,,ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე”- მაკრონი

107
spot_img

15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე 2022-ში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ამასთან, მაკრონი აღნიშნავს, რომ ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია.

„ფსონები მაღალია, რადგან ომი ჩვენს საზღვრებთანაა. უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს, 15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია. ვლადიმერ პუტინის მიუნხენში სიტყვით გამოსვლა 2007 წელს, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, შემდეგ მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე – 2022-ში. ის, რასაც რუსეთი ომის დაწყების წინა დღეს ითხოვდა და გაწერილი იყო ხელშეკრულებების პროექტებში, მიუღებელი იყო. ეს იყო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იქნებოდა. ნატომ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია. თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს მოკავშირეები. როდესაც ქვეყანა ირჩევს დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, ის არასდროს წარმოადგენს საფრთხეს თავისი მეზობლისთვის“, – განაცხადა მაკრონმა.