სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ის კომპანიები დააჯარიმა, რომლებიც პარკში, შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ

81
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის ნოემბერში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ის კომპანიები დააჯარიმა, რომლებიც პარკში, შადრევნის რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ.

კერძოდ, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“- 50 000; „მშენექსპერტი” – 100 000; „გრინსერვისი”- 250 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.

გარდა ამისა, დამნაშავედ ცნო მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი და ექსპერტი ვახტანგ ლონდარიძე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა გიგაშვილს პატიმრობა მიესაჯა 3 წლის ვადით, ხოლო ვახტანგ ლონდარიძეს 1 წლისა და 6 თვის ვადით.

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე სასამართლოში საქმის წარმოება ორ ეპიზოდად მიმდინარეობდა. ერთი ეპიზოდის შემთხვევაში მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ 9 პირიდან დამნაშავედ ცნო 8. კერძოდ კი:

„გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6- წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 – წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალი

სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე ჰქონდა წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე ჰქონდა ბრალდება წარდგენილი.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.