“დიდი ბრიტანეთი მზადაა რუსეთში მოსალოდნელი რიგი სცენარებისთვის” – რიში სუნაკი

80
spot_img

დიდი ბრიტანეთი მზად არის რუსეთში მოსალოდნელი რიგი სცენარებისთვის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

სუნაკმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის უშედეგო აჯანყების გამო ვლადიმერ პუტინი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ როგორც მეგობრული, ისე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი მთავრობები ეძებენ პასუხებს იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ამ მოვლენების შემდეგ რუსეთში.

სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

„ძალიან ნაადრევია დარწმუნებით ვიწინასწარმეტყველოთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მთელი რიგი სცენარებისთვის. ეს არის ვითარება, რომელსაც ჩვენ ვაანალიზებდით და ვაკვირდებოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ვაგნერის“ ჯგუფსა და პუტინის რეჟიმს შორის დაძაბულობის დროს“, – განაცხადა სუნაკმა.