Home Blog Page 1983

ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

2 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბერლინს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში – Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession.

„საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება.

ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტრეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

კონფერენცია ანალენა ბერბოკის სახელით გაიმართება და მასში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთ მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირის რეფორმირება, ევროკავშირის რეგიონი (EU30+) როგორც გლობალური მოთამაშე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ომის დაწყებიდან დღემდე, ღაზაში 11 000 სამიზნეს დავარტყით” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ომის დაწყებიდან დღემდე, ღაზაში 11 000 სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, ისრაელის სამხედროებმა „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 11 000 სამიზნე ობიექტზე მიიტანეს იერიში.

თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციები გუშინ ღამით გაგრძელდა და სამხედროებმა „ჰამასის“ ათობით სამიზნე გაანადგურეს.

ღამით, ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმები „ჰამასის“ სარდლობის ცენტრებსა და სხვა ტერორისტულ ობიექტებზე განახორციელა.

გასულ 10 თვეში, „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გიორგი გახარიას პარტიამ ჯამში, 3 790 000 ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღეს

საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 3 795 850.42 ლარის შემოწირულობა მიიღო.

კერძოდ, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულობა, 2 575 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. შემომწირველებს შორისაა თამაზ თამაზაშვილი, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2023 წლის 10 თვეში 691 275 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებმაც პარტიას, შესაბამისად, 60-58 ათასი ლარი შესწირეს.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობას, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, პარტიამ 504 115 ლარის შემოწირულობა მიიღო. შემომწირველებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც პარტიას ჯამში, 56 ათასი ლარი გადაურიცხა. ასევე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ბოტკოველი, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება პარტიას „საქართველოსთვის“, მას მიმდინარე წლის, 10 თვეში 13 455.42 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: ბერდია სიჭინავა და ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“ კი 10 თვეში 12 005 ლარის შემოწირულობა მიიღო.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის პირველ 10 თვეში, ორ საპარლამენტო პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულობა არ მიუღიათ.

“ღაზას ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის საჰაერო თავდასხმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა” – მედია

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში ათობით ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა, მაგრამ ახლომდებარე საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაღუპულების რაოდენობა 120-ს აღწევს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური და შენობების ქვეშ არსებული მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა ჩამოიშალა. მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დროს ჯაბალიას ბატალიონიის ბევრი ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდსხმამდე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად, საერთო ჯამში, 8 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პარასკევს, სავარაუდოდ, ისრაელს ეწვევა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„მდივანი ბლინკენი პარასკევს გაემგზავრება ისრაელში ისრაელის მთავრობის წევრებთან შეხვედრებისთვის“, – აღნიშნა მილერმა.

ენტონი ბლინკენი სამშაბათს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ესაუბრა და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა. „სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას თავი ტერორიზმისგან, რაც შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, ბლინკენი ისრაელში, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ორჯერ იმყოფებოდა.

კობა კობალაძემ თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, თურქული მხარე კმაყოფილებას გამოთქვამს იმ წარმატებული, ერთობლივი პროექტების შედეგების გამო, რომლებიც სააგენტომ, სამსახურთან თანამშრომლობის მანძილზე განახორციელა; თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა,უმით ნაჯი იორულმაზმა, რომელიც სამსახურს, დელეგაციასთან ერთად, სექტემბერში სტუმრობდა, მაღალი შეფასება მისცა სააგენტოსა და სამსახურის მიერ ერთობლივად განხორციელებულ პროექტებს, რამაც სათაო ოფისს, ანკარაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების მოტივაცია მისცა. TIKA-ს მომავალი წლის გეგმაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.

საუბარი შეეხო მობილური კლინიკის პროექტს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისა და, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დროული და ხარისხიანი სამედიცინო სერვისის მიწოდებისთვის; თუბა ოზუთოკმა, მზადყოფნა გამოთქვა ამ პროექტის თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ დეტალებს განიხილავს TIKA-ს ხელმძღვანელობასთან ანკარაში და სამსახურს, საქართველოს ვეტერანებისთვის მაქსიმალურად მორგებულ ვარიანტს შესთავაზებს. თუბა ოზუთოკმა კობა კობალაძეს პირობა მისცა, რომ მობილური კლინიკის პროექტს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, 2024 წელს განახორციელებს.

კობა კობალაძემ თუბა უზოთოკს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს ვეტერანების თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა; მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, სააგენტოს მიერ, გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრთა მიმართ გაწეულ თანადგომას, რაც, ვეტერან ფერმერთათვის, სკებისა და მეფუტკრეობის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარის გადაცემაში გამოიხატა. აღნიშნული პროექტით, მეფუტკრეობის დარგში ჩართულ ვეტერანებს, მიეცათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ პროდუქციის წარმოება. სამსახურის დირექტორმა, იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პროექტებიც ასეთივე წარმატებული იქნება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეგიძლიათ, თამამად გამოხატოთ თქვენი გრძნობები და ემოციები, არ დაივიწყოთ, რომ სამსახურის გარდა არსებობს სხვა ვალდებულებებიც, მოინახულეთ მშობლები, ნათესავები, მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.

კურო

კიდევ ერთი ნახტომი და მიზანი მიღწეული იქნება, არ მოდუნდეთ და ერთი წამითაც არ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს გამარჯვებაში. სულ მალე, დარწმუნდებით, რომ თქვენი არჩეული გზა სწორი და წარმატებული იყო.

ტყუპები

ფრთხილად იყავით და ერიდეთ დაპირისპირებებს, შესაძლოა, თქვენი დაუდევრობის გამო, საჭირო გახდეს მთელი ძალების მობილიზება , რათა თავი გაართვათ აღებულ ვალდებულებებს და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს იმიჯს.

კირჩხიბი

შესაძლოა, ზოგიერთმა ისარგებლოს თქვენი მოთმინებით და არაეთიკური გზებით შეეცადოს თქვენს წყობიდან გამოყვანას. არ იდარდოთ, ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, ეცადეთ, მტკიცედ მიჰყვეთ დღის გეგმას.

ლომი

შესაძლოა დღეს, ადრე ჩადენილი საქციელის გამო, სინანულმა შეგიპყროთ. ნუ შეეცდებით რაიმეს გამოსწორებას, ახლა ამის დრო არაა. იმოქმედეთ დასახული გეგმით, წვრილმან უსიამოვნებებს კი ნუ შეუშინდებით!

ქალწული

დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით შეარჩიეთ გამოთქმები, განსაკუთრებით პირად თემასთან დაკავშირებულ კომუნიკაციებში. იყავით თავშეკავებული და მოზომილად იმოქმედეთ მათთან, ვისთანაც რაიმეს თხოვნას აპირებთ.

სასწორი

ბიზნესთან დაკავშირებით გარკვეულმა დაბრკოლებებმა შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა მხარდამჭერებიც გამოგიჩნდებიან და გამოსავალს აუცილებლად იპოვით.

მორიელი

სიმშვიდით, დასაბუთებული არგუმენტებით და წყნარი ტონით იოლად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან და უფროსობასთან. დღეს თქვენი თავით აუცილებლად იამაყებთ.

მშვილდოსანი

გადადებული საქმეების გამო, შესაძლოა, მოულოდნელი დაბრკოლებები შეგექმნათ, შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ ხარვეზები სამსახურებრივ საქმიანობაში. ხოლო მეორეხარისხოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ.

თხის რქა

შესაძლოა, კოლეგებთან და უფროსობასთან, თავი იჩინოს გარკვეული სახის გაუგებრობებმა, თუმცა, არაა გამორიცხული, ყველაფერი თავისით მოგვარდეს, ან თქვენ გაგიჩნდეთ სარწმუნო არგუმენტები, შესაბამისად, ღირსეულად შეძლებთ, დაიცვათ საკუთარი ინტერესები.

მერწყული

მოულოდნელობებით აღსავსე დღეა, მოწყენისთვის ნამდვილად არ გეცლებათ, სწორედ ასეთი დღეები მოგწონთ და გახალისებთ, თქვენი შეუპოვრობით და პოზიტიური განწყობით, ყველას მონუსხვას შეძლებთ.

თევზები

ახლა კონკრეტული დასკვნები მხოლოდ შედეგებიდან უნდა გამოიტანოთ, შესაძლოა, ზედმეტი პასუხისმგებლობა გქონდეთ საკუთარ თავზე აღებული, ან არასწორად გქონდეთ შერჩეული პრიორიტეტები.

ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

არასდროს მითხოვია სალომე ზურაბიშვილისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით , – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, თუ რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მყისიერად მოიხსნება.

„სალომე ზურაბიშვილისთვის მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად – არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ ადამიანის სიცოცხლე, კვდება-არ კვდება – არ არის რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს და ა.შ.. ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას ვერ იზამს, რადგან არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მან მიიღო. მან უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროსს“ და სააკაშვილი გაათავისუფლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეგრევე მოიხსნება, მყისიერად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში.

“ამინდი ნამდვილად ყველას გვაბედნიერებს, ისიამოვნეთ!” – კობა ფარტენაძე

მოსალოდნელი ამინდის ერთკვირიანი პროგნოზის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ისევ ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე იქნება დომინანტი მიმდინარე კვირაში, ამიტომაც მომდევნო დღეებში კვლავ მზიანი და ძალიან თბილი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთში +27, +29, აღმოსავლეთში +25, +27 გრადუსი იქნება. ამინდი ნამდვილად ყველას გვაბედნიერებს, ისიამოვნეთ!“,- წერს მეტეოროლოგი.

“ვინ მოიხადა ბოდიში იმ ქალებიდან , რომლებმაც ქალ მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნასთან შეურაცხმყოფელი ბანერი გაუშალეს?”

„ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომლითაც სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

ჩიბურდანიძეს ოპოზიციის მიერ მმართველი გუნდის წევრთა შეურაცხყოფის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს და პრეზიდენტს ეკითხება, მაშინ რატომ არ ჰქონდა მას მსგავს ფაქტებზე რეაქცია.

„საქართველოს პრეზიდენტი გაბრაზდა პარლამენტში ქალი დეპუტატის მიმართ ცუდ მიმართვაზე. დიახ, ეს მიუღებელია ჩვენთვისაც და ამაზე უკვე მოიხადა ბოდიში ირაკლი ბერაიამ. მაგრამ, ვინ მოიხადა ბოდიში ჩემს წინაშე, როდესაც ანა ნაცვლიშვილი სახეში წყალს მასხამდა, ხოლო სალომე სამადაშვილი ტელეფონს მიმტვრევდა ასევე ქალს?

ან ვინ მოიხადა ბოდიში იმ ქალებიდან (თუ ალქაჯებიდან), რომლებმაც ქალ მინისტრს საპარლამენტო ტრიბუნასთან შეურაცხმყოფელი ბანერი გაუშალეს?

პრეზიდენტო, მაშინ რატომ არ დაგმეთ ეს ფაქტები? ჩვენ ქალები არა ვართ? ან რა შუაშია ქალი, შეურაცხყოფა შეურაცხყოფაა. თავად თეონა აქუბარდიამ რა დონის შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი კობახიძეს თქვენი იმპიჩმენტის დღეს. რატომ არ დაგმეთ ეს იქვე, იმ დარბაზში? ალბათ იმიტომ, რომ ქალური ღირსება თქვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ქალებს პოლიტიკური ნიშნით ჰყოფთ.

რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, დღეს რომ პირველი გამოეხმაურა ამ ფაქტს, თეა წულუკიანის უკან გაშლილ უზნეო ბანერთან გაღიმებული იდგა. ეს არის თქვენი „კაცობაც“ და „ქალობაც”.

კიდევ ერთხელ ვგმობ არა მხოლოდ ქალის, არამედ ნებისმიერი პირის მიმართ შეურაცხყოფას, მაგრამ როდესაც პიროვნება ბოდიშს იხდის ამაზე, ესეც აღნიშვნის ღირსია.სწორედ ეს კაცობა არა გაქვთ ოპოზიციას და ვერც გექნებათ ასეთი პოლიტიკის შემოქმედს,” – წერს ჩიბურდანიძე.

2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

„2023 წლის 2 ნოემბერს, 12 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახური “ფეისბუქზე” ავრცელებს.

“თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ, ეგ არაფერი?!” – ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძეზე

თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ ეგ არაფერი?! მაშინ არ არიან ქალბატონები თუ როგორაა ლიბერალურ ფაშიზმში მოსული, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე დეპუტატ ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც აღნიშნულია, რომ არავის დაცვა არ სჭირდება და პოლიტიკაში მოვიდა სრულად გაცნობიერებული ფაქტით, რომ მრავალი ალუდა შეხვდებოდა გზად, რომელსაც თავს კი არ დაუხრიდა, უბრალოდ სახეს აახევდა.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ სტრატეგია შეცვალა და ძალიან დაჩაგრულების და შეურაცხყოფილების მანტია მოირგო.

„ახალი სტრატეგია აქვთ ამათ? ძალიან დაჩაგრულების და შეურაცხყოფილების მანტია მოირგეს?
აგრესიულმა რიტორიკამ არ გაამართლა და ტაქტიკა შეცვალეს?! თვითონ რომ სხვის ოჯახებს ლანძღავენ, აბულინგებენ და მიწასთან ასწორებენ, ეგ არაფერი?! მაშინ არ არიან ქალბატონები, თუ როგორაა ლიბერალურ ფაშიზმში მოსული – თუ შენ ეხები, ყველაფერი მოსულა და თუ პასუხი დაგიბრუნეს, დისკრიმინაციაა? კდემა არსად გაგძვრეთ თქვე საცოდავებო…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.