Home Blog Page 1983

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 8000-ს გადააჭარბა

7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებს 8005 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, მსხვერპლთა 73% ბავშვები, ქალები და ხანდაზმულები არიან. საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი 200 000-ს აჭარბებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო

“ჰამასს” თუ სურს პატიმრების გაცვლა “ყველა ყველაზე”, ეს არ მოხდება -ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზაში ტერორისტების მიერ დაკავებული მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ „ჰამასზე“ სამხედრო ზეწოლით უფრო სავარაუდოა, რომ ტყვეების გათავისუფლება მოიპოვოს, ვიდრე პატიმართა გაცვლით.

„თუ არ იქნება სამხედრო ზეწოლა „ჰამასზე“, პროგრესი არ იქნება“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც მედია წერს, შეხვედრის ჩანაწერის მიხედვით, გალანტმა უთხრა მძევლების ოჯახებს, რომ ყველა ისრაელელელი მძევლის „ჰამასის“ ყველა პატიმარზე გაცვლა შეუძლებელია.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მძევლების ოჯახის ზოგიერთმა წევრმა დაადანაშაულა გალანტი და მთავრობა „ჰამასის“ თავდასხმასა და ადამიანების გატაცებაში. მათ მოითხოვეს, რომ მძევლები არ მიატოვონ.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი პარტია შევიდა

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი კოლონა – 33 სატვირთო მანქანა – შევიდა, მას შემდეგ, რაც რეგიონში დახმარების მიწოდება განახლდა.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ცნობით, ეგვიპტესთან რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი 33 სატვირთო მანქანამ გადაკვეთა და ღაზის სექტორის მოსახლეობას საკვები, წყალი და მედიკამენტები ჩაუტანა.

21 ოქტომბერს მიწოდების განახლების შემდეგ რაფაჰის გავლით ღაზაში სულ 117 სატვირთო მანქანა შევიდა. როგორც გაერო აცხადებს, ეს ძალიან ცოტაა: ღაზას გაცილებით დიდი რაოდენობით სასწრაფოდ სჭირდება საკვები, მედიკამენტები და საწვავი საავადმყოფოებისთვის.

7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორი ბლოკადაში მოაქცია და ელექტროენერგიის, საკვებისა და წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ამ მოვლენებამდე ყოველდღიურად ღაზაში 500-მდე სატვირთო მანქანა შედიოდა ჰუმანიტარული დახმარებისა და კომერციული ტვირთის სახით.

სააგენტო AFP, აშშ-ის ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელმა, რომელიც აკონტროლებს ტვირთების გადაზიდვას ღაზაში, მათ შორის ეგვიპტის მხრიდანაც, პირობა დადო, რომ ყოველდღიურად ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარების 100 სატვირთო მანქანას შეუშვებს, რაც გაეროს წარმომადგენელთა აზრით, უზრუნველყოფს ღაზის სექტორის მოსახლეობის მხოლოდ ყველაზე მინიმალურ საჭიროებებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ისრაელმა „ჰამასის“ 450-ზე მეტი ობიექტი დაბომბა

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ბოლო 24 საათში საჰაერო დარტყმები „ჰამასის“ 450-ზე მეტ ობიექტზე განხორციელდა. ავიაციის სამიზნე რადიკალთა სამეთაურო პუნქტები და ინფრასტრუქტურა გახდა.

პარალელურად, ისრაელის არმია ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ შეტაკებების შედეგად ათობით პალესტინელი ტერორისტია ლიკვიდირებული.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

,,ეპოქა  ნამდვილად ისევ გაურკვეველია”- რამაზ პაპუაშვილი

ვუყურებ ქართულ საზოგადოებას, ვგრძნობ მას, ზოგჯერ მაშფოთებს, მაგრამ გონებიდან ვერასდროს ვდევნი მისი ბედისწერის უცილობლობას. მიყვარს ის, მის გამო რასაც გვთავაზობს, რაღაც ჭეშმარიტს, ღრმას, ხორციელს, მისი ენა, მის იუმორი, მისი ფეთქებადობა  და ეს ძმური სიყვარული გონიერებისა და სიმდიდრის მიღმა და ირგვლივ ქრისტიანობის კურთხეული იდეა.

ხალხმა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გაუძლო შემოსევებს, მძვინვარე თუ ბოროტ იმპერიებს, ხალხმა, რომელმაც შეინარჩუნა მისი ერთადერთი სიმდიდრე, მისი ენა, მისი ტრადიციები, მისი რელიგია და არაფერი დაუთმო დამპყრობლებს, გარდა იმისა, რაც ძალმომრეობით წაართვეს, იცის, რომ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული აღდგენილი სუვერენიტეტის, საკუთარი მომავლისა და საკუთრი თავისუფლების უზრუნველყოფა.

ეპოქა  ნამდვილად ისევ გაურკვეველია.

მოულოდნელი იყო იმპერიის მარწუხებიდან თავდაღწეული ამ პატარა ერის ხელახალი დაბადება. იმპერია, რომელიც ასეთი მძლავრი ჩანდა და სამყაროს უპირისპირდებოდა საკუთარი თავდაჯერებულობითა და იარაღის სიძლიერით. თუმცა არ არსებობს მარადიული იმპერია, არც ბედნიერი, ყოველ შემთხვევაში მოკვდავთათვის. ვერანაირი სიძლიერე ვერ გაუძლებს ნივთების ცვეთას, წყენას, იმედებს, გონიერებას, რაც მანკიერი საზოგადოების ყველა რგოლის მეშვეობით საბოლოოდ  სამოთხის აღმოჩენით მთავრდება.

ამ შეკითხვას ვსვამ როგორც ქართველი და საფრანგეთის მოქალაქე. წარმოვიდგინოთ 1815 წელი, ნაპოლეონის დაცემა, პირველი იმპერია, პრუსია და ავსტრია ბანაკდებიან სენის სანაპიროებზე და გადაწყვეტენ იქ დარჩენას და საფრანგეთის ინტეგრირებას იმპერიაში, რომელიც შემდგომ გერმანიის იმპერია გახდა, და გაგრძელდა  2015 წლამდე,  მას შემდეგ რაც მივიღეთ ნაციზმის 3 თაობა და ჩამონგრეული ეკონომიკა !

ასეთი კოშმარიდან უვნებლად ვერ გამოდიან. ძალიან შეშფოთებული ვარ ყველა იმ ექპერტით, რომელიც საქართველოს, მის მთავრობასა და მის დემოკრატიას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე აფასებს. რევოლუციის შემდეგ საფრანგეთმა ნახა 2 იმპერია, 2 სამეფოს აღდგენა და 6 რესპუბლიკა. დემოკრატიული სიმწიფის ამ ევოლუციას უნდა გამოეწვია უფრო მეტი ლმობიერება ქართული საზოგადოების მიმართ, რომელიც სხვების მსგავსად აღმოჩნდა წარმოუდგენელ სიტუაციაში. და თუკი თავისუფლების იმედი ყოველთვის იყო, ის არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი და მომზადებული.

მისწრაფებებმა, რომლებიც  დემობილიზებულია ეკონომიკურ კონტექსტში, სადაც ყველაფერი აღსადგენია, ახალი სახელმწიფოს სამსახურში მყოფი თანამედროვე ადმინისტრაციის გარეშე, ძლივს გაუძლო იმ საზოგადოების მღელვარებას, რომელიც შეჩვეულია კარგად ცხოვრებას ამ საშუალებების გარეშე. საქართველოს 1 მილიარდი რუბლი შეჰქონდა სსრკ-ს ბიუჯეტში, მაგრამ აქედან 7-ს იღებდა, რაც ემატებოდა მისი ცენტრალიზებული და მართული ეკონომიკის აბსურდულობით გამოწვეულ მრავალრიცხოვან „გაჟონვას“ და სხვადასხვაგვარ მითვისებას.

უცხოური ოკუპაციის ორმა საუკუნემ, საერთო რელიგიის მიუხედავად ასეთი განსხვავებული კულტურებისთვის, პირველი  ჩრდილოეთისა და ალკოჰოლის ცივილიზაცია იყო, მეორე –  სამხრეთისა და ღვინის, ყველაფრის მიუხედავად, სიძულვილსა და ზიზღზე დააშენა ამხანაგობა, მეგობრობა, სიყვარული და პროფესიული ურთიერთობები. სსრკ-ს დაშლა არის ერთგვაროვანი საზოგადოების გაქრობა, რომელიც მხოლოდ ფასადი იყო, თუმცა პროპაგანდის მიღმა ასოცირებული იყო რეჟიმის და ომის მიერ გამოწვეულ მსხვერპლთან. 40 მილიონ მსხვერპლს კალმის ერთი მოსმით ვერ წავშლით. უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ  ამ მსხვერპლზე და მათ ფერფლზე შენდება ჰუმანური საზოგადოება და კიდევ ერთი თაობა იქნება საჭირო მენტალიტეტის შესაცვლელად და დასავლურ თანამედროვეობასთან მოსარგებად.

სხვა ერებმა უფრო სწრაფად შეძლეს მშვიდობიან დემოკრატიულ ცხოვრებაში ინტეგრირება და ლიბერალურ ეკონომიკაზე წარმატებით მორგება. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის 2 ან 3 თაობა არ განიცდიდა იგივე რყევებს. სანამ ოჯახებში არსებობდნენ ბებიები და ბაბუები, რომლებიც წარსული ცხოვრების ამბავს ყვებოდნენ, თავისუფლების რამდენიმე კომპონენტი გადარჩა, სხვა შესაძლო სამყარო, რომელსაც დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ საკმარისი მიზეზებით აყვავებულიყო პირველივე შესაძლებლობისთანავე. ევროკავშირში სწრაფმა ინტეგრაციამ, დამსახურებულმა, კიდევ უფრო დააჩქარა მათი საზოგადოების ტრანსფორმაცია.

ამრიგად, საქართველოსა და მისი დემოკრატიული ევოლუციის შესახებ, ზოგჯერ მკაცრი კრიტიკა უნდა მოიცავდეს ანალიზებს, რომლებიც სცილდება ფაქტებს, შთაბეჭდილებებს და სხვა ინტერესთა თამაშებს. პოლარიზაცია და ვნებათაღელვა საზოგადოებაში ბავშვურ წარმოდგენას ავრცელებს დემოკრატიის შესახებ. თუმცა ფაქტების მოწიფული საზოგადოების კრიტერიუმებზე ინტერპრეტირება, საზოგადოების, მისი კულტურის. მისი ენის და მისი ტრადიციების, მისი განსაცდელების ცოდნის გარეშე, ეს არის ლაპარაკი ფაქტების ცოდნის გარეშე.

ასეთი მოცემულობა განვითარდა საფრანგეთში და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, თუნდაც ევროპარლამენტში. ზოგიერთი «ძალები» ასევე იმედოვნებდნენ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას შესაძლოა გამოეწვია დაძაბულობა რუსეთის სამხრეთ საზღვარზე და სამხედრო ჩართულობაც კი, რითაც შემცირდებოდა ზეწოლა უკრაინის ფრონტზე.

ყოფილი პრეზიდენტის, ბატონ სააკაშვილის დაკავება და შემდეგ მისი დაპატიმრება, რომელსაც დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, იყო იდეალურ სცენარი, რითაც ლობებმა და გულისამაყუჩებელი მიზეზების სპეციალისტებმა  გონიერებითა და ფასადური დამაჯერებლობით მოახდინეს «საქართველოს პრორუსი მთავრობის» ვერსიაზე კონცენტრირება, რაც კარგად იქნა გამყარებული ნაციონალისტური ოპოზიციით და უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებით.

ამერიკულ დემოკრატიას აქვს კანონები, რომლებიც გამჭვირვალობას მოითხოვენ. ვიცით, რომ საიდუმლო მუშაობა ორკესტრირებული იყო ლობისტური კომპანიის «AKERMAN Atorney Trust »-ის და მისი ერთ-ერთი ადვოკატის, მასიმო დ’ანჯელოს მიერ, რომელიც მაიამიში საქმიანობს. ყველა ამ მონაცემის ნახვა ინტერნეტშია შესაძლებელი.

გაცხადებული მისიაა ამერიკულ და ევროპულ ხელისუფლებებზე ზეწოლის მოხდენა სააკაშვილის გასათავისუფლებლად, მისი დაგეგმილი და მიღწეული მდგომარეობის გამო მის წამებულად, იგივე ნავალნი № 2-ად გამოცხადება. რაც ნამდვილად არის ნავალნი №1-ის შეურაცხყოფა, რომელიც გულაგში იყინება და დამცირებასა და არასათანადო მოპყრობას განიცდის, მაშინ როდესაც მისი «კოლეგა» სარგებლობს ორი კონდიცირებული ოთხით, აბაზანითა და ტუალეტით და დაპატიმრების შემდეგ 1400-ზე მეტი მნახველი მიიღო: ქართველი და უცხოელი ექიმები, ადვოკატები, დიპლომატიური მისიები და მისი ოჯახი, რომლებიც უზრუნველყოფს მის ყოველდღიურ  კვებით რეჟიმს!

ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ დააფიქსირა «AKERMAN»-ისთვის 917 177 აშშ დოლარის გადახდა. მასიმო დ’ანჯელომ განაცხადა, რომ საათში  850 აშშ დოლარს იღებს; ამერიკელი ადვოკატების სამუშაო საათები წამებით ითვლება. 300 000 აშშ დოლარი დაიხარჯა სამედიცინო ექსპერტებზე, იმის დასადგენად რომ სააკაშვილი მოწამლული იყო «მძიმე მეტალებით», თუმცა ამის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

ეს თანხები, რომელიც ოფიციალურად გახდა ცნობილი, სააკაშვილის ოჯახმა გადაიხადა, რომელიც, როგორც ცნობილია, სავსე ჯიბეებით და რამდენიმე თანამზრახველთან  ერთად იყო წასული.

ამ «ჰუმანიტარულ» მიზეზს თან ახლდა ჩვეული  მუქარა საქართველოს ხელისუფლებისთვის   სანქციების დაწესების შესახებ; დახმარების შეწყვეტა, დიპლომატების ჩარევები ოფიციალურ და პირად საქმეებში, «სპონტანური» მანიფესტაციები, ბატონ ზელენსკის სატელევიზიო გამოსვლაც კი სააკაშვილის, როგორც «უკრაინის მოქალაქის» სასარგებლოდ.

ეს ყველაფერი ლეგიტიმურია, თუმცა გაფრთხილებულ მოწმეს ძრწოლვით დაამახსოვრდება  სხვაობა ინფორმირების ვალდებულებას, პატიოსნების მოვალეობასა და სიმართლისაგან გადასახვევად ფაქტების გამოყენებას შორის.

ევროპარლამენტმაც კი უყარა კენჭი რეზოლუციას ბატონი სააკაშვილის სასარგებლოდ, ტექსტზე, რომელიც  უხერხული და ამავ დროულად არაზუსტიც იყო !

ეს თავდაჯერებულობით სავსე ჯგუფი ბოროტად იყენებს საკუთარ პრივილეგიას და სინდისის ქენჯნის გარეშე ადასტურებს, რომ ყურით მოსმენა, კარგი მაგიდა და რამდენიმე აღიარება ინფორმაციის წყაროდ გამოდგება !

ამ მანიპულაციას, რომლის წარმომავლობა და მიზნები ახლა უკვე ცნობილია ჩვენთვის, შედეგად მოჰყვა ქართული საზოგადოებრივი აზრის შელახვა და შეურაცხყოფა მისი უდროო და დამამცირებელი ჩარევების გამო. ამ მანიპულაციამ გამოიწვია დასავლეთის მიმართ გაურკვევლობის შეგრძნება, რადგანაც დემოკრატიული კულტურა ჯერ კიდევ მყიფეა. ეს ყველაფერი შეცდომაში შეყვანა და უპასუხისმგებლობაა.

თუმცა, ყველა სირთულის მიუხედავად, სახელმწიფო შენდება და ეკონომიკა აგრძელებს განვითარებას.

ბილო ორი არჩევნების პარტია «ქართული ოცნების», მიერ მოგებით, რომელიც დაარსებულია მილიარდელის და მეცენატის ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ, მთავრობამ მოიპოვა სტაბილურობა, შექმნა მოქმედი სახელმწიფო, მიმართა ეკონომიკურ სტრატეგიას, რომელმაც შედეგები გამოიღო და შესაძლებელი გახდა ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მოემსახურება  ქვეყნის სტრატეგიას აზიასა და ევროპას შორის.

ყოფილი სსრკ-ს ყველა რესპუბლიკიდან ქართული დემოკრატია ფუნქციონირებს დასავლეთში მიღებული კრიტერიუმებით და ქართული ხასიათის ნაკლოვანებებით. საჯარო დებატების პოლარიზაციას ემსახურება ინფორმაციული ვექტორების სიმრავლე, რომელთა უმეტესობა ოპოზიციის სამსახურშია. სასამართლო ორგანოები ფუნქციონირებს და შესაძლებელია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. თანაც ეს ყველაფერი მიღწეული იქნა რამდენიმე წელიწადში. დოლართან და ევროსთან  მონეტარული პარიტეტის შენარჩუნებით. რაც კარგი მენეჯმენტის ნიშანია. ქვეყნის დემოკრატიული ცხოვრების განვითარება ერთია, თუმცა მთავარია სიმწიფე, მისი ფუნქციონირება და ხალხის სამსახურში ყოფნის უნარი. არ არსებობს მშვიდობიანი და ძლიერი დემოკრატიული რეალობა სიმდიდრის შექმნისა და მისი სამართლიანად გადანაწილების გარეშე, რათა თითოეულს მიეცეს რწმენა საკუთრი ღირებულებებისა და უფლებების შესახებ.

ეს რთული სავარჯიშოა, წარმატება იშვიათია. თუმცა ასევე არსებობს კონტრ მაგალითები, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოდ მომეჩვენა საქართველოსთვის 30 წლის წინ მოპოვებული მისი სუვერენიტეტის დასაწყისიდან: სინგაპური.

არც მისი მოსახლეობა, არც მისი მდგომარეობა და არც მისი ბუნებრივი სიმდიდრე არ აძლევდა გასხივოსნებული მომავლის იმედის ქონის შესაძლებლობას! თუმცა, 70 წელში «არაფრისგან დაწყებული ქვეყანა» თავის მოსახლეობას სთავაზობს იმაზე ბევრად მაღალ შემოსავალს, ვიდრე ნებისმიერი დასავლური ქვეყანა აქვს!

რამდენჯერმე ვესტუმრე მას, შევისწავლე მისი წარმატების რეცეპტები და აღფრთოვანებული ვარ მისი გარემოთი, მივხვდი, რომ თუ არჩევანი გონივრულია, ეს ერთი რამ სხვა ყველაფერს გადაწონის და დოქტორმა ჰენრი კისინჯერმა, პრეზიდენტ ნიქსონის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გამიმხილა: ბრწყინვალების სტრატეგია.

 

ბრწყინვალების სტრატეგია.

სინგაპურის პრეზიდენტის კუან იუს პირველი მოგზაურობა შეერთებულ შტატებში მიზნად არ ისახავდა ვაშინგტონში ამერიკული დემოკრატიის სიმბოლოებით აღფრთოვანებას. ის ეწვია ჰარვარდს, ამერიკული ეფექტურობისა და ინტელექტის ტაძარს, სიმდიდრისა და თანამედროვეობის შესაქმნელად. ზოგიერთი იტყვის, რომ სინგაპურში არ არის ნამდვილი დემოკრატია, რადგანაც პრეზიდენტის დაფუძნებული პარტია იგებს ყველა არჩევნებს მისი შექმნის დღიდან და ნარკოტიკებით მოვაჭრეების სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არსებობს.  ასევე შეუძლიათ დაამატონ, რომ ქვეყანა არ ატარებს «გეი პრაიდებს» ემხრობა  მორალსა და ოჯახებს, რაც ახალი დასავლური თანამედროვეობის მქადაგებლებისთვის დიდი დეკადანსის აშკარა ნიშანია!

სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ პრიორიტეტად ჯერ ეკონომიკური და შემდეგ დემოკრატიული განვითარება დაისახა და ამავდროულად მიიღო ინდივიდუალური ქცევის მკაცრი წესები, მან მოახერხა და ორი თაობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აყვავებული ქვეყანა შექმნა.

შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე :  1970 წელის   6 000 დოლარი

2020 წელს   72 000 დოლარი

ქართულმა საზოგადოებრივმა აზრმა უნდა გაითავისოს ეს გაკვეთილი, უფრო ახლოს თუ შევხედავთ, საქართველოს აქვს პერსპექტივები, რომელიც სინგაპურს არ გააჩნია. საქართველოში საკუთარი მდგომარეობის, გარემოს და ცოდნის ნაკლებობის ილუზიებმა, ის დააჯერა, რომ დემოკრატია იყო ყველაფრის გამოსავალი, მაშინ როდესაც ყველაფერი უნდა იქნას გაკეთებული დემოკრატიის მისაღწევად.

საქართველო უბრალოდ ერი არ არის. ეს არის ცივილიზაციების გზაჯვარედინი. აქ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დარჩნენ და შემდეგ გაიქცნენ გიგანტური იმპერიები, აზიის ლაშქრები, სპარსელები, ოსმალები და რუსები. საქათველო დარჩა ანტიკური საბერძნეთის პირმშოდ და მისი ქრისტიანობა მას დასავლეთთან აახლოებს.  ცოტა არ არის ის, რაც ჩვენ ვართ.

საქართველო არის დასავლური სამყაროსა და აზიის ერთ-ერთი კარის გასაღები, ჩვენმა გამოცდილებამ გვასწავლე ამ ძლევამოსილებების შესახებ, და მართალი გითხრათ, ყველამ საკმარისი დატოვა, იმისთვის, რომ ერთმანეთი გაგვეცნო და ზოგჯერ ერთმანეთი ამოგვეცნო.

რა არის ჩვენი ბედისწერა, რა არის ჩვენი იარაღი?

ჩვენი სისუსტე ძალად უნდა ვაქციოთ. არასოდეს ვიქნებით ძლევამოსილი და ჩვენი იარაღი, თუნდაც ალესილი, არასდროს იქნება მიმართული ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ, არამედ შექმნილი იქნება მათთვის მნიშვნელოვანი ზიანის მისაყენებლად,  იმ შემთხვევაში თუ ისინი უღალატებენ ჩვენს ნდობას და ჩვენს მეგობრობას.

მგონია, რომ  ნამდვილი დასავლეთელები ვართ ჩვენი რელიგიით და იმ პრინციპების უპირატესობით, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ცივილიზაციას. მართლა ევროპელები ვართ?

მზად ვართ შევრიოთ 450 მილიონ მოსახლეს, სადაც ჩვენი წონა იქნება 0,65 % და გადაწყვეტილებების მიღების მეთოდი გვაიძულებს ავწიოთ ხელი წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გარეშე. ეს ძალიან ჰგავს რბილ ვასალიზაციას ! მათ, ვინც ფიქრობს, რომ ევროპა ფულის ონკანია, არ იციან, რომ პირველ რიგში ჩვენი წლიური სიმდიდრის 1-დან 2%-მდე უნდა გადავიხადოთ ევროკავშირის ბიუჯეტის შესავსებად და ბრიუსელის 33,000 საჯარო მოხელის ხელფასებისთვის. და მართალია, რომ ამ ბიუჯეტის ნაწილი უკან გვიბრუნდება სექტორული პროექტების, განათლების, განვითარების, ინფრასტრუქტურის სახით, რაც საჭიროებს არბიტრაჟს წლების განმავლობაში. რადგანაც ევროკავშირი დღეს 27 ქვეყანაა, ხვალ 30 იქნება, ზეგ – 33,  300  რეგიონზე და 88000 მუნიციპალიტეტზე მეტი, და თითოეულმა სტრუქტურამ შეიძლება წარმოადგინოს დასაფინანსებელი პროექტები.

ძალიან მინდა გავიგო ეს მიზიდულობა ევროპული სიკაშკაშის მიმართ. კანდიდატურაზე დათანხმება უკვე არის საქართველოს მიმართ ევროპის ინტერესის ნიშანი, მაგრამ მხოლოდ ნიშანი. ამას უნდა მოჰყვეს არაერთი რთული სტრუქტურული და სამართლებრივი ადაპტაცია. თუმცა ეს აუცილებელია ღია სამყაროში განვითრებისთვის, სადაც წესები ყველასთვის საერთო უნდა იყოს.

თუმცა. ევროკავშირში ინტეგრაცია უპირველეს ყოვლისა ნიშნავს განვითრების და შემოსავლის მაღალი დონის ქონას, რის მიღწევასაც წლები სჭირდება, 10, 15 ან 20 წელი,  ძალიან სწრაფი ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისგან დაცლის. თანაც, ქვეყნის დემოგრაფია უკვე იმ მაჩვენებელზე  დაბალია, რაც საჭიროა ბალანსის უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სხვა ეთნიკური ჯგუფები დაეპატრონებიან.

ვუშვებ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს ისტორიულად იმ ჯგუფში მოხვედრას, რომელთანაც ყველაზე უფრო ახლო ვგრძნობთ თავს, იმათთან შედარებით, ვინც გარშემო გვახვევია.  ასვე სასიამოვნო შეგრძნებაა რომ ხარ ეკონომიკური და კულტურული სიძლიერის ნაწილი და განსაკუთრებით იმის ფიქრი, რომ შეგვიძლია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს არის ოცნების ზღვარი. ევროპა დღეს არის და კიდევ დიდხანს იქნება ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ფინანსური და, რა თქმა უნდა, მორალური ძალა, თუმცა ის არ არის არც პოლიტიკური და არც სამხედრო ძალა. ევროკავშირი არ არის ნატო,  და მაშინაც კი როცა თითოეული ერის მიერ სამხედრო ბიუჯეტში შენატანი ძალიან მაღალია (200 მილიარდ დოლარზე მეტი), არ არსებობს კონცენტრაცია პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, რომელიც გადაწყვეტს მშვიდობას ან ომს.

თუ ევროკავშირს უნდა რომ იყოს ძლევამოსილი იმპერიული გაგებით, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დამკვიდრება და საკუთარი შეხედულებების დაწესება, მან ძირფესვიანად  უნდა შეცვალოს გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურები. თუმცა, ევროკავშირი იმპერია არ არის, ეს წარმოადგენს მის ფილოსოფიურ და პოლიტიკურ სიძლიერეს, მაგრამ ამავდროულად ეს არის მისი სისუსტეც. ევროპა არის გიგანტი, მაგრამ ისტორიის მეჯლისზე ჩამომჯდარია, თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ჯერ კიდევ ბევრი პრეტენდენტია, და თუკი ისინი შორს არიან, ძალიან შორს საქართველოს დონეზე ყოფნისგან, საერთო საზღვრები  აქვთ ევროკავშირთან, როგორიცაა მოლდოვა ან ბალკანეთის ქვეყნები.

უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი გარემო. თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკეანის შუაგულში არსებულ კუნძულად ჩათვლის, რადგან საქართველოს ევროკავშირთან საზღვარი არ აქვს. დაცვის რა გარანტიების მოცემა და უზრუნველყოფა შეუძლია ევროკავშირს?

როგორი იქნება მაშინ ურთიერთობა თურქეთთან, ირანთან თუ რუსეთთან? შეუძლია თუ არა ამ უკანასკნელს დასთანხმდეს საზღვარზე იმ პოლიტიკური სუბიექტების არსებობას,  რომელიც ეწინააღმდეგებიან მის ინტერესებს? როგორი იქნება თურქეთის რეაქცია, რომელიც 20 წელზე მეტია ელოდება ევროკავშირში შესვლას, და იცის, რომ ვერასოდეს  შევა? შეუძლია თუ არა ევროპას გარისკოს სომხეთზე ან აზერბაიჯანზე, რაზეც დამოკიდებულია  მისი გაზისა და ნავთობის ერთი ნაწილი?

ყველა ეს კითხვა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია, გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე.

საქართველომ უნდა ისარგებლოს სამხრეთ კავკასიაში მისი ცენტრალური პოზიციით. სომხეთი 2 ძლევამოსილი მტრის შორისაა მოქცეული, აზერბაიჯანი თავის სიმდიდრეს მხოლოდ საქართველოსა და შავ ზღვაზე გასასვლელს უნდა უმადლოდეს. ეს პოზიცია ანიჭებს ცენტრალურ ადგილს, რომელზეც დამოკიდებულია რეგიონის სტაბილურობა. რა თქმა უნდა, რუსეთთან ურთიერთობები არის ის, რაც არის და აუცილებელია, რომ არ გაუარესდეს. რუსეთმა გამოიწვია აფხაზეთის და ოსეთის კოლაფსი და მისი სამხედრო ბაზები ახორციელებს პერმანენტულ შანტაჟს საქართველოს მიმართ. თუმცა რუსეთი თავის ამჟამინდელ მდგომარეობაში,  შემოჭრის დრამატული შედეგების თავიდან ასაცილებლად,  უპირატესობას ანიჭებს განქორწინებული ყოფილი წყვილის ორაზროვან ურთიერთობებს, რომელთაც  ანგარიშები ჯერ კიდევ არ აქვთ ერთმანეთთან გასწორებული.

შეგვიძლია თუ არა ამ ცენტრალური პოზიციის სტრუქტურირება სიცოცხლისუნარიანი, სტაბილური და აყვავებული მთლიანობის შექმნით?

არსებობს პოლიტიკური მაგალითი, სადაც გაერთიანებულია კავკასიის მდგომარეობის ძალიან მსგავსი პირობები:  ეს არის შვეიცარია. ეს გამოსავალი ე. შევარდნაძის დროს ჰქონდათ წარმოდგენილი აფხაზ და ოს ავტონომისტებს. ეს გამოსავალი ჯერ სიფრთხილით და მეთოდურად უნდა იქნას შემუშავებული კულტურული, ეკონომიკური და  კომერციული თვალსაზრისით და შემდეგ ცხოვრების, კოლექტიური გამდიდრების და ურთიერთობის რიტმით მიეცეს პოლიტიკური კონსისტენცია. ანალოგიურად, ნელ-ნელა მეთოდურად შეიქმნას ერთნაირი მიდგომა კავკასიის 3 ქვეყნისთვის, 15 მილიონი მაცხოვრებლის, მომხმარებლის და ხვალინდელ მოქალაქეთა ეს ერთობა.

ამ 3 პატარა ერიდან ვერც ერთი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას და მხოლოდ საქართველო ინარჩუნებს სტაბილურ ურთიერთობას მათთან და მთელ სამეზობლოსთან.

ამ საკითხთან მიმართებით, ევროპასაც და შეერთებულ შტატებსაც ექნებათ ამ გაერთიანების ხელშეწყობისა და დახმარების ინტერესი, ისე რომ რუსეთი ვერ დაინახავს თავდასხმას მის უსაფრთოხებაზე.  მაშინაც კი, თუ გავხდებით ევროკავშირის ძლიერი პარტნიორები, ჩვენი ნეიტრალიტეტი მიგვიყვანს იგივე ურთიერთობებისკენ თურქეთთან, ირანთან და რუსეთთან.

შვეიცარია, შვეიცარიის კონფედერაცია, იძლევა ფედერალური კულტურის სრულყოფილ მაგალითს; ის აძლიერებს აშკარად ჰეტეროგენულ მთლიანობას, თითოეული პარტნიორის იდენტობის პატივისცემით და რწმენით, რომ ერთიანობა არის ის, რაც იცავს თითოეული მათგანის  პიროვნებას და უსაფრთხოებას. ამ ტიპის სტრუქტურას ფუნქციონირება შეუძლია მხოლოდ დემოკრატიის ფარგლებში, რომელიც თავისუფლად მიღებული და განსაზღვრულია მისი ფუნქციონირებისას.

ამ განმარტებით, რუსეთის ფედერაცია არის არა ფედერალური სახელმწიფო, არამედ საფარი. მეორე მხრივ, შვეიცარიული ტიპის ფედერაციის იდეამ აფხაზ და ოს ავტონომისტებს საშუალება უნდა მისცეს დაფიქრდნენ საკუთარ მომავალზე და წარმოიდგინონ ამგვარად შემოთავაზებული ინსტიტუციური ჩარჩო.

მიანიჭებს  თუ არა ევროკავშირი საქართველოს «კანდიდატის» სტატუსს, რეალურად ამით ბევრი არაფერი იცვლება. მთავარია სტრატეგიული პარტნიორის სტატუსის მოპოვება და მთავრობის მეთაურების მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

რაც არ უნდა იყოს, მზად ვართ ყველა ამ ბრწყინვალების სტრატეგიისთვის!?

რამაზ პოპუაშვილი

2023 წლის ოქტომბერი

 

 

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

 

ქალბატონო პრეზიდენტო,

ძვირფასო სალომე

ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენს მშობლებს ერთმანეთთან ნამდვილი მეგობრობა აკავშირებდა. მამაშენი უამრავი წლის განმავლობაში იყო საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე.

მის ძმასთან და რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, რომლებიც ძალიან განათლებულნი იყვნენ და განათლება დიდი სკოლებში ჰქონდათ მიღებული, წარმოადგენდნენ  ქართული ემიგრაციის ძალიან საპატიო წარმომადგენლებს, და ძალიან მაღალი ხარისხის იმიჯს აძლევდნენ ჩვენს პატარა სათვისტომოს.

მას არ უყვარდა ლევილი, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც მას მართავდნენ, ფიქრობდა რომ ისინი არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.  თუმცა ყველაფრის მიუხედავად ის პატივს სცემდა სიმბოლოს და რამდენიმე ასეულ მეტრში არსებულ სასაფლაოს, სადაც ამდენი ჩვენი თანამემამულე განისვენებს.

მიღებულმა განათლებამ შენ, ისევე როგორც შენი მშობლები ფრანგულ საზოგადოებაში  ყველაზე მეტად ინტეგრირებულ «ქართველებად» გაქციათ, სათვისტომოსთან დაშორების გარეშე, თქვენ განსხვავებული ხალხი იყავით. მეგობრული გულისხმიერებით აღსავსე მოსაზრებით  «ისინი  არიან ისინი, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვართ.»

შენმა ცხოვრებამ, შენმა კარიერამ, შენმა ხასიათმა გააძლიერა ეს ფენომენი და მე თუ დარწმუნებული ვარ საქართველოს მიმართ შენს სიყვარულში, რომელიც დასავლურ და ფრანგულ ელიტასთან ბუნებრივი მიჯაჭვულობით  ხასიათდება, ეს დისტანცია კვლავ რჩება ქართულ საზოგადოებასთან, მის თავისებურებებთან, ზოგჯერ მის გაზვიადებებთან, მისი ცხოვრების ფილოსოფიასთან. არა მერაბ მამარდაშვილი, რომელსაც სურდა. იყავი დიდი ინტელექტუალი და ამავდროულად უყურე შენს ხალხს სიყვარულით, იუმორით და გაერთე მათი უცნაურობებით.

საქართველოს პრეზიდენტობა შემოგთავაზეს რამდენიმე ფაქტორის გამო:

ქალი, ქართული საზოგადოების განვითრების საჩვენებლად.

ემიგრაციის შთამომავალი, როგორც წარსულის პატივისცემის სიმბოლო.

შენი ფრანგული განათლება, როგორც  გარანტია.

შენი კარიერა, როგორც გამოცდილების წყარო.

 

ამ არჩევნებში გამარჯვებას ნაკლებად  უნდა უმადლოდე  შენს თვისებებს, ქარიზმას და პოპულარობას. ამ არჩევნებში გამარჯვებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, «ქართულ ოცნებას» და მის ფულს უნდა უმადლოდე.

შენ ყოველთვის იმდენად არ იმჩნევდი ამ რეალობას, რომ დაიჯერე საკუთრი თავის ღირსება.

შენ პატივმოყვარეობით  და  ზოგჯერ ზიზღით აღსავსე ხასიათს, მხოლოდ ერთ დღეში შეეძლო ქართველების შეურაცხყოფა.

ძალიან რთულია ქართველებისთვის თავის შეყვარება, დიდი სიყვარული, თანაგრძნობა, ერთგულება და მოკრძალება უნდა დაანახო მათ. ეს არის ის, რაც შენ აშკარად უგულებელყავი საკუთარი თავზე მაღალი წარმოდგენის გამო…

ეს «ხელშეშლის» კამპანია არ არის  საამაყო არც შენთვის და არც საქართველოსთვის, მითუმეტეს ამ პერიოდში როდესაც ევროპა გვიყურებს და გვსწავლობს.

თუმცა ეს გამოიწვია არასწორმა დამოკიდებულებამ, მცდარმა წარმოდგენამ, რომელიც ძლიერი ხასიათით არის გაზვიადებული: შენ საქართველოს დედოფალი არ ხარ. არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობისა და პოლიტიკური ინიციატივის პირველობას. ეს შენ არ გეკუთვნის. ამ წესებიდან გადახვევა შეცდომაა.

თუმცა უპირველეს ყოვლისა არსებობს სხვა ფაქტორიც, უტაქტო და დამამცირებელი კონცეფცია, ქართული იდენტობის მოქალაქეობაზე დაფუძნების შესახებ, ისე რომ გათვალისწინებული არ არის ქართველების ბედი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. შესაძლებელია ქართველი იყო რუსეთიდან, თურქეთიდან ან ირანიდან, ევროპიდან ან ამერიკიდან, ისრაელიდან და თავს ქართველად გრძნობდე, ამით ამაყობდე და იტანჯებოდე შორს ყოფნით. ამის ახსნა შეუძლებელია, ასეთები ვართ და ასეთებად ვიღებთ საკუთრ თავებს. როგორც ჩანს შენ არ გესმის კუთვნილების ეს შეგრძნება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი ლოგიკა არ აქვს, მაგრამ რომელიც ჩვენი იდენტობის საფუძველია  საზღვრებსა და ზოგჯერ რელიგიებს მიღმა.

შენ შეგეძლო ყოფილიყავი ქართველების დედოფალი სიმშვიდითა და ემპათიით. აშკარად ინიციატივა და სიკაშკაშე გინდოდა და ყველაფერი გააფუჭე !

 

სამწუხაროა !

წარმატებებს გისურვებ

რამაზ პაპუაშვილი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს წარმატების მისაღწევად მკაფიოდ შედგენილი სამოქმედო გეგმა გჭირდებათ, რომელსაც ეტაპობრივად მიჰყვებით. გირჩევთ, მოქმედება ყველაზე რთული საქმეებით დაიწყოთ, რომლებიც ამ დრომდე ვერ დაასრულეთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გარისკოთ. საღამოს ვარჯიში დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კურო

მზად იყავით, რომ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება მოგიწევთ. დღეს ვარსკვლავები სიურპრიზებს გპირდებიან. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე და ცივი გონება შეინარჩუნოთ. დღის მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, გაცილებით უფრო წარმატებული და ხალისიანი იქნება.

ტყუპები

ამ დღეს ნებისმიერ საკითხზე რჩევის მიცემას და აზრის გამოხატვას ცდილობთ. მზად იყავით იმისთვის, რომ ეს შეიძლება ყველას არ მოეწონოს და კრიტიკის ნიაღვარი დაგატყდეთ. გამორიცხული არ არის, რომ იურიდიულ პრობლემას შეეჯახოთ, რომლის გადაჭრა სასწრაფოდ მოგიწევთ.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანია, დღეს თავი აარიდოთ კამათს, განსაკუთრებით – დღის პირველ ნახევარში. ბევრ რამეში არ ეთანხმებით სხვებს, მაგრამ ახსნა-განმარტებებზე დროის დაკარგვას ჯობია, უბრალოდ ის აკეთოთ, რაც თავად მიგაჩნიათ მიზანშეწონილად. საბედნიეროდ, გვერდით ისეთი ადამიანებიც გყავთ, რომლებსაც შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ. თუ შესაძლებელია, საღამოს ივარჯიშეთ ან სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ლომი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. შესანიშნავი განწყობა და ოპტიმიზმი საშუალებას მოგცემთ, საზოგადოებრივი საქმეები აკეთოთ და საინტერესო იდეები განახორციელოთ. საჯარო გამოსვლები და დისკუსიები წარმატებული იქნება და აღიარებას მოგიტანთ. მცირე სირთულეების დროს ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ.

ქალწული

მშვიდი დღეა, სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მუშაობა უნდა შეამციროთ და დახმარებისთვის ექიმს მიმართოთ. კარგი იქნება, თუ ფეხით მეტს ივლით და კვების მენიუს ჯანსაღი პროდუქტებით შეავსებთ.

სასწორი

კოლეგების შექება და ქათინაურები განწყობას აგიმაღლებთ. ადამიანების მიმართ თქვენი კეთილგანწყობა საქმიანი და პირადი კავშირების გაძლიერებაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ პოტენციურ პარტნიორებს საკუთარ გეგმებზე უამბოთ და ერთობლივი მოქმედების სტრატეგია შეიმუშაოთ. დიდი ხნის უნახავ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება. ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.

მორიელი

დღეს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და ყურადღების ცენტრში ყოფნა მოგიწევთ. დამატებითი სამუშაო ან ახალი ვალდებულებები უამრავ თავსატეხს გაგიჩენთ, მაგრამ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეხმატკბილებული გუნდური მუშაობა უამრავი პრობლემის გადაჭრის საშუალებას მოგცემთ. გირჩევთ, ამ დღეს მოლაპარაკებები არაფორმალურ გარემოში დაგეგმოთ – ეს შეთანხმების მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მოვლენები რა მიმართულებით განვითარდება. ბიუჯეტის დასაგეგმად დღის პირველი ნახევარი უფრო ხელსაყრელია.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შეიძლება მოგებიანი ბიზნესწინადადება მიიღოთ, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ეცადეთ დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ. შეეცადეთ, მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანების მიმართ. ისინი მზად არიან, დაგეხმარონ ნებისმიერ სიტუაციაში და თქვენ?

მერწყული

ამ დღეს თქვენი ენერგია პიკს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სადილამდე მარტივად გაართმევთ თავს ყველა დავალებას და სწორად შედგენილი გეგმის დახმარებით თქვენი ჩანაფიქრი ადვილად განხორციელდება. შესაძლოა, ნათესავს ან მეგობარს თქვენი დახმარება დასჭირდეს და მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოგიწიოთ.

თევზები

ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. ეცადეთ, თქვენმა ემოციურობამ საქმიან ურთიერთობებზე არ იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები და გაუგებრობა გელით. მანქანის მართვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეს შეიტყობთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარს გამართავს

ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა.

„ისრაელმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რომ განასხვაოს „ჰამასის“ტერორისტები, რომლებიც ლეგიტიმური სამიზნე არიან, მშვიდობიანი მოსახლეობისგან, რომელიც არ არის“, – განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, „ჰამასი“ ამერიკელებს და სხვა უცხოელებს ღაზის სექტორიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. სალივანის თქმით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე გრძელდება.

მოგვიანებით, ABC-ს ეთერში სალივანმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რის გამოც ტერორისტების უდანაშაულო მოსახლეობისგან განსხვავების წნეხი ისრაელს აწვება.

„თუმცა ეს არ ამცირებს მათ პასუხისმგებლობას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობით აკისრიათ – ყველაფერი გააკეთონ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა სალივანმა.

კახეთში უბედურ შემთხვევა მოხდა

უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, რა დროსაც 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა, სოფელ არხილოსკალოში, ვეფხვისა და მოყმის მემორიალთან მოხდა.

გავრცელებული ცნობით, მემორიალის ნაწილი, მოულოდნელად ჩამოიშალა და იქ მყოფ ბავშვს დაეცა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ათენში ათასობით ადამიანი ითხოვს პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას

ათენში 5 000-ზე მეტი ადამიანი აპროტესტებს ისრაელის თავდასხმას ღაზას სექტორში და ქვეყანას პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვიბრძვით ხალხის მშვიდობისთვის. შეაჩერე პალესტინელი ხალხის ხოცვა ღაზაში“, – აცხადებენ დემონსტრანტები.

აქციის მონაწილეები ისრაელს „მკვლელ სახელმწიფოს“ უწოდებენ. აქციის მონაწილეები ისრაელის საელჩოსკენ გაემართნენ.

სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 წლით გადავადების საფასური 5 000 ლარი იქნება

თავდაცვის ახალი კოდექსით განსაზღვრულია წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების და ასევე გათავისუფლების სხვადასხვა გარემოებები.

ამასთან, დადგენილია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის ოდენობა და გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადების საფასური 5 000 ლარს შეადგენს.

კოდექსის თანახმად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება და ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.

განსაზღვრულია სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილი პირის ვალდებულებებიც.

პირი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

ვინ თავისუფლდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება:

ა) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი;

ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებში გაიარა;

გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი;

დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;

ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

ვ) პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური;

ზ) პირი, რომელიც არის ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის 1 წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლის დროს;

თ) საქართველოს პარლამენტის წევრი.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გაათავისუფლოს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

3. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. წვევამდელი, რომელიც ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებას, გარდა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობისა, სურვილის შემთხვევაში ნებაყოფლობით გაიწვევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების დადგენილი გარემოებები შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ კოდექსის 65-ე მუხლში. მათ შორის არის საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობით გამოწვეული ვითარებებიც.

ზემოაღნიშნულ პირთა შორის არის წვევამდელი, პირს, რომელმაც გადაიხადა თავდაცვის კოდექსით დადგენილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი – 5 000 ლარი.

“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი არის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი, რომლის გადახდა სავალდებულოა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობისთვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის 1 კალენდარული წლით გადავადებისთვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარია. პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე”, – ვკითხულობთ თავდაცვის კოდექსში.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესს, წვევამდელის ვალდებულებებსა და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დამდგარი გარემოებების შესახებ ინფორმაციას გაეცანით თავდაცვის კოდექსის 67-ე მუხლში.

უკრაინული „ნაფტოგაზი“ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტს არ გააგრძელებს

უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, – ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი ჩერნიშევმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი სატრანზიტო ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის ბოლომდეა.

ჩერნიშევის განმარტებით, უკრაინა დღემდე აგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც ის სჭირდებათ. მისი თქმით, ქვეყანა ნებისმიერ დროს მზად არის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპა დაკარგავს მიწოდებას. თუმცა, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მთლიანად უარს იტყვის რუსული გაზის მოხმარებაზე 2027 წლამდე და უკრაინა დაინტერესებულია, რომ ევროკავშირს ამაში მხარი დაუჭიროს.

ალექსეი ჩერნიშევის განცხადებით, ბუნებრივი გაზის მარაგებით უკრაინა ევროპაში მესამე ადგილზეა და აპირებს საკუთარი მოპოვების გაზრდას, რათა მომდევნო წლებში წმინდა ექსპორტიორის როლს მიაღწიოს.

,,რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, არანაირი ღირებულება რომ არ ექნება ამ სტატუსს”- სამადაშვილი

რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, არანაირი ღირებულება რომ არ ექნება ამ (კანდიდატის) სტატუსს, რატომ ვერ ხვდება ხალხი – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში კომენტარის სახით წერს.

სამადაშვილი თორნიკე გორდაძის ფეისბუქ სტატუსის შესახებ, სადაც საუბარია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, აღნიშნავს, რომ “მთვარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის” “მთვარი ბოდვა, რაც ამ თემაზე არსებობს არის ილუზია, რომ კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს შეუქცევადს გახდის და რაიმე სახის დაცვაა რუსეთის გავლენის გაზრდისგან. რუსული ხელისუფლება თუ დარჩა ქვეყნის სათავეში, არანაირი ღირებულება რომ არ ექნება ამ სტატუსს, რატომ ვერ ხვდება ხალხი, ჩემთვის გაუგებარია”-წერს სამადაშვილი.

აქვე, სამადაშვილი “მთავარი არხის” ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას გამოხმაურებას იმის შესახებ, რომ “ეს ბოდვა ნამდვილად დომინანტურია, და სწორხაზოვანი და ზედაპირული აზროვნების ნიმუში”, სამადაშვილი პასუხობს- “ნუ რა ვიცი კვანტური ფიზიკა არაა ამის გაგება. საშუალო დონის ანალიზის უნარს მოითხოვს და იბტერნეტის დონეზე მოძიებულ ცოდნას”.