იბერიულ ენათა ოჯახის განვითარება და ღვთაებრივი ტრადიციები იბერიაში- ინტერვიუ პროფესორ ალიკო ცინცაძესთან

123
spot_img
იბერიულ ენათა ოჯახის განვითარება და ღვთაებრივი ტრადიციები იბერიაში
ნ.ს. _ რომელმა ხალხმა შექმნა პირველი წელთაღრიცხვის სისტემა?
რომელმა ხალხმა შექმნა პირველი ანბანი?
როგორ ვითარდებოდა იბერიულ ენათა ოჯახი, და რომელი ენა იყო დომინანტი ერთიან იბერიაში ამა თუ იმ პერიოდში?
იბერიელები მართლაც ადამიან ღმერთებად თვლიდნენ თავს თუ ვცდები?
ბატონო ალიკო, რა მოგვიყვანა აქამდე, თუ დღესაც კი ამდენი ქვეგამხედვარე და მტერი ჰყავს ქვეყანას? ზემოთდასმული კითხვები, როგორც არასდროს დღის წესრიგში დგას. ამ დროს, თუ შინა და თუ გარე არაკეთილმოსურნე, ან შეცდომაში შეყვანილი, ცდილობს მიიტაცოს იბერიის კულტურული მემკვიდრეობა, მათ აქვთ ასპარეზი, რომ თავიანთი შეხედულებები თავს მოახვიონ საზოგადოებას.
საპირისპიროდ, ქვეყანას არ ჰყავს სამეცნიერო პატრონიც კი, რომ სიმართლე ითქვას. ტყუილი და მართალი ძნელი გასარჩევი გახდა. ესეც მიზანმიმართულად კეთდება? აი, ამ თემებზე, რამდენადაც შევძლებთ, მინდოდა გვეპასუხა. სათქმელი უნდა ითქვას.
ა.ც. _ იმდენად კარგად და დაფარულად დაგვიტოვა წინაპარმა ცოდნა, და ის დაფარულიც, როგორც კი გაცხადდა, იმდენად ადვილგასაგები და უალტერნატივო გახდა, რომ ჩვენ კითხვები არ გვრჩება. დავიწყოთ პირდაპირ პასუხით.
როგორც კვლევამ აჩვენა ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენას, რომელიც ფარნავაზის მეფობისას იბერიაში ამოიტანეს, დახვდა ენა, რომელიც ორგანულად შეერწყა მას. ქვემოთ ამ დამხვდური და შემოტანილი ენის რამდენიმე ფრაგმენტს გაჩვენებთ, რომელიც იმ დასაბამიერი ერთი ენის ცოდნის სათავეა. და ყველა კითხვასაც იქ გაეცემა პასუხი.
იმ ხანაში რომელიმე კონკრეტული მეფის ტახტზე ასვლიდან აითვლებოდა დრო, მაგრამ იგი მოკლე პერიოდი და სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა იყო. ეს ერთიან სისტემას ვერ იძლეოდა.
ერთიანი და მყარი დროის ათვლის სათავის არქონა დიდ უხერხულობას ქმნიდა, ამის საჭიროებას ქურუმები გრძნობდნენ და გამოსავალსაც მიაგნეს. მზის მოძრაობასთან დროის ათვლის დაკავშირება მათ გენიალურ მიგნებად უნდა ჩაითვალოს.
შევნიშნავთ, რომ ე.წ. ქართული დასაბამითგანი (და ზოგადად „დასაბამი“), რომელსაც საყრდენი არ აქვს, ახ.წ. მერვე საუკუნეში (780 წ.) შეიქმნა, და სრულად გამოხატავს ცოდნის რეგრესის იმ ხარისხს, რაც ქვეყანაში ქურუმთა განადგურებამ მოიტანა. სწორი დასაბამი ისაა, რაც იბერიას იქამდე ჰქონდა. დასაწყისში იბერიული დასაბამი 5492 წელი გახლდათ, მერე იგი სხვა ხალხმა მიითვისა, რაზეც წერდა კიდეც იოანე ზოსიმე: „112 წლითა მეტს თვლიან ქართველნი დასაბამითგანს თავისას სხვათაგაინმე მოცდუნებითა.“ რადგან ახლანდელი დასაბამითგანი 5604 წელია, ე.ი. იოანე ზოსიმეს აზრით სწორი და იბერიული 112-ით ნაკლები 5604 _ 112 = 5492 წელია. მაგრამ მას დღეს „იერუსალიმური“ დასაბამი ჰქვია. ამ ცოდნის დათმობა, როგორც ჩანს, ხაფანგი იყო, რადგან ელემენტარული ანალიზით, განირჩევა მისი შემოქმედი და მიმთვისებელი. იბერიული დასაბამითგანი დროს მზის 128-წლიანი ციკლებით ითვლის.
იერუსალიმი არ ცნობს 128-წლიან და ზოგადად, მზის ციკლებს. მაშინ რაღად აქვთ მათ ამგვარი დასაბამითგანი?
როგორც ითქვა, 5492 წელი 128-წლიან ციკლებს ითვლის, და ის 780 წელს შემოიღეს:
(5492 + 780) : 128 = 49, სამყაროს რიცხვი ქართულ ჰემატრიაში.5492 მართლაც მზის 128-წლიანი ციკლის ჯერადია.
იოანე ზოსიმე მართალი იყო!
ოდითგან იბერიელი ქურუმები სარგებლოდნენ მეთოდით, რომელიც დროის პერიოდის დადგენის საშუალებას იძლეოდა. იგი არა ხალხთა შორის წინასწარ შეთანხმებაზე, არამედ ასტროპროცესის ცვლაზე გახლდათ დამოკიდებული, შესაბამისად, გაცილებით მყარი და სტაბილური იყო. როგორც ითქვა, ეს პრობლემა იბერიელმა ქურუმებმა მარადიულად მიჩნეულ ცნებასთან _ ღმერთთან, ამ შემთხვევაში, მზესთან ბმით გადაწყვიტეს, რაც დღემდე მიგნებულ მეთოდებს შორის უმჯობესია.
ეს მზის თაყვანისმცემელთა შემოქმედებაა და არა მთვარის. (შემდეგ იბერიელები იგივეს იმეორებენ მათ მხარდაჭერილ კიდევ ერთ ღმერთთან დაკავშირებით და დროის ათვლის ნულოვან წერტილს ქრისტეშობას აბამენ.)
დასაბამშივე იბერიამ ცაზე მზე ღმერთის რკალური მოძრაობის ფაზების დადგენა შეძლო.
(წარმოიდგინეთ, რამდენად ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდებოდა მის დადგენას):
6000 წლიდან _ 3000 -მდე მზის წლიური გადახრის რკალი _ 48 გრადუსია;
3000 წლიდან _ 1500-მდე _ 47,5 გრადუსი; 1500 წლიდან _ დღემდე _ 47 გრადუსი.
ამგვარი ფაზები რომ დადგინდეს ათასეული წლებია საჭირო, მინიმუმ ყველა ფაზის გავლა ერთხელ უნდა მოხდეს, თუ მეტად არა. ამას კი, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასიწელი მოუნდებოდა. ასეთი ხანგრძლივი დაკვირვება, როგორც ჩანს, მაშინ ხდებოდა.
ე.ი. ჩვენ ცივლიზაციის საწყისების შემოქმედ ხალხზე ვსაუბრობთ.
იმ ხალხმა, ვინაც დაადგინა ასეთი ფაზები, ააგო კიდეც: გობეკლი თეფე („გაბერილი მთა“, თურქ.; XII _ VII ათასწლეული), მზისა და მთვარის სადგურები: არბოლის, შაორისა და თეჯისის მზის სადგურთა სისტემა და ა.შ.. არაერთი მსგავსი ძეგლი სამხრეთ კავკასიასა და მთელს იბერიაში.
სხვაგვარად, ასე ზუსტად გადახრის ფაზებს ვერ განსაზღვრავდა.
როცა მზის წლიური კუთხურ გადახრას იყენებ, მაშინ მზის ერთი მიმართულებით (ერთი ბუდობიდან მეორემდე) გადახრის გამოყენება, ანუ დროის დათვლა ახლანდელი გაგებით ნახევარწლებით, უფრო მოსახერხებელია. და სწორედ ამ გზას გაყვნენ მაშინ. ასეთ 6-თვიან პერიოდს თავდაპირველად „წელი“ დაერქვა. წელი ერქვა, როგორც ბოლოხანს გაირკვა ქურუმთა ხელოვნურ, ღვთაებრივ ენაზე („საყმაწვილო ჰემატრია“).
უმთავრესი ის გახლავთ, რომ იმ დროს ციფრები ჯერ კიდევ არ ჰქონდა კაცობრიობას და რიცხვებს ანბანურად წერდა.
ანბანურად ჩაწერილი რიცხვი კი ქმნიდა სიტყვას, რომელიც არცთუ იშვიათად ლექსიკაში რჩებოდა. ახლა მასზე დაკვირვებით შეგვიძლია მთელი იბერიული ოჯახის ენათა განვითარების გზას გავადევნოთ თვალი, მითუმეტეს, თუ ერთგვაროვან ლექსიკას, თუ დროის ერთეულების შემოტანის პროცესს განვიხილავთ.
ამ პროცესებზე დაკვირვებით, დღეს, იმის ვარაუდიც შეიძლება, თუ სად დაიწყო თავდაპირველად ამგვარ, ხელოვნურ, ღვთაებრივი ენის შექმნაზე მუშაობა და როგორ განშტოვდა და განვითარდა იგი.
„წელი“ უძველესი სიტყვაა და რადგან იგი ზოგადქართულის ლექსიკაა, ამდენად იბერიულის პირველ პერიოდში სწორედ ზოგადქართული ენამძლავრობდა (წელი). ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ის, რომ დროის ერთეული უბრალო სიტყვა არ გახლავთ, იგი იმდროინდელი ღმერთის (მზე, მზის გარშემო) გარეშემო შემოქცევის ერთეულია. ღმერთის ან ტაძრის გარშემო ტრიალი კი დღემდე სარწმუნოებრივად საკრალურად ითვლება, მითუმეტეს მაშინ. „წელი“ უმთავრესი სიტყვაა და რადგან მას ქმნიან, ე.ი. ამ ერთეულის მფლობელი ენაა დომინანტი.
ანუ თავდაპირველად იმ ხელოვნური (ღვთაებრივი) ენის შექმნა დაიწყო, რომელიც შემდეგ ფარნავაზმა გაამხილა, და რომელსაც იქამდე ბაბილონის გოდოლის მშენებელთა და ფარნავაზის შემდეგ პერიოდში კი, ძველი ქართული ენა ჰქვია. თანამედროვე გაგებით იბერია, იმ ენიდან იწყება!
დასაბამი, ეს დაახლოებით VI ათასწლეულიდან III -მდე პერიოდია, როცა მზის რკალური გადახრა 48 გრადუსია.
იმავე დროს ქურუმებმა საფუძველი ჩაუყარეს ერთ დიდებულ იბერიულ ტრადიციას, მზე ღმერთის რკალური გადახრის კუთხე, დროის ერთეულის სახელში დაფარეს.
(ე.ი. აქვთ ანბანი და მოიხმარენ, ისე ჰემატრიას ვერ გამოიყენებდნენ),:
წ (31) ე (5) ლ(12) -ი, 31 + 5 + 12 = 48, მზის გადახრის კუთხე იმ დროს. ზუსტად ის რიცხვია, რაც უნდა მიეღოთ.
(ეს რიცხვის შეკრებითი წესით მოცემა არაა, არამედ რიგით სათვალავთა შეკრების წესია, მას დღეს ჰემატრიის ალგორითმად ვიცნობთ.)
მიღებული „ელ“-ი, მზე ქალღმერთის სახელი გახდა!
3000 წლიდან მზის ადგილი ცაზე იუპიტერმა დაიკავა, მისი დიდი პერიოდი 71 წელია და ერთადერთხელ მზე მეორე პლანზეა და დროის ერთეული ამ 71-ის გათვალისწინებით იგება. განვლილი რკალური კუთხე თავისი ბუნებით მნათობის პერიოდს მოგვაგონებს. (პერიოდი დროა, როცა მნათობი ცაზე თავის ადგილს უბრუნდება. დღევანდელ ასტრონომიაში პერიოდი და ორბიტის შემოვლის დროს განასხვავებენ, მაგრამ მაშინ ასე არ იყო.).და დროის ახალი ერთეულიც „წელის“ მსგავსად მიიღება:
„ზა“ _ წელი (სვანური); ზ _ 7, ა _1, ერთად 71 _ ზა.
ე.ი. ზოგადქართული ძირის შემდეგ იბერიაში მძლავრობს სვანური ენის ფესვი (ზა).
გადის დრო და მზის გადახრის კუთხე 47 გრადუსი გახდა, იბერიაში ისევ მზე ღმერთს უბრუნდებიან და შემოაქვთ ახალი დროის ერთეული:
“წანა“ _ წელი (ლაზური). წ (31) ა(1) ნ(14) ა(1), 31 + 1 + 14 + 1 = 47, მზის გადახრის კუთხე იმ დროს. ამ დროიდან ძველი დროის ერთეული (ზა) დარჩა როგორც ნახევარწლების, ანუ სეზონების საზომი: იქმნება „ზა _ ფხული“ და „ზა _ მთარი;“
ფხული _ არეულ დარეული;
ზა _ ფხული _ არეულ დარეული წელი;
მთარი _ ცივი; ზა _მთარი _ ცივი წელი.
ე.ი. იბერიაში სვანურის შემდგომ მძლავრობს ლაზური (ჭანური) ენის ფესვი (წანა).
აქედან უკვე ზოგად ქართული ცოდნა დომინანტია, თუმცა, როგორც ჩანს, იგი განშტოვდა, მისი ერთი ნაწილი კავკასიის იბერიაში დარჩა, ხოლო მეორე III ათასწლეულიდან ძვ.წ. IV საუკუნემდე ბაბილონსა და ასურეთს (ნინევიას) მოივლის.
ფარნავაზიდან კი შერთული, ძველი ქართული (იბერიული) ენის მეორე დომინანტური სვლა დაიწყო. ქვეყანა მეფისა და ქუჯის ძალისხმევით ერთი რჯულისა და ერთი ენის გარშემო შეიკრა. ძვ.წ. პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში დროის ერთეულების შექმნა ისევ კავკასიის იბერიაში გაგრძელდა.
ცვლილება მზის გადახრის კუთხის ნაცვლად წლიურად განვლილ გზას ითვალისწინებდა. ე.ი. იზომებოდა წლებში განვლილი გზა და არა ნახევარ წლებში ცალმხრივი გადახრა. ამ დროს მზე წელში 94 გრადუსიან რკალს გადის, და 94-ზე იქმნება ახალი დროის ერთეული, იმავე რიცხვით: წელიწადი.
იგი პირდაპირ არის მოწოდება, „ელი წადი!“ (წ-ელი წადი) ძველი ღმერთი ელი უნდა წავიდეს, ახალი ღმერთის ეპოქა, იესო მაცხოვრის ეპოქა იწყება:
წ (31) ე (5) ლ (12) ი (10) წ (31) ა(1) დ (4) -ი, 31 + 5 + 12 + 10 + 31 + 1 + 4 = 94.
ამ დროს იბერიაში უკვე ოთხივე სეზონის სახელი აქვთ: ზაფხულსა და ზამთარს დაემატა მათგან ნაწარმოები:
გა-ზაფხული და შემოდგომა.
პარალელურად აღსრულდა ქრისტეშობის მისტიური სასწაული და შემოაქვთ ახალი, კიდევ ერთი, დროის ერთეულიც, რომელშიც ეს ზოგადსაკაცობრიო სიახლე აისახა:
მოქცევა _ წელიწადი, ქრისტიანობა, სარწმუნოებრივი შემობრუნება (ზოგადქართული).
იგი შემოაქვთ, ისევ 94-ის ტოლი ჰემატრიით:
მ (13) ო (16) ქ (24) ც (29) ე (5) ვ (6) ა (1), 13 + 16 + 24 + 29 + 5 + 6 + 1 = 94, და 999 ღმერთის ღვთაებრიობის რიცხვ-სიმბოლოთი:
(1 + … + 13) + (1 + … + 16) + (1 + … + 24) + (1 + … + 29) + (1 + … + 5) + (1 + … + 6) + 1 = 999.

წყარო:  იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა