“გერმანულმა სახელმწიფო კომპანიამ რუსეთთან თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა განაახლა” – Bloomberg

335
spot_img

გერმანიაში ნაციონალიზებული რუსეთის „გაზპრომის“ ყოფილი ქვეგანყოფილება Europe GmbH-ი (SEFE) ოქტომბრის დასაწყისში, ციმბირში, იამალის ქარხანაში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის ჩატვირთვას და ტრანსპორტირებას გეგმავს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გერმანიამ SEFE-ის ნაციონალიზაცია გასულ წელს, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის პიკის დროს მოახდინა.

პორტის ინფორმაციით, SEFE-ის კუთვნილი ხომალდი ბელგიის გავლით მდინარე ამურზე აიღებს რუსულ ტვირთს და ოქტომბრის ბოლოს ინდოეთამდე ჩაიტანს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიას იამალის თხევადი გაზის მოცულობის შესყიდვაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც „გაზპრომისგან” მემკვიდრეობით მიიღო. მას ასევე აქვს ცალკე გრძელვადიანი მიწოდების ვალდებულებები ინდური კომპანიის, GAIL Ltd-ის, მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ტვირთი ინდოეთში მიემართება, გერმანული სახელმწიფო კომპანია, რომელსაც რუსეთთან შეთანხმებები აქვს, გარკვეულ განგაშს იწვევს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ეწინააღმდეგება გერმანიის დაპირებას, თავი აარიდოს რუსული თხევადი ბუნებრივი აირით ოპერირებას, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გამო.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ამ საკითხს სწავლობს.