Home Blog Page 1955

,,ქართველი ფეხბურთელი საკუთარი თამაშით უკმაყოფილი დარჩა”- „არეა ნაპოლი“

NAPLES, ITALY - AUGUST 27: Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli seats on the bench prior to the Serie A TIM match between SSC Napoli and US Sassuolo at Stadio Diego Armando Maradona on August 27, 2023 in Naples, Italy. (Photo by Carlo Hermann / DeFodi Bilder via Getty Images)

„სალერნიტანასთან“ შეხვედრისას შეცვლილი ხვიჩა კვარაცხელიას ემოციები მიუთითებს, რომ ქართველი ფეხბურთელი საკუთარი თამაშით უკმაყოფილი დარჩა – ამის შესახებ იტალიური გამოცემა „არეა ნაპოლი“ წერს.

„ქართველი ფეხბურთელი „სალერნიტანასთან“ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. „ნაპოლიმ“ მეტოქე რასპადორისა და ელმასის გოლებით დაამარცხა, ჩრდილომაკედონიელი კი მეორე ტაიმში სწორედ კვარაცხელიას ნაცვლად შევიდა მოედანზე.

ქართველი სათადარიგოთა სკამზე იმედგაცრუებული იჯდა, რადგან საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. DAZN-ის კამერებმა ის უკმაყოფილო სახით დააფიქსირეს, როცა სათადარიგოთა სკამზე თავი დახარა. ეს რუდი გარსიამაც შეამჩნია, ხვიჩას მიუბრუნდა და გაამხნევა, რაც კარგი ჟესტი იყო ფრანგი მწვრთნელისგან, რომელიც აჩვენებს, რომ ფეხბურთელებთან კარგი დამოკიდებულება აქვს.

ხვიჩა უმაღლესი კლასის მოთამაშეა და ყოველთვის სურს, მატჩში თავისი კვალი დატოვოს. „სალერნიტანასთან“ კვარაცხელია არ ბრწყინავდა და ეს კარგად გააცნობიერა. ის თავის გამოჩენას ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნიონის“ წინააღმდეგ შეეცდება“, – წერს „არეა ნაპოლი“.შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „სალერნიტანა“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, ქართველ თავდამსხმელს საგოლე მოქმედებით (გოლი ან საგოლე პასი) თავი არ გამოუჩენია და 67-ე წუთზე რუდი გარსიამ შეცვალა.

მარნეულში 50 წლამდე კაცი დაჭრეს

მარნეულში 50 წლამდე კაცი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ფაქტზე ერთი პირია დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბორის ჯონსონი და სკოტ მორისონი ისრაელში ჩავიდნენ

The Jerusalem Post​-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ყოფილი პრემიერმინისტრები, ბორის ჯონსონი და სკოტ მორისონი, სოლიდარობის ნიშნად ისრაელში ჩავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოინახულებენ სამხრეთ თემებს, რომლებსაც 7 ოქტომბერს “ჰამასი” თავს დაესხა.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

,,საქართველო, რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც Starlink-ის ინტერნეტმომსახურებით სარგებლობს”- კასრაძე

„ძალიან დიდი მოვლენაა, როდესაც საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც „SpaceX“-ის, კონკრეტულად Starlink-ის ინტერნეტმომსახურებით სარგებლობს“, – ამის შესახებ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების“ სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მინდა თითოეულ მოქალაქე შევიდეს Starlink-ის საიტზე და ნახოს დაფარვის რუკა – განათებული ცივილიზებული ქვეყნები და მათთან ერთად საქართველო, რაც მიუთითებს საქართველოს ადგილს მსოფლიო რუკაზე. დიდი მიღწევაა, რომ საქართველომ შეძლო და Starlink-ის მომსახურება პირველმა მიიღო“, – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

 

ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ისთანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.

 

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია.

ჰამბურგის აეროპორტში მანქანით შეიარაღებული პირი შეიჭრა

ჰამბურგის აეროპორტში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილით ჯებირი გაარღვია, ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა და ჰაერში რამდენჯერმე იარაღი გაისროლა. მომხდარის გამო, აეროპორტი ამჟამად დაკეტილია, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00-ზე მოხდა.

ჰამბურგის პოლიციამ დაადასტურა, რომ მანქანაში, რომლითაც შეიარაღებული მამაკაცი გადაადგილდება, ერთი ბავშვი იმყოფება. ამასთან, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა მამაკაცთან ერთად ორი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც დადასტურებული არ არის.

სამართალდამცველებმა ასევე განაცხადეს, რომ შეიარაღებული მამაკაცის მეუღლე მათ ადრე დაუკავშირდა ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ.

ადგილზე მობილიზებული არიან სახელმწიფო და ფედერალური პოლიციის ძალები.

მომხდარის გამო, ჰამბურგის აეროპორტში დღეს დაგეგმილი რეისები აღარ შესრულდება.

რამდენად შეიძენთ ვალუტას დღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7138 ლარი ეღირება, ევრო – 2.8883 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3168 ლარი.

თურქული ლირა – 0.0955 ლარი

100 რუსული რუბლი – 2.9175 ლარი

 

 

 

5 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო”5 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 6 ნოემბრამდე კი კვლავ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

“ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):  6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა იწვიმოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება,”- ნათქვამია “გარემოს ეროვნული სააგენტოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

,,ჰამასი“თავისი დაჭრილი მებრძოლების ეგვიპტეში გადაყვანას ცდილობდა”- The New York Times

ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება გარკვეული დროით შეზღუდული იყო. როგორც The New York Times-ი წერს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ „ჰამასი“ შეეცადა თავისი დაჭრილი მებრძოლები ანკლავიდან გაეყვანა. გაზეთს ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, დაჯგუფებამ ისრაელს, აშშ-სა და ეგვიპტეს, ლტოლვილებთან და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ევაკუაციისთვის, დაჭრილი პალესტინელების სია არაერთხელ წარუდგინა, თუმცა შემოწმებამ აჩვენა, რომ „ჰამასის“ სიიდან ბევრი ადამიანი ტერორისტია.

,,ჯერ მიხეილ სააკაშვილი იმაში უნდა გაერკვეს, თავის პარტიაში რა როლი აქვს”- ჩიქოვანი

დღეს მიხეილ სააკაშვილი იმაში უნდა გაერკვეს, თავის პარტიაში რა როლი აქვს, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ქართულ პოლიტიკაში მის როლზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც მარტივად თმობს საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეობას, პოლიტიკური ცხოვრებისა და აქტივობის დიდი მორალური საფუძვლები არ უნდა გააჩნდეს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის მცდელობა, ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რომელიც თავიანთი მმართველობის პერიოდში დააგროვეს.

„ჩვენ დღეს ცხადად ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ვანო მერაბიშვილი მართავს, ფინანსდება დავით კეზერაშვილის კრიმინალური ფულით. ვინ სად გარბის, რას იძახის და რას ლაპარაკობს არავინ იცის“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც ჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის.

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გაიზრდება თქვენი ფიზიკური და ემოციური აქტიურობა, ამის მეშვეობით კი შესაძლოა, ბევრ საქმეს გაართვათ თავი. ნუ ეცდებით, ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ, რადგან ამით ბევრ უსიამოვნებას გადააწყდებით. ოჯახის წევრებთან მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი გაცილებით გაუმჯობესდება, თუ მის წინაშე გულახდილი იქნებით და თქვენს გეგმებსაც მეტად გაანდობთ.

კურო

ამ დღეს წარმატება მხოლოდ თქვენს უნარებზე იქნება დამოკიდებული. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება, თუ მოახერხებთ რამდენიმე სფეროში ერთდროულად მუშაობას. ახალი საქმიანი კავშირების დამყარება თქვენს საქმეებს სასიკეთოდ წაადგება. მარტოხელა კუროებს ახალი სასიყვარულო კავშირის დაიწყება და სწრაფად განვითარება ელით.

ტყუპები

ეცადეთ, ცოდნა გაიღრმაოთ და საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. ნუ გაგიცრუვდებათ იმედი, თუ საქმეებში წინსვლა ან შემოსავალი დროებით დააგვიანებს. საყვარელი ადამიანის და ახლო ნათესავების დახმარებით, არ არის გამორიცხული, ახალ საქმეზე დაიწყოთ ფიქრი. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, რადგან ეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. პირად ურთიერთობაში კი მეტად თავდაჯერებული იყავით.

კირჩხიბი

გარემოებების მეშვეობით უკეთ შეიცნობთ საკუთარ შესაძლებლობებს, რაც რთულ სიტუაციებში მანევრირებას გაგიადვილებთ. აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა საზოგადოებრივ და ჯგუფურ პროექტებში – ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენასაც ბრწყინვალედ შეძლებთ და შემოსავალიც გაიზრდება. ახალი ნივთების შეძენა და მოგზაურობა სჯობს, რამდენიმე დღით გადადოთ. საყვარელ ადამიანს კი მეტი გულისყურით მოეპყარით.

ლომი

იზრდება თქვენი შრომისუნარიანობა. კარგი იქნება, თუ ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მიუდგებით. ახალი გეგმები და პროექტები სრულიად დაიკავებს თქვენს გონებას. ასეთი პროექტები ჯგუფურად მუშაობას მოითხოვს. შესაძლოა, მოგიწიოთ ბევრ ხალხთან ურთიერთობა, ამიტომ დროულად იზრუნეთ გარეგნულ იმიჯზე.

ქალწული

თქვენი შრომისმოყვარეობა და კეთილსინდისიერება ხელმძღვანელ პირთა დიდ სიმპათიას იმსახურებს, თუმცა ნებისმიერ სფეროში ერიდეთ ფანატიზმსა და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილებას. დღეს სასიკეთო შედეგს გამოიღებს ფიზიკური ვარჯიში. თუ უცხოელებთან საქმიან ურთიერთობას გეგმავთ, ის მოგებნიანი იქნება. საყვარელ ადამიანთან ყველაფერი იდეალურად იქნება.

სასწორი

დაღლილობის მიუხედავად, ეცადეთ, გარშემომყოფთა მიმართ თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეინარჩუნოთ, რადგან მცირე კონფლიქტიც კი ემოციურად ძალიან დაგაზარალებთ და წყობიდან გამოგიყვანთ, ეს კი თქვენ ირგვლივ ყველაზე იმოქმედებს უარყოფითად. ამ დღეს საუკეთესო რელაქსი იქნება მსუბუქი ვარჯიში ან წყლის პროცედურები (ცურვა ან წყლის აერობიკა).

მორიელი

დღეს მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ამ პერიოდში ჩატარებული მკურნალობა კარგ შედეგებს გამოიღებს. პირად ურთიერთობაში მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ, რათა არ აეჭვიანოთ პარტნიორი. თუ არ გსურთ ოჯახში კონფლიქტი, მოგიწევთ, მაქსიმალურად მომთმენი იყოთ. არახელსაყრელი დღეა მოგზაურობისა და ახალი საქმეების დასაწყებად.

მშვილდოსანი

ყაირათაიანად ხარჯეთ ფული და ეცადეთ, არ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები, რათა ვალების აღება არ მოგიწიოთ. ნუ ენდობით ინფორმაციას, სანამ არ გადაამოწმებთ. თქვენ გარშემო მოვლენები სწრაფად განვითარდება, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რათა ავად არ გახდეთ. უცხოეთიდან მიღებული ინფორმაცია კი მოგებიანიც იქნება და დამაინტრიგებელიც.

თხის რქა

მდგრადი ჯანმრთელობა და კარგი განწყობა დაგეხმარებათ ახალი კავშირების დამყარებასა და თქვენი იდეების განხორციელებაში. მეგობრებისთვის დახმარების ხელის გამართვა არამარტო თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს, არამედ პროფესიონალურ სფეროშიც გაგწევთ წინ. მარტოხელა თხის რქებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელით, თუმცა იყავით ფრთხილად და წინდახედულად.

მერწყული

დღეს მაქსიმალურად მძიმე ფიზიკურ დატვირთვას. ფული ზედმეტად არ დახარჯოთ და ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს, რათა შემდეგ ვალის აღება არ მოგიწიოთ. სამსახურში პრობლემების აღმოჩენისას აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ ადამიანებს. გაუმჯობესდება პირადი ურთიერთობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს.

თევზები

ყურადღებით გადაამოწმეთ ამ დღეებში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, რათა შეცდომები არ დაუშვათ. სირთულეებს ადვილად გაართმევთ თავს და თქვენი თავდაჯერებულობა ერთიორად გაიზრდება. ამ პერიოდში ხანმოკლე მოგზაურობა განსაკუთებულად დასამახსოვრებელი იქნება.

თურქეთი ისრაელიდან ელჩს გაიწვევს

თურქეთი აცხადებს, რომ იწვევს თავის ელჩს ისრაელიდან კონსულტაციებისთვის იმის გამო, რომ ისრაელმა უარი თქვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვიეს „ღაზაში განვითარებული ჰუმანიტარული ტრაგედიის გამო, რომელიც გამოწვეული იყო ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებითა და ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელის უარით“.

 

ისრაელი აცხადებს, რომ აპირებს ომის გაგრძელებას, ვიდრე არ გაანადგურებს „ჰამასის“ ძალაუფლებას ღაზაში. ასევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლი არ შეწყდება, ვიდრე ღაზაში მყოფი 240-ზე მეტი მძევალი არ გათავისუფლდება.

,,ისრაელში ზელენსკის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა” – The Times of Israel

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნამდვილად გეგმავდა მომავალ კვირას ისრაელში ჩასვლას, მაგრამ Channel 12-ის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ზელენსკის ვიზიტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამის შესახებ The Times of Israel-ს უკრაინელმა დიპლომატმა განუცხადა.

„მას {ზელენსკის} სურდა ვიზიტი გამხდარიყო საჯარო მაშინ, როდესაც ფეხს ისრაელის მიწაზე დადგამდა. ის ძალიან იმედგაცრუებულია“, – ამბობს უკრაინელი დიპლომატი.

„2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ არც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩასულა კიევში და ზელენსკი ისრაელში. ზელენსკის და ნეთანიაჰუს ერთმანეთს, ნიუ-იორკში შეხვდნენ ერთმანეთს“, – წერს ისრაელის მედია.