Home Blog Page 1960

,,სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელის გამოხმობა, შესაძლებელია, უფრო მოგებიანი იყოს”- კობახიძე

“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის დაცვის მხარისთვის სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელის გამოხმობა, შესაძლებელია, უფრო მოგებიანი იყოს, რადგან ეს, მისი შეფასებით, “საქმის წაგებას აჯობებს”:

“ფეიკკამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო ე.წ. მოწამვლა, ამასთან დაკავშირებით დაფინანსდა უამრავი სტატია საზღვარგარეთ, დაახლოებით 1 მლნ დოლარი დაიხარჯა ამისთვის, რაც იყო თავიდან ბოლომდე სიცრუე. როდესაც სარჩელი შეგაქვს სტრასბურგის სასამართლოში, გჭირდება უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ფაქტი ნამდვილად მოხდა. რა თქმა უნდა, ამის მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, რადგან თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო საუბარი მოწამვლასთან დაკავშირებით, ეს იყო პიარული კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ასეთ პირობებში ძალიან გაუჭირდება სააკაშვილს და მის მხარეს რაიმე ფაქტის წარდგენა, სრულიად ლოგიკურია, რომ მათ ექნებათ პესიმიზმი ძალიან მაღალ ხარისხში. ბუნებრივია, მათი სარჩელი ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე იყო აგებული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მათთვის უკეთესი იყოს სარჩელის უკან გამოხმობა, სარჩელის წაგებას ჯობია უკან გამოიწვიონ,” – განაცხადა კობახიძემ.

რატომ არ გაიგზავნა სააკაშვილის მოწამვლის დამადასტურებელი დოკუმენტი სტრასბურგში

მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის დამდასტურებელი დოკუმენტი სტრასბურგში არ გაგზავნილა – “კურიეირი PS-ს” ინფორმაცია დღეს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა დაუდასტურა. სტრასბურგიდან მორიგი უარის შემდეგ, შესაძლოა, ექსპრეზიდენტის დაცვის მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის გაგრძელებაზე საერთოდ უარი თქვას. სტრასბურგი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების და ბრალდებების დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტებს ითხოვს, თუმცა ირკვევა, რომ იმას, რასაც გიული ალასანია და მისი დაქირავებული ლობისტები საჯაროდ ამბობენ, ადვოკატების მიერ სტრასბურგში გაგზავნილ დოკუმენტებში მტკიცებულების სახით არ დევს.

ის რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სამკურნალოდ, ამჯერად, ვარშავაში გადაყვანაზე უთხრა უარი – საზოგადოებამ იუსტიციის მინისტრისგან შეიტყო, რატი ბრეგაძემ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სააკაშვილი პატიმრობის პირველივე დღიდან, თავისუფლების მოსაპოვებლად ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებას ცდილობს, სტრასბურგმა კი დაამტკიცა, რომ სახელმწიფო ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში აზრი ორადაა გაყოფილი, მისი იურისტები საქმის შეწყვეტას არ გამორიცხავენ, პოლიტიკოსები “ნაციონალური მოძრაობიდან” კი, ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ. რა რეპუტაციული ზიანი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ლობისტების მასშტაბურმა კამპანიამ და საქმემ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ – ეს კიდევ ერთი განსახილველი საკითხია პოლიტიკურ წრეებში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან, საქართველო მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა. სალომე ზურაბიშვილისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფმა ქვეყანამ, სტრასბურგის გადაწყვეტილებით რეპუტაციული ზიანი აირიდა.

15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დილას მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებისა და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე უნდა გადაიტანოთ. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა და დაუვიწყარი ემოციები გელით. პირად ცხოვრებაში ურთიერთობების გაღრმავებისთვის ცოტა მეტი უნდა იაქტიუროთ.

კურო

თქვენი პიროვნული ხიბლი ნებისმიერ კარს გააღებს. ამ დღეს ისეთ ადამიანებთანაც კი შეძლებთ ურთიერთობის დამყარებას, რომლებიც არასოდეს მოგწონდათ. გარშემო მყოფებთან უთანხმოების მიუხედავად, ეცადეთ, კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. თუ გსურთ, რომ ეს დღე სასიამოვნოდ გაატაროთ, გეგმას მიჰყევით და დრო აკონტროლეთ.

ტყუპები

თუ გსურთ, რომ დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საქმეები დროულად დაასრულოთ და ახალი დაიწყოთ, ეცადეთ, სამუშაო დრო რაციონალურად გამოიყენოთ. შეხვედრები და მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. გირჩევთ, საღამოს სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ.

კირჩხიბი

აქტიურობა და ენთუზიაზმი უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. თუ საკითხს სხვა კუთხიდან შეხედავთ, შეიძლება მარტივი და მოგებიანი გამოსავალი იპოვოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც სამყარო გიგზავნით. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ლომი

თუ გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყოს, უმნიშვნელო პრობლემები და უსიამოვნებები უნდა დაივიწყოთ, რომლებიც განვითარებაში ხელს გიშლით. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას გაძლევთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ და მნიშვნელოვანი შედეგი მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანებისგან სიახლეები გელით.

ქალწული

სხვა ადამიანების პრობლემებზე ფიქრი ყურადღებას გიფანტავთ და მუშაობაში ხელს გიშლით. თუ შესაძლებელია, ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდეთ და დღე მარტოობაში გაატარეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მიმდინარე საქმეები ეფექტურად დაგეგმოთ და ძველი პრობლემის გადაჭრა შეძლოთ.

სასწორი

ახალი საქმის დაწყებაში ძველი გარემოებები ხელს გიშლით, ამიტომ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ. ეცადეთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და უკვე დაწყებული პროექტების დროულად დასრულებაზე იზრუნოთ. შეიძლება გეგმები სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები არ უნდა დანიშნოთ.

მორიელი

რთული და დაძაბული დღე გელით. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება დიდ დროს გართმევთ და ოჯახზე ზრუნვისთვის ვეღარ იცლით. ნუ ინერვიულებთ, თუ გარემოებებმა გეგმის შეცვლა და თქვენთვის უცნობი საქმის კეთება გაიძულათ. დროა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მომდევნო ეტაპზე გადაიყვანოთ და ერთობლივ მომავალზე იზრუნოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცხოვრება გაიმარტივოთ და ზოგი პრიორიტეტი და ამოცანა შეცვალოთ. ეცადეთ, რთულ სიტუაციაში მეტი ფანტაზია და კრეატიულობა გამოიჩინოთ და პრობლემების არასტანდარტული გადაჭრა აირჩიოთ. თავი შეიკავეთ მაღაზიებში ვიზიტისა და ახალი ნივთების შეძენისგან, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.

თხის რქა

ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. გარემოებები თქვენ სასარგებლოდ და თითქმის თქვენი მონაწილეობის გარეშე განვითარდება. გირჩევთ ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ – ამ დღეს საქმის საბოლოო შედეგი მათზეა დამოკიდებული. ახალი ადამიანების გაცნობა ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

მერწყული

ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდოთ, რომლებსაც შეიძლება საბედისწერო შეცდომა მოჰყვეს. თუ საკმარისი ინფორმაცია ან რესურსი არ გაქვთ, ჯობს ცოტაც მოითმინოთ და ახალი პროექტისთვის ფრთხილად მოემზადოთ. გირჩევთ, გარშემო მყოფთა მოსაზრებებს ყურადღებით მოუსმინოთ და დასკვნები ისე გამოიტანოთ.

თევზები

ამ დღეს დასუფთავებასა და ნივთების მოწესრიგებაში გაატარებთ, თუმცა არც თქვენი პირდაპირი მოვალეობები უნდა დაივიწყოთ. რთულ სიტუაციაში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. ეცადეთ, დიდი ხნის უნახავი ადამიანი მოინახულოთ, რომელსაც ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

პაპუაშვილმა, ჯაფარიძის ტრენინგებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ დაფინანსებაზე ისაუბრა

მედიასთან შალვა პაპუაშვილს ზურაბ ჯაფარიძის ტრენინგებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მათ დაფინანსებაზე ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს. „ამაზე თავად IRI-მ უნდა ისაუბროს. ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა მათთვის, რომ ჩახედონ, რამდენად სწორად მიემართება ის თანხები, რომლებითაც ისინი არიან წარმოდგენილი ამ სფეროში. აქ მნიშვნელოვანია ყველანაირი გამჭვირვალობა და სიცხადის შეტანა და მნიშვნელოვანია, რომ IRI-მ ან სხვა დამფინანსებელმა ღიად საზოგადოებას უთხრას: აფინანსებენ თუ არა პარტიას და ეს ფული შემთხვევით ხელფასების სახით ხომ არ მიდის პარტიულ ლიდერებთან. მეორე: ეს სემინარები, სადაც მიდის საუბარი რადიკალურ სცენარებზე, რევოლუციაზე და სადაც ახალგაზრდების გაშინაურება ხდება იარაღთან, არის თუ არა მათი თანხებით დაფინანსებული, ემიჯნებიან თუ არა ამ სემინარებს და აპირებენ თუ არა, შეწყვიტონ ურთიერთობა „გირჩთან“, – განმარტავს პაპუაშვილი.

,,ეს სერიოზულ ზიანს აყენებს დასავლური ფონდების იმიჯს”- ვოლსკი „გირჩის“ ტრენინგებზე

პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში იმ შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს, რომლამდეც რადიკალური ოპოზიციური პარტიების ირიბმა დაფინანსებამ შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს. „საქმე გვაქვს უზნეო, პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების რესურსი შექმნას და რეკრუტიზაცია მოახდინოს ახალგაზრდების. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ღონისძიებების დაფინანსება ხდება IRI-ის მიერ და ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომლებიც პირდაპირ არიან კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული. თუ მათ მოსთხოვ გამჭვირვალეობას, ამას „რუსულ კანონს“ დაარქმევენ და შეიძლება გამოიყენონ თავისი ბინძური პროპაგანდისთვის. ვფიქრობ, ეს საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს არა მარტო საზოგადოებას, არამედ დასავლური ფონდების იმიჯს, ვინაიდან, IRI-იც, NDI-იც საკმაოდ კარგ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში ბევრი მიმართულებით, მაგრამ როგორც კი ჩაერთვებიან ასეთ პროცესებში, რომელიც უპირისპირდება საქართველოს მომავალს, სტაბილურობას, იმ წუთში ჩრდილი გადაინაცვლებს ამ ორგანიზაციებისაკენ“, – განაცხადა ვოლსკიმ. რას ასწავლიან ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. საკითხით „იმედის კვირის“ ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც ერთ ერთმა მონაწილემ „იმედს“ ტრენინგიდან ჩანაწერი მიაწოდა. ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ ასევე წყარომ მიწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად და რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს.

,,არცერთი, მხარდამჭერი განცხადება არ გვახსოვს ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან”- კობახიძე

2015 წელს გავხდით ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრი, თუმცა 2015 წლიდან მოყოლებული არცერთი, თუნდაც მეტ-ნაკლებად ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადება არ გვახსოვს ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებსაც სოციალისტების არაერთმა წევრმა დაუჭირა მხარი. საუბარია იმ რეზოლუციებზე, რომელთა ავტორებიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. „ბოლო წერტილი იყო ის რეაქცია, რომელიც მათ ჰქონდათ ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე. კონფერენციის სახელწოდება იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. როდესაც ამას აპროტესტებ, სრულიად ცხადია შეუთავსებლობა ჩვენს ღირებულებებსა და ამ ღირებულებებს შორის. ჩვენთვის მიუღებელია ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც, სამწუხაროდ ძალიან აქტიურად მისდევს ბოლო წლები ევროპის სოციალისტური პარტია“, – განაცხადა კობახიძემ.

„რატომ ვართმევთ უფლებას ადამიანს, აირჩიოს რომელი ტრანსპორტით ისარგებლოს?!” – გაიაშვილი

ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა აუცილებელია და ვერ ხედავს რეალურ არგუმენტს, რატომ არ უნდა აღდგეს ფრენები იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ყველა სხვა ტრანსპორტის გადაადგილება დაშვებულია. „თუ შეიძლება, რომ [რუსეთ-საქართველოს] საზღვარზე ველოსიპედით გადავიდნენ, ტრაილერებმა იაროს, მსუბუქმა ავტომობილებმა, ავტობუსებმა, ყველა სახის ტრანსპორტმა, თვითმფრინავმა რა დააშავა?! თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ შემთხვევაში რატომ ვართმევთ უფლებას ადამიანს, აირჩიოს რომელი ტრანსპორტით ისარგებლოს?!“, – განაცხადა გაიაშვილმა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

ესტონეთში 14 000 ჯარისკაცის მონაწილეობით ნატოს წვრთნები გაიმართება

ესტონეთში 15 მაისს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები „გაზაფხულის ქარიშხალი“ იწყება.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 14 000-ზე მეტი სამხედრო, მათ შორის 1 500-ზე მეტი ბრიტანელი მიიღებს.

ნატოს წვრთნები 2 კვირა გაგრძელდება.

პირველადი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს

თურქეთის არჩევნების პირველადი შედეგებით, არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

HaberTurk-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ხმების 9.1%-ია დათვლილი. ამავე მონაცემებით, ერდოღანი 59,47%-ით ლიდერობს, ხოლო მის მეტოქესა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს 34,79% აქვს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაა.

თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.

საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.

მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, არჩევნები 28 მაისს გაიმართება.

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია.­

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და დანიაში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრა გაიმართება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

„დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.

ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

თურქეთში არჩევნები დასრულდა – როდის გახდება ცნობილი შედეგები

თურქეთში საარჩევნო უბნები ოფიციალურად 5 საათზე დაიხურა. პირველი შედეგები შეიძლება გვიან საღამომდე არ გამოჩნდეს. თუმცა, საარჩევნო ხელისუფლებამ შეიძლება გადაწყვიტოს და მედიას არჩევნების წინასწარი მონაცემების უფრო ადრე გამოქვეყნების საშუალება მისცეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთის დედაქალაქებში, ახლო აღმოსავლეთში, ნატოსა და მოსკოვში.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.