Home Blog Page 1892

ფინეთი რუსეთთან საზღვრის გასახსნელად ემზადება

ფინეთი რუსეთთან საზღვრის გასახსნელად ემზადება, – ამის შესახებ ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ჰეიკი აჰტიაინენმა განაცხადა.

„სასაზღვრო ბარიერების დემონტაჟისთვის რამდენიმე საათია გამოყოფილი. მოძრაობის აღდგენას დიდი დრო არ დასჭირდება“, – განაცხადა აჰტიაინენმა.

„ჩვენ უნდა ვნახოთ, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, გაგრძელდება თუ არა თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადი“, – აღნიშნა ფინეთის სასაზღვრო სააგენტოს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ფინეთის საზღვარი, 30 ნოემბერს, სულ მცირე ორი კვირით დაიკეტა.

ბრიუსელში სროლისას 4 ადამიანი, მათ შორის ევროპარლამენტარის თანაშემწე დაიჭრა

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სროლისას 4 ადამიანი, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი ევროპარლამენტარის თანაშემწე დაიჭრა. ამის შესახებ Politico წერს.

„ევროპის სახალხო პარტიაში“ განაცხადეს, რომ შვედი ევროპარლამენტარის თანაშემწე დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბელგიური მედიის ცნობით, პოლიცია სროლას ტერაქტად არ განიხილავს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს.

„2023 წლის 7 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას ყირიმიდან Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. სულ, Shahed-136/131 ტიპის 18 დრონის გაშვება დაფიქსირდა“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

საჰაერო ძალების ცნობით, რუსების თავდასხმების ძირითად მიმართულებებს ხმელნიცკის და ოდესის რეგიონები წარმოადგენდა.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობის შედეგად, მტრის მიერ გაშვებული 15 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება მოხერხდა.

სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევმა პირმა, ოფიციალური შემოსავლის წყაროს არარსებობის პირობებში, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, 2020-2021 წლებში შეიძინა სამი ძვირადღირებული უძრავი ქონება, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია მოახდინა.

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდადებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი უძრავი ქონებები – ბათუმში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა და კრწანისში მდებარე მიწის ნაკვეთი.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას პირველად გამოვიყენე წესდების 99-ე მუხლი -ანტონიუ გუტერეში

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლი გამოიყენა და მოუწოდა უშიშროების საბჭოს, იმოქმედოს ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე. ამის შესახებ გუტერეშმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„გენერალური მდივნის თანამდებობაზე ჩემი ყოფნის პერიოდში პირველად, მე გაერო-ს წესდების 99-ე მუხლი გამოვიყენე. ღაზაში ჰუმანიტარული კოლაფსის რისკის ფონზე, მე მოვუწოდებ საბჭოს, დაგვეხმაროს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილებაში და მხარეებს მოუწოდოს ცეცხლის შეწყვეტისკენ“, – წერს გუტერეში.

გაერო-ს წესდების 99-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ გენერალურ მდივანს აქვს უფლება, უშიშროების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოაქციოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

“სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის”

სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში- ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პოლონელმა ჟურნალისტმა იაკობ კარეიბამ ილჰამ ალიევს კითხა, ხედავს თუ არა რაიმე შანსს რეგიონული ინტეგრაციისათვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიერ ერთგვარი ბენელუქსის მოდელის შექმნისათვის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსგავსი მოდელის შექმნა სავსებით რეალისტურია და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან დისკუსიის დროს ეს საკითხიც განიხილეს.

ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის, რადგან ეს არის მიწოდების სანდო წყარო, ინტერდაკავშირებულობა, ურთიერთდამოკიდებულება, რაც კარგია და რაც მეგობრობაშია გადაზრდილი.

„არსებობს შანსი სამხრეთ კავკასიისათვის, რომ დავიწყოთ პროცესი, კონსულტაციებით მაინც. შეიძლება ჯერ ადრეა ვილაპარაკოთ ინტეგრაციაზე, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კონსულტაციებით. და ვფიქრობ, პირველი კონსულტაციები გაიმართა საქართველოში, ახლახან ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში. სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს იქ. ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია.

ვფიქრობ, ამას ძალიან პრაქტიკული გავლენა შეუძლია ჰქონდეს ამ თანამშრომლობაზე. თუ მაგალითად შევხედავთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას ბოლო წლების, დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არის ორი ქვეყანა ინტეგრირებული, როგორ ახორციელებს ორი ქვეყანა საერთო პროექტებს ურთიერთ სარგებლიანობისათვის და როგორ გახდა ეს ორი ქვეყანა ერთად უფრო მნიშვნელოვანი ევროპისათვის, ვიდრე ისინი იქნებოდნენ ცალ-ცალკე. შეუძლია სომხეთს შეუერთდეს ამ უკვე არსებულ პროექტებს? დიახ, როცა ხელს მოვაწერთ სამშვიდობო ხელშეკრულებას, ბუნებრივია. რა წვლილი შეუძლია სომხეთს შეიტანოს ამ თანამშრომლობაში, ამ ეტაპზე ეს ღია კითხვაა, რადგან აქ არა მარტო უფლებებზეა საუბარი, არამედ მხარეებს აქვთ ვალდებულებებიც. საქართველოს და აზერბაიჯანს უკვე აქვთ დიდი კონტრიბუცია ამ მიმართულებით, ნავთობის მილსადენები, ბუნებრივი აირის მილსადენები, ტრანსპორტირება, სარკინიგზო გზები, ენერგო კაბელი, უსაფრთხოების საკითხები. სულ ახლახან, ბაქოში შედგა სამი ქვეყნის, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, ეს უკვე ტრადიციული გახდა. ჩვენ გვაქვს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, არა მარტო თავდაცვის, არამედ სხვა სფეროებში, რომელიც მოიცავს ეკონომიკისა და ა.შ. საქართველოს მთავრობა სრულად იზიარებს ამ ხედვას, ჩვენ კვლავ არ გვაქვს ნათელი პოზიცია სომხეთის მხრიდან, თუ ვიგრძნობთ მათგან ამას, ჩვენ შეგვიძლია დაწყება. ისინი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოება სრულიად დაცულია, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება დიდ მოთამაშეებს შორის. რადგან ეს არის სანდო წყარო მიწოდებისა, ეს არის ინტერდაკავშირებულობა, ურთიერთდამოკიდებულება, რაც კარგია და რაც მეგობრობაშია გადაზრდილი“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

კორშა-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (სოფ. კორშა-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

“აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება” – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის „უსაფრთხოების გაძლიერების“ აუცილებლობაზე.

„სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საერთო ინტერესი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის შენარჩუნების შესახებ.

უწყების მტკიცებით, აუცილებელია „სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, ასევე დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დაწყება.

ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი 5-6 დეკემბერს გაიმართა.

ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის -არესტოვიჩი

ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი მცირე შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.

“იმედი მაქვს, ყველამ კარგად გაიაზრა ის, რაც დღეს კონგრესში ხდება. ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი მცირე შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის”, – დაწერა ყოფილმა მაღალჩინოსანმა Facebook-ის გვერდზე.

აშშ-ის სენატმა დაბლოკა იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა.

უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტმა ვერ მიიღო საჭირო 60 ხმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრის დროს.

დოკუმენტი ითვალისწინებს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას 106 მილიარდი დოლარის ოდენობით, აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად.

კონგრესში “რესპუბლიკელებმა” განაცხადეს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს უკრაინის დაფინანსებას მანამ, სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ შეცვლის მიდგომას აშშ-ის საზღვრის დაცვის მიმართ.

პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს განაგრძობს. არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა.

ერ-რიადში ის საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. მხარეებმა ჰამას-ისრაელის ომი, ნავთობის ფასები და უკრაინის კონფლიქტი განიხილეს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 დეკემბერს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +13, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში თოვლიანი დღე და +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით +4, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. მოასლოდნელია ნალექი.

გურჯაანში უნალექო დღეა. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღეა. დღისით +13 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

,,მომავალ წელს შეგვეძლება მივმართოთ ევროკომისიას, გაგვიხსნას მოლაპარაკების პროცესი სრულფასოვანი გაწევრებისათვის – ცაგარეიშვილი

ამ ადამიანებისთვის [რადიკალური ოპოზიცია] რა აზრი აქვს გასაჯაროვდება თუ არა სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიაში გაგზავნილია, მაინც არ ჩაერთვებიან ამ პროცესში,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს, ამ დროისთვის ხელისუფლება ევროკომისიას მიმართავს იმისთვის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრებისთვის მოლაპარაკების პროცესი გახსნას.

„გარეთ 2023 წელია, არც 2011, ან 2007, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენ ვარ პასუხისმგებლები ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის ევროპული მიმართულებითაც. მათ შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში, რომელიც ინკლუზიური და გამჭვირვალე იქნება. ერთ-ერთ პუნქტი არის ის, რომ პროცესის ინკლუზიურობას შევუწყოთ ხელი და არა მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთონ, რომელთა უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ ჯგუფებად არიან გადაქცეული და „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატად აქციეს საკუთარი თავი, რაც კოშმარი უნდა იყოს ენჯეო სექტორისთვის, მაგრამ ეტყობა ეს მათი ჰობია ემსახურონ ავაზაკ სააკაშვილს, მაგრამ ეს მათი საქმეა. მალე დაიწყება სამუშო პროცესი. ვვარაუდობ, რომ მომავალ წელს, ამ დროს უკვე შეგვეძლება მივმართოთ ევროკომისიას იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესი გაგვიხსნას სრულფასოვანი გაწევრების თაობაზე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.