Home Blog Page 1913

“სახელმწიფოს როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა, მსგავსიც კი, როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, შოვის რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო”

როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვერტმფრენი „მი 8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, დიახ, აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა. გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

“შოვის სტიქიის დროს, სამაშველო ოპერაციისას ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო”

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას, შოვის სტიქიის დროს მიღებული შეტყობინების პირველივე წუთებიდან მომხდარ რეაგირებასა და ჩატარებულ სამაშველო ღონისძიების შესახებ ისაუბრა.

გომელაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება მოისმინა.

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში, სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ვაწვდიდით გადამოწმებულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, შევეცდები კიდევ ერთხელ ამომწურავად გავცე პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებისგან მივიღე. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ობიექტური რეალობა, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, ფაქტებზე დაყრდნობით, სიღრმისეულად მივუდგეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ.

მოგეხსენებათ, 3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით, დაახლოებით ხუთ მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტეროტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა დაღუპულების პოვნა შეგვძლებოდა. დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ერთ პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მისი პოვნის თეორიული შანსი იარსებებს. სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

“სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე” – ვახტანგ გომელაური

შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები, – ამის შესახებ შინაგან
საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე.

„სტიქიის ზონაში პირველი ვერტმფრენის მისვლამდე გაცილებით ადრე, შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ასევე უმოკლეს დროში ადგილობრივი საპოლიციო ძალები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები, რომლებმაც დაიწყეს სამაშველო ღონისძიებების განხორციელება. სწორედ თანმიმდევრული რეაგირების შედეგად გახდა შესაძლებელი სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის უვნებლად გამოყვანა. შესაბამისად, სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით წარმართვაზე აქცენტირება არის არასწორი შეფასება და სიცრუე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

“ვხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის გარკვეული უთანხმოებაა” – დიმიტრი პესკოვი

კიევსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის უთანხმოება გაიზრდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თმით, ეს გარდაუვალია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის არის გარკვეული უთანხმოება, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს დაძაბულობა ვარშავასა და კიევს შორის გაიზრდება. გვესმის, რომ უთანხმოება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორის დროთა განმავლობაში ასევე გაიზრდება. ეს გარდაუვალია“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

როგორც პესკოვმა განაცხადა, მოსკოვი აგრძელებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რათა შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც რუსეთს აქვს დასახული.

“გერმანულმა სახელმწიფო კომპანიამ რუსეთთან თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა განაახლა” – Bloomberg

გერმანიაში ნაციონალიზებული რუსეთის „გაზპრომის“ ყოფილი ქვეგანყოფილება Europe GmbH-ი (SEFE) ოქტომბრის დასაწყისში, ციმბირში, იამალის ქარხანაში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის ჩატვირთვას და ტრანსპორტირებას გეგმავს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გერმანიამ SEFE-ის ნაციონალიზაცია გასულ წელს, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის პიკის დროს მოახდინა.

პორტის ინფორმაციით, SEFE-ის კუთვნილი ხომალდი ბელგიის გავლით მდინარე ამურზე აიღებს რუსულ ტვირთს და ოქტომბრის ბოლოს ინდოეთამდე ჩაიტანს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიას იამალის თხევადი გაზის მოცულობის შესყიდვაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც „გაზპრომისგან” მემკვიდრეობით მიიღო. მას ასევე აქვს ცალკე გრძელვადიანი მიწოდების ვალდებულებები ინდური კომპანიის, GAIL Ltd-ის, მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი ინდოეთში მიემართება, გერმანული სახელმწიფო კომპანია, რომელსაც რუსეთთან შეთანხმებები აქვს, გარკვეულ განგაშს იწვევს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება გერმანიის დაპირებას, თავი აარიდოს რუსული თხევადი ბუნებრივი აირით ოპერირებას, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ამ საკითხს სწავლობს.

“ჩვენ ვავითარებთ ანაკლიის პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით” – ლევან დავითაშვილი

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დღეს ჯერ არ გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს საპორტო, სარკინიგზო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სრულად ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. გვაქვს პოტენციალი, რომ ქვეყანაში არსებული საპორტო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით არათუ უარი ვთქვათ ახალ ტვირთებზე, არამედ ვიმუშაოთ ტვირთბრუნვის ზრდაზე, ახალი ბაზრების განვითარებაზე, ახალი ტვირთების მოზიდვაზე”, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ის ინტერპელაციის წესით დეპუტატთა კითხვებს პასუხობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

როგორც ლევან დავითაშვილი აცხადებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი, თუმცა, მისი წარმატებით განხორციელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სწორად არის ჩამოყალიბებული პირობები და სწორად და პასუხისმგებლობით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ასევე კონტექსტი არის სათანადოდ აღქმული და გათვალისწინებული. „სხვა შემთხვევაში რთულია, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო და ჩვენ ვნახეთ, რომ ის აქამდე ვერ განხორციელდა”, – აღნიშნა მან.

ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ზრდა-განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მათ შორის, ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ბოლო წლებში შთამბეჭდავია ტრანსპორტის და დასაწყობების წილი და როლი ეკონომიკაში – 2021 და 2022 წლებში ის განსაკუთრებით გაიზარდა, 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტში 6.5%-მდე.

„თავად ტრანსპორტის დარგის ზრდა იყო ძალიან შთამბეჭდავი – 2021 წელს გვქონდა 28.9%, 2022 წელს – 28.4% და მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს 2023 წლის პირველ ნახევარშიც. ანუ, ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც შეიძლება საქართველოს ეკონომიკისთვის ტვირთბრუნვის ზრდას ჰქონდეს, ასეც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვახერხებთ არსებული ინფრასტრუქტურით. თუმცა, განვაახლეთ პროგნოზები, რომელიც გაკეთებულია წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური საერთაშორისო კომპანიის მიერ და როდესაც ვსაუბრობთ ანაკლიის პროექტის საჭიროებაზე, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა, მაგრამ საჭიროა გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ გრძელვადიან ზრდას ვუპასუხოთ განახლებული ინფრასტრუქტურით” – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

კიდევ ერთ ფაქტორი, რომელსაც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს – მნიშვნელოვანია კოორდინაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად. მისი განმარტებით, ანაკლიის პროექტიც, ფოთის და ბათუმის პორტებიც და ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც ემსახურებიან ე.წ. შუა თუ ცენტრალურ დერეფანს, რომელიც საქართველოს აკავშირებს ევროპასთან და ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთის ქვეყნებთან. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას დერეფნის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობები.

„შუა დერეფნის განვითარებაში ჩვენთან ერთად ჩართული მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების გეგმები და ჩვენი გეგმები დროში სრულიად თანხვედრაშია. ჩვენ ვავითარებთ ანაკლიის პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში – იმ დროს, როცა საქართველოს შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება და დერეფანში კიდევ უფრო მეტი ტვირთი გვექნება” – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

რაც შეეხება ვადებს – ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ნავსადგურის ოპერირების დაწყება უნდა მოხდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის (კონცესიონერის) მიერ მშენებლობის დაწყებიდან 3 წლის ვადაში. მშენებლობის დაწყების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვე. მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდში ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებული იქნება და მშენებელი კომპანია იურიდიულად მზად იქნება სამუშაოების დასაწყებად.

“ოპოზიციის აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან იმართება, რადგან ცოტანი არიან, წინა მხარეს ბევრი ხალხი ვერ შეკრიბეს” – მამუკა მდინარაძე

ოპოზიციის აქციაზე ცოტა ხალხი იმიტომ არის, რომ აქციებს ტყუილზე აფუძნებენ. ყალბ პროტესტს გასაქანი ვერ ექნება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მასობრივი პროტესტი მაშინ იარსებებს, როცა ამას რეალური საფუძველი აქვს.

„თქვენი აზრით, ოპოზიციის აქცია რატომ იმართება პარლამენტის უკანა შესასვლელთან და არა – წინა მხარეს? ცოტანი არიან და ამიტომ არიან უკან. ბევრი ხალხი ვერ შეკრიბეს წინა მხარეს, რადგან ტყუილს საზოგადოება არ აჰყვა და არ აჰყვება. ტყუილ ნარატივზე დაფუძნებული პროტესტი ვერ იარსებებს. მასობრივი პროტესტი მაშინ იარსებებს, როცა ამას რეალური საფუძველი აქვს. რაც არ უნდა სატელიტი „ენჯეოები“ და ტელევიზიები დაეხმარონ, პროტესტი ხელოვნურად იშვიათად ხდება, თუმცა ამ ქვეყანაში ხელოვნური პროტესტიც გვინახავს საუკუნის აფიორიდან გამომდინარე. მაგალითად, აგენტების კანონს „რუსული კანონი“ რომ დაარქვეს. ამერიკული კანონი რუსულ კანონად მოინათლა და რამდენიმე ათასი ადამიანი ამის გასაპროტესტებლად იყო გამოსული. ეს ფაქტი შედგა, ამ ადამიანების მოტყუება შეძლეს. ცოტა ხალხი იმიტომ არის, რომ აქციებს ტყუილზე აფუძნებენ. ყალბ პროტესტს გასაქანი ვერ ექნება, რადგან ეს ყველაფერი სიცრუეზეა დაფუძნებული. ამ ადამიანებს შორისაა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუბლებით დაფინანსებული ადამიანი და შეიძლება, ამ ადამიანმა ვინმეს რუსი დაარქვას? ეს შეუძლებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის არმიამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობა დაბომბა

უკრაინის არმიამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობა დაბომბა.

სევასტოპოლის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

გავრცელებული ცნობით, რაკეტის ნამსხვრევები სევასტოპოლის ცენტრში დაეცა.

პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლის ყურეზე კვამლის საფარი გაუშვეს, თუმცა ტერიტორიაზე შავი კვამლიც შეინიშნება.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

“იმდენი განცხადება მოვისმინეთ ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომ არ გამიკვირდება კიდევ ბევრჯერ დააანონსოთ” – ანა წითლიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედი, თქვენი ხელისუფლების პირობებში როგორი იქნება, არ ვიცით. არ ვიცით, იმიტომ, რომ 11 წლის განმავლობაში, თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ, რაც დაგიტოვეთ, ის შეგენარჩუნებინათ და იმისთვის მოგევლოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უსმენენ.

მისივე თქმით, ანაკლიის გაპარტახებაზე, მიტოვებულ შენობებსა და განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ მაშინ დაეკისრება, როცა ხელისუფლებაში არ იქნება.

„ბატონო მინისტრო, თქვენ და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატსაც იგივე მინდა ვკითხო – ბოლოს ანაკლიაში როდის იყავით? ქვიშის გორები ნანახი გაქვთ? ნანახი გაქვთ, რა თქმა უნდა, ეს ქვიშის გორები, უბრალოდ არ იმჩნევთ. არ იმჩნევთ იმას, რომ უკვე ორი წელია ანაკლიელები იხრჩობიან ამ ქვიშის გორებში და თქვენ რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში აქ იყავით, ანაკლიელების თხოვნა გადმოგეცით, მაგრამ პრობლემა არის იგივე. ნიავზეც კი შეუძლებელია ანაკლიაში ადამიანმა ისუნთქოს და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას მთელი ანაკლია. სანამ თქვენ აქ ყველა ერთად გადაფარებული ხართ რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს, ანაკლიელები იწამლებიან. პრინციპში, ანაკლიელები რომ არ გაინტერესებთ და არც საქართველოს მოქალაქეები გაინტერესებთ, ეს არახალია. განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, როდესაც სისტემა გადაეფარა რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა იმაში, რომ დღემდე ანაკლიის პორტი არ აშენდა. ირაკლი ჩიქოვანი ასაკით ჩემზე დიდია და წესით, უნდა ახსოვდეს ძალიან კარგად, როგორი იყო ანაკლია და როგორი წარმოუდგენელი იყო ანაკლიაში რაიმე გაკეთებულიყო. კონფორმისტი რომ არ იყოს ირაკლი ჩიქოვანი, ობიექტურობისთვის აუცილებლად აღნიშნავდა, რომ რომ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის დავალებით ციხეში გიზით, ანაკლია უბრალოდ არ იქნებოდა. მაინტერესებს, სასტუმრო „ოქროს საწმისი“, რომელიც დაგიტოვეთ ანაკლიაში, ფუნქციონირებადი, რატომ არის მიტოვებული, რატომაა ბალახები ამოსული, რატომაა დაკეტილი? „ოქროს საწმისის“ გვერდით მშენებარე სასტუმრო, რომელიც დაგიტოვათ წინა ხელისუფლებამ და დასასრულებელი თანხაც დაგიტოვათ, რატომაა ეს სასტუმრო მიტოვებული? ანაკლიის სანაპიროზე როდის იყავით ბოლოს, როდის ჩაატარეთ ნაპირსამაგრი სამუშაოები და გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ფაქტობრივად, ნახევარი სანაპირო წელს ზღვამ წაიღო?!

ზღვაში რომ დგას იაპონური რესტორანი გახსნილი დაგიტოვეთ, ფუნქციონირებდა, ახლა რატომ არის შიგნით ნაგავი, რატომ არის მთელი ანაკლია გაპარტახებული და მიტოვებული? წარმოუდგენელია იმას ხედავდეთ, რაც ანაკლიაში ხდება და გული არ შეგტკიოდეთ. ანაკლიელები ანაკლიიდან გარბიან და კარგად იცით თქვენც. გარბიან იმიტომ, რომ არაა სამუშაო ადგილები არც რეგიონში და არც ქვეყანაში. და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს გარდა იმისა, რომ დიდი რეგიონალური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, სამეგრელოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს უნდა ყოფილიყო ათასობით სამუშაო ადგილი. არ მიკვირს, რომ დააანონსეთ ანაკლიის პორტი ვითომ აშენდებაო, 2016 წლიდან იმდენი განცხადება მოვისმინეთ ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომ არ გამიკვირდება კიდევ ბევრჯერ დააანონსოთ. მაგრამ გეტყვით რა იქნება, რაც არაერთხელ გვინახავს, მათ შორის ანაკლიელებს. ორ ტრაქტორს დააყენებთ, ორდღიან სამუშაოებს ჩაატარებთ, საარჩევნოდ ეცდებით, რომ მოატყუოთ საქართველოს მოქალაქეები. ამ ორი ტრაქტორის შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედი, თქვენი ხელისუფლების პირობებში როგორი იქნება, არ ვიცით. არ ვიცით, იმიტომ, რომ 11 წლის განმავლობაში, თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ, რაც დაგიტოვეთ, ის შეგენარჩუნებინათ და იმისთვის მოგევლოთ. ამიტომაც აქციეთ ანაკლია მიტოვებულ და გაპარტახებულ ქალაქად, სადაც უბრალოდ რომ შეხვიდეთ, ნორმალურ ადამიანს, გული მოუკვდება“, – განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, არავის სჯერა, რომ ანაკლიის პორტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აშენდება.

„აქ იკითხეს, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემიო და როდის დასრულდება ან დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობაო – არ ვიცი კიდევ ვინმე თუ დარჩა, რომელსაც სჯერა, რომ თქვენი, რუსული ხელისუფლების პირობებში შეიძლება ანაკლიის პორტი აშენდეს. იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არამხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურადაც, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ. თქვენ ვინ გკითხავთ, ბატონო მინისტრო, ანაკლიის პორტი აშენდება თუ არა ან ირაკლი ჩიქოვანს ვინ კითხავს. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ თქვა და თქვენ რასაც აკეთებთ 11 წელია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არის ის, რომ მხოლოდ ასრულებთ მის ბრძანებას, მაგრამ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენება, ანაკლიელები აუცილებლად აბრუნდებიან ანაკლიაში და საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებიან ამ ქვეყანაში! მანამდე თქვენც უნდა იცოდეთ, რომ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ანაკლია და ანაკლიის პორტი 11 წელია ამ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ახლაა. ანაკლიის გაპარტახებაზე, მიტოვებულ შენობებსა და განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა, როცა ხელისუფლებაზე არ იქნებით, აუცილებლად დაგეკისრებათ ყველას“, – განაცხადა წითლიძემ.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის” – გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიცია პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობიდან პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები უკან გაეწვია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასე რომ ვერ მოხდა, შემდეგ შტურმი სწორედ ამ კანდიდატებზე მიიტანეს.

„პრეზიდენტს არაფერს ეკითხებიან. ეს კანდიდატები თუ არ უნდოდათ, პრეზიდენტმა რატომ წარმოადგინა? რატომ არ ეკითხებიან? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაბარგდა ოპოზიციის ბანაკში. მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ თქვა, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს ბანაკშიაო. სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“ტრაგედიით სარგებლობა ყველაზე დიდი ამორალური რამ არის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო”-მამუკა მდინარაძე

ტრაგედიით სარგებლობა ყველაზე დიდი ამორალური რამ არის, რაც კი შეიძლება, ადამიანმა მოიფიქრო და ამას ახერხებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„მე არ მიადვილდება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როდესაც მათ ინფორმაციაც აქვთ და ალბათ დღეს კიდევ ერთხელ მოისმენენ ამ ინფორმაციას, რა მდგომარეობაში ამოჰყავდათ მაშველებს გარდაცვლილი ადამიანები, რამდენად მყისიერი იყო თუ არა ადამიანების გარდაცვალება იმ უდიდესი ტრაგედიის დროს, ამის შემდეგ რომ კიდევ საუბარს აგრძელებენ, ამაზე დიდი ამორალურობის წარმოდგენა შეუძლებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებს „რაღაც ფუსფუსი აქვთ და რაღაცისთვის ემზადებიან“.

„ახლა ლევან დავითაშვილს პრაქტიკულად არ უსმენს ოპოზიცია. რამდენიმე ადამიანია დარბაზში და რაღაც გეგმებს ალაგებენ. იქვე იგრძნობა, ისე გოიმურად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაც მითითებებს აძლევენ ერთმანეთს, დიდი ფუსფუსი აქვთ გაჩაღებული. როგორც ჩანს, რაღაცას მოაწყობენ, მაგრამ ეს არ ვიცი. რაღაც ფუსფუსი აქვთ და რაღაცისთვის ემზადებიან, ისე გოიმურად და ისე რაღაცნაირად, არ ვიცი, რა დავარქვა. არ აინტერესებს ამ ხალხს არცერთი თემა. ანაკლიაზე ვლაპარაკობთ და რომან გოცირიძე ლაპარაკობს, იქ ნატო-ს წყალქვეშა ნავები უნდა განვათავსოთო. არასერიოზული ხალხია, მაგრამ ამ ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს აგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს. ეს სპექტაკლი, რაც მათ დღეს უნდა მოაწყონ, ამ ამორალურობის ხარისხის პიკს აღწევს, რომ ამასთან დაკავშირებითაც კი შეუძლიათ, თავისი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იზრუნონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული -ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ანაკლიის განვითარებისთვის ოცი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში უკვე არის ასახული მიმდინარე წელს 20 მლნ ლარი ანაკლიის განვითარებისთვის. ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან, პროცედურის შესაბამისად, ჩვენ ვხედავდით, რომ ბოლო კვარტლამდე ეს ხარჯები გასაწევი არ გვექნებოდა და ბიუჯეტს ვგეგმავთ უფრო კონსერვატიულად. რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება, შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, მონაცემები ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული იყო დაფინანსება ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში, ესეც შესაბამისობაშია ბიუჯეტის კანონთან. განახლებულია, მათ შორის, პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანიამ, MTBS-მა განაახლა და ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების ცვლილება. იმედი გვაქვს, შემცირდება, თუმცა პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.