Home Blog Page 1930

ვერ და ვერ მოინელა ნაცსექტამ, ახალგაზრდა ადამიანების წარმატება – გიორგი გამსახურდა

„ვერ და ვერ მოინელა ნაცსექტამ,ა ხალგაზრდა ადამიანების წარმატება. ირაკლის შვილს რომ არ გადაწვდნენ სექტა და მათი სატელიტები, არ შეუძლიათ. ეგრე ბიძია მარტო თქვენი ბოლშევიკი წინაპრები იქცეოდნენ. შვილებს გაეშვით თქვე ნაძირლებო. თუ ვინმემ ისწავლა ბიუჯეტის ხარჯზე, ვიცით, მაგრამ ჩუმად ვართ“. – წერს ტვიტერზე გიორგი გამსახურდია.

 

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 სთ-დან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.

რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:

• „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები,

• „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით,

• „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

• „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,

• „თავდაცვის კოდექსი“ მე-2 მოსმენით.

პირს, რომელიც მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, მშვილდაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად 27 ივნისს გაუსწორდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ალეკო ელისაშვილის გამოსვლას პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

“მოქალაქეების” დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის გამოსვლას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება ზურა გირჩი ჯაფარიძის შესახებ ელისაშვილის განცხადებამ გამოიწვია. კერძოდ საკუთარ გამოსვლაში ელისაშვილმა შემდეგი ფრაზით მიმართ ღარიბაშვილს – “ლაზარე გრიგორიადისის და ზურა ჯაფარიძის პრემიერი არ ხართ?”, რის გამოც მას გურამ მაჭარაშვილი და ბეჟან წაქაძე დაუპირისპირდნენ.

უმრავლესობის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ ზურა ჯაფარიძეზე მსგავსი საუბარი არასწორია. სიტუაციის განმუხტვა რამდენიმე წუთში მანდატურებმა შეძლეს, რის შემდეგაც ელისაშვილმა დარბაზი დატოვა.

სიახლე, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 200 ლარი გახდება.

ჯანდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ, არის თუ არა აღნიშნული დახმარება სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვისთვის გათვალისწინებული, სადაც განგვიცხადეს, რომ დახმარება შეეხება ოჯახებს, რომელთა ქულა 120 ათასამდეა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის ქულა 120 ათას არ აღემატებოდა 150-ლარიან დახმარებას იღებდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„დედაქალაქისთვის სირცხვილია ასეთი ადამიანების ამ მნიშვნელოვან დარბაზში ყოფნა”- გივი ჩხარტიშვილი

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გივი ჩხარტიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს აღზრდა დაუწუნა და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ უწოდა. მან საზოგადოებას მოუწოდა, ერთად დადგეს ყველა, ვისაც გააჩნია ღირებულებები. „დედაქალაქისთვის სირცხვილია ასეთი ადამიანების ამ მნიშვნელოვან დარბაზში ყოფნა. ესენი არიან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ადამიანები, რომლებმაც გაყიდეს სამშობლო, ჩააბარეს კოდორი. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუ რამხელა ცოდვაა მათ კისერზე. საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს მინდა მივმართო, ზუსტად ახლა იწყება ის პროცესი, რასაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის დასრულება ჰქვია და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ყველანი ერთად დავდგეთ, ვისაც გაგვაჩნია ღირებულებები, რადგან რა ძალასთან გვაქვს საქმე, ყველა კარგად ვხვდებით. ვისაც უნდა, რომ გაატაროთ პოლიტიკა, რომელიც ანტიქართულია, კიდევ ერთხელ ხელს შევუშლით და აუცილებლად დავამარცხებთ 2024 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

“პოლიციის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა… ვერავინ ვერ გამოიყვანს” – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას, თქვა:

“არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო მის მიმართ. არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არც არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან, რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს.”

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

კასპში, “ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მათი ცნობით, გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კასპში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

,,ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ”- კობახიძე

“დეპუტატები იყვნენ, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია ამ პატივისცემის გამოხატულება იყო,” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობიდან სოლიდარობის ნიშნად მხოლოდ რამდენიმე ლიდერი არ დაესწრო.

“დეპუტატები იყვნენ, რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, კონსულტაციები გვქონდა, რა თქმა უნდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია ამ პატივისცემის გამოხატულება იყო,” – განცხადა ირაკლი კობახიძემ

,,კანონდარღვევაზე სახელმწიფოს პასუხი იქნება 10–ჯერ მეტი”- ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კანონდარღვევაზე სახელმწიფოს პასუხი იქნება 10–ჯერ მეტი, ისე, როგორც ეს მოხდა 7–8 მარტს. შეგახსენებთ, 7–8 მარტის მოვლენებისას, ხელისუფლებას ერთ–ერთ ნაწილად, სწორედ ძალის გადამეტებას ედავებიან და არის, თუ არა, ძალის გადამეტება, როცა “ნებისმიერ კანონდარღვევაზე პასუხი არის 10–ჯერ” მეტი და არა პროპორციული? “პრიგოჟინის ამბოხის მიმართ მათი აღტაცება და მათი გამონათქვამები და მიზნები, მათი ბინძური ზრახვები, ყოფილი არარაობა ჭიაბერაშვილის გამონათქვამები. საერთოდ რისი თავი აქვთ, ამათ თუ წარმოუდგენიათ, ამათ რამე გაბედონ და ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ხალხი ასე დაუწყებს ყურებას, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მიიღებენ ათჯერ მეტ პასუხს, როგორც მიიღეს პასუხი 7-8 მარტს, ათჯერ მეტს მიიღებენ პროპორციულად, როგორც მოიქცევიან, ეს დესტრუქციული ჯგუფები. ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ჩვენი პოლიცია, უსაფრთხოების სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან, არავის ვაპატიებთ პატარა გადაცდომას.”

რუსული Red Wings -ი თბილისსა და ქუთაისში ფრენას იწყებს

რუსული Red Wings -ი თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ფრენას იწყებს. ავიაკომპანია მოსკოვი-ქუთაისის და სოჭი-თბილისის ავიარეისებს შეასრულებს. კომპანიამ ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით,  მოსკოვი-ქუთაისის რეისი 10 ივლისიდან აიღებს სტარტს.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენის ხანგრძლივობა 3 საათასა და 40 წუთს შეადგენს და ის 100 ადგილიანი ლაინერებით SSJ100 -ით შესრულდება. ბილეთები უკვე იყიდება.

ავიკომპანია ფრენას აპირებს სოჭი- თბილისი-სოჭის მიმართულებითაც. ამ  მიმართულებაზე  პირველი რეისი 11 ივლისს შესრულდება. ბილეთის ღირებულება თბილისის მიმართულებით 6070 რუბლიდან იწყება.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს. Georgian Airways თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან ასრულებს. ფრენებს ასრულებს რუსული “აზიმუტიც”. 

სისხლიანი გარჩევა ახალქალაქში

სისხლიანი გარჩევა მოხდა ახალქალაქში, რა დროსაც ერთმა ახალგაზრდამ მეორე ფეხის არეში დაჭრა. ადგილობრივების თქმით,  მომხდარი წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, მომხდარზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

არსებული ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.