Home Blog Page 1950

პარტია „საქართველოსთვის“ რენეგატობაზე დაფუძნებული პარტიაა და გასაგებია, რომ შიგნით ვერ იქნება ჯანსაღი სიტუაცია -შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნებული იყო რენეგატობაზე, რა თქმა უნდა, განწირულია იმისთვის, რომ შიგნით ეყოლება რენეგატები. ეს არის ამ პარტიის ბედისწერა და ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნატალია ძიძიგურის განცხადებაზე, რომლითაც ის პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს.

„ვნახეთ ეტაპები, როცა პარტიას ადამიანები განუდგნენ. როცა სიყალბესა და რენეგატობაზეა დაფუძნებული პოლიტიკური პარტია, გასაგებია, რომ შიგნით ვერ იქნება ჯანსაღი სიტუაცია. მით უმეტეს, საუბრობდნენ იმაზე, როგორი დამოკიდებულებაა შიგნით. არ მინდა, ამ საკითხებს ძალიან ჩავეძიო, რადგან მათი პრობლემაა, ვინ რატომ წავიდა და რა იყო, ერთმანეთში გაარკვიონ. მართალია, ძალიან იპრანჭება პარტია „საქართველოსთვის“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში არ ვართო, მაგრამ მეორე პარტნიორი ამბობს, პარტნიორები ვართო. აღიარონ ეს პარტნიორობა, რაც უფრო პატიოსანი იქნება ქართველი ხალხის წინაშე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

“ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და მომავალი წლისთვის კარგი პირობები გვექნება” – ლევან დავითაშვილი

ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები გვექნება 2024 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოზიტიური დინამიკაა შემოსავლების კუთხით, მათ შორის ვიზიტორების კუთხითაც. აქამდე ჩვენ საზოგადოებას გავაცანით მონაცემები ვიზიტორთა რაოდენობისა და ტურისტების შესახებ, აღდგენა მიდის, თუმცა 2019 წელთან შედარებით ჩვენ ტურისტების რიცხვი ჯერ კიდევ ნაკლები გვაქვს, მაგრამ გასაგები მიზეზებიც არსებობს. ტრადიციული ბაზრები რთულად ხელმისაწვდომია დღევანდელ რეალობაში. ეს პოტენციალი ალბათ პოზიტიურ ფაქტორად უნდა ჩავთვალოთ შემდეგი წლების ზრდის უზრუნველსაყოფად, რადგან იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში რაოდენობრივ მაჩვენებელსაც აღვადგენთ, თუმცა ბევრი მუშაობა სჭირდება იმავე ტურიზმის ადმინისტრაციას და კერძო სექტორს ერთობლივად. ამაზე მუშაობა მიდის.

მომავალი წელი ბიუჯეტირების კუთხით ჩვენ ამბიციურად დავგეგმეთ, თუმცა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც 2023 წელს გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეკორდული მონაცემი გვაქვს. 3.3 მლრდ დოლარი იყო ცხრა თვის მონაცემებით შემოსავალი. ცალკე აღებული მესამე კვარტალიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თითქმის 1.5 მლრდ იყო შემოსავალები და ეს გასულ წელს 5%-ით აღემატება. გასული წელი, გვახსოვს, რომ რეკორდული იყო.

ჯამში, გასულ წელთან შედარებით 29%-იანი ზრდა გვაქვს და ეს არის დამაიმედებელი მაჩვენებელი. ჩვენ ვფიქრობთ, 2023 წელი ტურიზმის კუთხით პოზიტიურად დაიხურება და კარგი პირობები გვექნება 2024 წლისთვის. თუმცა, გვესმის, რომ გარკვეულ სეგმენტებში ჩვენ გვქონდა შემცირება ან თანაბრად არ ნაწილდებოდა ტურისტული ნაკადები, მაგრამ ზუსტად ეს არის გამოცდილება, რომელზეც გაცილებით მეტი სამუშაო გვაქვს კერძო სექტორთან.

ახლა იცით, ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. მეც ვეწვიე რამდენიმე კურორტს და ვფიქრობ, რომ 2023 წლის ზამთრის სეზონს ჩვენ უნდა შევხვდეთ ორგანიზებულად, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაღალშემოსავლიანი ზუსტად არის ზამთრის კურორტები“, – განაცხადა დავითაშვილმა.

“საქართველომ ყველაზე მეტად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ამის აღიარებას ველოდებით”-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი და სწორედ ამ ფაქტის აღიარებას ელიან ევროკომისიისგან.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შარშან მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სწორი, რადგან საქართველო ბევრ ქვეყანას უსწრებს.

,,უარყოფით გადაწყვეტილებას ბევრი უარყოფითი შედეგი ექნება, შარშან მიღებული გადაწყვეტილება ბევრი განზომილებით არ იყო სწორი. საქართველო არის უფრო წინ, ვიდრე უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ამიტომ ჩვენთვის მთავარი მიზეზი კანდიდატი წევრის სტატუსის მონიჭებისა არის დამსახურებაში. საქართველომ ყველაზე მეტად დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და ამის აღიარებას ველოდებით ჩვენ,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ და იმ ამბებს უყვებიან, რაც მას სიამოვნებს და უხარია” – არჩილ თალაკვაძე

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ და იმ ამბებს უყვებიან, რაც მას სიამოვნებს და უხარია – სააკაშვილს რა ბერკეტები რჩება, რომ საპასუხოდ ისინი სიიდან ამოიღოს, გაუგებარია,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნავიგაცია აქვს დაკარგული და ის დაშლის ბოლო ფაზაშია.

„მიხეილ სააკაშვილი ნაწილობრივ იყო იზოლაციაში, როდესაც საზღვარგარეთ იყო. დღესაც პოლიტიკურ იზოლაციაში ჰყავთ. იმ ამბებს უყვებიან, რაც მას სიამოვნებს და უხარია. პოლიტიკური რეალობა განსხვავებულია. ფაქტია, რომ ჩამოაცილეს პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობას, ლიდერობას. თავადაც ვერ დაამტკიცა, რომ გუნდის ნამდვილი ლიდერია. ამაზე ბევრი არგუმენტები ჰქონდათ მისივე თანაგუნდელებს. დღეს არეული აქვთ სიტუაცია. ეს დიდ სურათში უნდა დავინახოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ბოლო ფაზაშია და ეს არ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება მომდევნო არჩევნებში ხელისუფლების მთავარი ოპონენტი იყოს. დღესაც მათ დაკარგული აქვთ ნავიგაცია, რაც რეალურ პოლიტიკაში წარმატებულ ოპოზიციურ პარტიას სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარაა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება მომდევნო არჩევნებში გახდეს სერიოზული ძალა და ოპონენტი სახელისუფლებო პარტიისთვის.

„მგონი, დიდი მეცნიერება არ სჭირდება იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება. ეს ნიშნავს, რომ უკმაყოფილოა და უარყოფითად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო გუნდის მუშაობას, თუმცა, გუნდიც აღარ არსებობს – მიხეილ სააკაშვილმა ესეც უნდა გაითვალისწინოს. რაც შეეხება სიებიდან ამოღებას, არჩევნები მალე მოვა. ვინ ვის ამოიღებს სიიდან, ეს სერია წინ გვაქვს. რასაც ახლა ვხედავთ, სააკაშვილს, სიაში მყოფმა თანაპარტიელებმა ჩამოართვეს თანამდებობა, გავლენები, დიდწილად მედიაც და როგორც ჩანს, დაფინანსებაც. მიხეილ სააკაშვილს რა ბერკეტები რჩება, რომ საპასუხოდ ისინი სიიდან ამოიღოს, გაუგებარია. ეს ყველაფერი დიდ სურათში უნდა დავინახოთ – „ნაციონალური მოძრაობა“ აღარაა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება მომდევნო არჩევნებში გახდეს სერიოზული ძალა და ოპონენტი სახელისუფლებო პარტიისთვის, თუმცა ამის გამო მშვიდად არ უნდა იყვნენ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო, რათა დაამტკიცონ, რომ სწორედ მათ შეუძლიათ, იყვნენ პასუხისმგებლობიანი და რეალური ოპოზიცია ხელისუფლებისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“სააკაშვილის განცხადება გავიგე როგორც მიმართვა ნიკა მელიას მიმართ” – თინა ბოკუჩავა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება გავიგე როგორც მიმართვა ნიკა მელიას მიმართ – როდესაც მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად საკუთარი პარტიის კრიტიკა იქცევა, ამ შემთხვევაში ჯობს, ამა თუ იმ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პლაცდარმი ნახოს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებსა და ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილს საკუთარ განცხადებაში მელია არ უგულისხმია, ალბათ, დამატებით განმარტებებს გააკეთებს.

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება გავიგე როგორც მიმართვა ნიკა მელიას მიმართ, რომელმაც პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ ამოცანად “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკა არჩია.

შიდაპარტიული კრიტიკა ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილია, თუმცა, როდესაც მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგად საკუთარი პარტიის კრიტიკა იქცევა, ამ შემთხვევაში ჯობს, ამა თუ იმ პოლიტიკოსმა ალტერნატიული პლაცდარმი ნახოს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის. ხოლო თუ პირველ განცხადებაში მელია არ იგულისხმებოდა, ალბათ დამატებით განმარტებებს მოვისმენთ.

ყველამ, მათ შორის მეც, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადება გავიგეთ როგორც ნიკა მელიასკენ მიმართული”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროცესებზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მკაფიოდ იცოდნენ.

“ჩემთვის მთავარი არის პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია. ის არის “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი თავმჯდომარე, ის არის მთავარი ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი, ამიტომ ჩემთვის და ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ვიცოდეთ პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია მიმდინარე პროცესებზე, მით უფრო როდესაც შევდივართ გადამწყვეტ არჩევნებში, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. თუ რაიმე სხვა იყო ნაგულისხმები დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან დამატებით განცხადებებს მოვისმენთ”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი მენეჯმენტით, ბოკუჩავა ამბობს, რომ “უკეთესობისკენ სწრაფვა ყოველთვის არის და იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის კრედო, როგორც დიდი რეფორმატორის”.

„სწორედ უკეთესობისკენ სწრაფვის ჟინმა შეაძლებინა მას, რომ შევარდნაძისეული ბნელი, დანგრეული საქართველოსგან შეექმნა წარმატებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. ამიტომ უკეთესობისკენ სწრაფვა უნდა გვამოძრავებდეს ჩვენც. თვითკმაყოფილება მხოლოდ წარუმატებლების პოზიციაა, ჩემი აზრით. ეს იქნება ის მნიშვნელოვანი მისწრაფება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, დავიმატოთ ბევრი ახალი იდეით სავსე ადამიანი და მივაღწიოთ დიდ გამარჯვებას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით არის შესაძლებელი

საქართველოს 10 დიდი ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე შესაძლებელია თიბისის ბარათებით მგზავრობა,  ქალაქების ჩამონათვალს ბათუმი, ზუგდიდი და რუსთავი დაემატა.

მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური ბარათით, ასევე ციფრული საფულის მეშვეობით. თიბისის ბარათებზე გადახდის ფუნქციონალის დამატებით გააქტიურება საჭირო არ არის, ბარათებით საფასურის გადახდას პირდაპირ შეძლებთ.

თიბისის მისიაა გაამარტივოს ადამიანების ცხოვრება. სამი ახალი ქალაქის დამატება, მომხმარებლებს უმარტივებს ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობას და მეტად კომფორტულს ხდის მგზავრობის გამოცდილებას.

თიბისის მომხმარებლებს საქართველოს სხვა ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, გორი, ფოთი, თელავი, ბაკურიანი და ბორჯომი მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდეც შეეძლოთ თიბისის ნებისმიერი ბარათით ან ციფრული საფულით.

იმგზავრეთ თიბისის ბარათებით ახლა უკვე ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე – https://link.tbc.ge/3GKKH8Y

 

R

„ფიზიკურად მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა”

ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის „დავრდომილ“ ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

სააკაშვილის განმარტებით, ფიზიკურად აქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ყოფილა უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა.

„ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლის მიმართულებას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს. ასევე, მაძლიერებს ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ – არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს! ერთიანობა და განახლება რჩება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარის კურსის ჩარჩო

თიბისი კაპიტალის ლარის გაცვლითი კურსის ჩარჩო ტრადიციულად 3 კომპონენტს ითვალისწინებს. პირველი, სავალუტო შემოდინებები, მართალია ისეთი მაღალი აღარაა, თუმცა წინა წლების, უფრო ნორმალიზებული დინამიკის გათვალიწინებით, მისაღებ დონეზეა, ვიდრე დაბალია. ამდენად, ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის შეფასება ნეიტრალურია. მეორე კომპონენტის, ინფლაციის კუთხით, სიახლე არაა, რომ სამომხმარებლო ფასების დინამიკა სამიზნეზე დაბლაა. მაშინ, როდესაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მაღალი ინფლაცია ვალუტის გაუფასურებასთან ასოცირდება, მოკლევადიან პერიოდში, სამიზნეზე დაბალი ინფლაცია, ვალუტის კურსის კუთხით, ნეგატიური ფაქტორია. უფრო გასაგები ტერმინოლოგიით, ეს კავშირი მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან დაკავშირებით ჩანს. ამასთან, თეორიულად მაინც, მნიშვნელოვანია განაკვეთების არა ფაქტობრივი, არამედ მოსალოდნელი ცვლილება, რადგანაც ხშირად პროგნოზი გაცვლით კურსში უკვე ასახულია. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ახლახანს მოლოდინები, მცირედით, თუმცა მაინც უფრო ნაკლებ შერბილებაზე მიუთითებს. ასევე საყურადღებოა, რომ პირველ რიგში, ინფლაციის არა ფაქტობრივი დონეა მხედველობაში მისაღები, არამედ მისი პროგნოზი. ამ მხრივ, დიდწილად კონსენსუსია, რომ მომავალ წელს ინფლაცია სამიზნეს დაუბრუნდება და უფრო მატიც, მცირედით უფრო მაღალიც კი იქნება. ამდენად, ინფლაციის კუთხით, შეფასება თუ პოზიტიური არა, დიდად არც ნეგატიურია. ასევე საყურადღებოა, რომ თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზის ჩარჩოს მიხედვით, სხვა ცვლადებთან ერთად, ინფლაციის აღნიშნული მოლოდინი, 2024 წლის ბოლოს ლარის აშშ დოლართან დაახლოებით 2.75-იან ნიშნულს ითვალისწინებდა.

მესამე კომპონენტის, ლარის საშუალო კურსის მხრივ, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ამჟამად, ლარი მის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა. ასევე, თავისთავად არა ყველა ინდუსტრიის შემთხვევაში, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ჯამურად საქართველოს ეკონომიკისათვის ლარი კონკურენტუნარიანობის კუთხის არსებითი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამასთან, როგორც გრძელვადიანი ტენდენციის, ასევე კონკურენტუნარიანობის კუთხით, შეფასებები ცალსახა არაა და ვერც იქნებაამდენად, ამ კომპონენტის კუთხით, ლარის კურსის ჭრილში განსხვავებული შეფასებებიც შეიძლება არსებობდეს. ამდენად, თიბისი კაპიტალშ ფიქრობენ, რომ ლარის საშუალო კურსის კომპონენტი ან ნეიტრალური ან გარკვეულწილად მაინც ნეგატიურია.

იყო თუ არა ეს მსჯელობა გათვალიწინებული თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელ საბაზო სცენარში? თავისთავად, და რა შეიცვალა დღევანდელი გადასახედიდან? შეიძლება ითქვას, რომ როგორც ჩანს, მოლოდინი მხოლოდ მცირედით უფრო მეტი შესწორების მიმართულებითაა.

ასევე საყურადღებოა, რომ საბაზო სცენარის გარდა, სავალუტო რისკის აღებისას, სხვა ანალიტიკაც არის გასათვალისწინებელი. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიმდინარე წლის 13 ივლისს განხილული კვლევა თემაზე: „ლარი, ევრო, დოლარის არჩევანი: შესაძლებლობები და რისკები” კვლავ რელევანტურია.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

R

 

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია კოლექტიური პოლიტიკური და მორალური ჩავარდნის შედეგია -ჯოზეფ ბორელი

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია კოლექტიური პოლიტიკური და მორალური ჩავარდნის შედეგია, – ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის დიპლომატების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ისრაელისა და პალესტინის ხალხი დღეს დიდ საფასურს იხდის ამ ჩავარდნისთვის, და ეს საფასური გაიზრდება. ეს მორალური და პოლიტიკური ჩავარდნა გახლავთ ისრაელისა და პალესტინის პრობლემის გადაჭრის სურვილის რეალური ნაკლებობის შედეგი“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელებს აქვთ როგორც მორალური, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ჩართულები იყვნენ ამ პრობლემის გადაჭრაში.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მტკიცე და დაბალანსებული პოზიციის დაცვა და ყველა საშუალებით ავიცილოთ ამ კონფლიქტის ევროპაში შემოტანა“, – განაცხადა ბორელმა და მიუთითა, რომ ბოლო დღეებში ევროპაში ანტისემიტიზმმა იმატა, რაც მიუღებელია.

ჯოზეფ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ჰუმანიტარულ პაუზას და ღაზის სექტორიდან მესამე ქვეყნების მოქალაქეთა გამოყვანას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყოვლისმომცველ და საბოლოო გამოსავალზე ფიქრი, რაც დღეს აშკარად არ არის მიღწევადი“, – განაცხადა ბორელმა.

სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ის კომპანიები დააჯარიმა, რომლებიც პარკში, შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის ნოემბერში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ის კომპანიები დააჯარიმა, რომლებიც პარკში, შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ.

კერძოდ, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“- 50 000; „მშენექსპერტი” – 100 000; „გრინსერვისი”- 250 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

გარდა ამისა, დამნაშავედ ცნო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტი ვახტანგ ლონდარიძე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა გიგაშვილს პატიმრობა მიესაჯა 3 წლის ვადით, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლისა და 6 თვის ვადით.

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე სასამართლოში საქმის წარმოება ორ ეპიზოდად მიმდინარეობდა. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ 9 პირიდან დამნაშავედ ცნო 8. კერძოდ კი:

„გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 – წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი

სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე ჰქონდა წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე ჰქონდა ბრალდება წარდგენილი.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.

რასა იუკნევიჩიანე ქართველ ხალხს მითითებებს აძლევს

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ქართველ ხალხს მითითებებს აძლევს. კანდიდატის სტატუსზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი ერთადერთ მიზნით უნდა, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს.

„ბევრი დაკარგეთ ამ მთავრობის ხელში. დიდი ხანია ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ევროკავშირის წევრობა, ამიტომ მისი და მისი პარტიის ქცევა დღემდე ყველაფრის წინააღმდეგი იყო, ყველაფრის, რაც შეიძლებოდა საქართველოს დახმარებოდა მიეღწია კანდიდატის სტატუსისთვის გასულ წელს. თუ საქართველოს მთავრობა მოიქცევა იმის მსგავსად, როგორც დღემდე იქცევა, კანდიდატის სტატუსს არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეიძლება მოიგონ არჩევნები მომავალ წელს. სწორედ ეს გახლავთ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს სურს წელს კანდიდატის სტატუსის მიღება.

მისთვის ნათელია, რომ ეს არჩევნების მოგებაში დაეხმარება და საქართველო კვლავ დაიწყებს მოძრაობას რუსეთისა და არა ევროკავშირის მიმართულებით. პირველი გამოსავალია, მთავრობამ შეიცვალოს დამოკიდებულება დემოკრატიული ცხოვრების გზასთან მიმართებაში და მეორე – საქართველოს მოსახლეობამ გაიაზროს, რომ შეუსაბამოა ხმის მიცემა ისეთი მთავრობისთვის, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ მიდის“, – აცხადებს იუკნევიჩიანე.

მთავრობის სხდომაზე ორი ახალი ჰესის პროექტზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიციირებული 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი. აქედან ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს, ონის მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 6 მეგავატამდეა.

ჯამურად, ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.