“ასეთი ულტიმატუმით გათავისუფლების მაგალითი ძნელი მოსაძებნია”-ვასილ მაღლაფერიძე

0
196
spot_img

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება, სადაც ზელენსკი სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.

როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, პატიმრის ამ ფორმით გათავისუფლება რომ სრულიად გამორიცხულია, რასაკვირველია, ეს ძალიან კარგად იციან უკრაინაშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს მიზეზი, რის გამოც ზელენსკიც და მისი წინამორბედებიც იძულებულნი იყვნენ განსაკუთრებული მფარველობა გაეწიათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილისთვის.

მისივე თქმით, ნათელია, რომ ამგვარი ულტიმატუმით დამნაშავის გათავისუფლება, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას ნიშნავს.

“მიუხედავავად უკრაინის პრეზიდენტის ულტიმატუმის სიმწვავისა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, მართლაც სურს თუ არა ზელენსკის სააკაშვილის გათავისუფლება.

სახელმწიფოებს შორის ურთიერთობათა ისტორია იცნობს დაპატიმრებული ჯაშუშების, დისიდენტების და სხვადასხვა ტიპის პატიმრების გაცვლაზე უამრავ ღია და ფარულ შეთანხმებას სხვადასხვა ფორმით, მაგრამ, ასეთი ულტიმატუმით გათავისუფლების მაგალითი ძნელი მოსაძებნია.

ნათელია, რომ ამგვარი ულტიმატუმით დამნაშავის გათავისუფლება, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას ნიშნავს.

უფრო მეტიც, ასეთი ულტიმატუმი ამ თემაზე რაიმე მოლაპარაკების ან კონსულტაციების გამართვის ყოველგვარ შესაძლებლობას სპობს და ამთავრებს.

პატიმრის ამ ფორმით გათავისუფლება რომ სრულიად გამორიცხულია, რასაკვირველია, ეს ძალიან კარგად იციან უკრაინაშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს მიზეზი, რის გამოც ზელენსკიც და მისი წინამორბედებიც იძულებულნი იყვნენ განსაკუთრებული მფარველობა გაეწიათ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილისთვის, რომელიც ხშირად არღვევდა დიპლომატიურ ეტიკეტს და უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა უკრაინის ხელისუფლებას.

უკრაინის ხელისუფლებაში, ალბათ, ასევე საქმის კურსში იყვნენ საქართველოში სააკაშვილის არალეგალურად შემოსვლის შესახებაც, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ამბავი ძალიან მოსწონდათ.

ერთი რამ ცხადია, შეუძლებელია, უკრაინაში არ გაეთვალათ, რომ ზელენსკის ამ ულტიმატუმმა დაასრულა ყოველგვარი მითქმა-მოთქმა სააკაშვილის კანონის გვერდის ავლით გათავისუფლებზე ან შეწყალებაზე”- წერს ვასილ მაღლაფერიძე Facebook-ზე.