო დაგმობისა. ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია ის ფაქტი, რომ ბავშვები ამოჟლიტეს და ზოგიერთი ამ ბარბაროსებს ეძახის თავისუფლებისთვის მებრძოლებს, მათ არომანტიზებს. ბავსვებს კლავდნენ, გოგონებს აუპატიურებდნენ და ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია. ეს არის საზიზღარი რეზოლუცია. მოწოდება ცეცხლის შეწყვეტაზე იმ პირობის გარეშე, რომ დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს 229 მძევალი. მე არ ვიცი ამას რა დავარქვა“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტში, რომელიც იორდანიამ წარადგინა, “ჰამასი” არ არის მოხსენიებული, როგორც ტერორისტული ჯგუფი.

,,ვიღაცას მართლა არ სურს, რომ თვალში ნაცრის შემყრელად გამოიყურებოდეს საზოგადოების თვალში”- მიხეილ სარჯველაძე

ოპოზიცია ასე ხედავს საკითხს: თუ მათთვის არ იქნება ხელსაყრელი რომელიმე გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან კონკურენციის პროცესში, სხვა შემთხვევაში, თუნდაც ეს იყოს ქვეყნისთვის სასარგებლო, მათთვის ასეთი გადაწყვეტილება მიუღებელია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამ ლოგიკით არის გამსჭვავლული დღეს ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა. ოპოზიციისთვისაც ძალიან მძიმეა ეს პასუხისმგებლობა, როდესაც აღმოჩნდები იმ პოლიტიკურ ბანაკში, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იბრძვის. ვიღაცას მართლა არ სურს, რომ თვალში ნაცრის შემყრელად გამოიყურებოდეს საზოგადოების თვალში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო”- ბორელი

ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ის პირად გვერდზე წერს.

„ღაზა სრულიად ჩაბნელებულია და იზოლაციაშია მაშინ, როდესაც მასიური დაბომბვა გრძელდება. გაერო-ს პალესტინელი დევნილების დახმარების სააგენტო გვაფრთხილებს ღაზას მოსახლეობის სასოწარკვეთილი მდგომარეობის შესახებ ელექტროენერგიის, საკვების, წყლის გარეშე. ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება. საომარი ქმედებების შეჩერება სასწრაფოდ არის საჭირო, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა თავდასხმას ვგმობთ, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების გაგრძელებას და ვითხოვთ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას” – წერს ბორელი.

,,მაუწყებლობის შესახებ“ მიღებული კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს“ – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიმართულებით, ევროკავშირი შესაბამის ინსტიტუტებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. მისივე თქმით, მოქმედი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში გავიდა, ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„ჩვენ გვაქვს დირექტივა ე.წ. აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც ადგენს სტანდარტებს. ყველა ჩვენს წევრ სახელმწიფოს მოეთხოვება, ჰქონდეს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც შეესაბამება ამ სტანდარტებს და ასევე მოეთხოვება ეს საქართველოსაც, რომელიც არის კანდიდატი ქვეყანა. განსაკუთრებით ორი ძირითადი საკითხია, აბსოლუტურად არსებითი, ეს არის არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი და სიძულვილის ენა. პარლამენტში მიღებული კანონპროექტი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამასთან, არის სხვა ელემენტებიც, რომლებიც შეტანილია კანონპროექტში, მათ შორის უხამსობის შესახებ. ჩვენი აზრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ამის განხორციელება და აქ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის ორგანოებთან. რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, ეს არის ეროვნული მარეგულირებლის დამოუკიდებლობა. ეს არის კომუნიკაციების კომისია. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს, უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ, რათა ეს მოხდეს“, – აცხადებს ევროკავშირის ელჩი.

,,ღაზის სექტორის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და ქმნის კატასტროფის რისკს, რომელიც შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რომ თქვენ [ისრაელს] შეგიძლიათ, ტერორიზმს უპასუხოთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, მათ შორის – ძალის განურჩევლად გამოყენებით იმ ობიექტებზე, რომლებშიც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის მძევლების ყოფნის შესახებ ფლობთ ინფორმაციას. თუ ღაზა განადგურდება და მისი ორი მილიონი მცხოვრები ამ ტერიტორიიდან განიდევნება (როგორც ამას ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს), ეს გამოიწვევს კატასტროფას მრავალი ათწლეულის, შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაშიც კი”, – თქვა ლავროვმა.

სამხრეთ ლიბანში გაეროს სამშვიდობო შტაბს ჭურვი მოხვდა

ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე მზარდი დაძაბულობის ფონზე ჭურვი სამხრეთ ლიბანში გაეროს სამშვიდობო მისიის (Unifil) შტაბბინაში ჩამოვარდა, – ამის შესახებ გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა.

ჭურვი არ აფეთქდა და არავინ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა ბაზა.

Unifil-ი მუშაობს თავდასხმის  წარმოშობის დადგენაზე.

ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლასა“ და ისრაელის სამხედროებსა შორის ცეცხლის გახსნა საღვრის გასწვრივ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში გახშირდა.

„ვეტო იყო გამართლებული”- თეონა აქუბარდია

შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ეხმაურება.

„ვეტო იყო გამართლებული.   მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს სავარაუდოდ დაძლევს „ქართული ოცნება“, მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს ამაზე დავა იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება იმ ძირითად პრინციპს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული და პოლიციელი არ უნდა წყვეტდეს მისცეს თუ არა უფლება მომიტინგეებს, როგორ გამოხატოს თავისი პროტესტი“, – განმარტა აქუბარდიამ

,,ვიმედოვნებ, რეკომენდაციები იქნება პოზიტიური”- პაველ ჰერჩინსკი

ვიმედოვნებ, რეკომენდაციები იქნება პოზიტიური და ევროკომისია რეკომენდაციას მისცემ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, წინ წავწიოთ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით დასკვნით ანგარიშზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

„ანგარიში გადაეცემა ევროკავშირს რეკომენდაციის სახით. ვიმედოვნებ, რომ ეს რეკომენდაციები იქნება პოზიტიური და ევროკომისია რეკომენდაციას მისცემ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, წინ წავწიოთ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში და მიეცეს მას კანდიდატის სტატუსი. ანგარიში გამოქვეყნდება 8 ნოემბერს და მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ის პოზიტიური იქნება“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ისრაელი ომის ახალ ფაზაზე გადავიდა – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო ოპერაციების მასშტაბი გაზარდეს და ინტენსიური საჰაერო იერიშები მიიტანეს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ „ჰამასთან“ ომის „ახალ ეტაპზე“ გადავიდნენ.

„ღაზაში მიწა ზანზარებდა. იერიშები მივიტანეთ მიწის ზევითაც და ქვევითაც, თავს დავესხით ყველა რანგის ტერორისტს, ყველგან. ძალების ბრძანება ცხადია: ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ახალი წესრიგი არ დამყარდება“, – თქვა გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთში, ცენტრალურ ნაწილსა და ყველა დანარჩენ რეგიონში, მოქალაქეების დასაცავად უსაფრთხოებას აუმჯობესებენ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში