Home Blog Page 1983

„თეგეტა მოტორსში“ უკვე EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოებისა და მიკროავტობუსების შეკეთებაც შესაძლებელია

„თეგეტა მოტორსის“ „დიზელ-ცენტრის“ ლაბორატორიას კიდევ ერთი, თანამედროვე, DAYEL-ის ბრენდის  EURO 6 -ის სტანდარტის დანადგარი შეემატა. უახლესი აღჭურვილობით ახლა უკვე  EURO 6 სტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისიც ხელმისაწვდომი გახდა.

EURO 6-ის სერტიფიკატი გარემოსდაცვითი სტანდარტების სისტემაა, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებების გამოყოფის მოთხოვნებს არეგულირებს. ემისიების შემცირების მიზნით თანამედროვე ავტომწარმოებლები ცდილობენ, შექმნან და დანერგონ ახალი ტექნოლოგიები.

EURO 6-ის სტანდარტის სატვირთოები და მიკროავტობუსები საქართველოში უკვე ოპერირებენ. მათი საწვავის მიწოდების სისტემა განსხვავებული, უფრო ეფექტური მფრქვევანებისა და სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. შეცვლილია  პროგრამული უზრუნველყოფაც. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტის ავტომობილების დიაგნოსტიკა/შეკეთებას სპეციალური დანადგარი სჭირდება. DAYEL EURO 6 კი სწორედ „ევრო სტანდარტის“ დადგენილების შესაბამისი სატვირთოებისა და მიკროავტობუსების შეკეთებას უზრუნველყოფს.

ჯონი ბარიშვილი, დიზელების სერვისცენტრის მენეჯერი: „თეგეტა მოტორსი“ ყოველმხრივ ცდილობს, ფეხი აუწყოს ეკოლოგიაზე ზრუნვის ინოვაციებს და დანერგოს ევროპული სტანდარტები. სწორედ  მათ შორისაა  სერვისი EURO 6 სტანდარტის მქონე სატვირთოებისა და მიკროავტობუსებისთვის,  რომელიც საგრძნობლად ამცირებს გამონაბოლქვში მავნე აირების რაოდენობას.

ახლა უკვე ვფლობთ დანადგარს, რომელიც სრულად გადაჭრის აღნიშნულ ძრავასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას. უახლესი აღჭურვილობით Euro 6-ის სტანდარტის საწვავის მფრქვევანებისა და ტუმბოების შემოწმება/შეკეთების სერვისს მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს. გვყავს გუნდი, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს და მზად ვართ, EURO 6 -ის სტანდარტის ავტომობილებსაც მოვემსახუროთ. ახალი დანადგარი „თეგეტა მოტორსმა“ 2 თვეა, რაც შეიძინა და შესაბამისი სერვისი უკვე დაახლოებით 500-ამდე მომხმარებელს გავუწიეთ“.

დიზელის ძრავიანი ავტომობილების თანამედროვე სერვისის მიღება „თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალშია შესაძლებელი – წლებია, რაც ეს ფილიალი დიზელზე მომუშავე მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ასევე სპეცტექნიკას ემსახურება. სერვისცენტრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მეზობელ ქვეყნებში მისი ანალოგი არ არსებობს და ამიტომაც ის ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებსაც ემსახურება.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

“2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებში სარჩელს შეიტანს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

“2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ დავტოვებთ მას შუა გზაზე. ფასი გადახდილი იქნება”, – აღნიშნა ერდოღანმა.

იმავე გამოსვლაში ერდოღანმა, რომელიც სამი წლის განმავლობაში პირველი სამუშაო ვიზიტით 17 ნოემბერს გერმანიაში ჩავიდა, განაცხადა, რომ ანკარა ეცდება გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლები, თუ ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ისრაელის ხელში მყოფი 10 000 მძევლის გასათავისუფლებლად.

სააგენტო „dpa“ წერს, რომ სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმა ერდოღანმა რიცხვ 10 000-ში.

„გაერო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ციხეებში 1 500 პალესტინელი იმყოფებოდა“, – განმარტავს სააგენტო.

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი არსებული მდგომარეობის შესაფასებლად”- სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე საშემოდგომო შეხვედრაში მონაწილეობს. სიტყვით გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოში ეუთო-ს პრეზიდენტის პია კაუმას და დელეგაციის ვიზიტზე და ასევე, ჩვენი ქვეყნის რეგიონულ როლზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის მიერ საოკუპაციო ხაზის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება. იმ პირების, რომლებიც რუსული ოკუპაციის გამო უკვე 15 წელზე მეტია (ზოგიერთი – 30 წელია) ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ თბილისი, როგორც მოლაპარაკებების ადგილი და ვიმედოვნებთ, რომ იმ ვალდებულებით, რომელიც ორივე მხარემ საჯაროდ გამოთქვა და აიღო, ჩვენ შევძლებთ უახლოეს თვეებში აღვნიშნოთ გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენს ორ მოძმე მეზობელ ქვეყანას შორის. ჩვენი მხრიდან, საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა გამოეხმაურა.

„ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოში სტუმრობა. ახლა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ყველამ ვიცით, რომ თქვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგენიჭათ, რომელიც ოფიციალურად რამდენიმე კვირაში, დეკემბერში გამოცხადდება“, – განაცხადა პია კაუმამ და აღნიშნა, რომ ეუთო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის კუთხით.

„ჩვენ ვიმყოფებოდით საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე, გავეცანით არსებულ ვითარებას. ვნახეთ როგორია, როდესაც სხვა ქვეყანა უკანონოდ ახდენს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, ვესაუბრეთ მოსახლეობას. იქ საკუთარი თვალით ვნახეთ ვითარება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მისაღები. ჩვენ სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. ასევე, სრულად გიჭერთ მხარს რეგიონში სამშვიდობო შეთანხმების ფასილიტაციის პროცესში. თქვენ მნიშვნელოვანი როლი გაქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების მხარდაჭერის კუთხით“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

შეხვედრაში ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდა.

„ეს პოსტი არის მათთვის, ვინც თვლის , რომ ,,არაფერი მოხდება თუ ერთხელ გავსინჯავ”- ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ ადამიანებს, რომელთაც ნარკოტიკის მიღება და მისგან სიამოვნების მიღება სურთ, ურჩევს კარგად დაფიქრდნენ, რომ მოხმარებას სავალალო შედეგი არ მოჰყვეს.

როგორც ზურა სიხარულიძე წერს, „ერთ მოხმარებას მოჰყვება მეორე, მეორეს – მესამე… მერე ვითარდება მძიმე დამოკიდებულება, რომელიც ცვლის ადამიანის მთლიან ცხოვრებას!“.

„ეს პოსტი არის განკუთვნილი მათთვის, ვინც თვლის , რომ არაფერი მოხდება თუ ერთხელ გავსინჯავ,დავისვენებ… რელაქსი მინდა და.. ერთხელ გასინჯვით რა უნდა მომივიდეს?! ამდენი ხალხი ხმარობს… თან წავიკითხე უამრავი ინფორმაცია და ამბობენ რომ უსაფრთხოა. რა ადვილი ყოფილა, აი საიტიც მოვნახე, გამოვწერე, ფულიც გადავიხადე… თან ვერავინ გამაკონტროლებს და ვერავინ გაიგებს… აი, ლოკაციაც გამომიგზავნეს! ახლოს ყოფილა, წავალ ეხლა მოვნახავ და მერე გავგულავდები.

– კი ასეა ნამდვილად, ოღონდ ამ სცენარს აქვს სამი სხვადასხვა გამოსავალი – არცერთი არ არის კარგი და საბოლოოდ არცერთი არ მოგეწონებათ:

1. ის, რაც შენ გგონია რომ გამოიწერე – სრულიად სხვა რამეა და ფენტანილით არის დაბინძურებული! „გულაობა“ ზედოზირებით დამთავრდება და თან თუ მარტო ხარ, ისე გარდაიცვლები ვერც ვერავინ გაიგებს და დილას გნახავენ მკვდარს ლოგინში.

თუ მარტო არ ხარ და შენს მეგობარს ეცოდინება რა მოიხმარე – შანსი გაქვს რომ გადარჩე, თუ ის 112-ში დარეკავს, ნალოქსონს გაგიკეთებენ და საავადმყოფოში გადაგიყვანენ.

2. მოხმარების შემდეგ შეიძლება დაგეწყოს ჰალუცინაციები, პარანოია, სუიციდური აზრები, დერიალიზაცია და დეპერსონალიზაცია, სრულიად დაკარგო კონტროლი სხეულზე და გონებაზე. თუ დოზა კარგად ვერ განსაზღვრე და მეტი მოიხმარე – ძლიერი აღგზნების შემდეგ შესაძლებელია აგეწიოს წნევა, განვითარდეს ინსულტი, ინფარქტი, პოლიორგანული უკამრისობა და ნუ საბოლოოდ შეიძლება გადარჩე თუ დროზე დარეკავ 112-ში და საავადმყოფოში მოხვდები. საბოლოოდ შეიძლება ღრმა ინვალიდი დარჩე ან მძიმე ფსიქიკური აშლილობა განგივითარდეს.

3. ის,რაც ზევით დავწერე, შეიძლება არცერთი არ დაგემართოს, მაგრამ ერთ მოხმარებას მოჰყვება მეორე, მეორეს – მესამე… მერე განვითარდება მძიმე დამოკიდებულება, რომელიც შეცვლის მთელ შენს ცხოვრებას! აღარაფერი იქნება საინტერესო ამ ნარკოტიკის გარდა, დაგიზიანდება ფსიქიკა, ჯანმრთელობა… საბოლოოდ, ერთხელაც არ გაგიმართლებს და განვითარდება ან პირველი სცენარი ან მეორე…

სამწუხაროდ, „მოდი გავერთობი“ მეფედრონით, მეტამფეტამინტით, ამფეტამინით, ალფაპევეპეთი, GGb და ა.შ. სამწუხაროდ, გამონაკლისები ძალიან ცოტაა!

რავი – დაფიქრდი, სანამ „გაგულავებას“ გადაწყვეტ, ღირს კი ეს ყველაფერი წუთიერ სიამოვნებად? იქნებ სხვა გართობა სჯობს – კარგი მუსიკა, ურთიერთობები, მოგზაურობა…“,- წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე.

“გზაში ფეხქვეშ იყურეთ გახარია-ხაზარაძეს არ დააბიჯოთ! შინ ევროპისკენ!”- გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის აქტივობას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება: “მონ ამი, საარჩევნო კამპანია დაგიწყიათ ფრანგულ პრესაში. შარმან! წითლიძე, ბოკუჩავა, სამადაშვილი, გვარამია, მანჯგალაძე, კიკუ ვაშაძე – თქვენს ერთობას ამომრჩევლის 102% ვერ დაიტევს, 120%-ზე ახვალთ! “ედისონ რისერჩს” მიმართეთ. ოღონდ, გზაში ფეხქვეშ იყურეთ, გახარია-ხაზარაძეს არ დააბიჯოთ! შინ ევროპისკენ!”- წერს ხაინდრავა

,,საქართველო წლებია განიცდის რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს”- ბოჭორიშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ერევანში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) საშემოდგომო სესიაში.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ცოტა ხნის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე და ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა.

„ორი კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად ცხინვალის რეგიონში მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა თუ რა არის ოკუპაცია. საქართველო წლებია განიცდის რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს. ჩვენს ტერიტორიებზე კვლავ არიან რუსეთის სამხედროები, რომელთა ყოფნა არც სამართლიანია და არც გამართლებული. ასი ათასობით ადამიანი კვლავ იძულებით არის გადაადგილებული საკუთარი სახლებიდან და მათი უფლებები დარღვეულია. ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, გატაცება და მკვლელობები საოკუპაციო ძალების მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას ამის მისაღწევად.

„მშვიდობას და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის. მსურს გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სამხრეთ კავკასიაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისასა მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ გაცემულ დადებით რეკომენდაციას და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშს და დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„ჩვენ მადლიერი ვართ მონიჭებული ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ არ დაგვიმალავს იმედგაცრუება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო. იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

,,შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანასთან, ასევე, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან, – სანქციების დაწესების განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

,,რაც იყო გეგმა და სტრატეგია – ქვეყნის დესტაბილიზაცია, იგივე რჩება”- ვოლსკი

რასაც ვუყურებ შეფასებებს არ მრჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიცია მზად არის სამუშაოდ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„კვლავ დაიწყო სპეკულაციები, რომ ეს არის დათქმა და ამ დათქმების მიღების გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცემა, როდესაც ეს ასე არ არის. არსებობს თემატური, პროფილური კომიტეტები და რა საკვირველია იქ მუშაობა გაგრძელდება. რაც იყო გეგმა და სტრატეგია – ქვეყნის დესტაბილიზაცია, იგივე რჩება უცვლელად მათ საქმიანობაში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მმართველ პარტიას არ აქვს იმედი, რომ ევრო რეკომენდაციების შესარულების პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს.

,,ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა”- ჯანმო

ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ორგანიზაციამ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანმო-ს და გაერო-ს სხვა ოფიციალური პირები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

ისრაელელი სამხედროები გასული კვირის განმავლობაში საავადმყოფოს ირგვლივ მოქმედებდნენ. მათი მტკიცებით, აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ „ჰამასი“ ამ ტერიტორიას ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ირწმუნებიან, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ მთავარი სამეთაურო ცენტრია განთავსებული და რომ ტერიტორიაზე გვირაბები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე შენობაში ისრაელიდან გატაცებული ორი მძევლის ცხედარი იპოვეს.

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარია

1 ევრო 2.9327 ლარად შეიძენთ.

1 გირვანქა სტერლინგი – 3.3545 ლარი.

100 რუსული რუბლი – 3.0296 ლარი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ბინას აქირავებს და ქირაობს

გადაწყვეტილება, რომელიც ათასობით ადამიანის პრობლემას მოაგვარებს. ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოსახლება შესაძლებელი სასამართლოს გარეშე გახდება. იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას ასრულებს, დოკუმენტი კი კანონმდებლების მაგიდაზე უახლოეს პერიოდში მოხვდება. სიახლის მიხედვით, მომხმარებელი ქირავნობის ხელშეკრულების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში შეძლებს, სადაც მითითებული იქნება, რომ მოქირავეს ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს.

უკვე მეორე დღეა მარი ნაჩხატაშვილს საკუთარ ბინაში ცხოვრება უცხო პირებთან ერთად უწევს. გაუსაძლის სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დამქირავებელმა ჯერ ქირის გადახდაზე თქვა უარი, შემდეგ კი ბინის დაცლაზე.

მარი ნაჩხატაშვილმა და მისმა მეუღლემ ბინა ოჯახს მაისის დასაწყისში მიაქირავეს. სწორედ აქედან დაიწყო მათი პრობლემებიც. ორი თვის წინასწარ მიღებული ქირის შემდეგ, დამქირავებლებს მათთვის აღარაფერი გადაუხდიათ იმ მიზეზით, რომ ბინის მდგომარეობა მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და პირობები გაუსაძლისია.

დამქირავებლები ამტკიცებენ, რომ ბინა მათ მფლობელობაშია.

მსგავსი პრობლემა დღეს საქართველოში არაერთ სხვა გამქირავებელსაც აწუხებს. მაშინ, როცა დამქირავებელი საფასურის გადახდაზე უარს ამბობს, მეპატრონეს მხოლოდ ერთი გზა რჩება, მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ეს დროში გაწელილი პროცესია. რიგ შემთხვევაში კი, საქმის განხილვა წლობით გრძელდება.

პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მოგვარების გზებზე მუშაობა უკვე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრო ბინის მეპატრონეებს გამოსავალს სთავაზობს. უწყება დღეს მუშაობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გამოსახლების წესის ცვლილებას გულისხმობს – ქირის გადაუხდელობისას გამოსახლება სასამართლოს გარეშე გახდება შესაძლებელი.

პრობლემის მასშტაბზე და ახალ ინიციატივაზე იუსტიციის მინისტრმა პარლამენტს პირადად მიაწოდა ინფორმაცია.

ცვლილებაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. სულ მალე კი, ის დასამტკიცებლად კანონპროექტის სახით პარლამენტში გაიგზავნება.

“ეზოში რადგან არ გვიშვებენ, იძულებული ვართ გარეთ პატარა ტერიტორიაზე გავშალოთ კარავი”- აქციის ორგანიზატორი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოს გარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს.

პროტესტის მონაწილეების თქმით, რადგან ისინი შენობის ეზოში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს, იძულებულები არიან, კარავი გარეთ გაშალონ. კარვის გაშლას ტერიტორიაზე შეკრებილები ტაშითა და შეძახილით: “გავიმარჯვეთ” შეხვდნენ.

“ეზოში რადგან არ გვიშვებენ, იძულებული ვართ გარეთ პატარა ტერიტორიაზე გავშალოთ ის კარავი, რაც დაგვრჩა. ამ ეტაპზე, გამოდის, რომ კარავი გაიშალა. ამასთან, ახლა გაგვაგებინეს რამდენიმე ადამიანის ადგილსამყოფელი”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ სამინისტროს ეზოში შესულიყვნენ, რათა კარავი იქ გაეშალათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.