შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90 პროცენტი არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით

133
spot_img

იმ პირობებში, როდესაც რუსულმა პარტიამ საქართველოში ფაქტობრივად ყველა წითელი ხაზი გადალახა და მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევა, უფრო მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი, მინდა, საზოგადოებას ვაუწყო, რომ 63 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული არჩევნები დასრულდა, 62-ში დარეგისტრირდნენ კანდიდატები და ხუთ მუნიციპალიტეტში იყო კონკურენცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ხუთ მუნიციპალიტეტში არჩევნები მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში და იყო უპრეცედენტოდ დიდი დასწრება.

„წალენჯიხაში ფიზიკურად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ადგილზე მისვლით 2 127-მა ადამიანმა, მარნეული – 1 051, წყალტუბო 737, ქუთაისი – 692, ახალქალაქი 350 -მა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. ეს ნიშნავს, რომ უპრეცედენტოდ დიდი კონკურენცია იყო. მნიშვნელოვანია, რომ შიდა დემოკრატია მნიშვნელოვანია ჩვენივე ამომრჩევლებისთვის. დარჩენილ 57 მუნიციპალიტეტში, სადაც დელეგატების მიერ ელექტრონულად მოხდა თავმჯდომარეების არჩევა, საბოლოო ჯამში, შეადგინა 30 ათასამდე ჩვენმა მხარდამჭერმა. შემიძლია, უკვე თამამად ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 90 პროცენტი არის დაკომპლექტებული პირდაპირი არჩევის გზით და ეს არჩევანი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველმა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.