Home Blog Page 1948

“დიდი ბრიტანეთი მზადაა რუსეთში მოსალოდნელი რიგი სცენარებისთვის” – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთი მზად არის რუსეთში მოსალოდნელი რიგი სცენარებისთვის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

სუნაკმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის უშედეგო აჯანყების გამო ვლადიმერ პუტინი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ როგორც მეგობრული, ისე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი მთავრობები ეძებენ პასუხებს იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ამ მოვლენების შემდეგ რუსეთში.

სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

„ძალიან ნაადრევია დარწმუნებით ვიწინასწარმეტყველოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მთელი რიგი სცენარებისთვის. ეს არის ვითარება, რომელსაც ჩვენ ვაანალიზებდით და ვაკვირდებოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ვაგნერის“ ჯგუფსა და პუტინის რეჟიმს შორის დაძაბულობის დროს“, – განაცხადა სუნაკმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა აღიარა, რომ ცრუ ჩვენება მისცა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის  განცხადებით,  სერგო შუბითიძე ჩადენილი დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

“აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მას შეეშალა, პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. არაერთხელ ვიყავით გამომძიებელთან და საქმის მასალები ვიცით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ეხებოდა ისეთ ადამიანებს, რომელთა რეპუტაციაც შეიძლებოდა შელახულიყო“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოაკტის განცხადებით, შუბითიძეს შეეშალა, როდესაც თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გასუფთავებული მიუტანეს და დალუქა.

ადვოკატის განმარტებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე არაერთი მობილური ტელეფონი ამოიღეს და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბაჩალიაშვილის ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში აერია.

რაც შეეხება ჩვენების სხვა დეტალებს, ადვოკატის თქმით, ამაზე შუბითიძე დეტალურად სასამართლოში ისაუბრებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული არ საუბრობს მოტივაციაზე.

რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, როგორც საქმის პროკურორმა,  მარი მეშველიანმა განაცხადა, შუბითიძის ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინფორმაცია, შემდგომ კი გამოძიებისათვის მიწოდებული, არ დადასტურდა. ბრალდება დღეს სასამართლოს დაპატიმრების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

პროკურორის თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას ეკუთვნის, ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და დაცვის მხარის შეფასებით, სასამართლოს შეუძლია, ბრალდებულს პატიმრობა არ შეუფარდოს.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე  ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავა.

ტელეკომპანია „ფორმულასთან” ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

 

უკრაინამ რივნოპოლი დაიბრუნა – დეტალები

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელ რივნოპოლზე კონტროლი დაიბრუნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე, ანა მალარზე და 31-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 22 ივნისს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს ნაწილობრივ წარმატებას იყო ორი მიმართულებით: რივნოპოლი – სტარომაიორსკოეს მიმართულებით დონეცკის ოლქში და ბელოგორივკა – დიბროვას მიმართულებით ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.

“პოლიტიკურ ტალახში მყოფი ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სივრცე მოსვაროს” – გია ვოლსკი

არავის არ აქვს არავითარი რესურსი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდი აუაროს. რასაკვირველია, რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდს ვერ აუვლის და ეს არაერთხელ დადასტურდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ჩარჩა სიბინძურეში, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა.

„ოპოზიცია ჩამორჩა, ოპოზიცია ჩარჩა იმ ტალახში, რომელიც თვითონვე შექმნა, თავის გარშემო სიბინძურეში, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა. სხვა პროპაგანდისტული რესურსიც აღარ დარჩა, თუ არა რუსეთის თემის ექსპლუატაცია, რომელიც არ ამართლებს, ვინაიდან ამას არანაირი საფუძველი არ აქვს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ვითარება იძაბება, სტაბილურობა არის გამოხატულება იმისა, როგორ მართავს სახელმწიფოს დღევანდელი ხელისუფლება.

„საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია, უცვლელია იმდენად, რამდენადაც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, ეკონომიკური სანქციები, სამხედრო დაპირისპირება, რისკენაც ყოველდღიურად მოგვიწოდებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ვითარება იძაბება, სტაბილურობა არის გამოხატულება იმისა, როგორ მართავს სახელმწიფოს დღევანდელი ხელისუფლება. პროვოკაციას არანაირად არ უნდა ავყვეთ. აქედან გამომდინარე გაკოტრდა ოპოზიცია და გაკოტრებული, პოლიტიკურ ტალახში მყოფი ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სივრცე მოსვაროს თავის გარშემო. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო დონეზე მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას მხარს უჭერს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტი იქნება ერთ-ერთი საგანგებო ინდიკატორი, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორები საქართველოს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ვითარებაში.

„საქართველოს სტაბილურობა, უსაფრთხოება და საქართველოს გავლით იმ დერეფნის უსაფრთხოება, საიდანაც ალტერნატიული გზით ევროპა ენერგორესურსებით მარაგდება – ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და, რასაკვირველია, ამ საკითხებზე იქნება მთავარი აქცენტი გაკეთებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 “არ არსებობს ფაქტი, რომ საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის ყოფილიყო გამოყენებული”-კახა კალაძე

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით და ამას ერთადერთი მიზანი აქვს, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არ გვინდა, ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც თავიდანვე ვიცით, დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს პირდაპირ კავშირშია რიგით მოქალაქეზე, გლეხზე, რომელიც 24 საათი შრომობს, მუშაობს, ქმნის რაღაც პროდუქციას, შემდეგ ცდილობს რეალიზაციას, რატომ უნდა შევუშალოთ ხელი რუსული ბაზრის გამოყენებაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული.

„მოქალაქე დამატებით შემოსავალს მიიღებს შვილებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიერებს, რა არის ამაში ცუდი, მაშინ როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. ყველას დიდ პატივს ვცემ, ვიცით მეგობრობაც, პარტნიორობაც. ვიღაცას რაღაც ეჭვი აქვს ამაზე და ამით ხომ არ უნდა შემოვიფარგლოთ. თუ კონკრეტული ფაქტები არსებობს, წარმოადგინონ. ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. გაიხსენეთ, 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი, ომის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იყო, დავკარგეთ ტერიტორიები, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, დანგრეული სოფლები, ქალაქები, ვიცით, ეს ომი რამდენად მძიმე იყო და მესამე-მეოთხე დღეს ხელისუფლებიდან წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ საქართველოში, ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. მოუწოდებდნენ ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. შინაგან საქმეთა მინისტრი გვეუბნებოდა, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ კომპანიებზე, სააკაშვილი ყვავილებით ხელში ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. დღეს ისევ ეს ადამიანები გაბრაზებული სახეებით, თურმე როგორ შეიძლება რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში, გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ ამ ყველაფერს. ეს ორმაგი სტანდარტია და ეს ადამიანები ფარისევლები არიან. ხელისუფლება ატარებს პირველ რიგში ამ ქვეყნის ინტერესს, ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კალაძემ.

“სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს ყვავილებით ხელში ხვდებოდა” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლით აღშფოთებულია, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, რადგან მათი წარსული გამოცდილება სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსებს ქვეყანაში ჩამოსვლისა და ბიზნესის დაწყებისკენ მოუწოდებდნენ.

„ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერია. გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი – ომის, რომელიც დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის; დავკარგეთ ტერიტორიები; საუბედუროდ, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი. გვყავს უამრავი გარდაცვლილი – მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები; დანგრეული და განადგურებული სოფლები, ქალაქები; ვიცით, რამდენად მძიმე იყო ეს ომი. მესამე-მეოთხე დღეს კი, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ და საქართველოში კონცერტები გაემართათ. მოუწოდებდნენ რუსებს, ტურისტებს, ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს, დღეს კი ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ.

„იყო მოწოდებები პარლამენტის ტრიბუნიდან. თუ არ ვცდები, შინაგან საქმეთა მინისტრი გვეუბნებოდა: რუსულ ფულს სუნი არ ასდისო. სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. სააკაშვილი ყვავილებით ხელში, ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და მათ ჩამოსვლას მიესალმებოდა. დღეს, ისევ ეს ადამიანები, გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ, რომ თურმე როგორ შეიძლება, რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. ეს ორმაგი სტანდარტია და ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონების პროექტები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო, ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.

ინოვაციურ მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, მედიკამენტების სპეციალური პირობებით შესყიდვა, მართული შესვლის შეთანხმების (Managed Entry Agreement) მექანიზმის გამოყენებით მოხდება, რაც სპეციალურ (ფასდაკლებულ) ფასად მედიკამენტების შესყიდვას გულისხმობს.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს ინოვაციური ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის მომხმარებლებზე, გაიზრდება წვდომა ინოვაციურ მედიკამენტებზე და გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა. აქვე, ხაზი გაესვა, რომ შედეგად, მკურნალობის დაფინანსება მეტი პაციენტისთვის იქნება შესაძლებელი ან გაიზრდება დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა მკურნალობის კურსის გათვალისწინებით.

მართული შესვლის შეთანხმება (MEA) მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, მათ შორის, ამ მექანიზმს იყენებს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარის განაკვეთების შემცირება კვლავ საბაზო სცენარია

გასულ კვირა, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. თიბისი კაპიტალის აზრით, მომდევნო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2 აგვისტოს გაიმართება, განაკვეთის შემცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია. სხვა გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აღსანიშნავია, რომ მაისში, წინა თვეებისაგან განსხვავებით, ლარის სესხების ზრდა პრევალირებდა, დეპოზიტების მხარეს კი, მართალია მატება ასევე ლარში მეტი იყო, თუმცა – ვალუტის კომპონენტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლარის ბოლოდროინდელი სისუსტე სწორედ სენტიმენტების ცვლილების შედეგს წარმოდგენდა. მიუხედავად ამისა, მაისში სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა შესყიდვები მაინც საკმაოდ მაღალი, – 155 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც თავის მხრივკვლავ ძლიერ სავალუტო შემოდინებებზე მიუთითებს.

ივნისის დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა ვალუტების ჭრილში, სენტიმენტების უკვე ლარის სასარგებლოდ შემობრუნებას აჩვენებს. თუმცა, საყურადღებოა ლირისა და ნაწილობრივ რუბლის ბოლოდროინდელი გაუფასურება, რაც ლარის კურსის თავისი ე.წ. გრძელვადიანი ტენდენციიდან გადახრას შედარებით უფრო თვალსაჩინოს ხდის. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, დაბალი ინფლაციისა და ძირითადი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორების მიმართლარის საშუალო გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, სამომავლოდ ლარის გაუფასურების მიმართულებით გარკვეული შესწორება, როგორც ჩანს, უფრო მეტად ალბათურია.

საგარეო ვაჭრობისა და ფასების სხვადასხვა ინდექსის კუთხით გამოქვეყნებული მაჩვენებლების მხრივ, შეიძლება ითქვას რომ დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისობაშია და რაიმე სიახლე არ იკვეთება.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 R

“უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და რა ქნას, არ იცის” – ზარქუა პრეზიდენტზე

ხელმოცარული ოპოზიცია ჩასაფრებულია, რომ ქვეყანა რაიმე უბედურებას წამოაგონ. მოწოდებები იყო: „აბა, ჯარები განათავსეთ“, „უშიშროების საბჭო მოიწვიეთ“ – ამ ყველაფერს აჰყვა პრეზიდენტიც, უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და რა ქნას, არ იცის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ზარქუა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამას გონიერება და სიმშვიდე დაუპირისპირა.

“მე იმ პერიოდში თბილისში არ გახლდით, გზად მოვდიოდი აჭარიდან დილას რომ დაიწყო ამ ჩვენი ხელმოცარულების ვაი-ვიში, ჩასაფრებულები რომ არიან, ოპოზიციას ვგულისხმობ, რომ რამენაირად ქვეყანა რაიმე უბედურებას წამოაგონ, რომ რაღაც შეცდომა დაუშვას, ქაოსი, დაძაბულობა შეიქმნას, საზღვარზე ვიღაც შემოგვივარდეს. ამაზე არიან აქცენტირებულები ეს ხელმოცარულები და მერე დღის მეორე ნახევარში სასაცილო იყო მათი შერბილებული ტონი. ჯერ მოუწოდებდნენ, “აბა, ჯარები განათავსეთ”, “მოიწვიეთ უშიშროების საბჭო”, ეს ხელმოცარულები და ამ ყველაფერს აჰყვა პრეზიდენტიც სამწუხაროდ. უფუნქციოდ არის დარჩენილი ქალი და რა ქნას არ იცის. ჩემთვის გაუგებარია ეს ყველაფერი. ჩვენ კიდევ დავუპირისპირეთ როგორც ყოველთვის, გონიერება, სიმშვიდე. ეს ხელმოცარულები… ჩვენ ვნახეთ, ზოგი ლექსებს უძღვნიდა პრიგოჟინს, მოძალადეს და ოკუპანტს და მეორე ოკუპანტია პუტინი და ამათ შორის არჩევანს აკეთებენ და ჰგონიათ რომელიმე… ესენი აქცენტირებული არიან, რომ ჩვენს საზღვრებზე დაიძაბოს სიტუაცია, რატომ? – იმიტომ, რომ ნაწილი რუსეთიდან ფინანსდება, ფედერალური ბიუჯეტიდან წლებია უკვე, უძრავ ქონებას ყიდულობენ, გამდიდრდნენ და მეორე ნაწილი კიდევ გავლენის აგენტები არიან. ამათი ამოცანაა სიტუაცია დაიძაბოს, რადგან არჩევნებით ვერ მოდიან. ვერ მიაღწევენ ამას ვერასდროს, რადგან დღეს საქართველოს ჰყავს კვალიფიციური, გონიერი და ქვეყნის ინტერესებზე აქცენტირებული ხელისუფლება. ჩვენ ამ იმპულსებით და საფრთხისშემცველი განცხადებებით არასდროს გამოვირჩეოდით და არც მომავალში ვიქნებით, რომ ქვეყანა არ გავახვიოთ ამ ტრაგედიებში, რაც ხდება რეგიონში. ამათი ამოცანაა, რომ რამენაირად მეორე ფრონტი გაიხსნას, მაგრამ ვერასდროს მიაღწევენ ამას,” – განაცხადა ზარქუამ.

“საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ივანიშვილს”

საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი რომ შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს. პრიგოჟინის ამბოხმა დაგვანახა, რომ დაახლოებით 10 000-კაციან არმიას როსტოვიდან მოსკოვამდე შეუძლია თითქმის 500 კილომეტრი ისე გაიაროს, არცერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოქრიაშვილის თქმით, სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება.

„ეს ნიშნავს, რომ პირადად პუტინის, რომელიც რუსეთს 23 წელიწადია შიშითა და ტყუილით მართავს და მისი რეჟიმის დაცვა არავინ სცადა. ეს ბუნებრივია – კორუფციაზე, ტყუილსა და შიშზე აგებულ ხელისუფლებას დამცველი არ ჰყავს. სამწუხაროდ, თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში 500-კაციანი კარგად შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფი შემოიჭრას, არავინ დაიცავს ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ირაკლებს. რატომ?! იმიტომ, რომ ასეთივე კორუმპირებული, შიშსა და ტყუილზე დაფუძნებული სისტემა ააგეს. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ამ შემთხვევაში, ჩვენი სამშობლო ისევ უბრალო ხალხის დასაცავი იქნება“, – წერს ოქრიაშვილი.

“რუსეთის ბოლო იმპერიის დასასრული გარდაუვალია” – გიორგი ცუცქირიძე

ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“დღეს მთელი დასავლური მედია, ანალიტიკური გამოცემები და რა გასაკვირია , ჩვენიც დაკავებულები არიან პრიგოჟინის “ამბოხის” თემის განხილვით.

თუმცა განსხვავებით ქართველი ექსპერტების, თუ პოლიტიკოსების განცხადებებისაგან, რაც ძირითადად აცდენილია რეალობას, წამყვანი უცხოელი ექსპერტები, აქ პოლიტიკოსებზე აღარ მაქვს საუბარი, მაინც თავს იკავებენ რაიმე ცალსახა დასკვნებისაგან.

აქ გაჟღერებული თვალსაზრისი, რომ ეს არის პუტინის უპირობო მარცხი და კრემლის ვერტიკალის ჩამოშლა, რაც განსაკუთრებით აიტაცა ოპომედიამ, ვფიქრობ ცოტა არასერიოზულად უფრო გამოიყურება. დღევანდელი რუსეთი არც 1917 წლის და არც 1991 წლის გკჩპ-ს ანალოგთან ნაკლებად მოვა, იმ მარტივი ლოგიკის გამოც, რომ 1917 წლის რევოლუციას რუსეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულის სტატუსით შეხვდა, ხოლო 1991 წლის პუტჩი არა თუ საბჭოთა იმპერიის მოდერნიზაციის, არამედ მისი ჩამოშლის წინარე დროში ხდებოდა.

დღეს რუსეთს ომი უკრაინაში ჯერ არ წაუგია, სხვა საკითხია, რომ ხვალ რა იქნება ძნელი საპროგნოზოა, რადგან ეს ომის ხანგრძლივობის ფაზებზეა დიდწილად დამოკიდებული. დასავლურ კოალიციასთან დაპირისპირებისას, რუსეთს შანსები, რომ არც თუ მაღალი აქვს, ეს არაერთგზის აღმინიშნავს ამ ომის დაწყების პირველსავე დღეებში.

ის გარემოება, რომ “ვაგნერის” სამხედრო ქვეგანაყოფებმა ყოველგვარი წინააღმდხეგობის გარეშე გაიარეს ათასობით კილომენრი და ლამის მოსკოვსაც კი მიუახლოვდენ, სულაც არ ნიშნავს რუსული სამხედრო და პოლიტიკური ვერტიკალის კოლაფსს. უფრო საინტერესო ის უნდა იყოს , თუ რატომ აღარ წავიდა პრიგოჟინი მოსკოვისაკენ და თუ ვინმეს სჯერა, რომ ის “ბაწკამ” შეაჩერა, ეს მისი პრობლემა მგონია.

პრიგოჟინმა მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მას მოსთხოვეს ერთიან სამხედრო ხელმძღვანელობის ქვეშ გადასვლა და ვადაც ივნისის ბოლო მისცეს. ის , რომ შოიგუს და გერასიმოვს ვერ იტანს და ამიტომ არ დაემორჩილა ამ გადაწყვეტილებას, ესეც ნაკლებად დასაჯერებელია. ასეთ დიდ თამაშებში პიროვნული ფაქტორი კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი.

მთავარი კითხვა აქ არის დასასმელი, თუ ვინ იდგა პრიგოჟინის უკან და ვინ მისცა მას გარანტია ამ ავანტიურის დაწყებაზე?

პრიგოჟინის მიერ განცხადებული ვერსია, რომ მან თავი აარიდა სისხლის ღვრას უფრო მარკეტინგის სფეროს განეკუთვნება და ნაკლებად პატრიოტულს, რუსეთში რევოლუციები თუ სისხლიანი ამბოხებები, ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილია, აქ ზოგიერთებს რომ სურთ ასე წარმოსახონ.

პრიგოჟინის უკან დიდი კაპიტალი დგას და არა ერთი მილიარდი, აფრიკაში თუ აზიაში. არის მოსაზრება, რომ ეს იყო გრუ-ს და ფსბ-ს ძალების მოსინჯვა პოსპუტინისტური პერიოდისათვის თუ, რა თქმა უნდა, რუსეთი ფიასკოს განიცდის უკრაინის ფრონტზე.

და მიმაჩნია, რომ ეს თვალსაზრისი შედარებით ახლოა რეალობასთან, რადგან პოსტპუტინისტურ ეპოქაში რუსეთში აუცილებლად დაიწყება ბრძოლა გავლენებისათვის და ქონების გადანაწილებისათვის.

ისტორიის ფურცლებს თავი რომ დავანებოთ, გავიხსენოთ რა ხდებოდა თუნდაც ჩვენთან პოსტშევარდნაძის ეპოქაში, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლით დაიწყო სწორედ ქონებების გადანაწილების მტკივნეული პროცესი, ცალკეულ პირთა ექსპროპრიაცია და ქონებების პირდაპირი “ახევებით”. სხვა თემაა ვისაც ეს ქონება წაართვეს, თავად მათ რამდენად სამართლიანად ჰქონდათ თავის დროზე დასაკუთრებული, თუმცა ეს ექსპროპრიაციის ხასიათს ნაკლებად ამართლებს.

ამიტომ, ახლა საუბარი იმაზე წამოიკიდეს, თუ არა პროგოჟინი და მის უკან მდგომმა ძალებმა ვერ გათვალეს რეალობა, მალე გამოჩნდება. თუ მას გარანტია ჰქონდა, რომ მთავარია დაეწყო ოპერაცია და დანარჩენს ადგილზე, ანუ ცენტრში მოაგვარებდენ, არც ეს არის გამორიცხული. ფაქტია, რომ ის უკან გაბრუნდა, ხოლო “ვაგნერი” შეუერთდება თავდაცვის სამინისტროს, რასაც თავად ეწინააღმდეგებოდა.

ომი უკრაინაში კი გრძელდება და ამ თემაზე წინა პოსტშიც დავწერე, მისი ხანგრძლივობა უფრო ვიეტნამის და ავღანეთის ვარიანტს წააგავს და ნაკლებად არის შანსი მოკლე ვადაში დასრულების.

ამ გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთის ბოლო იმპერიის დასასრული მაინც გარდაუვალია, ბევრი ფაქტორის გამო, მთავარია ჩვენ გვეყოს გონიერება და არ აღმოჩნდეთ მის ნანგრევებში.

სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური კლასი, თავის მედიაექსპერტებიანად, რომ არაადეკვატურობასთან ერთად, აშკარად არის აცდენილი რეალობას, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სადაც, როგორც წესი, ეგოცენტრიზმი არის წამყვანი, სახელმწიფო ინტერესზე”, – წერს ცუცქირიძე.

USAID Inspires Georgia’s Future Generation to Protect Critical Infrastructure

Georgia’s young people are key to a prosperous and secure future fully integrated into a modern Europe. USAID partnerships are equipping young people with the skills to protect Georgia’s critical infrastructure, such as its electricity supply, from threats and to be competitive for high-paying jobs.

On June 25, USAID organized a Cybersecurity Youth Hackathon to facilitate internships and jobs for recent graduates in the nation’s energy sector and other sectors critical to Georgia’s security and economic growth. The hackathon provided opportunities for youth and women to build their professional skills in cybersecurity by testing and enhancing participants’ cyber skills. The real-world simulation engaged the skills that young people will use as future professionals to address the increased risk of cyber threats to Georgia’s energy sector.

“USAID is working with Georgia’s government and businesses to invest in and build modern, reliable, renewable energy infrastructure—but those assets will need protection from cyber threats,” said Mikael Baker, USAID’s Senior Digital Development and Cybersecurity Advisor. “Just as USAID partnerships are building a modern, domestic renewable energy supply, our partnerships are also building a domestic workforce that can protect that infrastructure. Building this capacity also has the benefit of preparing Georgia’s talented young people for exciting, high-demand, and high-paying careers.”

The global digital transformation increasingly impacts daily economic activity. USAID activities that create knowledge of digital technology, particularly among youth, are central to ensuring that Georgia’s continued economic growth benefits Georgia’s population broadly.

At the conclusion of the Hackathon, USAID held an Awards Ceremony, where the top three Hackathon participants received special recognition and an award of USAID funding to participate in an internationally certified training course on cybersecurity fundamentals offered by ISACA, an independent, nonprofit, global association that engages in the development, adoption, and use of globally accepted information security and technology knowledge and practices.