ფინეთმა რუსეთთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების ნაწილი დახურა

77
spot_img

რუსეთიდან მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო ფინეთმა 9 სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტიდან 4 დახურა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ფინეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე გადასასვლელები გადაკეტა და მხოლოდ სარკინიგზო საკონტროლო პუნქტი დატოვა. ის მდებარეობს რკინიგზაზე, რომელიც სანკტ-პეტერბურგს ჰელსინკისთან აკავშირებს.

ფინეთის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ძალაში 18 თებერვლამდე იქნება. ჰელსინკიმ კრემლი მიგრანტების ნაკადის ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა. ანალოგიურ ფაქტს 2015 წელს ჰქონდა ადგილი. როგორც ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, ფინეთი რუსეთის მხრიდან მსგავსი საზიზღრობებისთვის მზად იყო.

ბოლო დღეებში ფინეთის საზღვარს იემენიდან, ერაყიდან, სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩასული ასობით მიგრანტი მიაწყდა. მათ უმეტესობას ფინეთში ჩასასვლელად აუცილებელი საბუთები არ გააჩნიათ. ფინეთის სასაზღვრო სამსახურში მიაჩნიათ, რომ ეს ქმედება რუსეთის მიერ არის ორგანიზებული და ის ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება.