,,ქართველი ფეხბურთელი საკუთარი თამაშით უკმაყოფილი დარჩა”- „არეა ნაპოლი“

100
NAPLES, ITALY - AUGUST 27: Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli seats on the bench prior to the Serie A TIM match between SSC Napoli and US Sassuolo at Stadio Diego Armando Maradona on August 27, 2023 in Naples, Italy. (Photo by Carlo Hermann / DeFodi Bilder via Getty Images)
spot_img

„სალერნიტანასთან“ შეხვედრისას შეცვლილი ხვიჩა კვარაცხელიას ემოციები მიუთითებს, რომ ქართველი ფეხბურთელი საკუთარი თამაშით უკმაყოფილი დარჩა – ამის შესახებ იტალიური გამოცემა „არეა ნაპოლი“ წერს.

„ქართველი ფეხბურთელი „სალერნიტანასთან“ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. „ნაპოლიმ“ მეტოქე რასპადორისა და ელმასის გოლებით დაამარცხა, ჩრდილომაკედონიელი კი მეორე ტაიმში სწორედ კვარაცხელიას ნაცვლად შევიდა მოედანზე.

ქართველი სათადარიგოთა სკამზე იმედგაცრუებული იჯდა, რადგან საკუთარი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. DAZN-ის კამერებმა ის უკმაყოფილო სახით დააფიქსირეს, როცა სათადარიგოთა სკამზე თავი დახარა. ეს რუდი გარსიამაც შეამჩნია, ხვიჩას მიუბრუნდა და გაამხნევა, რაც კარგი ჟესტი იყო ფრანგი მწვრთნელისგან, რომელიც აჩვენებს, რომ ფეხბურთელებთან კარგი დამოკიდებულება აქვს.

ხვიჩა უმაღლესი კლასის მოთამაშეა და ყოველთვის სურს, მატჩში თავისი კვალი დატოვოს. „სალერნიტანასთან“ კვარაცხელია არ ბრწყინავდა და ეს კარგად გააცნობიერა. ის თავის გამოჩენას ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნიონის“ წინააღმდეგ შეეცდება“, – წერს „არეა ნაპოლი“.შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატში „სალერნიტანა“ სტუმრად 2:0 დაამარცხა, ქართველ თავდამსხმელს საგოლე მოქმედებით (გოლი ან საგოლე პასი) თავი არ გამოუჩენია და 67-ე წუთზე რუდი გარსიამ შეცვალა.