Home Blog Page 1978

,,რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ”- ვატო შაქარიშვილი

„დაუანონსებიათ იმ ჩავარდნილ ლექციას პარლამენტის წინ საჯაროდ ჩავატარებთო… გარწმუნებთ, რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაქარიშვილის განცხადებით, რაც „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებს და მათ ლიდერს ბორჯომში დაგეგმილ სემინარზე ახალგაზრდებისთვის უნდა ეთქვათ, იმ გზავნილების საჯაროდ გაჟღერების შემთხვევაში, ზურაბ ჯაფარიძის პარტიას არა მხოლოდ მათი მოძრაობა, არამედ მთელი საქართველო დაუპირისპირდება.

„დაუანონსებიათ იმ ჩავარდნილ ლექციას პარლამენტის წინ საჯაროდ ჩავატარებთო… გარწმუნებთ, რაც ბორჯომში უნდა ეთქვათ ბავშვებისთვის, იმის მეასედს ვერ ილაპარაკებენ დღეს საჯაროდ, უბრალოდ იყვირებენ ძველ-ახალ უნიჭო შეძახილებს – რუსულად მოვიდნენ, რუსულად გვითხრეს, რუსულად… რუსულად…რუსულად… საელჩოებიც აღშფოთდებიან, ენჯეობიც გაგიჟდებიან, ალბათ „ხელოვნების“ წარმომადგენლები მორიგ კოლექტიურ წერილსაც მოაწერენ ხელს კლასიკურ ბოლშევიკურ სტილში… ბორჯომში რაც უნდა ელაპარაკათ, ის რომ საჯაროდ თქვან, მარტო ჩვენი მოძრაობა კი არა, მთელი საქართველო გარეთ გამოვა და გადათელავს ამ ანტიქართველებს! რა ქნან, ეტკინათ სიმართლე და მართალი ხალხის პოზიცია – სხვათა შორის გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სრული დაცვით! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

გვჭირდება კარგი სიახლეები საქართველოსგან – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს.

ელჩის თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით მაქსიმალურ პროგრესს ელის.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მკაფიოდ და ხმამაღლა არაერთხელ დავაფიქსირე, სამწუხაროდ გადაწყვეტილების მიღება არ არის დამოკიდებული არც ჩემზე და არც ევროპულ ინსტიტუტებზე. ევროკავშირი-საქართველოს შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას 27 წევრი სახელმწიფო, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მიიღებს. დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერები შეხვდებიან, განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი. ეს კი ნიშნავს, რომ თითოეული წევრი უნდა შეთანხმდეს საქართველო-ევროკავშირთან დაკავშირებით, შემდგომ ნაბიჯებზე. დეკემბრამდე ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ ველოდებით მაქსიმალურ პროგრესს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.

ძალიან გვჭირდება კარგი სიახლეები საქართველოსგან. უნდა შეიქმნას პოზიტიური ატმოსფერო, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება. საქართველო აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულებაზე. ზოგიერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ წინსვლას“, – აცხადებს ელჩი.

წალკაში ძაღლის მკვლელობისთვის დაკავებულს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურამ წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 ივნისს, წალკაში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ძაღლი.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

,,აქტიურად მოძრაობას და ასევე, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მისი განწყობაც გაუმჯობესებულია.

„მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად შეესაბამება მხოლოდ ჩვენი კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზების მდგომარეობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კლინიკის მიერ გამოტანილი დიაგნოზები ყველა დადასტურებულია და შესაბამისად, ამ მკურნალობის შედეგია ის, რომ პაციენტი თავს უკეთესად გრძნობს, უფრო გააქტიურებულია, მოძრაობითაც აქტიურად მოძრაობას და ასევე, მისი განწყობაც გაუმჯობესებულია. კვება კვლავ პრობლემად რჩება, ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად არ ხდება, თუმცა რაოდენობრივად კვების ნაწილი მაინც გაუმჯობესებულია“, – აცხადებს ჩხაიძე.

შსს-მ თბილისსა და ბათუმში კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამი პირი: 1973 წელს დაბადებული ა.ს. , 1984 წელს დაბადებული ვ.ე. და 1971 წელს დაბადებული მ.წ. დააკავა, ხოლო ერთ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ე.მ.-მ და ა.ს.-მ მოქალაქეთა პირად მონაცემებში უნებართვოდ შეაღწიეს და სხვადასხვა ანგარიშზე არსებული თანხა, როგორც მათ კუთვნილ ასევე, თანამზრახველების – მ.წ.-ს და ვ.ე.-ს ანგარიშებზე გადარიცხეს კიბერდანაშაულის შედეგად, ფინანსური ზარალი 24 მოქალაქეს მიადგა, რაც 9 000 ლარს აღემატება.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ყველაზე კარგად პროფესიული საკითხების განხილვა და უბრალოდ მეგობრული ურთიერთობა გამოგდით. ეცადეთ ხელსაყრელი დრო საჭირო კავშირების დასამყარებლად და საინტერესო ადამიანების გასაცნობად გამოიყენოთ. სახლის, განსაკუთრებით სამუშაო მაგიდის მოწესრიგება დამშვიდებაში და ყურადღების მოკრებაში დაგეხმარებათ.

კურო

პროფესიულ წრეებში რაც უფრო მეტ ახალ ადამიანს გაიცნობთ, მით უფრო მეტი შანსი გქვთ, რომ სამსახურებრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და დაწინაურებას მიაღწიოთ. პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით თანამოსაუბრესთან შეთანხმებას და სასურველის მიღებას ადვილად ახერხებთ. გირჩევთ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, ახალი პროექტები კი სხვა დღისთვის გადადოთ.

ტყუპები

მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ ემოციურად დაისვენოთ. თუ შესაძლებელია, ამ დღისთვის მნიშვნელოვან შეხვედრებს ან მოლაპარაკებებს ნუ დანიშნავთ. საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო ძალას და ოპტიმიზმს შეგმატებთ. ადამიანს, რომელიც ბევრჯერ უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ცხოვრება სიახლეებით გაამდიდროთ. ეცადეთ, ავეჯს ადგილი შეუცვალოთ, სახლის ინტერიერი ახალი ნივთებით განაახლოთ და ა.შ.; გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის დაგეგმვისთვის. ახლობელ ადამიანებთან საკუთარ პრობლემებზე საუბრის არ უნდა შეგეშინდეთ. ახლა ყველაზე მეტად მათი რჩევა გჭირდებათ.

ლომი

გირჩევთ, ახალ ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ – შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ან მოტყუებას ცდილობს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ.

ქალწული

ამ დღეს მნიშვნელოვანია მოვლენებს არ ჩამორჩეთ და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ხელმძღვანელობის შექება დაიმსახუროთ და პროფესიული პოზიცია გაიუმჯობესოთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო და სასარგებლო იქნება და შეიძლება, დიდ მეგობრობაში გადაიზარდოს.

სასწორი

პოზიტიური განწყობა და თავდაჯერება საშუალებას მოგცემთ წინსვლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები დაინახოთ. საყვარელი გატაცება სტრესისა და დაძაბულობისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. პარტნიორთან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ – შესაძლოა, მათზე ბევრი რამ იყოს დამოკიდებული. თუ საინტერესო ღონისძიებაზე მიგიწვიეს, უარს ნუ იტყვით. ეცადეთ, ვალები დროულად დააბრუნოთ და პირობა შეასრულოთ. ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ. სულთა ჰაერზე სეირნობა და სრულყოფილი ძილი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს აჩქარება უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, თქვენი საქმიანი აქტივობა შეამციროთ და დაისვენოთ. თუ დამხმარეები და მოკავშირეები გჭირდებათ, გირჩევთ გეგმები ოჯახის წევრებს გაუზიაროთ. მათი რჩევა მტკივნეული პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

შეწყვიტეთ წინასწარ იმაზე ნერვიულობა, რაც ჯერ არ მომხდარა და სავარაუდოდ, არც მოხდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ აწმყოს მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს აწმყოს და თქვენი გარემო უფრო კომფორტული გახადოთ. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

მერწყული

მოემზადეთ ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მალე დადგება. შეწყვიტეთ ნერვიულობა წარსულის შეცდომების გამო და განთავისუფლდით უარყოფითი აზრებისგან, რომლებიც განვითარებაში ხელს გიშლიან. ეს იღბლიანი დღეა, ამიტომ ეცადეთ, ბედნიერი შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

თევზები

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. ახალ ადამიანებთან შეხვედრამ და აზრების გაცვლა-გამოცვლამ შეიძლება ბრწყინვალე იდეა გიკარნახოთ, რომელიც მოგებიან პროექტად იქცევა. კოლეგების მხარდაჭერით ამ დღეს ბევრის გაკეთებას შეძლებთ. რთულ სიტუაციაში გირჩევთ საკუთარ გამოცდილება ენდოთ.

ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა.

„ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის „სმარტთან“. გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

https://www.facebook.com/anni.anuukaa/posts/6012986182140515?ref=embed_post

პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და აშშ-ის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს, ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი „ბიოლში“ გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.

“2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა”-სააკაშვილი

2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა, -ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არსებობს ის ბათუმი, „სადაც ახლა „ხელისუფლება” ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს“.

„გუშინ აჭარის მძარცველმა ბანდამ იკადრა და თქვა, რომ 2008 წელს მე გავიქეცი.

2008 წლის აგვისტოში მე უარი რომ არ მეთქვა, ისევე როგორც ზელენსკის 2022-ში დასავლელი მეგობრების შემოთავაზებაზე ქვეყნის დატოვების შესახებ, ქართული დროშაც აღარ იფრიალებდა.

სწორედ ამიტომ არსებობს ის ბათუმი, სადაც ახლა „ხელისუფლება” ჩეჩენ ბანდიტებს და რუს ოფიცრებს მასპინძლობს და მათ დაკრულზე ცეკვავს.

ბრავო ელგუჯა ბაგრატიონს და გიორგი კირთაძეს! მაგრად მოსვეს ეს რუსის მონები ადგილზე.

მათ ასევე ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომში ჩვენს „სამარცხვინო მარცხზე“.

უკრაინას მაინც უნდა ეჩვენებინა თუ რას გადავარჩინეთ საქართველო 2008-ში.

რუსეთმა ვერცერთი თავისი სტრატეგიული ამოცანა ვერ შეასრულა და ეს ვერ უპატიებია დღემდე ჩემთვის პუტინს.

სწორედ ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება. დღეს კიდევ ესენი რუს ოფიცრებთან ერთად ჩემს აშენებულ „რედისონში“ სხედან და ჩვენს გმირებს დასცინიან, მე კი ტყვეობაში ვრჩები“, -წერს სააკაშვილი.

ყვარელში ილიას ტბაზე 32 წლის კაცი დაიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა ყვარელში. ილიას ტბაზე 32 წლის კაცი დაიხრჩო.

თვითმხილველების თქმით, ორი მეგობარი ტბაში საბანაოდ შევიდა, თუმცა ერთმა მათგანმა წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

“ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი”- ნიკა სამხარაძე

ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

„დღეს არსებული სამწუხარო ვითარება განსაკუთრებით სახიფათოა საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს არ გააჩნია უსაფრთხოების არანაირი საერთაშორისო გარანტია. გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ სვლას არ ვწყვეტთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები სათანადოდ იქნება აღქმული და დაფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მომხსენებლის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დიდი შრომა გასწია.

„ჩვენ უკვე ძალიან მალე გვექნება თორმეტივე რეკომენდაცია შესრულებული და დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ მოხდება როგორც ხალხის, ასევე პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაცია საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, მეგობარი ქვეყნები მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების და შემდგომ ევროკავშირში გაწევრიანების პარალელურად, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნატო-ში გაწევრიანება. მისივე თქმით, საქართველო ტექნიკურად სრულად აკმაყოფილებს წევრობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას და სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაა.

„საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მანვე არაღიარების პოლიტიკაზე ისაუბრა.

„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო არაღიარების პოლიტიკა. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს გახშირდა სპეკულაცია, რომ თურმე საქართველოს არ აქვს მიერთების მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეკლარაციებთან. ჩვენი მტრების და მოყვარისთვისაც მინდა, ამ ტრიბუნიდან განვაცხადო: დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ნომერ პირველი პრიორიტეტია არაღიარების პოლიტიკა, ამიტომ ვთხოვთ ჩვენს ყველა პარტნიორს და მეგობარ ქვეყანას, დაგვეხმარონ არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანმა რუსულმა აგრესიამ შავი ზღვის რეგიონი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, პარალელურად, პარტნიორებისთვის ჩვენი გეოპოლიტიკური წონა გაზარდა. ამაზე მეტყველებს როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ კომპასში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის მინიჭებული სტრატეგიული მნიშვნელობა, ისე ნორდიული ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური წარმომადგენლობების საქართველოში გახსნა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“მიხეილ სააკაშვილს მაინცდამაინც აქტიურად პოლიტიკაში ვერ ვხედავ”- გიული ალასანია

“მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მა­ინ­ცდა­მა­ინც აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ვხე­დავ, გა­აჩ­ნია, რო­გორ და რა ფორ­მით იგუ­ლის­ხმე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა – ალ­ბათ, ის ბა­რი­კა­დებ­ზე ვერ დად­გე­ბა, იმი­ტომ, რომ პა­ლა­ტა­შიც ძლივს დგას”, – ასე ეხმაურება  ყოფილი პრე­ზი­დენ­ტის, მიხეილ სააკაშვილის დედა,  სა­ა­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას: ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ”

მი­სი­ვე თქმით, ვერ­ცერთ ქარ­თველს ვე­რა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულს ვერ აუკ­რძა­ლავს.

“მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან დე­ტა­ლუ­რად ვერ ვი­სა­უბ­რე მის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი პოს­ტიც კი არ მი­ნა­ხავს.

პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. მე­ო­რე მხრივ, ვერ­ცერთ ქარ­თველს ვე­რა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულს ვერ აუკ­რძა­ლავს, ეს ხომ ფაქ­ტია”, – გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ შეც­ვა­ლა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ალა­სა­ნია ამ­ბობს, რომ “მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის იც­ვლის აზრს იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გო­რი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა”.

“ის, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ინ­ტე­რე­სი მუდ­მი­ვად აქვს, ეს ხომ ფაქ­ტია, მგო­ნია არა­ვის ამა­ში ეჭვი არ უნდა შე­ე­პა­როს. მე ვერ ვხე­დავ, მას მა­ინ­ცდა­მა­ინც აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კა­ში, გა­აჩ­ნია რო­გორ და რა ფორ­მით იგუ­ლის­ხმე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ალ­ბათ, ის ბა­რი­კა­დებ­ზე ვერ დად­გე­ბა, იმი­ტომ, რომ პა­ლა­ტა­შიც ძლივს დგას, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ინ­ტე­რე­სი აქვს.

მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, ის ყო­ველ­თვის თვი­თონ იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ახ­ლაც თვი­თონ იღებს. ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს სა­ა­მი­სოდ და საკ­მა­რი­სი ასა­კიც.

ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვი­ტყვი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ არის და პრე­მი­ე­რი ვერ იქ­ნე­ბა, რო­გორ უნდა იყოს?” – გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

სა­ქარ­თვე­ლოს ყოფილი  პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ბრუნ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, “ბოლო წვე­თი იყო იმ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის აღ­ლუ­მი აჭა­რის უზე­ნა­ეს საბ­ჭო­ში”.

„სა­ქარ­თვე­ლოს ღა­ლატ­მა და გა­რუ­სე­ბის მცდე­ლო­ბამ შე­აღ­წია უკვე ყვე­ლა დო­ნე­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ვა­პი­რებ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვას ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად”, -აცხადებს  სა­ა­კაშ­ვი­ლი.