ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ „ვაგნერის“ პოზიციებს დაარტყა

255
spot_img

დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუს სამხედროებს მისი მებრძოლების ბანაკებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

„სარაკეტო დარტყმები მიაყენეს ვაგნერის ბანაკებს. ბევრი მსხვერპლია. თვითმხილველი მებრძოლების ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა ზურგიდან, ანუ იერიში მიიტანა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, დაღუპულია დიდი რაოდენობით მებრძოლი, მისივე თქმით, მალე „ვაგნერი“ მიიღებს გადაწყვეტილებას როგორ უპასუხოს ამ ბოროტებას.

„ჩვენ თავხედურად მოგვატყუეს და ცდილობდნენ წაერთმიათ ჩვენი სახლების დაცვის უფლება. ჩვენ მზად ვიყავით დათმობაზე წავსულიყავით თავდაცვის სამინისტროსთან, ჩაგვებარებინა იარაღი, გვეპოვა გადაწყვეტილება, როგორ დაგვეცვა შემდგომში ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს ნაძირლები არ დაწყნარდნენ. დღეს, დაინახეს რა, რომ ვერ გაგვტეხდნენ, ჩვენს ბანაკებს სარაკეტო დარტყმები მიაყენეს“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

„ამ საზიზღარ არსებას გააჩერებენ“, – თქვა მან რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუზე.