Home Blog Page 1975

“ახლა მთავარია გარანტიები, რომ უკრაინას მომავალ წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება.

„ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა – ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია გარანტიები, რომ უკრაინას მომავალ წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება. რუსეთის მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ნიდერლანდებს, რომელიც მომავალი წლისთვის უკრაინას 2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების დახმარებას გაუწევს.

“გმადლობთ, მარკ, ბატონო პრემიერო, და მთელ ნიდერლანდურ საზოგადოებას. ეს დროული სიგნალია. მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ, რომ თავისუფლების დაცვა საიმედო და გულწრფელ მხარდაჭერას ეფუძნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სამედიცინო დაწესებულების ორი თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ჯგუფურად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, შესაბამისი ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე, სათანადო სამედიცინო შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის გარეშე, გასცემდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაძენ რეცეპტებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელი – „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა -ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წინასწარი გამოძიებით, 19 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელი- „ჰამასის“ ომს 48 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი 7 ოქტომბერსა და 18 ნოემბერს დაფიქსირდა.

48 დაღუპული ჟურნალისტისგან 43 პალესტინელია, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი. დაშავებულია 9 ჟურნალისტი, დაკარგულად ითვლება 3, 13 კი – დაკავებულია.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ ისინი ასევე იძიებენ უამრავ დაუდასტურებელ ცნობას სხვა ჟურნალისტების მოკვლის, გაუჩინარების, დაკავების ან დაშავების, მედიის ოფისებისა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.

Black Friday – სპეციალური შეთავაზება “ავერსისგან”

“ავერსის” სააფთიაქო ქსელში კოსმეტიკაზე, თავის მოვლის საშუალებებსა და საბავშვო პროდუქტებზე შავი პარასკევის უპრეცედენტო ფასდაკლება დაიწყო!

არ გამოტოვო, დასაჩუქრდი DYSON-ის თმის სტაილერით ან გაინულე ჩეკი, რაც იმას ნიშნავს, რომ შენაძენის ღირებულებას აღარ გადაიხდი.

გარდა ამისა, ისარგებლე 60%-მდე ფასდაკლებით შენი საყვარელი ბრენდების პროდუქციაზე!

აქციის ბმული: avr.si/ziy2i

სიყვარულით #ავერსი

Black Friday – ყველა შეთავაზება იხილეთ აქ.

 

გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00 საათისთვის გადაიდო. ამასთან, დაკავებულთა ადვოკატის თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები.

პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, – ამის შესახებ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 18 ნოემბერს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობდა.

გოლეთიანის თქმით, გუშინ შეეცადნენ, „დაშინების მეთოდით“ პროტესტის განეიტრალებას, თუმცა უკან არ დაიხევენ.

„გუშინდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისი, როცა ხელისუფლებას, სამინისტროს, პოლიციას, ყველას ერთად, არგუმენტი არ აქვს, როგორ მოქმედებს – პოლიციას ფარად იფარებს უსამართლობის დასაცავად. ნახეთ, რამდენად აგრესიულები იყვნენ. მე პირადად და სხვებსაც ბრალში გვიწერია, თითქოს ჩვენ ვაგინებდით პოლიციას, პროცესი შებრუნებულია – პირიქით ხდებოდა ეს ყველაფერი. ვნახეთ დაკავების მომენტი, რამდენად აგრესიული იყო: მანქანაში ჩატენვა და ყველა კომპონენტი. ესეც ვფიქრობთ დაშინების მეთოდი და მცდელობაა, რომ მიმდინარე პროტესტი განეიტრალდეს.

მიმდინარე პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, დავბრუნდებით ჩვენ პროტესტის ადგილზე. ერთი სათხოვარი მაქვს საზოგადოებისთვის, იქნებ მოვახერხოთ გაერთიანება იმდენად, რომ ეს სამართლიანი ბრძოლა და პროტესტი ბოლომდე მივიყვანოთ. ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, იმ მაგალითის სახით, რაც გუშინ და დღეს ხდება, რომ ჩაახშოს პოლიციური მიდგომით სამართლიანი პროცესი, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. ჩვენი კანონიერი უფლებაა, რომ კარავი დავდგათ, კანონში პირდაპირ წერია, ამის აკრძალვის უფლება არავის აქვს, არათუ კარვის დადგმაზე, ზოგადად მოთხოვნაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გოლეთიანმა და დასძინა, რომ „გადმოსული არიან ხელების გადაგრეხაზე, რადგან სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი დანახვა არ სიამოვნებთ“.

შაბათს გარემოს დაცვის სამინისტროსთან 11 პირი დააკავეს. სამინისტროსთან შეკრებილები კი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება. მათი ძირითადი მოთხოვნა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმებაა.

საკითხს იმავე დღეს გამოეხმაურა სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და „ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა“. უწყების განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (სოფ. ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ნოემბერს ქუთაისში +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +8, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლიანი დღე და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +6, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც ნალექიანი დღეა და დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +13 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის. იწვიმებს.

,,ფესტივალზე ისრაელის ვერტმფრენებმა დაბომბეს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობა”- პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბერს, მუსიკალურ ფესტივალზე ისრაელის ვერტმფრენებმა დაბომბეს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობა.

როგორც ისრაელის მედია წერს, განცხადება ეჭვქვეშ აყენებს ისრაელის ანგარიშებს 7 ოქტომბერს მომხდარ სისასტიკეზესა და ვიზუალურ მასალაზე და მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, გაერო-ს ოფიციალურ პირებს და ქვეყნის ლიდერებს, თვალყური ადევნონ და გადახედონ, თუ რას აქვეყნებს ებრაული მედია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრალდებების გამო პალესტინის ხელისუფლება გააკრიტიკა.

„დღეს რამალაში პალესტინის ხელისუფლებამ თქვა რაღაც სრულიად უაზრო. მან უარყო, რომ სწორედ „ჰამასმა“ მოახდინა საშინელი თავდასხმა ღაზის მახლობლად, ფესტივალზე. მან ფაქტობრივად ისრაელი დაადანაშაულა ამ ხოცვა-ჟლეტვაში. ეს სიმართლისგან რადიკალურად განსხვავდება. მაჰმუდ აბასი, რომელიც წარსულში უარყოფდა ჰოლოკოსტის არსებობას, დღეს უარყოფს „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტის არსებობას და ეს მიუღებელია“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, მისი მიზანია, რომ „ჰამასის“ განადგურების შემდეგ, ღაზის ნებისმიერმა მომავალმა სამოქალაქო ადმინისტრაციამ არ უარყოს ხოცვა-ჟლეტვა, არ ასწავლოს შვილებს, რომ მათი ცხოვრების მთავარი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს დაშლა და განადგურებაა.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 13 000-ს გადააჭარბა

„ჰამასი“ ირწმუნება, რომ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობამ, 7 ოქტომბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ, 13000-ს მიაღწია. მათი მტკიცებით, დაღუპულთა შორის 5500-ზე მეტი ბავშვია და 3500 ქალი. დაშავებულთა რაოდენობა კი 30 000-ს აღემატება. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.

„ჰამასის“ მიერ მოწოდებული ციფრები შეუძლებელია დამოუკიდებლად გადამოწმდეს. ამასთან, ისინი არ განასხვავებენ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს და პალესტინის მხრიდან რაკეტების წარუმატებელი გაშვების შედეგად დაღუპულებს.

იბერიულ ენათა ოჯახის განვითარება და ღვთაებრივი ტრადიციები იბერიაში- ინტერვიუ პროფესორ ალიკო ცინცაძესთან

იბერიულ ენათა ოჯახის განვითარება და ღვთაებრივი ტრადიციები იბერიაში
ნ.ს. _ რომელმა ხალხმა შექმნა პირველი წელთაღრიცხვის სისტემა?
რომელმა ხალხმა შექმნა პირველი ანბანი?
როგორ ვითარდებოდა იბერიულ ენათა ოჯახი, და რომელი ენა იყო დომინანტი ერთიან იბერიაში ამა თუ იმ პერიოდში?
იბერიელები მართლაც ადამიან ღმერთებად თვლიდნენ თავს თუ ვცდები?
ბატონო ალიკო, რა მოგვიყვანა აქამდე, თუ დღესაც კი ამდენი ქვეგამხედვარე და მტერი ჰყავს ქვეყანას? ზემოთდასმული კითხვები, როგორც არასდროს დღის წესრიგში დგას. ამ დროს, თუ შინა და თუ გარე არაკეთილმოსურნე, ან შეცდომაში შეყვანილი, ცდილობს მიიტაცოს იბერიის კულტურული მემკვიდრეობა, მათ აქვთ ასპარეზი, რომ თავიანთი შეხედულებები თავს მოახვიონ საზოგადოებას.
საპირისპიროდ, ქვეყანას არ ჰყავს სამეცნიერო პატრონიც კი, რომ სიმართლე ითქვას. ტყუილი და მართალი ძნელი გასარჩევი გახდა. ესეც მიზანმიმართულად კეთდება? აი, ამ თემებზე, რამდენადაც შევძლებთ, მინდოდა გვეპასუხა. სათქმელი უნდა ითქვას.
ა.ც. _ იმდენად კარგად და დაფარულად დაგვიტოვა წინაპარმა ცოდნა, და ის დაფარულიც, როგორც კი გაცხადდა, იმდენად ადვილგასაგები და უალტერნატივო გახდა, რომ ჩვენ კითხვები არ გვრჩება. დავიწყოთ პირდაპირ პასუხით.
როგორც კვლევამ აჩვენა ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენას, რომელიც ფარნავაზის მეფობისას იბერიაში ამოიტანეს, დახვდა ენა, რომელიც ორგანულად შეერწყა მას. ქვემოთ ამ დამხვდური და შემოტანილი ენის რამდენიმე ფრაგმენტს გაჩვენებთ, რომელიც იმ დასაბამიერი ერთი ენის ცოდნის სათავეა. და ყველა კითხვასაც იქ გაეცემა პასუხი.
იმ ხანაში რომელიმე კონკრეტული მეფის ტახტზე ასვლიდან აითვლებოდა დრო, მაგრამ იგი მოკლე პერიოდი და სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა იყო. ეს ერთიან სისტემას ვერ იძლეოდა.
ერთიანი და მყარი დროის ათვლის სათავის არქონა დიდ უხერხულობას ქმნიდა, ამის საჭიროებას ქურუმები გრძნობდნენ და გამოსავალსაც მიაგნეს. მზის მოძრაობასთან დროის ათვლის დაკავშირება მათ გენიალურ მიგნებად უნდა ჩაითვალოს.
შევნიშნავთ, რომ ე.წ. ქართული დასაბამითგანი (და ზოგადად „დასაბამი“), რომელსაც საყრდენი არ აქვს, ახ.წ. მერვე საუკუნეში (780 წ.) შეიქმნა, და სრულად გამოხატავს ცოდნის რეგრესის იმ ხარისხს, რაც ქვეყანაში ქურუმთა განადგურებამ მოიტანა. სწორი დასაბამი ისაა, რაც იბერიას იქამდე ჰქონდა. დასაწყისში იბერიული დასაბამი 5492 წელი გახლდათ, მერე იგი სხვა ხალხმა მიითვისა, რაზეც წერდა კიდეც იოანე ზოსიმე: „112 წლითა მეტს თვლიან ქართველნი დასაბამითგანს თავისას სხვათაგაინმე მოცდუნებითა.“ რადგან ახლანდელი დასაბამითგანი 5604 წელია, ე.ი. იოანე ზოსიმეს აზრით სწორი და იბერიული 112-ით ნაკლები 5604 _ 112 = 5492 წელია. მაგრამ მას დღეს „იერუსალიმური“ დასაბამი ჰქვია. ამ ცოდნის დათმობა, როგორც ჩანს, ხაფანგი იყო, რადგან ელემენტარული ანალიზით, განირჩევა მისი შემოქმედი და მიმთვისებელი. იბერიული დასაბამითგანი დროს მზის 128-წლიანი ციკლებით ითვლის.
იერუსალიმი არ ცნობს 128-წლიან და ზოგადად, მზის ციკლებს. მაშინ რაღად აქვთ მათ ამგვარი დასაბამითგანი?
როგორც ითქვა, 5492 წელი 128-წლიან ციკლებს ითვლის, და ის 780 წელს შემოიღეს:
(5492 + 780) : 128 = 49, სამყაროს რიცხვი ქართულ ჰემატრიაში.5492 მართლაც მზის 128-წლიანი ციკლის ჯერადია.
იოანე ზოსიმე მართალი იყო!
ოდითგან იბერიელი ქურუმები სარგებლოდნენ მეთოდით, რომელიც დროის პერიოდის დადგენის საშუალებას იძლეოდა. იგი არა ხალხთა შორის წინასწარ შეთანხმებაზე, არამედ ასტროპროცესის ცვლაზე გახლდათ დამოკიდებული, შესაბამისად, გაცილებით მყარი და სტაბილური იყო. როგორც ითქვა, ეს პრობლემა იბერიელმა ქურუმებმა მარადიულად მიჩნეულ ცნებასთან _ ღმერთთან, ამ შემთხვევაში, მზესთან ბმით გადაწყვიტეს, რაც დღემდე მიგნებულ მეთოდებს შორის უმჯობესია.
ეს მზის თაყვანისმცემელთა შემოქმედებაა და არა მთვარის. (შემდეგ იბერიელები იგივეს იმეორებენ მათ მხარდაჭერილ კიდევ ერთ ღმერთთან დაკავშირებით და დროის ათვლის ნულოვან წერტილს ქრისტეშობას აბამენ.)
დასაბამშივე იბერიამ ცაზე მზე ღმერთის რკალური მოძრაობის ფაზების დადგენა შეძლო.
(წარმოიდგინეთ, რამდენად ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდებოდა მის დადგენას):
6000 წლიდან _ 3000 -მდე მზის წლიური გადახრის რკალი _ 48 გრადუსია;
3000 წლიდან _ 1500-მდე _ 47,5 გრადუსი; 1500 წლიდან _ დღემდე _ 47 გრადუსი.
ამგვარი ფაზები რომ დადგინდეს ათასეული წლებია საჭირო, მინიმუმ ყველა ფაზის გავლა ერთხელ უნდა მოხდეს, თუ მეტად არა. ამას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასიწელი მოუნდებოდა. ასეთი ხანგრძლივი დაკვირვება, როგორც ჩანს, მაშინ ხდებოდა.
ე.ი. ჩვენ ცივლიზაციის საწყისების შემოქმედ ხალხზე ვსაუბრობთ.
იმ ხალხმა, ვინაც დაადგინა ასეთი ფაზები, ააგო კიდეც: გობეკლი თეფე („გაბერილი მთა“, თურქ.; XII _ VII ათასწლეული), მზისა და მთვარის სადგურები: არბოლის, შაორისა და თეჯისის მზის სადგურთა სისტემა და ა.შ.. არაერთი მსგავსი ძეგლი სამხრეთ კავკასიასა და მთელს იბერიაში.
სხვაგვარად, ასე ზუსტად გადახრის ფაზებს ვერ განსაზღვრავდა.
როცა მზის წლიური კუთხურ გადახრას იყენებ, მაშინ მზის ერთი მიმართულებით (ერთი ბუდობიდან მეორემდე) გადახრის გამოყენება, ანუ დროის დათვლა ახლანდელი გაგებით ნახევარწლებით, უფრო მოსახერხებელია. და სწორედ ამ გზას გაყვნენ მაშინ. ასეთ 6-თვიან პერიოდს თავდაპირველად „წელი“ დაერქვა. წელი ერქვა, როგორც ბოლოხანს გაირკვა ქურუმთა ხელოვნურ, ღვთაებრივ ენაზე („საყმაწვილო ჰემატრია“).
უმთავრესი ის გახლავთ, რომ იმ დროს ციფრები ჯერ კიდევ არ ჰქონდა კაცობრიობას და რიცხვებს ანბანურად წერდა.
ანბანურად ჩაწერილი რიცხვი კი ქმნიდა სიტყვას, რომელიც არცთუ იშვიათად ლექსიკაში რჩებოდა. ახლა მასზე დაკვირვებით შეგვიძლია მთელი იბერიული ოჯახის ენათა განვითარების გზას გავადევნოთ თვალი, მითუმეტეს, თუ ერთგვაროვან ლექსიკას, თუ დროის ერთეულების შემოტანის პროცესს განვიხილავთ.
ამ პროცესებზე დაკვირვებით, დღეს, იმის ვარაუდიც შეიძლება, თუ სად დაიწყო თავდაპირველად ამგვარ, ხელოვნურ, ღვთაებრივი ენის შექმნაზე მუშაობა და როგორ განშტოვდა და განვითარდა იგი.
„წელი“ უძველესი სიტყვაა და რადგან იგი ზოგადქართულის ლექსიკაა, ამდენად იბერიულის პირველ პერიოდში სწორედ ზოგადქართული ენამძლავრობდა (წელი). ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ის, რომ დროის ერთეული უბრალო სიტყვა არ გახლავთ, იგი იმდროინდელი ღმერთის (მზე, მზის გარშემო) გარეშემო შემოქცევის ერთეულია. ღმერთის ან ტაძრის გარშემო ტრიალი კი დღემდე სარწმუნოებრივად საკრალურად ითვლება, მითუმეტეს მაშინ. „წელი“ უმთავრესი სიტყვაა და რადგან მას ქმნიან, ე.ი. ამ ერთეულის მფლობელი ენაა დომინანტი.
ანუ თავდაპირველად იმ ხელოვნური (ღვთაებრივი) ენის შექმნა დაიწყო, რომელიც შემდეგ ფარნავაზმა გაამხილა, და რომელსაც იქამდე ბაბილონის გოდოლის მშენებელთა და ფარნავაზის შემდეგ პერიოდში კი, ძველი ქართული ენა ჰქვია. თანამედროვე გაგებით იბერია, იმ ენიდან იწყება!
დასაბამი, ეს დაახლოებით VI ათასწლეულიდან III -მდე პერიოდია, როცა მზის რკალური გადახრა 48 გრადუსია.
იმავე დროს ქურუმებმა საფუძველი ჩაუყარეს ერთ დიდებულ იბერიულ ტრადიციას, მზე ღმერთის რკალური გადახრის კუთხე, დროის ერთეულის სახელში დაფარეს.
(ე.ი. აქვთ ანბანი და მოიხმარენ, ისე ჰემატრიას ვერ გამოიყენებდნენ),:
წ (31) ე (5) ლ(12) -ი, 31 + 5 + 12 = 48, მზის გადახრის კუთხე იმ დროს. ზუსტად ის რიცხვია, რაც უნდა მიეღოთ.
(ეს რიცხვის შეკრებითი წესით მოცემა არაა, არამედ რიგით სათვალავთა შეკრების წესია, მას დღეს ჰემატრიის ალგორითმად ვიცნობთ.)
მიღებული „ელ“-ი, მზე ქალღმერთის სახელი გახდა!
3000 წლიდან მზის ადგილი ცაზე იუპიტერმა დაიკავა, მისი დიდი პერიოდი 71 წელია და ერთადერთხელ მზე მეორე პლანზეა და დროის ერთეული ამ 71-ის გათვალისწინებით იგება. განვლილი რკალური კუთხე თავისი ბუნებით მნათობის პერიოდს მოგვაგონებს. (პერიოდი დროა, როცა მნათობი ცაზე თავის ადგილს უბრუნდება. დღევანდელ ასტრონომიაში პერიოდი და ორბიტის შემოვლის დროს განასხვავებენ, მაგრამ მაშინ ასე არ იყო.).და დროის ახალი ერთეულიც „წელის“ მსგავსად მიიღება:
„ზა“ _ წელი (სვანური); ზ _ 7, ა _1, ერთად 71 _ ზა.
ე.ი. ზოგადქართული ძირის შემდეგ იბერიაში მძლავრობს სვანური ენის ფესვი (ზა).
გადის დრო და მზის გადახრის კუთხე 47 გრადუსი გახდა, იბერიაში ისევ მზე ღმერთს უბრუნდებიან და შემოაქვთ ახალი დროის ერთეული:
“წანა“ _ წელი (ლაზური). წ (31) ა(1) ნ(14) ა(1), 31 + 1 + 14 + 1 = 47, მზის გადახრის კუთხე იმ დროს. ამ დროიდან ძველი დროის ერთეული (ზა) დარჩა როგორც ნახევარწლების, ანუ სეზონების საზომი: იქმნება „ზა _ ფხული“ და „ზა _ მთარი;“
ფხული _ არეულ დარეული;
ზა _ ფხული _ არეულ დარეული წელი;
მთარი _ ცივი; ზა _მთარი _ ცივი წელი.
ე.ი. იბერიაში სვანურის შემდგომ მძლავრობს ლაზური (ჭანური) ენის ფესვი (წანა).
აქედან უკვე ზოგად ქართული ცოდნა დომინანტია, თუმცა, როგორც ჩანს, იგი განშტოვდა, მისი ერთი ნაწილი კავკასიის იბერიაში დარჩა, ხოლო მეორე III ათასწლეულიდან ძვ.წ. IV საუკუნემდე ბაბილონსა და ასურეთს (ნინევიას) მოივლის.
ფარნავაზიდან კი შერთული, ძველი ქართული (იბერიული) ენის მეორე დომინანტური სვლა დაიწყო. ქვეყანა მეფისა და ქუჯის ძალისხმევით ერთი რჯულისა და ერთი ენის გარშემო შეიკრა. ძვ.წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში დროის ერთეულების შექმნა ისევ კავკასიის იბერიაში გაგრძელდა.
ცვლილება მზის გადახრის კუთხის ნაცვლად წლიურად განვლილ გზას ითვალისწინებდა. ე.ი. იზომებოდა წლებში განვლილი გზა და არა ნახევარ წლებში ცალმხრივი გადახრა. ამ დროს მზე წელში 94 გრადუსიან რკალს გადის, და 94-ზე იქმნება ახალი დროის ერთეული, იმავე რიცხვით: წელიწადი.
იგი პირდაპირ არის მოწოდება, „ელი წადი!“ (წ-ელი წადი) ძველი ღმერთი ელი უნდა წავიდეს, ახალი ღმერთის ეპოქა, იესო მაცხოვრის ეპოქა იწყება:
წ (31) ე (5) ლ (12) ი (10) წ (31) ა(1) დ (4) -ი, 31 + 5 + 12 + 10 + 31 + 1 + 4 = 94.
ამ დროს იბერიაში უკვე ოთხივე სეზონის სახელი აქვთ: ზაფხულსა და ზამთარს დაემატა მათგან ნაწარმოები:
გა-ზაფხული და შემოდგომა.
პარალელურად აღსრულდა ქრისტეშობის მისტიური სასწაული და შემოაქვთ ახალი, კიდევ ერთი, დროის ერთეულიც, რომელშიც ეს ზოგადსაკაცობრიო სიახლე აისახა:
მოქცევა _ წელიწადი, ქრისტიანობა, სარწმუნოებრივი შემობრუნება (ზოგადქართული).
იგი შემოაქვთ, ისევ 94-ის ტოლი ჰემატრიით:
მ (13) ო (16) ქ (24) ც (29) ე (5) ვ (6) ა (1), 13 + 16 + 24 + 29 + 5 + 6 + 1 = 94, და 999 ღმერთის ღვთაებრიობის რიცხვ-სიმბოლოთი:
(1 + … + 13) + (1 + … + 16) + (1 + … + 24) + (1 + … + 29) + (1 + … + 5) + (1 + … + 6) + 1 = 999.

წყარო:  იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა

,,ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად”- ხაზარაძე

თბილისი ყოველთვის იყო საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი ძალა და ასე იქნება ისევ 2024 წელსაც. ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელო“ თბილისის ორგანიზაციის დაფუძნების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ევროპა ვითარდება ახალ საუკუნეში, განიცდის პროგრესს და თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს პასუხობს, საქართველო ისევ საბჭოთა კავშირისკენ, წარსულისკენ, მიემართება.

ხაზარაძის თქმით, მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში „ლელო“ ხალხთან მივა და ნათლად აუხსნის, რას გულისხმობს საქართველოსთვის ერთად დგომაში და ქვეყნისთვის ბრძოლაში.

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. შესაძლოა, ახლობელს თქვენი დახმარება დასჭირდეს. მიღებული ინფორმაცია კარგად შეამოწმეთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. საღამოს შეიძლება სიტუაცია უკონტროლო გახდეს, რაც აგანერვიულებთ, თუმცა გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ – პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

კურო

მშვენიერი დღეა დისტანციური მუშაობისა და მოზომილი აქტივობებისთვის. ეცადეთ, მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღება გაამახვილოთ, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. ამ დღეს, საკუთარი საქმეების გარდა, საყვარელი ადამიანების პრობლემებთან გამკლავებაც მოგიწევთ. სანამ კითხვაზე პასუხს გასცემთ, მოსალოდნელი შედეგები გაითვალისწინეთ.

ტყუპები

ეცადეთ, რუტინული ამოცანების გადასაჭრელად ახლებური მიდგომები გამოიყენოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, თქვენი შრომის ნაყოფიერება და ეფექტურობა გააუმჯობესოთ. საღამოს შოპინგი ტყუპებს სიხარულს მოგიტანთ. ეცადეთ თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. ახალი საქმის დაწყებამდე საყვარელი ადამიანების რჩევები და გამხნევება აუცილებლად დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ თქვენს შინაგან ხმას უნდა უსმინოთ და ინტუიციურად იმოქმედოთ. პოზიტიური განწყობა და ენერგიის მაღალი დონე ნაყოფიერ მუშაობაში დაგეხმარებათ. 20 ნოემბერს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომლის შედეგი თქვენს მომავალზე აისახება.

ლომი

დილიდან რეალობას მოწყვეტილი, ოცნებებში დაფრინავთ, რაც მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში ხელს გიშლით. გირჩევთ ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა ძვირფასი დრო სისულელეებში არ დაკარგოთ. შესანიშნავი დღეა ძველი გეგმების განხორციელებისთვის. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს – თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ.

ქალწული

ცდილობთ, საყოფაცხოვრებო საკითხები და უეცრად წამოჭრილი პრობლემები სწრაფად მოაგვაროთ. მეგობარი დახმარებას გთხოვთ და უარს ვერ ეტყვით. დაძაბული დღის შემდეგ ეცადეთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ. მოამზადეთ გემრიელი ვახშამი, ერთად უყურეთ საინტერესო ფილმს და გაერთეთ. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.

სასწორი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს სხვა ადამიანების პრობლემების გადაჭრას დიდი დრო დაუთმოთ და ამასთან, საყვედურის მოსმენაც მოგიწიოთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და მისი კარნახით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ურთიერთობის დაწყებას ან არსებულის გაღრმავებას.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უმნიშვნელო საკითხებიდან ყურადღება მთავარ საქმეზე გადაიტანოთ და დროულად დაასრულოთ. მოვლენებს ნუ დააჩქარებთ, რადგან ეს იმაზე მეტ პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ახლობელი ადამიანები თქვენგან დახმარებას და მხარდაჭერას ელიან.

მშვილდოსანი

ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებაში ახლობელი ადამიანების რჩევა დაგეხმარებათ. კოლეგებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობა არც ისე ადვილი იქნება, როგორც გეგონათ, თუმცა ამის მიუხედავად, ახლა შესანიშნავი პერიოდია გეგმის განსახორციელებლად და მიზნების მისაღწევად. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ – ეს ძალიან დაგჭირდებათ.

თხის რქა

ძველი გეგმების და იდეების განხორციელებისთვის შესაფერისი დროა. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და მისი ეტაპობრივად შესრულება დაიწყეთ. ოღონდ ფრთხილად იყავით – არ გარისკოთ და საეჭვო გარიგებებში არ ჩაერთოთ. იმიჯის შეცვლა თავდაჯერებას შეგმატებთ, ამიტომ დროა, სილამაზის სალონს ესტუმროთ.

მერწყული

დიდი, სერიოზული პროექტების განხორციელება უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ – ახლა ამისთვის საკმარისი რესურსი არ გაქვთ. უმნიშვნელო ამოცანების შესრულებას კი, რომლებიც საგანგებო მომზადებას არ საჭიროებს, ადვილად შეძლებთ. ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.

თევზები

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შემოქმედებითი მიდგომა და ფანტაზია დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვებით და სიტუაციას ობიექტურად შეაფასებთ, ამ დღის სირთულეების გადალახვა გაგიადვილდებათ.