Home Blog Page 1982

,,იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას”- ბოჭორიშვილი

იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ.

„მსურს აღვნიშნო, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ. საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გასულ წელს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე.

ჩვენ მადლიერი ვართ მონიჭებული ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ არ დაგვიმალავს იმედგაცრუება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო.

იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

“საკმაოდ ცუდი მაგალითები გვაქვს იმისა, როდესაც ბარიერი პრაქტიკულად არ არსებობდა”- ვოლსკი

საკმაოდ ცუდი მაგალითები გვაქვს იმისა, როდესაც ბარიერი პრაქტიკულად არ არსებობდა და როგორ გამოიყენეს ეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

 

„იმის ნაცვლად, რომ განვითარებულიყვნენ, ჩამოყალიბდნენ ერთ კოლექტიურ ნაცმოძრაობად და გაერთიანდნენ ერთ რევოლუციურ კომიტეტში. სხვა მიმართულება მუშაობაში არც ჰქონიათ თუ არა დესტაბილიზაციის სურვილი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიცია გამარჯვების საკუთარ ფორმულაზე მუშაობს. ნაწილი ხელისუფლების დამარცხებას გაერთიანებაში ხედავს, მეორე ნაწილი კი ბარიერის დაძლევას დამოუკიდებლად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ერთ რამეს ამტკიცებს, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც 5%-ის გადალახვის შანსი აქვს, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის რიგებშია „სტრატეგია აღმაშენებელიც“. კვლევის შედეგები მმართველ პარტიას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიცია დასუსტდა და საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად დაკარგა.

 

,,ღაზა ევროკავშირის ადგილობრივი თანამშრომლების პირველმა ჯგუფმა დატოვა”- ბორელი

ღაზა ევროკავშირის ადგილობრივი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების პირველმა ჯგუფმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალური ქსელში ავრცელებს.

ბორელის ინფორმაციით, ღაზა 19-მა ადამიანმა დატოვა.

„მადლობას ვუხდი პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელი კოენს და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს, სამეჰ შუკრის მხარდაჭერისთვის, რომ ეს შესაძლებელი გახდა და მუდმივი ძალისხმევისთვის, რათა ევროკავშირის დარჩენილი ადგილობრივი პერსონალისა და მათი ოჯახების სწრაფი გადაყვანა მოხდეს“, – აღნიშნავს ბორელი.

 

მოლდოვის პრეზიდენტის ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდერ ვან დერ ბელენს ხელზე უკბინა.

მოლდოვური მედიის ცნობით, ინცინდენტი მოხდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტები მაია სანდუს რეზიდენციის ეზოში სეირნობდნენ. პრეზიდენტმა ვან დერ ბალენმა შეეცადა ძაღლს მოფერებოდა, რა დროსაც ძაღლმა მას უკბინა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ამ შემთხვევის გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მისი ძაღლი გარშემო ბევრმა ხალხმა დააბნია.

ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბალენი შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაზე მოლდოვის პარლამენტის სპიკერთან სახვევით გამოჩნდა.

“ყველამ, ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ძაღლები ძალიან მიყვარს” – დაწერა ავსტრიის პრეზიდენტმა და შეხვედრები მოლდოვის უმაღლესი თანამდებობის პირებთან ნაყოფიერად შეაფასა.

,, საზოგადოება უკვე კარგადაა ინფორმირებული თითოეული მათგანის წარმომავლობასა და მოტივაციაზე” – წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, რა ფორმითაც არ უნდა დაჯგუფდნენ რადიკალები, უბრალოდ ფორმალობა იქნება და არჩევნების შედეგებს ვერ შევლის.

„რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამ მახინჯი პოლიტიკური შინაარსის მქონე რაღაც დაჯგუფებებმა, ვფიქრობ, ქართული საზოგადოება უკვე კარგადაა ინფორმირებული თითოეული მათგანის წარმომავლობასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით. რა ფორმითაც არ უნდა დაჯგუფდნენ, ერთადერთი ეს იქნება უბრალოდ ფორმალობა და ვერ შევლის იმ შედეგს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გამოიხატა როგორც კვლევებში, ასევე საზოგადოებრივ განწყობებში. ეს განწყობები, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე აისახება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური დაჯგუფებები მინიმალურ შეფასებას მიიღებენ“, – განაცხადა წილოსანმა.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიცია გამარჯვების საკუთარ ფორმულაზე მუშაობს. ნაწილი ხელისუფლების დამარცხებას გაერთიანებაში ხედავს, მეორე ნაწილი კი ბარიერის დაძლევას დამოუკიდებლად გეგმავს. თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა კვლევა ერთ რამეს ამტკიცებს, რომ ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც 5%-ის გადალახვის შანსი აქვს, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლის რიგებშია „სტრატეგია აღმაშენებელიც“. კვლევის შედეგები მმართველ პარტიას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ოპოზიცია დასუსტდა და საზოგადოების ნდობა მნიშვნელოვნად დაკარგა.

ფინეთმა რუსეთთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების ნაწილი დახურა

რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო ფინეთმა 9 სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტიდან 4 დახურა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ფინეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე გადასასვლელები გადაკეტა და მხოლოდ სარკინიგზო საკონტროლო პუნქტი დატოვა. ის მდებარეობს რკინიგზაზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგს ჰელსინკისთან აკავშირებს.

ფინეთის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ძალაში 18 თებერვლამდე იქნება. ჰელსინკიმ კრემლი მიგრანტების ნაკადის ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა. ანალოგიურ ფაქტს 2015 წელს ჰქონდა ადგილი. როგორც ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, ფინეთი რუსეთის მხრიდან მსგავსი საზიზღრობებისთვის მზად იყო.

ბოლო დღეებში ფინეთის საზღვარს იემენიდან, ერაყიდან, სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩასული ასობით მიგრანტი მიაწყდა. მათ უმეტესობას ფინეთში ჩასასვლელად აუცილებელი საბუთები არ გააჩნიათ. ფინეთის სასაზღვრო სამსახურში მიაჩნიათ, რომ ეს ქმედება რუსეთის მიერ არის ორგანიზებული და ის ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.

ღაზაში დაჭრილი პალესტინელი ბავშვების პირველი რეისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩაფრინდა

ღაზაში დაჭრილი პალესტინელი ბავშვების პირველი რეისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩაფრინდა.

თავდაპირველად აღნიშნული ჯგუფი რაფახის გამშვები პუნქტიდან ეგვიპტეში გადავიდა ეგვიპტეში, შემდეგ ისინი აბუ-დაბიში გაფრინდნენ.

პატარა ბავშვებს მშობლები კალთაში ეძინათ. ზოგიერთი სკამი ამოღებული იყო, იმისთვის რომ გაეთავისუფლებინათ ადგილები გაცილებით მძიმედ დაჭრილთათვის.

15 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა შორის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გუშინ რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი გადაკვეთა, რათა ეგვიპტის ელ-არიშის აეროპორტიდან აბუ-დაბიში გაფრენილიყვნენ.

აღნიშნული ბავშვების ჯგუფის გადაყვანა იმ დაპირებული დახმარების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, საამიროები ღაზადან 1000 დაშავებული ბავშვის სამკურნალოდ აბუ-დაბიში გადაყვანას გეგმავს.

სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც „მთავარი არხი“ აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არცერთი მარცვალი არ არის -ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტის ანონსში გასულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მინდა გამოვეხმაურო „მთავარი არხის“ სიუჟეტის ანონსში ჩემს შესახებ გასულ აბსოლუტურ სიცრუეს. სიუჟეტის ანონსში „მთავარი არხის“ ე.წ. „წყარო“, შეცვლილი ხმით ჰყვება აბსურდულ ისტორიას, თითქოს მე, თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, დაბარებული ვიყავი სუს-ში გამოკითხვაზე, სადაც დამაკავეს და მხოლოდ თბილისის მერის ჩარევის შემდეგ გამათავისუფლეს.

ამ სიუჟეტის ანონსის ნახვის შემდეგ, მე დავუკავშირდი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელიც აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობდა. მე მას განვუმარტე, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა და რომ არასდროს, არც ერთ სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე დაბარებული და მით უმეტეს დაკავებული, არ ვყოფილვარ და ყველაფერი რაც სიუჟეტის ანონსში იქნა გაშვებული, აბსოლუტური ტყუილი იყო.

ამავდროულად, ვურჩიე, რომ ეს სიცრუე არ გაევრცელებინათ! დაველოდები ეთერში სრული სიუჟეტის გასვლას და თუკი მასში ისევე დაუსაბუთებლად, ცალმხრივად და ცილისმწამებლურად იქნება წარმოდგენილი მოვლენები, როგორ შთაბეჭდილებასაც გასული ანონსი ცალსახად ტოვებს, მაშინ, როგორც ზემოთ ხსენებულ ჟურნალისტს განვუცხადე, მივმართავ სამართლებრივ გზებს!

კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც „მთავარი არხი“ აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არც ერთი მარცვალი არ არის!“, – წერს ირაკლი ხმალაძე.

როცა აგინებ, ჯიგარი ხარ, ხოლო როცა გაგინებენ – ქალი, არ გამოვა- თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის ქალ დეპუტატებს

თუ ქალზე სტერეოტიპებით სარგებლობა გსურთ, kind of „ქალ დეპუტატებს შეურაცხგვყოფენ“ – სქესზე აქცენტით, მაშინ ადექით და მაგ სტერეოტიპებით იმოძრავეთ, – წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, როცა აგინებ, ჯიგარი ხარ, ხოლო როცა გაგინებენ – ქალი, არ გამოვა.

„თუ ქალზე სტერეოტიპებით სარგებლობა გსურთ, kind of „ქალ დეპუტატებს შეურაცხგვყოფენ” – სქესზე აქცენტით, მაშინ ადექით და მაგ სტერეოტიპებით იმოძრავეთ. როცა აგინებ, ჯიგარი ხარ. ხოლო როცა გაგინებენ – ქალი, არ გამოვა.
ან ისე ქენით, ან ასე, მეგობრებო. თანასწორობა მაგ თქვენი ზიგზაგებით ნაღდად არ მოვა“, – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები -სალომე ზურაბიშვილი

ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ, უკრაინაში მარცხის დასაკომპენსირებლად – ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ – ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ეპყრობა თუ არა საქართველოს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით და როგორ აკეთებს ამას.

პრეზიდენტის თქმით, საბოლოოდ, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია

„მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, უკრაინაში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატო-ს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-დან 86%-მდე გაიზარდა და ნატოსადმი მხარდაჭერა 72%-დან – 76%-მდე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან, რაზეც პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის გარეთ პრემიერს საჯაროდ არ გააკრიტიკებს, რადგან „ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს იმ პოლიტიკას, რომელსაც მივყვები – ვიცი, რომ ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ქართველი ხალხი მიჰყვება. რა მიზეზი შთააგონებს პრემიერს, ვფიქრობ, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მისი სიტყვები წარმოვადგინო, ან ქვეყნის გარეთ ის [პრემიერი] საჯაროდ გავაკრიტიკო, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის დეპოლარიზაცია მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რაც ვიცი ისაა, რომ მე ქართველების ძალიან დიდი უმრავლესობის შეხედულებას წარმოვადგენ, რომ მათ ევროპაში ყოფნა სურთ. ეს ის ხალხია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დემონსტრაციას აწყობდა.. დემონსტრაცია სწორი სიტყვა არაა – [ხალხი], რომელიც უერთდებოდა ჩემი სასახლის წინ სიხარულს. ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ასობით, ათასობით ხელმოწერას, რომ კომისიის ეს რეკომენდაცია უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გავამყაროთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთს ამაზე სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, არის ის, რამაც რუსეთს გზა გაუხსნა მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს -პრეზიდენტი

ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთში ამაზე არავის სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ალბათ, ესაა ის, რამაც რუსეთს გზა გაუხსნა იმის მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო უნდა იყოს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შეუერთდეს სანქციებს რამდენადაც შეუძლია.

ამასთან, ინტერვიუში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია.

კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, საქართველო შემდეგია? აქვს რუსეთს საქართველოზე იგივე გეგმა, რაც უკრაინაზე ჰქონდა? ზურაბიშვილმა უპასუხა: „საქართველო იყო პირველი და უკრაინა შემდეგი, თუ მომხდარის ქრონოლოგიას ავიღებთ“.

„ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთში ამაზე არავის სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ალბათ, ესაა ის, რამაც რუსეთს გზა გაუხსნა იმის მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს. მაგრამ უკრაინაში ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. ის ბევრად უფრო დიდი ქვეყანაა, ბევრად უფრო ძლიერი ქვეყანა და, ალბათ, პუტინის ყველა იმედები დაამარცხა იმ გამძლეობით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინის მოსახლეობამ გამოიჩინეს ამ უზარმაზარი თავდასხმის, ტრაგედიისა და აგრესიის წინაშე. მაგრამ რუსეთი კარგავს, უკვე დაკარგა თავისი პრესტიჟი, რუსული არმიის პრესტიჟი.

ექნება თუ არა საქართველოში რაიმეს გაკეთების ცდუნება, ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვფიქრობთ და ამიტომ გვჭირდება ევროპული მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შევუერთდეთ იმ სანქციებს, რომლებიც შეგვიძლია. და მინდა დავამატო ის, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია. ჩვენ ვართ საერთაშორისო ფინანსური სანქციების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა. არ ვიცი, რატომ ვიმალებით რაღაცის უკან. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს; ჩვენი ბანკები ემორჩილებიან და ასეც გააგრძელებენ. ჩვენ დასავლეთის მხარეს ვართ, ეს ეჭვგარეშეა და ასეც გავაგრძელებთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები გაზაფხულზე ყირიმში ვერ შევიდნენ, რადგან დასავლელმა მოკავშირეებმა იარაღის მიწოდებისა და რუსეთის დასანქცირების ვალდებულება ვერ შეასრულეს -პოდოლიაკი

მიმდინარე წლის გაზაფხულზე უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე შესვლას გეგმავდნენ. ეს პროგნოზი ვერ გამართლდა, იმიტომ, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ შეასრულეს საკუთარი ვალდებულებები იარაღის მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მხრივ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყირიმის დეოკუპაციის შესახებ განცხადებები ეფუძნებოდა მათემატიკური ანალიზის შედეგებს, რამდენი და როგორი ტიპის შეიარაღება დასჭირდებოდა უკრაინის ჯარს, როდის მიიღებდა ამ შეიარაღებას, რა სანქციები იმოქმედებდა რუსეთის წინააღმდეგ და რა რაოდენობის თანხას დაკარგავდა რუსეთი.

„ჩვენი პროგნოზი ასეთი იყო, თუ შევთანხმდით ომის წარმოების გარკვეულ ინსტრუმენტებზე, ეს ინსტრუმენტები უნდა გვქონდეს 7-10 დღეში, მაგრამ არა 90 ან 120 დღეში. როგორი შეიარაღება გექნება გარკვეული დროის შემდეგ, ამას რუსებიც ხომ ხვდებიან? რას გააკეთებენ ისინი? რა თქმა უნდა, სტრატეგიული თავდაცვისთვის მოემზადებიან“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდასხმის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, მისი ტაქტიკის დროული ადაპტირება მოხდეს რუსეთის თავდაცვის ტაქტიკასთან. მისივე თქმით, ახლა უკრაინას უფრო მეტად სჭირდება უპილოტო საფრენი აპარატები, რაკეტები და ელექტრონული ომის სისტემები, ვიდრე ჯავშანტექნიკა.