,,ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად”- ხაზარაძე

76
spot_img

თბილისი ყოველთვის იყო საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების მამოძრავებელი ერთ-ერთი მთავარი ძალა და ასე იქნება ისევ 2024 წელსაც. ახლა არის ჩვენი დრო, ფეხზე დავდგეთ ერთად ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ლელო“ თბილისის ორგანიზაციის დაფუძნების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ევროპა ვითარდება ახალ საუკუნეში, განიცდის პროგრესს და თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს პასუხობს, საქართველო ისევ საბჭოთა კავშირისკენ, წარსულისკენ, მიემართება.

ხაზარაძის თქმით, მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში „ლელო“ ხალხთან მივა და ნათლად აუხსნის, რას გულისხმობს საქართველოსთვის ერთად დგომაში და ქვეყნისთვის ბრძოლაში.