Home Blog Page 1968

“ზაპოროჟიეში ისევ უკაკუნებენ ჩვენები თავში ურდოსებს” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“დღეს იწყება დიდი შვიდეულის სამიტი იაპონიის ქალაქ ხიროშიმაში! ბლუმბერგის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი პირადად მიიღებს მონაწილეობას დიდი შვიდეულის სამიტში და კვლავ დააყენებს სწრაფი და ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის საკითხს! პირველ რიგში რა თქმა უნდა საუბარი დასავლურ თვითმფრინავებს შეეხება! ჩემი ღრმა რწმენით, ეს საკითხი მწყობრად და ჯიუტად მიიწევს წინ გადაწყვეტისკენ! ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ვილნიუსში ნატოს სამიტზე 11-12 ივლისს განიხილება დასავლური თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი!

ამასობაში, აშშ-ს შტატ არიზონაში, ამერიკულ საწვრთნელ ბაზაზე ფ-16-ის სიმულაციურ ტრენაჟორზე უკრაინელი პილოტების წვრთნისას, ამერიკელებმა დაასკვნეს, რომ უკრაინელებს მათი თვითმფრინავების ათვისება შეუძლიათ 4 თვეში ნაცვლად 12-ისა! გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, შიდა პოლიტიკური წნეხის ფონზე, არ არის წინააღმდეგი, რომ მოკავშირე ქვეყნებმა გადასცენ უკრაინას ფ-16-ები! აკვირდებით ხო, როგორ მწიფდება გადაწყვეტილება თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე!

გუშინ ღამე კიევს შახიდი დრონებით შემოუტიეს ამ ნაბუშრებმა! ყველა ჩამოყარეს ჩვენებმა! რას ვიზამთ, უნდა შევაგუოთ ურდოსები იმასაც, რომ არც რაკეტებით და არც დრონებით კიევზე შეტევას აზრი არ აქვს!
აი იმ დაზიანებულ პატრიოტის გამშვებ დანადგარზე რო ვსაუბრობდით გუშინ და გუშინწინ, უკვე შეაკეთეს :)) და მწყობრშია ისევ!

ამერიკელების გარდა, ჯიგარი ვიკინგი ნორვეგიელებიც გამოდიან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს. 8 ერთეული მლრს 270 არის, ჩათვალეთ, 16 გაუმარსი! დედა შვილს არ აიყვანს შეტევა რო დაიწყება! ზემოდან 3 ერთეული სარადარო სისტემაც დაუმატეს! მთელი ნატო ჩვენების გვერდით დგას! უკვე პრაქტიკულად ნატოა შვედეთიც, მაგრამ ნუ მინამ ოფიციალურად გაწევრებულა, კიდევ 1 უკრაინული ბრიგადა თავიდან ბოლომდე მოამზადა, აღჭურვა და გაუშვა ბრძოლის ველზე! უმაგრესი ბრიგადები და საარმიო კორპუსებია შექმნილი, მომზადებული, აღჭურვილი და გაზიზინებული დიდი შტურმის დასაწყებად!

ამასობაში, ხმელეთზე თავისი სვლით ყოჩაღობენ პარტიზანები და დივერსანტები! გუშინ ერთდროულად ყირიმში და ურდოს კრასნოიარსკში მატარებლების ეშელონები გადმოიქნიეს ლიანდაგებიდან! არსად არ ექნება სიმშვიდე ურდოს, არსად!

გამოვიდა ამბები მოლაპარაკებებზეც. ჩინელებმა წაიღეს გზავნილი: უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჰეჩი ქნან და შეიძლება სალაპარაკოდ დასხდომაო!

მედიაში ჰამბობენ, ვატიკანიდანაც ჩამოვა კარდინალი კაცი, რომელიც რომის პაპის გზავნილს ჩამოიტანსო!
გუშინ ჩვენი რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვინც კი გამოვიდა (გერმანელები განსაკუთრებით), ყველა ხაზს უსვამდა, მინამ უკრაინა ბრძოლის ველზე არ გაიმარჯვებს, მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომაზე საუბარს აზრი არ აქვსო!

ფრონტის ხაზებზე: რას გლახაობენ ეს ნაძირალა ვაგნერელები ბახმუტში რო იცოდეთ?! კი იბრძვიან თავგადაკლულები, მაგრამ ჩვენებიც დაბალ ცეცხლზე შამფურზე ატრიალებენ თვითონ კუხარკა პრიგოჟნს და მის ორკ-ესტრანტებს!
ამასობაში, ფლანგებზე ჩვენები მიდიან და მიდიან წინ! სამხრეთით და ჩრდილოეთით ყოველ დღე ახალ ახალ ტერიტორიებს ათავისუფლებენ!

ავდეევკაში უბაგუნებენ ჩვენები ჯიგრულად! კრემინა-სვატოვე-კუპიანსკის მიმართულებებზე ძირითადად ისევ პოზიციურობაა შენარჩუნებული!

ზაპოროჟიეში ისევ უკაკუნებენ ჩვენები თავში ურდოსებს უბან უბან და აგუებენ რომ მალე სწრაფად და უკან მოუხედავად მოუწევთ დათესვა ზაპოროჟიედან!

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს 2023-ში! ვისაც აზიმუტი გახარებთ, #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ს აზიმუტით ნაბიჯიიით, იარ! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებიი ხალხის შეშფოთება სამართლიანია” – კელი დეგნანი

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მეტწილად სარგებელს მოუტანს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა, მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გასაგებია, რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული, რატომ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„მესმის, რატომ ღელავს ქართველი ხალხი ამასთან დაკავშირებით და რატომ არის შეშფოთებული. ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში დაახლოებით 130 000 ქართველი ცხოვრობს და უმეტესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მას, ვისაც რუსეთის დატოვება უნდოდა, გასულ წელს დატოვა. პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მეტწილად სარგებელს მოუტანს არა საქართველოს, არამედ რუსეთის მოქალაქეებს, შესაძლოა მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა. ამიტომ, გასაგებია, რატომ არის ხალხი შეშფოთებული, რატომ სურთ, იცოდნენ, რა ფასის გადახდა მოუწევს საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაშინ, როცა რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირებას, განაგრძობს საქართველოს მოქალაქეების დაკავებას სამხრეთ ოსეთში, აგრძელებს ზეწოლას ამ ქვეყანაზე და განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმას და მის დაბომბვას. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველი ხალხის შეშფოთება სამართლიანია“, – აღნიშნა ელჩმა.

ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ოპერირებას იწყებს

ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია ევროკავშირის „შავ სიაში“ არ არის.

„Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თემურ ჭყონია და მისი “მაკდონალდსი” უბინძურეს კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის მასშტაბით”- ლევან ნიკოლეიშვილი

თემურ ჭყონია და მისი “მაკდონალდსი” უბინძურეს კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის მასშტაბით. გამოაკრეს ბანერები და ხალხს ატყუებენ, თითქოს ქვეყანაში 235 000 ბავშვიანი ოჯახი შიმშილობს! – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თემურ ჭყონიას კომპანიის მიერ გამოკრულ ბანერზე იმ ოჯახების ციფრია დატანილი, რომელთაც მთავრობის მიერ გატარებული კარგი სოციალური პოლიტიკის შედეგად, 200 ლარიანი დახმარება ეძლევათ. ექსპერტის განმარტებით, სიღარიბე და სოციალური დახმარების მიღება სხვადასხვა ცნებაა, რაც ჭყონიამ კარგად იცის, თუმცა, მან და „მაკდონალდსმა“ ბინძური კამპანიის დაგეგმვასა და შესრულებაზე უარი მაინც არ თქვეს.

„თემურ ჭყონია და მისი “მაკდონალდსი” უბინძურეს კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის მასშტაბით. გამოაკრეს ბანერები და ხალხს ატყუებენ, თითქოს ქვეყანაში 235 000 ბავშვიანი ოჯახი შიმშილობს!

ეს არის ბინძური ტყუილი და ამ კამპანიის დამგეგმავებმა და შემსრულებლებმა სათანადო პასუხი უნდა აგონ ამ ტყუილის გამო.

რეალურად ჭყონია და მისი კომპანია ასახელებენ რიცხვს, რომელსაც საქართველოს მთავრობის ძალიან კარგი სოციალური პოლიტიკის შედეგად ( რაც დაადასტურა მსოფლიო ბანკმა ) ეძლევათ 200 ლარიანი დახმარება, რაც საერთოდ არ ნიშნავს, რომ ეს ოჯახები სიღარიბეში ცხოვრობენ!

სიღარიბე და სოც დახმარების მიმღები სხვადასხვა ცნებაა, რაც ჭყონიამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ბინძური კამპანიის დაგეგმვა / აღსრულებაზე უარი მაინც არ თქვა! დაბოლოს, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს – აი ჭყონიას რა მიზანი ამოძრავებს, ამას იმედია მალე გავიგებთ.“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 450-ე დღე

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, კრივოი-როგში აფეთქებების ხმა ისმოდა.

„კრივოი-როგი“, აფეთქებები. არ გადაიღოთ არაფერი და არ განათავსოთ ინტერნეტში. იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე, საჰაერო განგაში გრძელდება”, – განაცხადა ალექსანდრე ვილკულმა.

მანამდე, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის ოლქში. გავრცელდა ინფორმაცია ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა ვოლინშიც. ასევე, აფეთქების ხმები ისმოდა როვნოსა და ლვოვის ოლქებში.

რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად კიევის მიმართულებით ირანული Shahed-ის „კამიკაძე-დრონებით“ დრონები გაუშვეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა, დედაქალაქთან მიახლოებისას ყველა მათგანი გაანადგურეს.

“ყველა საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. მადლობა ცის დამცველებს შესანიშნავი მუშაობისთვის!” – ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა, მაისის დასაწყისიდან კიევზე მეათე თავდასხმა განახორციელეს.

რუსულმა ძალებმა უკრაინას ერთ დღეში 39 სარაკეტო და ამდენივე საჰაერო დარტყმა მიაყენეს და ქვეყნის თავდაცვის ძალების პოზიციები და მოსახლეობა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 50-ჯერ დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით 10-ზე მეტი დასახლება და კუპიანსკის 10-ზე მეტი სოფელი და ქალაქი ნაღმმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა.

„ლიმანისა და ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, ბახმუტის მიმართულებას კი ავიადარტყმები მიაყენეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების განმარტებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია.

თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის 2 400 ბინის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მშნებლობის დეტალებს ადგილზე გაეცნენ.

ჯამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 11 კორპუსი აშენდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი 243 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროგრამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო.

2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7 000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს

იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიხსნა. შეხვედრის მონაწილეებმა სამიტი ჰიროშიმის მემორიალურ პარკში ვიზიტით დაიწყეს, სადაც 1945 წლის აგვისტოს ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

G7-ის ლიდერების შეხვედრისთვის ჰიროშიმის არჩევა სიმბოლურია და ხაზს უსვამს ამ სამიტის მშვიდობისმყოფელ თემას. ამასთანავე, ჰიროშიმა იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მშობლიური ქალაქია.

„დიდი შვიდეულის“ წინა სამიტზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ გერმანიაში გაიმართა, უკრაინაში მიმდინარე ომის თემა იყო დომინანტური. ახლაც, ერთი წლის შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერის თემა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად რჩება.

სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. იაპონიის საგარეო უწყების ცნობით, ზელენსკი სამიტის მოანწილეებს კვირას შეუერთდება.

7 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი, 30 წლის გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლეს.

ის აფხაზეთში პროდუქტის გაგზავნას ცდილობდა, რა დროსაც საუბარი ე.წ. მესაზღვრეებთან შელაპარაკებაში და შემდეგ მკვლელობაში გადაიზარდა. მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, თუმცა დანაშაულზე პასუხი არავის უგია.

ზუგდიდში, ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრი იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან შვიდი წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

„გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა შვიდი წლის წინ იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ვუთანაგრძნობთ ოჯახს, თუმცა ძალიან რთულია, იპოვო შესაფერისი სიტყვები, რომლებიც ანუგეშებდა და ტკივილს შეუმსუბუქებდა მათ. ჩვენი ქვეყანა დღემდე განიცდის ომის სისასტიკის და ოკუპაციის უმძიმესს შედეგებს, რამაც, გიგა ოთხოზორიასთან ერთად, არაერთი ჩვენი ახალგაზრდის, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და მისი მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის, ისევე როგორც ჩვენი ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების გამთლიანებისთვის, ჩვენ ურყევად განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ყველა სამართლებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე ყველა პირმა კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

 

“მჯერა, თითოეული თქვენგანი გააკეთებს სწორ არჩევანს” – გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, დღეს სკოლებში ბოლო ზარი ირეკება და თქვენთვის ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება.

მჯერა, თითოეული თქვენგანი გააკეთებს სწორ არჩევანს და სასურველი პროფესიის დაუფლებით მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს.

ეს დღე ჩემთვისაც ემოციებით დატვირთულია და ამ დიდ სიხარულს მეც თქვენთან ერთად ვიზიარებ.

მინდა, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს, რადგან წარმატება სწორედ გამოწვევებთან ბრძოლით მიიღწევა. პირადად, მე როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეგიქმნათ უკეთესი გარემო თქვენი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და შესაძლებლობებისა და ნიჭის მაქსიმალურად გამოსავლენად.

გილოცავთ სკოლის დასრულებას, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას!“ – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ბრალებით მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

ვანში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალებით ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს.

“ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას”

ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, თითოეული ახალგაზრდა იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში.

“ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.

დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია, – განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას.

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენ – ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ.
თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!”, – აღნიშნავს პრემიერი.

მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ბინას ყიდის?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სა­ში ბი­ნას ყი­დის. ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას strana.news

გა­მო­ცე­მა strana წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა არის ბოლო სარ­თულ­ზე, მან­სარ­დით და ხე­დით ზღვის­კენ.

გა­მო­ცე­მა ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ნის ფო­ტო­ებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც strana წერს, ბი­ნის სა­ბაზ­რო ფასი, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 ათა­სი დო­ლა­რია, თუმ­ცა სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად გა­ი­ყი­დე­ბა ის ახლა, რად­გან ომის პე­რი­ოდ­ში ბი­ნე­ბის ფასი უკ­რა­ი­ნა­ში მკვეთ­რად გა­ი­ა­ფე­ბუ­ლია.