Home Blog Page 1936

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას”- ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 455-ე დღე

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ქალაქები – ბახმუტი და მარინკა – რჩებიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა, გასულ დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 26 შეტევა მოიგერიეს.

“მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტი, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – მოხდა 26 სამხედრო შეტაკება. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ბახმუტი და მარინკა რჩებიან“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 53-ჯერ გახსნეს, რის შედეგადაც დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგის მოქმედებების საპასუხოს, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

„ასევე, გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ვერტმფრენი, Shahed-ის ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი და Zala-ს ტიპის ერთი სადაზვერვო დრონი. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი მტრის 3 სამეთაურო პუნქტს, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 უბანს, საბრძოლო მასალის საცავსა და 2 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს, ასევე მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინას გადაეცა TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ორი ტანკი, Vector -ის ტიპის სადაზვერვო დრონები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები, სასაზღვრო ავტომობილები და Zetros-ის სატვირთო მანქანები.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა 14 მაისს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ჯამური ღირებულება 2.7 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი თქმით, დახმარების პაკეტში შედიოდა Leopard-1 საბრძოლო ტანკები, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და Iris-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. გერმანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ქვეყანამ უკრაინას სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 17 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ მებრძოლების მიერ რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩატარებულ ოპერაციაში უკრაინელი მებრძოლები არ მონაწილეობდნენ,”– ამის შესახებ The New York Times-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

მისი თქმით, ოპერაციის დროს უკრაინელი სამხედროები ძირითადად დამხმარე როლს ასრულებდნენ – იცავდნენ საზღვარს რუსეთის კონტრშეტევის შემთხვევისთვის.

„რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი მებრძოლები არ შესულან“, – აღნიშნა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

ოფიციალური პირის თქმით, ოპერაციის მონაწილე ქვედანაყოფებმა დანაკარგები განიცადეს, მაგრამ არა იმდენი, რომ ამან გავლენა იქონიოს მათ საბრძოლო მზადყოფნაზე.

“შფოთავს კელი და დეპარტამენტი, გვეურჩებით?!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას და რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

„შემოაგდეს ფანდი ასლის, ევროკავშირის და ნატოს მისაღებში ჩოქბჯენში წლები დგომა გერჩივნოთ აფხაზებთან და ოსებთან საუკუნოვან ერთობას! შფოთავს კელი და დეპარტამენტი, გვეურჩებით?! ფრენებს ბედავთ ჩვენი ნების გარეშე! მორჩა დემოკრატიული კუკუდამალობანა, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი სანქცია!“, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.

რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია -დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში დასახული ამოცანების შესრულებას ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ან სხვა „ხელმისაწვდომი საშუალებებით“ შეეცდება.

„რუსეთი განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას: რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფას, რუსეთის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას სპეციალური საომარი ოპერაციით ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით“, – განაცხადა პესკოვმა.

24 მაისის ამინდის პროგნოზი

24 მაისს ქუთაისში +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +21 გრადუსია, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომში, დღისით +25, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსია იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +27 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +16 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +16, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა თელავშიც, სადაც დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +29 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში +30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

“წინ მიიწევენ ჩვენები ზაპოროჟიეშიც, უცვლელია ვითარება უჰლედარის, მარიინკას და ავდეევკას მიმართულებებზე”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ნიდერლანდები იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მიაწვდის უკრაინას ფ-16-ებს;

– პოლონეთი არის პირველი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად!!!! დაიწყო უკრაინელი პილოტების მომზადება ფ-16-ებზე. მაქვს ასეთი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ურდოსები მართლები არიან და ჩვენებს უკვე დაწყებული აქვთ მომზადება ფ-16-ებზე! ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ ხდება უკრაინისთვის ფ-16-ების მიწოდების ინფორმაციის გავრცელება! ფიგურირებს ტერმინები “რამდენიმე თვეში”, “შემოდგომაზე უკვე გამოჩნდება” და ა.შ. არა ნიჭიერები რომ არიან უკრაინელები, ამას კუხარკა პრიგოჟნიც კი აღიარებს ვრცელ აღსარებით ინტერვიუში! რუსებზე მაგრებიც რო არიან, ყველა ტექნიკას – საბჭოურს და ნატოურს რომ თანაბრად ძალიან მაგრად ფლობენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არმია რომ ჰყავთ და საერთოდ რომ 8 წლის განმავლობაში დონბასში რუსეთმა ჩაიიმასქნა, რომ შოიგუს და გერასიმოვის გამო 3 დღეში კიევის აღების მაგივრად მიიღეს ბრძოლები ბელგოროდში, უკრაინელი ერი, რომელსაც უკვე იცნობს მთელი მსოფლიო, როგორც რომაელებს და ბიზანტიელებს თავის აყვავების ეპოქაში, რომ თუ იცოდა ბრძოლა 20 ათასმა კაცმა, ახლა იცის 400 ათასმა უკრაინელმა! უფ სასწაული ინტერვიუა! ერთი სიამოვნებაა! ზემოდან აყოლებს, მოგიტრიალდებათ ერთ მშვენიერ დღეს ყველაზე დიდი წმინდანი – რუსი სალდათი და იმასგიზამთ თქვენს წითელი მუხით მოპირკეთებულ კაბინეტებშიო.

სხვადასხვა სანდო წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით, პრიგოჟინი აპირებს თავისი ვაგნერით აფრიკაში, კერძოდ პირველ რიგში სუდანში გადაბაზირებას და კიდევ რამდენიმე სხვა აფრიკულ ქვეყანაში ოპერაციების ჩატარებას! ახლა ცოტას წაიგლახავებენ კიდევ ბახმუტის ფლანგებზე, განსაკუთრებით სამხრეთ ფლანგზე და გაიწევიანო! ვნახოთ, საინტერესო იქნება!

ამასობაში, დავიწყოთ იმით, რომ კაი ხნის მერე ჩვენებმა ისევ დაამიწეს, ჩამოაგდეს და გაანადგურეს ურდოსების ვერტმფრენი კრაკადილ კა-52! არ არის ნიანგების ადგილი უკრაინის ცაში! ვერ გაიგო ამ ურდომ მაინც ეტყობა!

ჩვენები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მიიწევენ მეთოდურად წინ! აქ ჭირდება ახლა ურდოს ყველაზე მაგრად გამაგრება, თორემ ალყა და ყულფი გარანტირებული აქვთ!

წინ მიიწევენ ჩვენები ზაპოროჟიეშიც! უცვლელია ვითარება უჰლედარის, მარიინკას და ავდეევკას მიმართულებებზე! ბელოჰოროვკასთან მიდის ბრძოლები, მაგრამ მაინც ადგილობრივი მასშტაბის. კრემინნას ტყის მასივში ცოტა წამოყვეს თავი ურდოსებმა, მოხვდებათ მალე კეფაში! სვატოვოს და კუპიანსკის მიმართულებებზე პოზიციური ბრძოლებია!

პრეზიდენტი ზელენსკი, შეიძლება ითქვას, პირდაპრ ჰიროსიმადან ჩავიდა უჰლედარსა და მარიინკაში საზღვაო ქვეითებთან ერთად მათი ზეიმის აღსანიშნავად! საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ ეს იყო დაგვირგვინება იმ საქმიანი კვირის, რომელიც მან ჩაატარა! ბედნიერი უკრაინელი ერი, რომ ჰყავს ასეთ დროს ასეთი ლიდერი!
ფროუჩმა ორბანმა კი თქვა რომ უკრაინა ვერ მოუგებს რუსეთს ომსო, მაგრამ ჯიგარმა ჰერ შოლცმა სამაგიეროდ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ერთიანი და თავისუფალი უკრაინა აუცილებლად გახდება ევროპული კავშირის წევრიო! ამასობაში მისმა საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში გადააღუნეს თავზე უნგრელ კოლეგებს 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ფონდიდა გამოყოფის დაბლოკვის გამო! ამასობაში გერმანიამ გამოუყო მორიგი სამხედრო დახმარება უკრაინას. ირის-ტ თვის რადარები, ამუნიცია, შეიარაღება – უამარავი რამ ახალ დახმარებაში! ასევე განიხილება (ანუ განხილული და გადაწყვეტილია) გერმანიის მიერ ტაურუსის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის საკითხი. ეს არის ბრიტანული შტორმ შედოუს გერმანული ანალოგი, საოცარი სიმძლავრის და გერმანული სიზუსტის!

ისევ წამოვიდა სამშვიდობო შეთანხმებებზე საუბარი. აფრიკის ექვსი ქვეყნის ლიდერი გეგმავს ივნისში შესთავაზოს კიევში ზელენსკის სამშვიდობო გეგმა, რომელიც არ გულისხმობს უკრაინიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანას.

მე პირადად ვიზიარებ პრეზიდენტის მრჩევლის პოდოლიაკის მიდგომას: არავითარი სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება რუსეთთან. როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს, იქნება შეთანხმებები რეპარაციების, სამხედრო დანაშაულების და დემილიტარიზაციის შესახებ. არცერთ შემთხვევაში რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება! უოლ სთრით ჯორნალში გაჩნდა სტატია, რომ უკრაინას შეიძლება ისრაელის მაგვარი უსაფრთხოების გარანტიები მისცენ ნაცვლად ნატოში გაწევრებისა! თითქოს ამაზე უკვე საუბრობენ ვარშავასა და ვაშინგტონში! ანუ აღჭურავენ მაქსიმალურად და მხარს დაუჭერენ ფინანსურად! სერიოზული აცდენაა: ისრაელს ბირთვული იარაღი აქვს, მის მოწინააღმდეგეებს და მტრებს – არა (ყველ შემთხვევაში ჯერ არა); უკრაინა არ მიიღებს არცერთ ალტერნატიულ შეთავაზებას, გარდა ნატოს წევრობისა, იმიტომ რომ მხოლოდ ალიანსში გაწევრების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის დაშოშმინება! თორემ არ იქნება პუტლერი, მოვა ვინმე პატ(რუშევი)ლერი და რამდენიმე წელში ისევ იგივე იქნება! ან მაგალითად ე.წ. პრემიერი მიშუსტინი, რომელიც სხვათა შორის, ჩაშავდა შანხაიში ჩინეთ-რუსეთის ბიზნეს ფორუმზე და მერე პეკინში შეხვდება ბატონ-პატრონს, იმპერატორ სის. ჩააბარეს ურდოსებმა შორეული აღმოსავლეთი ჩინელებს დედა ბუდიანად! სულ მალე რუსულ სიტყვას ვერ გაიგებენ ვლადივასტოკში! ჰალალია პუტლერის რეჟიმზე და მის მაქებარებზე! არადა, როგორც ამბობენ, მიშუსტინი დახვედრა არც ისე თბილად მიდის: არ არის საუბრები “უფრო მეტი ძმობა, ვიდრე პარტნიორობა”, “ულიმიტო მოკავშირეობა” და ა.შ. თან ურდოსიკებს ჩინური იუანების მარაგებიც გამოელიათ! ევროპაში გაყიდვების შემცირების ხარჯზე გაზპრომს შემოსავლები 41! პროცენტით, ხოლო მოპოვება 10% შეუმცირდა! პუტლერს რააა? დახვრეტააა!

გენერალი კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ მასშტაბური კონტრშეტევა მალე დაიწყება. მათ მიიღეს იმ შეიარაღების აუცილებელი მინიმუმი, რითაც შეძლებენ ოპერაციის დაწყებას და წარმატებით განხორციელებას!
ხვალ გაიმართება რამშტაინის ფორმატის მე-12 შეხვედრა! თავდაცვის მინისტრები განიხილავენ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების და უკრაინისთვის ფ-16 ების გადაცემის საკითხებს!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, გონს მოდი 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გაირღვევა ნაკერებზე 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების ხსოვნისთვის ტაძარი აშენდება.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პატრიარქის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„2011 წელს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში იკურთხა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო ტაძარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში მოწყვეტილ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების საოხად და ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მშენებლობა შეფერხდა.

დღეს, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, „აფხაზეთობას“, ხდება ამ ტაძრის საფუძვლის განახლება. ეკლესია ბაზილიკის ტიპისა იქნება ხუთი საკურთხევლით: წმ. სვიმონ კანანელის, წმ. ვასილისკოს, წმ. იოანე ოქროპირის, ქსნის ერისთავთა – შალვას, ელიზბარის და – ბიძინა ჩოლოყაშვილის, ასევე, გაერთიანებული საქართველოს დიდებული მეფის – წმ.თამარის სახელობისა.

მათი მეოხებით ღმერთმა სავანესა თვისსა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მსხვერპლთ, ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიჰმადლოს მშვიდობა;

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალჭირგამოვლილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.

ღმერთმა დალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველო.

ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს”- გივი თარგამაძე

პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა ევროპაში პროტესტის დროს მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ – მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს – ამის შესახებ გივი თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ყველაფერი მოხდება საერთოდ, თუ არ იქნება ადეკვატური წინააღმდეგობა. შემდეგი იქნება რკინიგზა, მერე იქნება დიპლომატიური ურთიერთობების წარდგენა, სანამ ჩვენ ვიქნებით წაკუზულები და ისინი იქნებიან ზედ წამომჯდარები. ეს შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფად თუ ადეკვატური წინააღმდეგობა არ შეხვდა ამ ყველაფერს. ვფიქრობ, იმაზე ლაპარაკი, ვაიმე ის ფორმა და ეს ფორმა, პოლიციის მანქანა არ დავწვათ…  თუ გვინდა ქვეყნის გადარჩენა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ აბსოლუტურად. ვგულისხმობ ისეთ პროტესტს, რომელიც ამათ მოარტყამს ცხვირში, შეაშინებს, როგორც მარტში ეშინოდათ, როგორც გავრილოვის დროს გამოვარდა ის არარაობა სამკუთხედთავიანი დ უცახცახებდა ხმა, ანუ ვიცით რომ ეშინიათ და თუ ვიცით, რატომ არ ვაკეთებთ იმას, რომ ისე შეეშინდეს, რომ მორჩეს ამ ყველაფერს.

საზოგადოებას პროტესტის მოცულობის ზრდის ულევი რესურსი აქვს და იმათ არა აქვთ არანაირი ზრდის რესურსი, რაც არის ეგ არის. არ ვიძახი რაღაც უშველებელი გავაკეთოთ, უბრალოდ იმ პროტესტის დროს იყო ბევრი ფი და ფუ, ვაი პოლიციის მანქანა როგორ დაწვეს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ მთელ ევროპაში, ვინ მოიგონა ეს საერთოდ, რომ ევროპული პროტესტი მშვიდი და რაფინირებულია. იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო. აუცილებლად გადაწვას კი არ ვამბობ, მაგრამ თუ მოხდა, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები და პროტესტი არაფერ შედეგს არ მოიტანს“- განაცხადა გივი თარგამაძემ.

,,ეს არის პირველ რიგში ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია ”- ელისო კილაძე

ჟურნალისტ ელისო კილაძის შეფასებით, ვალერი კვარაცხელიას ინიციატივა, რომ პრემიერ-მინისტრი  ნობელის პრემიაზე წარადგინონ მშვიდობის დარგში, არის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია.

ამის შესახებ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

“მოაშორეთ ეს მლიქვნელები ქვეყნის ხელისუფლებას! ტრისტან წითელაშვილის და ვალერი კვარაცხელიას ინიციატივა პრემიერ ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ, არის პირველ რიგში ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია. ქვეყანა გახდა ცირკი ამ კლოუნების ხელში – რა წითელაშვილი და კვარაცხელია,სირცხვილია”- წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, ვალერი კვარაცხელიამ გააჟღერა ინიციატივა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინონ ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში.

ad hoc-ის წამყვანს, თაკო მამაიაშვილს ლაზარე გრიგორიადისის მამა ემუქრება (ფოტოები)

ad hoc – ის წამყვანი თაკო მამაიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ე.წ სქრინს, საიდანაც ჩანს, რომ 7-9 მარტის აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის, სადაც წერია- “აუ გამოვა ლაზარე და იმან თუ არ შეგისრულოს, მერე მე მოგხედავ”.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

“ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროს რა ხდება???

 

 

,,ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, , საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამას თავისი მიზეზები აქვს. ნებისმიერი სანქცია გულისხმობს ესკალაციის ნიშანს მეორე ქვეყნისთვის. სანქცია გულისხმობს, რომ ერთი ქვეყანა მეორეს ეუბნება, რომ ის მეორე ქვეყანას ასე ვთქვათ, რაღაცისთვის სჯის, არის გარკვეული სანქცირება. სანქცირება გულისხმობს შესაბამისად ესკალაციაში შესვლას, ხოლო ესკალაცია არის ისეთი სპირალი და ისეთი პროცესი, რომელზეც გავლენა შემდგომ შეიძლება აღარ ჰქონდეს ქვეყანას და რთულია წინასწარი განჭვრეტა, რა შედეგები მოჰყვება ამას. სანქციის დროს არის რისკი კონტრსანქციის, სხვა საპასუხო ზომების, რომლის წინასწარ განჭვრეტა რთულია. აქედან გამომდინარე, ესკალაციაზე წასვლას ერიდება ყველა, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც აწესებენ ამ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, ყოველ ჯერზე ფრთხილად უყურებდნენ ამ საკითხს, ერთი მხრივ, არ შევიდნენ ისეთ ესკალაციაში რუსეთთან, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ან არ დააწესონ ისეთი სანქცია, რომელმაც შეიძლება, მათ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე – რუსეთს. ზუსტად ამ მიდგომებით ვხელმძღვანელობთ ჩვენ. განსხვავებით ამ ქვეყნებისგან, ევროკავშირი და ა.შ. ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები, არც ნატო-ს ქოლგა გვიცავს, არც ევროკავშირის რაიმე ბერკეტები გვიცავს, არაფერი არ გვიცავს, ჩვენ ვართ მარტო ამ მხრივ. გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი რეგიონი. ამიტომ ამ გადმოსახედიდან ვუყურებთ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ და თქვენს ირგვლივ მეგობრული ატმოსფერო შექმნათ. ეს კონფლიქტური სიტუაციებისა და პროვოკაციების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს პარტნიორთან გულწრფელ საუბარს უნდა მოერიდოთ – შესაძლოა, უნებურად საკუთარი საიდუმლო გაამხილოთ და ურთიერთობა გაიფუჭოთ.

კურო

დროა, პირადი ცხოვრება და ურთიერთობები მოაწესრიგოთ. თქვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ენერგიას გაცლიან და წინსვლაში ხელს გიშლიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სანამ გათავისუფლებულ ვაკანსიას დაიკავებთ, კარგად დაფიქრდეთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ.

ტყუპები

სირთულეებით სავსე, არახელსაყრელი დღეა. დილიდან გაღიზიანებული ხართ და განწყობა შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა გაგიფუჭოთ. ამ დღეს კონფლიქტი ფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე წარმოიქმნება. ეცადეთ ურთიერთობები მინიმუმამდე შეზღუდოთ, ნაკლები ისაუბროთ და კამათში არ ჩაერიოთ. ჯობს განმარტოვდეთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ.

კირჩხიბი

დაღლილი და ძალაგამოცლილი ხართ, ამიტომ ახალი რთული საქმის დაწყება სამომავლოდ უნდა გადადოთ – თქვენი ენთუზიაზმი სწრაფად დასრულდება და საქმის შუა გზაზე მიტოვება მოგიწევთ. გაცილებით ნაყოფიერი იქნება გუნდური მუშაობა ან უკვე დაწყებული საქმეების დასრულება. გირჩევთ, საკუთარი ფინანსები აკონტროლოთ – მოსალოდნელია დანაკარგი ან ზარალი.

ლომი

გამორიცხული არ არის, რაღაც ავანტიურაში გაეხვიოთ ან დაუფიქრებელი მოქმედება ჩაიდინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით იმოქმედოთ. შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა – ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას გაჩუქებთ.

ქალწული

ახლობელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მიეცით მათ დრო, რომ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში გაერკვიონ. ამ დღეს შეიძლება ძველი იდეები და გეგმები წარმატებით განახორციელოთ. ახალი ადამიანების გაცნობა და შეხვედრები შეიძლება სასარგებლო იყოს, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე საქმიან შეხვედრებზე გაატაროთ.

სასწორი

კამათისა და დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. დღევანდელ წყენას დიდხანს ვერ დაივიწყებთ, რაც ურთიერთობას გააფუჭებს. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან მისი დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ და დროს ტყუილად დაკარგავთ. გირჩევთ მთელი ყურადღება სახლის საქმეებზე გადაიტანოთ, რაც სტრესისა და უარყოფითი ემოციებისგან გაგათავისუფლებთ.

მორიელი

ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთული საკითხები მოაგვაროთ და დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელოთ. მთავარია, არ გადაიღალოთ, რადგან ძალების აღდგენა გაგიჭირდებათ. დიდი ხნის უნახავ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება.

მშვილდოსანი

სხვა ადამიანებისგან გამუდმებით რაღაცის მოთხოვნა და პრეტენზიები შეიძლება გუნდურ მუშაობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, კოლეგების მიმართ უფრო ლმობიერი და კეთილგანწყობილი იყოთ. პირად თემებზე საუბარი შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს, ამიტომ გირჩევთ საუბრისთვის ნეიტრალური ან საქმიანი თემები აირჩიოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ძველი პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე მარტივი, მაგრამ გონივრული გზა აირჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე ზედმეტი ემოციების გამოვლენას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტყოთ, რომლებიც თქვენს მომავალს მთლიანად შეცვლის.

მერწყული

ამ დღეს შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ, ამიტომ მათთან ურთიერთობისთვის დრო უნდა გამონახოთ. მოლაპარაკებების ან ახალი პროექტების დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. უმჯობესია ის პროექტები გააგრძელოთ, რომლებზეც დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯეთ. სურვილის შემთხვევაში შეიძლება დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ.

თევზები

რთული დღეა, რომელიც თქვენგან ყურადღების მოკრეფას და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. ეცადეთ თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და მნიშვნელოვანი სიახლეები არ გამოგრჩეთ. გავლენიანი ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ.

Звиад Хачидзе стал чемпионом Европы по АРМ-рестлингу

В Финляндии, в городе Лаука состоялася чемпионат Европы в формате Международной федерации по АРМ-рестлингу (IFA), в котором принимали участие ветераны и действующие спортсмены разных весовых категорий из 17 стран мира.

 

В составе сборной Грузии среди 13 спортсменов был ветеран войны и вооруженных сил, Звиад Хачидзе, который на родину вернулся с обладателем 2 золотых и 1 серебряной медалей. Указанный чемпионат был основан в 2019 году и в нем каждый год успешно принимают участие грузинские спортсмены. Сборная нашей страны чемпионат Европы в этом году завершила с 18 медалями. Грузинские спортсмены в разных весовых категориях в соревнованиях с справой и левой рукой завоевали 10 золотых, 6 серебряных и 2 бронзовые медали.

 

Государственная службы по делам ветеранов поздравляет ветерана войны и вооруженных сил Звиада Хачидзе с титулом победителя чемпионата Европы и желает ему еще многих побед и успехов в дальнейшем. Чемпион Европы Звиад Хачидзе готовится к Чемпионату Мира, который будет проходить в сентябре в столице Малайзии Куала-Лумпур. Надеемся, что наш именитый спортсмен из Малайзии также вернется победителем.