Home Blog Page 1897

,,დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული”- მდინარაძე პრეზიდენტზე

„თუკი სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ შეიძლება სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, მოვუწოდებთ, საქართველოშიც შეიძლება იგივე გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, 26 მაისის ღონისძიებაზე. ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ როდესაც გამოდის საქართველოს პარლამენტში, 26 მაისის ღონისძიებაზე, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„2023 წელია და ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა, ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს პარლამენტში გამოვა, თუ სხვა ღონისძიებაზე, მათ შორის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. აქედან გამომდინარე, უნდა ვთხოვოთ, რომ თუკი შეუძლია მას შედარებით, (გასაგებია, რაღაც პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო), მაგრამ, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ შეიძლება სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, მოვუწოდებთ, რომ საქართველოშიც შეიძლება იგივე გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, 26 მაისის ღონისძიებაზე და ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, მაგრამ მთავარია ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„საქართველო ამ მოცემულობით, სხვაზე მეტად და ამას ევროკავშირიც და მისი კრიტერიუმებიც ადასტურებს, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა დანარჩენი არის დეტალები, რომელსაც შეიძლება მნიშვნელობაც შედარებით აღარ მივანიჭოთ, მაგრამ შედარებით დაბალანსებული, ობიექტური გამოსვლები შეიძლება მისასალმებელიც იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე”- მაკრონი

15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე 2022-ში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ამასთან, მაკრონი აღნიშნავს, რომ ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია.

„ფსონები მაღალია, რადგან ომი ჩვენს საზღვრებთანაა. უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს, 15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია. ვლადიმერ პუტინის მიუნხენში სიტყვით გამოსვლა 2007 წელს, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, შემდეგ მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე – 2022-ში. ის, რასაც რუსეთი ომის დაწყების წინა დღეს ითხოვდა და გაწერილი იყო ხელშეკრულებების პროექტებში, მიუღებელი იყო. ეს იყო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იქნებოდა. ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია. თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს მოკავშირეები. როდესაც ქვეყანა ირჩევს დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, ის არასდროს წარმოადგენს საფრთხეს თავისი მეზობლისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მებრძოლი ზვიად გიგანი დაიღუპა.

არსებული ცნობით, ის ის უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.

„უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და განხორციელდება საჭირო პროცედურები“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში საქართველოს 43 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“რუსეთთან დაკავშირებით, ცოტა გადამეტებული იყო… ვერსად წაიღებ რუსეთს, ჩვენი მეზობელია”- წაქაძე

“რუსეთთან დაკავშირებით, ცოტა გადამეტებული იყო… ვერსად წაიღებ რუსეთს, ჩვენი მეზობელია”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი ბეჟან წაქაძე სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას.

მის გამოსვლაში ძალიან ბევრი დადებითი იყო, კი, ნამდვილად, ცალსახად ასეა. მაგრამ რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებით, ცოტა გადამეტებული იყო იმიტომ რომ ღრმად უნდა იცოდე ეკონომიკა და ქვეყნის მდგომარეობა ეკონომიკური კუთხით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ დღეს არც არავის, არც ევროპას და არც არავის მსოფლიოში არ სჭირდება ქვეყანა, რომელიც არ იქნება წარმატებული წარმატებული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და მან ძალიან ბევრი ისაუბრა ჩვენს მიღწევებზე და ეს ნამდვილად ასეა და რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებით, მე სულ სხვა შეხედულება მაქვს, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ის კავშირები ყველა ქვეყანასთან და მათ შორის რუსეთთანაც, იმიტომ რომ, ვერსად ვერ წაიღებ რუსეთს, ჩვენი მეზობელია და აუცილებლად უნდა განვავითაროთ მათთან სავაჭრო ურთიერთობაზეა აქ საუბარი მხოლოდ, – ამბობს წაქაძე. 

,,ნატოს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმა აათმაგებს რუსეთის ამ ბუნებას”- კაკულია

ოპოზიცია ამბობს, რომ ნატო არაფერ შუაშია და რუსეთის ისედაც ერჩოდა მეზობლებს. კი ბატონო, რუსეთი იმპერია იყო და ერჩოდა მეზობლებს, მაგრამ ნატოს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღქმა აათმაგებს რუსეთის ამ ბუნებას, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

„მსოფლიოში ძალიან ბევრი ანალიტიკოსია, რომლებიც სწორედ ამ ნარატივით საუბრობენ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა – განმარტავენ რა ომის მიზეზად იმას, რომ რუსეთისათვის უკრაინა იყო ეგზისტენციალური საფრთხე და ის ამას 2008 წლის შემდეგ ამბობდა, და რადგან ვერ გათვალეთ ეს რისკები, ეს არის ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმი. მათი უმრავლესობა ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს სამომავლო საფრთხეები. ჩვენ ატომური იარაღის გამოყენების საფრთხისკენ მივყავართ ამით. ეგზისტენციალური საფრთხე ნიშნავს საფრთხეს, როდესაც უკან დახევის მექანიზმები აღარ გაქვს. უკრაინის გამარჯვება, ის, რაც იგულისხმება მის 1991 წლის საზღვრებამდე მისვლაში, ეს რომ მოხდეს, ეს ზრდის რუსეთის მიერ სტრატეგიული იარაღის გამოყენების საფრთხეს“, – აცხადებს კაკულია.

“შეშფოთებული ვართ ბელგოროდში არსებული სიტუაციით” – დიმიტრი პესკოვი

კრემლი შეშფოთებულია ბელგოროდში არსებული სიტუაციით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა CNN-ს განუცხადა.

„ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ ამ სიტუაციის გამო, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა იქ გრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრეს-სპიკერის თქმითვე, მათ ვინმესგან, „კოლექტიური დასავლეთიდან“ დაგმობის არცერთი სიტყვა ჯერ-ჯერობით არ სმენიათ.

“ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია” – პრეზიდენტი

მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა მივმართო ამ ასამბლეას. ეს ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ქალბატონი პრეზიდენტო, 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი იდგა აქ და სიმბოლურია, რომ მე გამოვდივარ იმავე მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს, რომ საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს. თუმცა, ქართველმა ერმა უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ არ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას გავაკეთებ უწყვეტად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს”

რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს.

მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს იმ ქვეყნიდან მოქალაქეების მიღება, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მართავს ყველაზე სასტიკ ომს შენი მეგობრის, უკრაინის – წინააღმდეგ. ის, რომ ეს რამე სერიოზული ინციდენტების გარეშე მოხდა, საქართველოს ტოლერანტობაზე მეტყველებს. ამაყები შეგვიძლია და უნდა ვიყოთ, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას ფრუსტრაციასა და ესკალაციას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“მთავრობა, ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდნენ საქართველოს ხვალინდელ დღეს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართვლოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ აქვს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო რობერტა, პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით მე, რომ მივმართო ამ ასამბლეას. ეს არის ძალიან სერიოზული გზაგასაყარი ჩემი ქვეყნისთვის, ეს არის პატივისცემა. ქალბატონო პრეზიდენტო, 13 წლის წინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ამ ორგანიზაციის წინაშე და მე გამოვდივარ იმ მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სურს, გახდეს წევრი ევროპული ოჯახის. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს. თუმცაღა საქართველოს მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია. ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისა, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას ვაკეთებ დაუღალავად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე.

გენდერული თანასწორობა – სწორედ ეს მთავარი ცნება იდგა ეროვნული ეპოსის საფუძველში, როდესაც შოთა რუსთაველმა მე-12 საუკუნეში თქვა, რომ “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ როლს, რომელსაც ქალები ასრულებდნენ ჩვენი ისტორიის განმავლობაში, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“მყარი პოზიცია გვიკავია, როცა საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ” – გია ვოლსკი

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არა მარტო, საკმაოდ მყარი პოზიცია გვიკავია, როდესაც საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერმა აღნიშნა: „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი“.

გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საკმაოდ უკმეხი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

„არა მარტო პრემიერი, უამრავი მსოფლიო დონის ექსპერტი საუბრობდა, დაწყებული რომის პაპიდან, ნატო-ს გენერალური მდივნით დამთავრებული, რომ რუსეთის აგრესიის მიზანი სწორედ ეს იყო, ისევე, როგორც 2008 წელში განაცხადა რუსეთმა, რომ აგრესია მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ, ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ და მაშინ არავის ხმა არ ამოუღია. ეს არ არის თემა, რითაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით სტრატეგიას, რომელიც უკვე გვაქვს კონსტიტუციაში ჩაწერილი. გარდა ამისა, სულ ახლახან ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, რომ მიზეზი იყო ევროპულ ოჯახთან უკრაინის დაახლოების პროცესი. თუკი ისეთ ინტერპრეტაციას გავაკეთებთ, როგორც ნაცრევკომმა გააკეთა, გამოდის, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ არ მოგვიწოდებს და რუსეთი თავს არ დაგესხათო გვაფრთხილებს? ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არა მარტო, საკმაოდ მყარი პოზიცია გვიკავია, როდესაც საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ. ნებისმიერი ადამიანი თუ პოლიტიკოსი, ვინც ამ თანამშრომლობის ხარისხს ვერ ხედავს, თვალთმაქცობს ან საქართველოს დაზიანება განუზრახავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის” – რობერტა მეცოლა

უნდა ვიმუშაოთ მეტად და უფრო მჭიდროდ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

შესავალ სიტყვაში, რომლითაც რობერტა მეცოლამ სესია გახსნა, მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

„დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ძვირფასო ქალბატონო სალომე, მოგესალმებით ევროპარლამენტში. ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, დავიწყო მადლობით თქვენი პირადი წვლილისთვის, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს საზოგადოებას უჭერთ მხარს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით, ამის გამეორება მინდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს მოგზაურობაში, რომ გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეტად და უფრო მჭიდროდ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა. ამისთვის უნდა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა ეტაპის მისაღწევად – დემოკრატიის მხარდაჭერა, მასმედიის თავისუფლება, სასამართლოს რეფორმა, დაკავებულისთვის პირადი ღირსების პატივისცემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებას“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროპულ გზაზე იმით, რომ უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდსაჭერა ამ რთული მოგზაურობის დროს.

„საქართველოს გასავლელია ეს გზა და საკუთარი მომავლის არჩევანი საქართველოს გასაკეთებელია. ქალბატონო პრეზიდენტო, მე იმ ძლიერ პოზიციას ვაძლევ მაღალ შეფასებას, რომლითაც უძღვებით თქვენს ქვეყნას. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა პოლარიზაცია შევამცროთ საქართველოს საზოგადოებაში და უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების მომავალი“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

“ნატო-მ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია”

15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე 2022-ში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ამასთან, მაკრონი აღნიშნავს, რომ ნატო-მ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია.

„ფსონები მაღალია, რადგან ომი ჩვენს საზღვრებთანაა. უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს, 15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია. ვლადიმერ პუტინის მიუნხენში სიტყვით გამოსვლა 2007 წელს, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, შემდეგ მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე 2022-ში. ის, რასაც რუსეთი ომის დაწყების წინა დღეს ითხოვდა და გაწერილი იყო ხელშეკრულებების პროექტებში, მიუღებელი იყო. ეს იყო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იქნებოდა. ნატო-მ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია. თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს მოკავშირეები. როდესაც ქვეყანა ირჩევს დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, ის არასდროს წარმოადგენს საფრთხეს მისი მეზობლისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.