Home Blog Page 1955

კობა კობალაძე სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებიან.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ, ჰააგაში, საქართველოს საელჩოში, „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

„მემორანდუმის მიზანია, „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრსა” და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთობლივი კულტურული და საქველმოქმედო პროექტების განხორციელება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის მიზნების მისაღწევად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გახდება „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის” პარტნიორი, რაც, მათ, საშუალებას მისცემს, ითანამშრომლონ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო, დიასპორულ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში და უზრუნველყონ ამ პროექტებში ვეტერანთა ჩართულობა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და „ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის” პრეზიდენტმა, თიკა სვანიძე- ვენკომ.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები _ გია ბენაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე.

“ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრი” ( Georgische Cultuur In Nederland) დაარსდა 2015 წელს. ორგანიზაციის მიზნებია საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის კულტურული, მეცნიერული და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავება. ცენტრთან ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“თავს ვალდებულად ვთვლი, აგიხსნათ ყველაფერი…” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე “ინსტაგრამზე” მიმართვას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი”უცვლელად გთავაზობთ: 

“მე­გობ­რე­ბო და ჩემო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო, დღეს, მე თქვენ ძა­ლი­ან დაგ­წყვი­ტეთ გული და თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი აგიხ­სნათ ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან მე ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ახლა ვეც­დე­ბი აზ­რებს თავი მო­ვუ­ყა­რო და გი­თხრათ ჩემი სათ­ქმე­ლი.

რუ­სე­თი არ წარ­მო­ად­გენს იმ ბა­ზარს, სა­დაც აწ­მყო­ში თუ მო­მა­ვალ­ში ვი­სურ­ვებ­დი ჩემი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას. მრა­ვა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა პრო­ექ­ტზე თუ კორ­პო­რა­ტი­ულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი მაქვს ნათ­ქვა­მი. ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მტკი­ცე და გა­აზ­რე­ბუ­ლია.ჩემი რუ­სეთ­ში ან/და რუ­სე­ბის­თვის სიმ­ღე­რა არც კი გა­ნი­ხი­ლე­ბა… უფრო მე­ტიც, მიწ­ვე­უ­ლი ვარ უკ­რა­ი­ნა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე. სწო­რედ ამ კონ­ცერ­ტზე, კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს – რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია! ამას ვაჟ­ღე­რებ ყველ­გან და ყო­ველ­თვის.

თუმ­ცა, რუ­სეთ­ში მყავს ბევ­რი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი… გუ­შინ, სწო­რედ ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე იყო (ის ჩემ­თვის ოჯა­ხის წევ­რი­ვით არის). რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა იცი­ან, რომ კო­მერ­ცი­ულ წი­ნა­და­დე­ბებს არც კი გან­ვი­ხი­ლავ. და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი სტუმ­რის რან­გში. სა­ღა­მოს და­სას­რულს მთხო­ვეს მემ­ღე­რა, რა­ზეც რა თქმა უნდა ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს მის­სა­ვე და­ბა­დე­ბის დღე­ზე უარი ვერ და არ ვუ­თხა­რი.

ვი­აზ­რებ, რომ მთა­ვა­რი შეც­დო­მა ალ­ბათ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩემი რუ­სეთ­ში ჩას­ვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე დას­წრე­ბა… არც კი მი­ფიქ­რია ამ ყვე­ლა­ფერს თუ ეს შე­დე­გი მოყ­ვე­ბო­და…ვი­აზ­რებ ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და გული მტკი­ვა რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად გვერ­დში მიდ­გა­ნან გული დავ­წყვი­ტე და ამის­თვის ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლას…” – წერს ბუ­ზა­ლა­ძე.

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მოს­კოვ­ში ერთ-ერთ რესტორანში სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, “სამ­შობ­ლო” ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ, დათო ხუ­ჯა­ძემ, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძემ და მიშო სულუხიამ იმღერეს.

“რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როცა არ დავთმეთ თბილისი”- სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება!

საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/802331334595799?ref=embed_post

“იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო”-პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში.

„ეს ბრიფინგი მიეძღვნება რუსეთში არსებულ მოვლენებს, თუმცა მე არ ვაპირებ, კომენტარი გავაკეთო შიდა მოვლენებზე. მაინტერესებს მხოლოდ ის, რაც ჩვენ გვეხება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ვალდებული ვარ, დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და მათ ყველა შესაძლო გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებზე.

გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერცერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი, ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს.

ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, საკუთარი უწყების კანონის თანახმად, არის ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა. ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიო ყურადღება მობილიზებულია არსებული მოვლენების მიმართ.

ამიტომ, იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც  განხილული უნდა იყოს ამ ფორმატში.

დრო აღარ ითმენს, ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორეა – სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რადგან საზოგადოებამ დროულად და დეტალურად უნდა მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რათა დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება. არ უნდა შეიქმნას უსაფუძვლო შიშები, რაც ხშირად ხდება, როცა ინფორმაციის ვაკუუმია და ხდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება.

ასევე, უსაფრთხოების საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ გააღვივონ უადგილო შიშები. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. დაბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, “ვაგნერი” მოსკოვისკენ გადაადგილებას წყვეტს და “საველე ბანაკებში” ბრუნდება

ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით, ამის შესახებ “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

“ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაშლა სურდათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დავღვარეთ.ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც სისხლი შესაძლოა დაიღვაროს. ამიტომ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა გვესმის იმისთვის, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთი მხრიდან, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით გეგმის შესაბამისად,” – განაცხადა პრიგოჟინმა.

“სახელმწიფო საზღვარი ყველა ადგილას გადავკვეთეთ, როსტოვში შევდივართ”-ევგენი პრიგოჟინი

სახელმწიფო საზღვარი ყველა ადგილას გადავკვეთეთ. მესაზღვრეები ჩაეხუტნენ ჩვენს მებრძოლებს. ახლა როსტოვში შევდივართ, – ამის შესახებ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა მორიგ აუდიომიმართვაში განაცხადა, რომელიც მისმა პრესსამსახურმა ტელეგრამარხში გაავრცელა.

„ჩვენს წინააღმდეგ წვევამდელები მოიყვანეს, რომლებიც განზე გადიან. მივდივართ წინ. ვინმე თუ შეგვიშლის ხელს, ყველას გავანადგურებთ. მივდივართ ბოლომდე“, – აცხადებს „ვაგნერის“ მეთაური.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა როსტოვში ფედერალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. რუსეთის გენერალურმა პროკურორმა, იგორ კრასნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადად მოახსენა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დეტალები.

სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა.

მანამდე, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამარხში გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის“ სამხედრო ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, ამას მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვება. პრიგოჟინის ბრალდება უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. პრიგოჟინის სახელით გავრცელებული ინფორმაცია და აუდიომასალა კი, ინფორმაციული პროვოკაციაა“.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა კი „ვაგნერის“ მებრძოლებს მოუწოდა, არ შეასრულონ ევგენი პრიგოჟინის დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ბრძანებები.

გარდა ამისა, გავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. როსტოვში სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე ათეული ბორტით გაუშვეს.

https://t.me/concordgroup_official/1291

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ევგენი პრიგოჟინის ბრალდებას უარყოფს

ინფორმაცია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „დარტყმის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებული ინფორმაცია და აუდიომასალა ინფორმაციული პროვოკაციაა.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ საბრძოლო მისიების შესრულებას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან შეხების ხაზზე, სპეცოპერაციის ზონაში“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.

„ჩვენი მებრძოლების, ჩვენი თანამებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა“, – აღნიშნა ევგენი პრიგოჟინმა და საპასუხო მოქმედების პირობა დადო.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“.

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი პირობას დებს, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ შემდეგ გასამხედროებულ ჯგუფს უკრაინის ფრონტზე დააბრუნებს. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.

ევგენი პრიგოჟინმა გამოცხადებული კამპანიის მიზნად თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გასამართლება დაასახელა. ამასთან, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო ხელისუფლება, მთავრობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას“.

„ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“, – აღნიშნა ევგენი პრიგოჟინმა.

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბოლო დროს თქვენი ცხოვრება თითქოს ერთ ადგილზე გაჩერდა, რის გამოც პირად და კარიერულ ცხოვრებაში წინსვლას ვერ აღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოპტიმიზმი არ დაკარგოთ, მეტი იაქტიუროთ და საკუთარი პოზიცია დაიცვათ. უსმინეთ პროფესიონალებს – მათი რჩევები და გამოცდილება პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს თამამად შეგიძლიათ, თქვენი გეგმები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ – იმედი გქონდეთ, რომ მათ მხარდაჭერას მიიღებთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და გადაწყვეტილების მიღებისას სხვების აზრი და სურვილებიც გაითვალისწინეთ. მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდით – სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და მასთან შეგუება მოგიწევთ.

ტყუპები

ამ დღეს თავში შესანიშნავი იდეები მოგივათ, თუმცა სანამ მათ განხორციელებას შეუდგებით, გირჩევთ, თქვენი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. გამოცდილი ადამიანების რჩევები შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც კარგ მინიშნებებს მოგცემთ.

კირჩხიბი

ეცადეთ თქვენი საუკეთესო პროფესიული თვისებები გამოავლინოთ. ამ დღეს ხელმძღვანელობას თქვენი მცდელობა შეუმჩნეველი არ დარჩება და ფინანსურ ბონუსს დაიმსახურებთ. ეცადეთ, ძველი პრობლემის გადასაჭრელად ახალი და ორიგინალური გზა მოძებნოთ. ასეთი მიდგომა ყველაზე რთულ დავალებასთან გამკლავებაშიც კი დაგეხმარებათ. აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები და მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.

ლომი

რთული და დაძაბული დღეა. ოჯახური საქმეები და პროფესიული მოვალეობები დასვენების დროს არ გიტოვებთ. ასე გაგრძელება შეუძლებელია, ამიტომ ეცადეთ, დავალებები კოლეგებს და ოჯახის წევრებს გაუნაწილოთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი დატვირთვა თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ქალწული

ამ დღეს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ, რადგან შეცდომის დაშვების დიდი შანსია. გირჩევთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ. მოერიდეთ შეუსრულებელი დაპირებების გაცემას. გამოცდილ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო იდეა გიკარნახოთ.

სასწორი

გარშემო მყოფი ადამიანების დახმარება დიდ დროს წაგართმევთ, მაგრამ თქვენი უშუალო პასუხისმგებლობებიც არ უნდა დაგავიწყდეთ. მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებაში მონაწილეობას და ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. ხელსაყრელი დღეა გადადებული საქმეების დასრულებისთვის.

მორიელი

ამ დღეს ყველზე მეტად გარშემო მყოფთა დახმარება გჭირდებათ. ეცადეთ, პრობლემებს და სირთულეებს თანამოაზრეებთან ერთად შეებრძოლოთ, რაშიც გამოცდილი ადამიანების მხარდაჭერა გჭირდებათ. ახლა საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ ცოტა ხანი უნდა დაიცადოთ.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. ენდეთ კოლეგების გამოცდილებას და ეცადეთ, ახალი ინფორმაცია მოიძიოთ. თუ ახლობელ ადამიანს დახმარება სჭირდება, უარს ნუ ეტყვით – მალე სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. დროა საკუთარი გეგმის მიხედვით იმოქმედოთ.

თხის რქა

ძველი მეგობრის რჩევა საბედისწერო შეცდომის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანის ან საკუთარი შესაძლებლობების გამო დიდი იმედგაცრუება გელით, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია. წინ იღბლიანი პერიოდი გელით.

მერწყული

ამ დღეს ემოციური ფონი მაღალია, ამიტომ შესაძლოა, ბნელი ფიქრები დაგეუფლოთ. ეცადეთ, ნერვებს არ აჰყვეთ, სიტუაცია მალე შეიცვლება და მოვლენებს სხვა თვალით შეხედავთ. თუ შესაძლებელია, ეს დრო ბუნებაში გაატარეთ. სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თევზები

ეცადეთ, ამ დღეს ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. მოერიდეთ ხალხმრავლობას, მარტო გატარებული დრო შეიძლება ნაყოფიერად გამოიყენოთ. თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ნერვიულობა არ ღირს. ეს დროებითი სირთულეებია, რომლებიც თქვენი ჩარევის გარეშე მოგვარდება.

ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ „ვაგნერის“ პოზიციებს დაარტყა

დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუს სამხედროებს მისი მებრძოლების ბანაკებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

„სარაკეტო დარტყმები მიაყენეს ვაგნერის ბანაკებს. ბევრი მსხვერპლია. თვითმხილველი მებრძოლების ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა ზურგიდან, ანუ იერიში მიიტანა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, დაღუპულია დიდი რაოდენობით მებრძოლი, მისივე თქმით, მალე „ვაგნერი“ მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ უპასუხოს ამ ბოროტებას.

„ჩვენ თავხედურად მოგვატყუეს და ცდილობდნენ წაერთმიათ ჩვენი სახლების დაცვის უფლება. ჩვენ მზად ვიყავით დათმობაზე წავსულიყავით თავდაცვის სამინისტროსთან, ჩაგვებარებინა იარაღი, გვეპოვა გადაწყვეტილება, როგორ დაგვეცვა შემდგომში ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს ნაძირლები არ დაწყნარდნენ. დღეს, დაინახეს რა, რომ ვერ გაგვტეხდნენ, ჩვენს ბანაკებს სარაკეტო დარტყმები მიაყენეს“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

„ამ საზიზღარ არსებას გააჩერებენ“, – თქვა მან რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე.

“არსებობს მიზეზი, რის გამოც ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა, იქ იყო მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა”-ბარაკ ობამა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, არსებობს მიზეზები, რის გამოც უკრაინას 2014 წელს არ ჰქონდა დასავლეთის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ახლა აქვს. ამის შესახებ მან „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ობამას თქმით, უკრაინა 2014 წელს „არ იყო ის უკრაინა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ“.

„არსებობს მიზეზი, რის გამოც ყირიმში შეიარაღებული შეჭრა არ მომხდარა, რადგან ყირიმში მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მოსახლეობა იყო, არსებობდა გარკვეული სიმპათია შეხედულებების მიმართ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენდა. უკრაინაში პოლიტიკა უფრო რთული იყო“, – აღნიშნა ობამამ.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელს, რომელსაც აკრიტიკებენ რუსეთთან დაახლოებისა და არასაკმარისად მკაცრი პოლიტიკის გამო.

საპატრიარქო ქაშვეთის ტაძართან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 21 ივნისს, ქაშვეთის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გახშირდა ისეთი ფაქტები, როდესაც ცალკეული პირები შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, ბილწსიტყვაობენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ეკლესიის მსახურთ.

„ბოლო დროს სხვადასხვა მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულმა დამოკიდებულებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შედეგები გამოიწვია. გარკვეული პიროვნებებისთვის მსგავსი უარყოფითი პოლიტიკა აგრესიის წახალისებისა და უპატივცემულობის საფუძველი გახდა. შედეგად, გახშირდა ისეთი ფაქტები, როდესაც ცალკეული პირები შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, ბილწსიტყვაობენ ან ფიზიკურად უსწორდებიან ეკლესიის მსახურთ.

სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი ამა წლის 21 ივნისს, 07:30 საათზე, ქაშვეთის ტაძარში, სადაც იმ დროს იმყოფებოდა მხოლოდ დარაჯი გოჩა ჭიჭიაშვილი და ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას. ეზოში შემოვიდა აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც ითხოვდა ტაძრის კარის გაღებას და შევიდა დარაჯის ოთახში. ვითარების განსამუხტავად დარაჯმა სცადა მისი გარეთ გაყვანა. ამავე დროს ტაძრის ჭიშკართან იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები. დარაჯმა მათ დახმარება სთხოვა, რის გამოც ზემოხსენებული ახალგაზრდა გაბრაზდა და დარაჯს თავის არეში რკინის საგანი ჩაარტყა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა ახალგაზრდა დააკავეს და დარაჯის ჯანმრთელობის პირველადი დახმარების გასაწევად გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ფიზიკური დაზიანების გამო, იგი გადასაყვანი გახდა ინგოროყვას კლინიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

” სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი”- ვიოლა ფონ კრამონი გვარამიას შეწყალებაზე

სიმართლე გითხრათ, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ ვიცოდი. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „მთავარ არხს“ განუცხადა.

„პირველ რიგში გილოცავთ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ამ ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას. ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება პრეზიდენტისგან და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი. როდესაც ის ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკას შეწყალებას აპირებდა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ.

ნამდვილად კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულების მხრივ და კომისია ამჯერად შესთავაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.