საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის სოფელი სამება იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის სოფელი სამება იყო.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტებზე, ერთ-ერთი კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, მოქალაქეებისგან მიიღეს ჯამში 568 120 ლარი, რომლითაც უნდა შეეძინათ ავტომანქანები და ჩამოეყვანათ საქართველოში. ნაცვლად აღნიშნულისა, ბრალდებულების მიერ მიღებული თანხები გაფლანგული და არამიზნობრივად იქნა გახარჯული. ამავე დროს, მოქალაქეებთან არსებული და მოსალოდნელი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა მოჩვენებითი გარიგებით გადამალეს კომპანიის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით, 740 000 ლარის ღირებულების ქონება, რათა დაზარალებულებს არ ჰქონოდათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 205-ე პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანია PSP აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას.
ამჯერად კომპანიამ 25 დასახელების მედიკამენტი, 44 766 კოლოფი, შემოიტანა. ყოველდღიურად PSP-ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ მედიკამენტს სთავაზობს.
„თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.
ახალი რეგულაციის ამოქმედების შედეგად, 2022 წლის თებერვლიდან PSP ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ კომუნიკაციას თურქეთის სადისტრიბუციო კომპანიებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; ამ ეტაპზე ის 25 დასახელების მედიკამენტი შემოვიტანეთ, რომელზეც თურქეთიდან ექსპორტის ნებართვა აქვთ დისტრიბუტორებს. ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ – აცხადებენ PSP-ში.
R
უკრაინა კონტრშეტევით ოპერაციას განაგრძობს და იუწყება, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი სანგრები და პოზიციები დაიკავეს.
გენერალური შტაბის ცნობით, აღმოსავლეთ ფრონტთან ერთად, ქვეყნის დამცველები პოზიციებს სამხრეთ ფლანგზეც იმყარებენ. ბრძოლის ველზე უკრაინული ძალების წარმატების პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ ღამით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის გამო, კიევის, ჩერნიჰივის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
მანამდე კი საოკუპაციო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს სუმის ოლქზე. მოხდა 170-მდე აფეთქება. ვრცელდება ცნობები 5 დაღუპულისა და ნგრევის შესახებ. ოფიციალური კიევი დასავლეთს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სუმზე დრონების იერიშის დროს, საცხოვრებელი სახლების გარდა, დარტყმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზეც იქნა მიტანილი.
მისივე თქმით, უკრაინაში კვლავინდებურად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობა აღინიშნება, რაც ტერიტორიის დაცვას ასუსტებს.
“მტერი ამით სარგებლობს, დღევანდელი დღე ამის მაგალითია – ირანული დრონებით განხორციელებული რიგითი დარტყმა, კერძოდ, საცხოვრებელ სახლებზე და ასევე, უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე”, – დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამ საკითხზე მან უკრაინულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, „ყველაფერმა პიკს მიაღწია“, რის გამოც კიევმა „მკვეთრი, მაგრამ სამართლიანი ნაბიჯი“ გადადგა.
„როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას იმსახურებს“, – განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, საქართველოს ელჩს დღეს დილით გამოიძახებენ, და „მასთან სათანადო საუბარი ექნებათ“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
ვერძი
ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ, რომ რთულ კითხვებზე პასუხი მიიღოთ. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა საოჯახო საქმეებისა და ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. თუმცა ნათესავებთან ურთიერთობების გარკვევისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ ეცადეთ, ნეიტრალურ თემებზე ისაუბროთ.
კურო
შესძლოა, უსიამოვნო ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. მოერიდეთ ინტრიგებში ჩართვას და კოლეგებთან კონფლიქტს – ამ დღეს საქმის კეთება მარტოობაში ჯობს. ეცადეთ, უარყოფითი გავლენის შესამცირებლად გარშემო მყოფებთან ურთიერთობა შეზღუდოთ. ფიზიკური შრომა და ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
რთული და დაძაბული დღეა. ბევრი რამ გაღიზიანებთ და საქმეზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და არავითარ შემთხვევაში დისკუსიაში არ ჩაერიოთ. გირჩევთ, დროულად დაასრულოთ საქმეები, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. სავარაუდოდ, უახლოესი დღეების გეგმების შეცვლა მოგიწევთ.
კირჩხიბი
დრო გამონახეთ, რათა ბუნებაში გახვიდეთ და დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ. ქალაქის აურზაურიდან გაქცევა თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება. გირჩევთ, სამსახურში კოლეგებთან კამათს და დისკუსიებს მოერიდოთ – შეიძლება უნებურად ვინმე გაანაწყენოთ.
ლომი
განწყობა მარტის ამინდივით სწრაფდ გეცვლებათ, ამიტომ სამუშაოზე ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ, როდესაც თქვენი ემოციური მდგომარეობა უფრო მშვიდი და სტაბილური გახდება.
ქალწული
სამუშაო, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ, ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ თუ შესაძლებელია, მასზე უარი თქვით. ამ დღეს უცნობების რჩევა არ გამოგადგებათ, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ. კარგად ნაცნობი საქმეები თვითშეფასებას აგიმაღლებთ.
სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეზღუდოთ. გახსოვდეთ, რომ ურთიერთბრალდებები მხოლოდ სიტუაციას გააუარესებს. ეცადეთ, თავისუფალი დრო განმარტოებით გაატაროთ და გონება დაასვენოთ.
მორიელი
წარმატებული დღეა, განსაკუთრებით, მისი პირველი ნახევარი. თამამად შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დანიშნოთ ან ის აკეთოთ, რაც აქამდე არ გამოგდიოდათ. ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ – თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული, უსარგებლო ნივთების შეძენისგან.
მშვილდოსანი
ეს დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციას და თავდადებას მოითხოვს. გინდათ თუ არა, ბევრი რთული საკითხის მოგვარება და მნიშვნელოვან საქმეში წინსვლა გელით. ეცადეთ, ოპტიმისტურად, პოზიტიური შედეგისთვის განეწყოთ, ვარსკვლავების განლაგება პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
მთელ დღეს შინაგანი დისკომფორტის განცდა გაქვთ. მალე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დადგება. ეცადეთ, ამისთვის შინაგანად მოემზადოთ და წარსულის პრობლემებისა და უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლდეთ. მენეჯმენტი თქვენს შრომისმოყვარეობას აუცილებლად დააფასებს.
მერწყული
შესაძლოა, პარტნიორის წესიერებაში ეჭვი შეგეპაროთ. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გარშემო მყოფები გეუბნებიან და რაც მთავარია, ნუ მისცემთ მათ თქვენით მანიპულირების უფლებას. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და საბოლოოდ ძლიერ მეგობრობაში გადაიზრდება. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ნერვული აშლილობა გამოიწვიოს.
თევზები
თქვენს უყურადღებობას შეიძლება სერიოზული შეცდომა მოჰყვეს, ამიტომ გირჩევთ, შემოსული ინფორმაცია ყურადღებით შეამოწმოთ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადეთ და დღე მშვიდად გაატარეთ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
„მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ის არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო.
მისი დაკავება და ციხეში ყოფნა ადამიანის უფლებების დარღვევად მიმაჩნია“, – წერს ანდრეი ერმაკი Twitter-ში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ფინური კომპანიების რუსეთთან ვაჭრობის ბრუნვამ, სულ მცირე, 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონაცემების მიხედვით, უკრაინაში მასშტაბური ომის დროს, საქონელი ფინეთიდან მიეწოდებოდა, მაგალითად, რუსეთის მსხვილ მაღაროებს. ამასთან, ორმხრივი ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 1.5 მილიარდ ევროზე მეტია, რადგან საბაჟო მონაცემები ფინური კომპანიების მხოლოდ ნაწილს ეხება.
მაგალითად, ფინურმა კომპანია Metso Outotec-მა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიითა და აღჭურვილობით სამთო, გადამამუშავებელი და ლითონის მრეწველობას, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ გამოაცხადა, რომ წყვეტს მიწოდებას რუსეთში. სინამდვილეში კი კომპანიამ რუსეთში ვაჭრობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში განაგრძო.
გარდა ამისა, ომის დაწყებიდან ფინურმა კომპანიებმა რუსეთიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის ქიმიკატები შემოიტანეს ქვეყანაში.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოლიგარქები, რომლებიც იმ კომპანიების ბენეფიციარები არიან, სანქციების ქვეშ იმყოფებიან, აღნიშნული ვაჭრობა ლეგალური შეიძლება იყოს.
პია სარივაარას თქმით, რომელიც პასუხისმგებელია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სანქციების საკითხზე, კომპანიასთან ვაჭრობა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ სანქციებს დაქვემდებარებული რუსი მფლობელის წილი 50%-მდეა.