Home Blog Page 1945

“ირაკლი კობახიძე მთლიანად იხსნის ნიღაბს”- ადამ კინზინგერი

ირაკლი კობახიძე ახლა მთლიანად იხსნის ნიღაბს. ქართველებს არ სურთ, რომ რუსეთის საკუთრება იყვნენ, ირაკლის სურს , – ამის შესახებ ყოფილმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

კინზინგერი აღნიშნული „ტვიტით“ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის მეორე დღის ჩაშლასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქსენოფობიური განცხადებების წაქეზებაში დაადანაშაულა.

“უკრაინას ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს” -მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინას ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

პოდოლიაკის თქმით, „უკრაინა ინტერესით აკვირდება რუსეთის ბელგოროდის ოლქის მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა არავითარი კავშირი არ გააჩნია“.

„ტოტალიტარულ ქვეყანაში ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა ყოველთვის, გარდაუვლად იქცევა პარტიზანულ მოძრაობად იარაღით ხელში“, – წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები იმყოფებიან და მათთან ბრძოლა მიმდინარეობს. რუსული მედია იუწყება რამდენიმე დაშავებული სამოქალაქო პირის შესახებაც.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქში იერიშის შედეგად არიან დაშავებულები

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გრაივორონში სამი ადამიანი – ორი მამაკაცი და ერთი ქალი – დაშავდა.

მისივე თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გლადკოვის თქმითვე, დაზიანებულია სამი კერძო საცხოვრებელი სახლიც.

„იერიში განხორციელდა ადმინისტრაციის შენობაზეც. სოფელ ზამოსტიეში ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დაშავებულია ქალბატონი, რომელსაც ჭრილობა ხელის არეში აღენიშნება. მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ზიანის შესახებ ინფორმაცია ახლდება“, – განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა.

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის “დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა” რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ სპეცოპერაციას, რომლის მიზანია ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია.

” საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება პუტინის წინააღმდეგ”- ხაბეიშვილი

დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ვიდრე იყო 2008 წელს. საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ იყოს პირველი, ვინც იაქტიურებს პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ის ჩვენი დაუძინებელი მტერია, რუსული პოზიცია უჭირავს, რაც სამარცხვინოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, 2008 წელს საქართველო და საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს, რომ მომხდარიყო კონსოლიდირება პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.

„ჩვენ გვქონდა თხოვნა მთელი მსოფლიოსთვის, რომ მათ ეღიარებინათ პუტინი, როგორც ტერორისტი, როგორც სამხედრო დამნაშავე. ჩვენდა სამწუხაროდ, მაშინ ევროპას და დასავლეთს არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული პოზიცია პუტინის წინააღმდეგ. დღეს არის 2023 წელი, როდესაც პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდა, როგორც მკვლელი და მწამებელი. იმ დროს, როცა 2023 წელს ეს რეალობა გვაქვს, საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ იყოს პირველი, ვინც იაქტიურებს პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ის ჩვენი დაუძინებელი მტერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს მითვისებული და დღესაც აგრძელებს, პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველი ხალხის გენოციდს, რუსული პოზიცია უჭირავს, რაც სამარცხვინოა.

2023 წელია დღეს, აბსოლუტურად სხვა რეალობაა, ვიდრე იყო 2008 წელს. 2008 წლის შემდეგ როცა ლაპარაკობთ ტურისტებზე, იქ იყვნენ მართლა ტურისტები და აქ, როცა 10 ათასობით ტურისტი გამორბის, რათა სანქციებს აარიდონ თავი და აგენტურის ქსელი გააბან საქართველოში, შესაძლოა, იყვნენ დივერსანტებიც და საქართველოს სახელმწიფოს ემუქრებოდეს რამე.

აბსოლუტურად სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ და ჩვენ ვიცით, რომ მათი ათიათასობით ინდივიდუალური მეწარმე დარეგისტრირდა, უნდათ შავი ფულის ტრიალი და სხვადასხვა ხიფათია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კობა კობალაძე სტიუარტ ტეილორს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა “მოკავშირე ძალების ფონდის” პრეზიდენტთან, სტიუარტ ტეილორთან.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, სტიუარტ ტეილორს სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო -მოსამსახურეებისა და ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ამ მიმართულებით, ერთობლივი ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვას.

აღსანიშნავია, რომ სტიუარტ ტეილორი, დოქტორ ბარბარა ვან დელანთან და დოქტორ რენდი ფელპსთან ერთად, 2018 წელს, საქართველოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სტუმრობდა.

 როგორც შეხვედრაზე სტიუარტ ტეილორმა განაცხადა, ის კვლავ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და პროექტის – “სილქროუდ ჩელენჯის” განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო- მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვას და მათში ჩართულობას.

სტიუარტ ტეილორი, 1986-2011 წლებში, მსახურობდა ბრიტანულ არმიაში პირველი კლასის უფროს ოფიცრად. 2011 წლიდან გახლავთ არასამთავრობო-არაკომერციული ორგანიზაციის „ მოკავშირე ძალების ფონდის” პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. ფონდის მიზანია, გააერთიანოს დაჭრილ-დაშავებული ვეტერანები, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან.

შეხვედრას,ასევე, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს.

შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90 პროცენტი არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით

იმ პირობებში, როდესაც რუსულმა პარტიამ საქართველოში ფაქტობრივად ყველა წითელი ხაზი გადალახა და მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა, უფრო მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი, მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა, 62-ში დარეგისტრირდნენ კანდიდატები და ხუთ მუნიციპალიტეტში იყო კონკურენცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ხუთ მუნიციპალიტეტში არჩევნები მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში და იყო უპრეცედენტოდ დიდი დასწრება.

„წალენჯიხაში ფიზიკურად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ადგილზე მისვლით 2 127-მა ადამიანმა, მარნეული – 1 051, წყალტუბო 737, ქუთაისი – 692, ახალქალაქი 350 -მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. ეს ნიშნავს, რომ უპრეცედენტოდ დიდი კონკურენცია იყო. მნიშვნელოვანია, რომ შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია ჩვენივე ამომრჩევლებისთვის. დარჩენილ 57 მუნიციპალიტეტში, სადაც დელეგატების მიერ ელექტრონულად მოხდა თავმჯდომარეების არჩევა, საბოლოო ჯამში, შეადგინა 30 ათასამდე ჩვენმა მხარდამჭერმა. შემიძლია, უკვე თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90 პროცენტი არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით და ეს არჩევანი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმა განაცხადა.

„ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე ჩვენ მივაღწიეთ, რომ მიგვეღო უკიდურესად ძლიერი დეკლარაცია, რომელსაც ექნება შორსმიმავალი პოლიტიკური შედეგები“, – აღნიშნა ჩერნევმა.

​მისივე თქმით, ლუქსემბურგში ნატო-ს სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს ნატო-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე, ასევე უკრაინის დახმარებას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.

დოკუმენტი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ასევე უკრაინის აღდგენის „მარშალის გეგმას“.

ამასთან, ასამბლეამ მოუწოდა თავისი ქვეყნების წარმომადგენლებს, ვილნიუსის სამიტზე ღიად დაუჭირონ მხარი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს და შეთანხმდნენ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე.

“ნაციონალურმა მოძრაობამ“ დრამატული შეცდომები დაუშვა” – მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დრამატული შეცდომები დაუშვა.

მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით ცდილობენ, ანტირუსული აგრესიული კამპანია იქადაგონ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით კი სხვა პათოსით იყვნენ შეიარაღებული.

„ფაქტია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუშვა დრამატული შეცდომები, რის შედეგადაც საქართველომ ვერ შეძლო, თავიდან აერიდებინა ის, რაც 2008 წელს მოხდა. ეს არის მოცემულობა. ამის შემდეგ, როდესაც თვალს ვადევნებთ რეზოლუციას, რომელიც მათ შორის, მათი მხრიდან იქნა მხარდაჭერილი, მგონი, გასაგებია, რომ უბრალო შეცდომებთან არ გვაქვს საქმე. რეალურად, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული გადაწყვეტილებები მიიღეს. არ ვიცი, რით უნდა გაამართლონ, მათ შორის დღეს შეცვლილი რიტორიკა, როდესაც უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით ცდილობენ, ანტირუსული აგრესიული კამპანია იქადაგონ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით სრულიად სხვა პათოსით იყვნენ შეიარაღებული.

ამიტომ, რასაკვირველია, ამ ხალხს არ დაეჯერება, როდესაც ხელისუფლებას აბრალებენ იმას, რასაც აბრალებენ. მათი შეცდომების შედეგად დავკარგეთ ასობით სოფელი საქართველოში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად მცდარი, არასწორი პოლიტიკისა და უგუნური ნაბიჯების რეზულტატია. შესაძლებელი იყო, მაგალითად, როყიო განცხადებებისგან ვინმეს თავი შეეკავებინა, ისეთივე აქტიურები ყოფილიყვნენ საერთაშორისო ასპარეზებზე, როგორიც დღევანდელი ხელისუფლებაა. სტრასბურგში საქმეს საქმეზე იგებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ. ხე ნაყოფით იცნობაო, ვიცით, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ და 2008 წლის შემდეგ პოლიტიკა როგორი იყო, არამც თუ წინააღმდეგობრივი, არამედ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იყო თანხმობა. როდესაც რუსეთი მიისწრაფოდა კონკრეტული ეკონომიკური ინტერესის დაკმაყოფილებისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ რის სანაცვლოდ გასცა თანხმობა, რა მოტივით აიხსნება ეს გადაწყვეტილება? ვინმემ ამიხსნას ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან. აქა-იქ წამოსცდებათ ხოლმე და ვიღაცამ თქვა, საიდანღაც დავალებად მივიღეთო, თორემ სხვა ახსნა ამას არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია”- ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იტყობინება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს.

ალიევი ასევე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას მოიტანს.

როგორც ცნობილია, 25 მაისს მოსკოვში კრემლის ლიდერის შუამავლობით ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა იგეგმება.

ინფორმაციისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთი აღიარებს მთიან ყარაბაღს, როგორც აზერბაიჯანის ნაწილს.

უცხოური ვალუტის კურსი 23 მაისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5376 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5340 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7462 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7352 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0110 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

100 Years Is Marked After shooting of Members of Military Center of the Georgian Independence Committee

Today, Nikoloz Kvezereli, first deputy of the State Service of Veteran Affairs, deputy Miron Chigogidze, Vladimir Imnadze, adviser to the director, service employees, veterans of the war and defense forces, laid a wreath at a memorial in Vake Park which is the place of shooting of the members of the Military Center for the Georgian Independence Committee who attempted to organize an anti-Soviet uprising. They paid tribute to the memory of the heroes who sacrificed their lives for the independence and freedom of the motherland.

Despite the occupation of Georgia by the Red Army, patriots both within the country and beyond the borders of Georgia continued to fight for the independence of Georgia in 1921. In the post-occupation years, armed partisan detachments resisted the Bolshevik government in different regions of the country.

“The Military Center” that was designed to provide direct leadership for the armed demonstrations was led by the Chairman of the National Democratic Party, General Konstantine Abkhazi (niece of Ilia Chavchavadze). In February 1923, a member of the student committee of the National Democratic Party, K. Misabishvili betrayed “Military Center”.

On May 20, 1923, fifteen self-sacrificing Georgians – members of the Military Center for the Georgian Independence Committee – General Konstantine Abkhazi (Shervashidze), General Aleksandre Andronikashvili, Major General Varden Tsulukidze, Colonel Aleksandre Machavariani, Colonel Giorgi Khimshiashvili, Colonel Rostom Muskhelishvili, members of the National Democratic Party (NDP), Colonel Elizbar Gulisashvili, Colonel Dimitri Chrdilelii, Officer Ivane Kutateladze, Captain Levan Klimiashvili, Jason Kereselidze, Simon Chiabrishvili, Captain Farnaoz Karalashvili, Captain Simon Bagration-Mukhraneli, Captain Nikoloz Zandukeli were shot to death by the order of the Caucasian Extraordinary Committee (“Kavcheka”) 100 years ago for their attempt to organize an anti-Soviet uprising.

With the efforts of the Tbilisi City Hall, an informational memorial of the heroes who were shot for their attempt to organize an anti-Soviet uprising was placed in Vake Park to mark the 100th anniversary of the tragedy.

“ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული”

„ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ დაუყოვნებლივ იყოს განხილული მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას კრძალავს.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომელიც რევოლუციურ კომიტეტად ჩამოყალიბდა.

„ვფიქრობ, საკმარისად მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია „ნაცმოძრაობის“ ინიციატივებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც სტრატეგიულ მიმართულებას ეხება. რასაკვირველია, ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა. „ნაციონალური მოძრაობა“არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის 20 პროცენტი მტერს ჩააბარა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა, რადგან ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს. სტრატეგიული ობიექტები ხელში აქვს აღებული, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული.

საქართველოში არ უნდა იყოს დაშვებული არანაირი სანქცირებული კომპანია, მათი საქმიანობა, აქტივობები და ის ადამიანები, ვინც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია. ამას რაიმე დამატება ან უკეთ ჩამოყალიბება თუ სჭირდება, რასაკვირველია, ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული ინიციატივა, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა. ეს იქნება წამგებიანი ქვეყნისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისთვის როგორც დღეს, ასევე ხვალ. ეს არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა, ეს არის ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციურ კომიტეტად და რომლის ერთადერთი მიზანია დესტაბილიზაცია და ის, რომ საქართველო კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს“.

ამასთან, გია ვოლსკის განაცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარსულში მძიმე შეცდომები დაუშვა და დღეს თავიანთ პოზიციას ამართლებენ.

„რასაკვირველია, ორმაგი სტანდარტია – მაშინ სხვა აზრზე იდგნენ, დღეს სხვა აზრი აქვთ. დღეს ამართლებენ ვითომ რადიკალურ პოზიციას. ვფიქრობ, ეს არის პროვოკაციული პოზიცია, მაგრამ ვიდრე ორმაგ სტანდარტზე დავიწყებდეთ ლაპარაკს, მოღალატეობრივი, მძიმე დანაშაულებრივი შეცდომები ხშირ შემთხვევაში დიდ ეჭვსა და კითხვებს ბადებს, იყო თუ არა საერთოდ შეცდომა მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით. ფაქტია, არსებობდა საერთაშორისო ამერიკული და ევროკავშირის მიერ შედგენილი საგზაო რუკა, რომელიც განზრახ გადახიეს, განზრახ მოახდინეს მისი ანულირება და შეუწყვეს ხელი რუსეთის მიერ საქართველოში ოკუპაციის მოხდენას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.