,,სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელის გამოხმობა, შესაძლებელია, უფრო მოგებიანი იყოს”- კობახიძე

303
spot_img

“ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის დაცვის მხარისთვის სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელის გამოხმობა, შესაძლებელია, უფრო მოგებიანი იყოს, რადგან ეს, მისი შეფასებით, “საქმის წაგებას აჯობებს”:

“ფეიკკამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო ე.წ. მოწამვლა, ამასთან დაკავშირებით დაფინანსდა უამრავი სტატია საზღვარგარეთ, დაახლოებით 1 მლნ დოლარი დაიხარჯა ამისთვის, რაც იყო თავიდან ბოლომდე სიცრუე. როდესაც სარჩელი შეგაქვს სტრასბურგის სასამართლოში, გჭირდება უტყუარი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ფაქტი ნამდვილად მოხდა. რა თქმა უნდა, ამის მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, რადგან თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო საუბარი მოწამვლასთან დაკავშირებით, ეს იყო პიარული კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ასეთ პირობებში ძალიან გაუჭირდება სააკაშვილს და მის მხარეს რაიმე ფაქტის წარდგენა, სრულიად ლოგიკურია, რომ მათ ექნებათ პესიმიზმი ძალიან მაღალ ხარისხში. ბუნებრივია, მათი სარჩელი ვერ იქნება წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ ის თავიდან ბოლომდე სიყალბეზე იყო აგებული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მათთვის უკეთესი იყოს სარჩელის უკან გამოხმობა, სარჩელის წაგებას ჯობია უკან გამოიწვიონ,” – განაცხადა კობახიძემ.