,,დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული”- მდინარაძე პრეზიდენტზე

58
spot_img

„თუკი სალომე ზურაბიშვილს შეუძლია შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ შეიძლება სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, მოვუწოდებთ, საქართველოშიც შეიძლება იგივე გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, 26 მაისის ღონისძიებაზე. ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქალბატონ სალომეს ალბათ უნდა ავუხსნათ, რომ როდესაც გამოდის საქართველოს პარლამენტში, 26 მაისის ღონისძიებაზე, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„2023 წელია და ამ საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა, ამიტომ, აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი ერთი და იგივეა. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს პარლამენტში გამოვა, თუ სხვა ღონისძიებაზე, მათ შორის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ. აქედან გამომდინარე, უნდა ვთხოვოთ, რომ თუკი შეუძლია მას შედარებით, (გასაგებია, რაღაც პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო), მაგრამ, შედარებით დაბალანსებულად ისაუბროს და შემდეგ შეიძლება სამართლიანადაც თქვას, რომ ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა, მოვუწოდებთ, რომ საქართველოშიც შეიძლება იგივე გააკეთოს. ამის საპირისპირო გააკეთა მან საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან, 26 მაისის ღონისძიებაზე და ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, შედარებით დაბალანსებული, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გარკვეული მესიჯბოქსის ნაწილია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველ ხალხზე აქცენტირებას აკეთებდა, მაგრამ მთავარია ყველა უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„საქართველო ამ მოცემულობით, სხვაზე მეტად და ამას ევროკავშირიც და მისი კრიტერიუმებიც ადასტურებს, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა დანარჩენი არის დეტალები, რომელსაც შეიძლება მნიშვნელობაც შედარებით აღარ მივანიჭოთ, მაგრამ შედარებით დაბალანსებული, ობიექტური გამოსვლები შეიძლება მისასალმებელიც იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.