Home Blog Page 1892

წერეთლის გამზირზე ორმოში მოქალაქე ჩავარდა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

წერეთლის გამზირზე, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორმოში მოქალაქე ჩავარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

“გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”

შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაური ყველას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

„დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე.

წლიდან წლამდე სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი. წელს, პირველი ივლისიდან, ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბავშვებისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე ზრუნვას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის განვითარების სულ უფრო უკეთესი შესაძლებლობების შექმნას.

ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

“პუტინი დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული”

პუტინს ომი ჯერ არ წაუგია, ის დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა იქნება გაძევებული, – ამის შესახებ ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში დისკუსიისას პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

„დღეს ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ომი წააგო, მისი მარცხი კი მდგომარეობს იმაში, რომ ფინეთი გაწევრიანდა ნატო-ში მაშინ, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში ფინელი ხალხი ყოყმანობდა, უნდა ეთქვათ თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე. ქალბატონებო და ბატონებო, ვლადიმერ პუტინს არ წაუგია არცერთი ომი“, – განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი ამ ომში დამარცხდება, თუმცა, მისივე თქმით, ახლა არის სიტუაცია, როდესაც ასობით ადამიანი ყოველდღიურად იღუპება ფრონტზე, ამასთან, რუსები 100 მილიონზე მეტნი არიან, უკრაინელები კი – 40 მილიონზე ნაკლები.

„ეს სხვაობა უკვე აჩვენებს, ვის აქვს უპირატესობა. რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი თითოეული სიცოცხლე ოქროს ფასისაა. ეს განსხვავებული კულტურებია. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, მას იარაღის გიგანტური მარაგები აქვს. ჩვენ ვიცინით, რომ მას ფრონტზე 1960-იანი წლების ტანკები გაჰყავს – თითოეული ტანკი 50-60 ტონას იწონის. თუკი ის გადაადგილდება, ის გაჭყლეტს, იმის მიუხედავად, არის თუ არა თანამედროვე“, – განაცხადა პოლონეთის ლიდერმა.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პუტინი ომში დამარცხდება, როდესაც რუსეთის არმია გაძევებული იქნება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს გარეთ.

„ომი გრძელდება, რუსეთი უფრო მობილიზდება, რუსეთის ეკონომიკა საომარ ლიანდაგებზე გადადის. ეჭვი ნუ გეპარებათ, მათ შეუძლიათ, პროპაგანდის საშუალებით უთხრან ხალხს, რომ ქამრები უნდა შემოიჭირონ და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მშივრები არიან, უნდა იამაყონ, რადგან რუსეთი დიდია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „ქართული ლეგიონის“ წევრი, ზვიად გიგანი ქართველი სამხედრო საბრძოლო დანაყოფების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა. ის უკრაინაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

უკრაინაში საქართველოს საკონსულო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია და საჭირო პროცედურები განხორციელდება. გარდაცვლილი მებრძოლი 43-ე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს ემსხვერპლა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი – ვახტანგ ბარაბაძე. ის 4 აპრილს ბახმუტთან ოკუპანტების საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა.

პირველი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ყურადღებით, მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. დაისვენეთ და დაკავდით ყოველდღიური წვრილმანი საქმეებით. იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან.

კურო

თანდათან გრძნობთ ძალების მატებას და თქვენი საქმიანობაც მეტად ნაყოფიერია. თუ უმუშევარი ხართ, ახლა შეგიძლიათ, მოიძიოთ სამსახური თქვენთვის სასურველ სფეროში.

ტყუპები

მატულობს იღბლიანობა და წარმატებებსაც შედარებით იოლად აღწევთ. შეგიძლიათ, წამოიწყოთ თქვენი საქმე, ის მეტად პერსპექტიული და ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს.

კირჩხიბი

ინტრიგები, ჭორები, დაძაბულობა ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ თქვენს განწყობასა და ხასიათზე, არამედ, ჯანმრთელობაზეც, მატულობს დანაკარგების ალბათობა, იყავით წინდახედული.

ლომი

პირად სფეროში, ნუ დაუშვებთ ინტრიგებს, არ არის სასურველი, ახალი სასიყვარულო კავშირების გაბმა. უკეთესი იქნება, თავიდან შეიყვაროთ თქვენი მეუღლე, ძველი მეგობარი და გადაახალისოთ ძველი ურთიერთობები.

ქალწული

შესაძლოა, აღმოჩნდეთ ისეთ გარემოებაში, სადაც თქვენი როლი მეტად მნიშვნელოვანი იქნება, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მომენტი და მიიღოთ მეტი სარგებელი საკუთარი მიზნებისთვის.

სასწორი

მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო გატაცებები, შესაძლოა, შეხვედრა სრულიად უჩვეულო გარემოში შედგეს, მაგ: ლიფტში, ტრანსპორტში… კარგი იქნება ხანმოკლე მოგზაურობა.

მორიელი

ამ დღეებში ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, მინიშნებებს, სიმბოლოებს, ენდეთ ინტუიციას, თვალი მიადევნეთ მიმდინარე მოვლენებს, გააანალიზეთ და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები.

მშვილდოსანი

შესაძლოა, დღეს თქვენმა ახლობელმა, ან მეგობარმა ძალიან გაწყენინოთ, თუმცა, დიდი ალბათობით, ამის შემდეგ, სრულიად უცხო ადამიანი აამაღლებს თქვენს განწყობას და პოზიტიურ ტალღაზე გადაგიყვანთ.

თხის რქა

ეს დღეები თქვენი მომავალი ცხოვრების მოვლენების შემცველი ნიშნებით იქნება დახუნძლული, მოუხმეთ კეთილგონიერებას, შეხედეთ მოვლენებს გლობალურად.

მერწყული

შესაძლოა, დღეს, დასრულდეს დიდი ხნის დაწყებული სამუშაო, რომელიც შემოქმედებას ეძღვნება. დაასრულეთ წიგნის წერა, ნახატის ხატვა. იაქტიურეთ და ნუ გაფლანგავთ ძვირფას დროს.

თევზები

ემოციურად დატვირთული დღეა, თითქოს ბავშვობას უბრუნდებით, შესაძლოა, თავს უსუსურად და დაუცველად გრძნობდეთ. გაღიზიანებთ ნებისმიერი ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ საკვებს.

1 ივნისი წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეა

საქართველოში 1 ივნისს, მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის – წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღე აღინიშნება. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმინდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმინდა ნინოს ხსენების დღეს, მართლმადიდებლური სამყარო წელიწადში ორჯერ აღნიშნავს : 1 ივნისს – წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების და 27 იანვარს – მისი გარდაცვალების დღეს.

,,მეტ ნაკლებად დაბალანსებული გამოსვლა იყო” – მათიკაშვილი

მეტ ნაკლებად იყო დაბალანსებული გამოსვლა – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა მედიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა. ,,ეს იყო მეტ ნაკლებად დაბალანსებული გამოსვლა და ტრიბუნა იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი კიდევ უფრო ხაზ გასმულიყო. თუმცა, აქვე ისიც შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური ტონალობა, სიტყვათა წყობა და ა.შ. არამხოლოდ ევროპული ტრიბუნიდან უნდა ჟღერდეს, არამედ საქართველოში არსებული ტრიბუნებიც იმსახურებს, რომ ანალოგიურად მოხდეს პრეზიდენტის მხრიდან იმის გაჟღერება, რაც მართლა ჩვენი ქვეყნის სურვილიც, დამსახურებაც და სწრაფვაც არის” – განაცხადა მათიკაშვილმა.

,,ევროკავშირის იმპერია ინგრევა” – The Telegraph

ევროკავშირის იმპერია ინგრევა,  ერდოღანის ხელახალი არჩევა ანგრევს მითს იმის შესახებ, რომ ბრიუსელს რაიმე გეოპოლიტიკური გავლენა აქვს,- ამის შესახებ The Telegraph-ი წერს.

ევროკავშირის სანდოობა უკრაინის კრიზისზე მისი არადამაჯერებელი პასუხის გამო უკვე მოექცა ინტენსიური შემოწმების ქვეშ.

ზოგიერთ დიდ სახელმწიფოს შორის განხეთქილებაა- გერმანია, საფრანგეთი და იტალია  ცდილობენ მოსკოვის მიმართ ნაკლებად კონფრონტაციული პოზიციის დამკვიდრებას, მაშინ, როცა განვითარებადი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მაგალითად პოლონეთი ამტკიცებს, რომ კონტინენტის გრძელვადიანი უსაფრთხოება საჭიროებს უკრაინის ფრონტზე რუსეთის ყოვლისმომცველ და ცალსახა მარცხს.

ევროკავშირს ვეღარ ექნება ორაზროვანი მიდგომა ანკარასთან მიმართებაში. ერთის მხრივ, ევროპა ქრთამს სთავაზობს ევროპაში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, მეორეს მხრივ კი გმობს თურქეთს რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო,- წერს გამოცემა.

,,ეს მეტი გაკეთება გამოუშვებდა თუ არა სააკაშვილს ციხიდან ? არა.”- გოცირიძე

სინამდვილეში, რაც არ უნდა ეაქტიურა პარტიას, პარტიის აქტიურობით მიხეილ სააკაშვილს დახსნა იყო შეუძლებელი – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ მედიასთან განაცხადა. ,,მარტივად უნდა ვთქვათ, შეეძლო თუ არა პარტიას მეტი გაეკეთებინა? კი. ეს მეტი გაკეთება გამოუშვებდა თუ არა სააკაშვილს ციხიდან ? არა… ხომ ვიცით შიდა სამზარეულო. ვინ დაგშალა, ორი კაცი არ რჩებოდა ღამით. ვინც ყველაზე მეტად აკაკუნებდა ფეისბუქზე, რატომ დაგვშალეთ, რისთვის დაგვშალეთ. ერთხელ დავრჩით და შვიდი კაცი იყო ღამე… თუ დარჩენა დაიშლებოდა ორ დღეში, მაშინ იქნებოდა სასაცილო და პირიქით, უსუსურობის გამოხატულება იქნებოდა. შიდა პარტიულ ბრძოლაში ყოველთვის ისმოდა შენ რატომ არ აკეთებ მეტს? ახლა გაისმის სააკაშვილს დავიხსნით, ფიზიკურად შევვარდებით ,,ვივამედში” და რატომ არ შევარდებით? ეს არის შიდაპარტიული ბრძოლის ნაწილი და იყენებენ ძალაუფლების მოპოვებისთვის. სინამდვილეში, რაც არ უნდა ეაქტიურა პარტიას, პარტიის აქტიურობით მიხეილ სააკაშვილს დახსნა იყო შეუძლებელი, მაგრამ პარტიის აქტიურობა ქმნიდა საერთაშორისო და შიდა კლიმატს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქართველები ევროპას საკუთარ სახლად მიიჩნევენ, ჩვენ მათ იმედი უნდა მივცეთ – რობერტა მეცოლა (ფოტო)

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.

„ქართველი ხალხი ევროპას საკუთარ სახლად მიიჩნევს. ჩვენ მათ იმედი უნდა მივცეთ. დროა, გააქტიურდეს მუშაობა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რომ საქართველომ არ გამოტოვოს ეს ისტორიული შესაძლებლობა“, – წერს რობერტა მეცოლა და სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის. 

შეგახსენებთ, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

 

ბაიდენს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ – CNN

სენატის ყოფილი თანამშრომელი ტარა რედი ჯო ბაიდენი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით ძალადობის  ფაქტი 1993 წელს მოხდა. 2020 წელს არჩევნების დროს ეს ფაქტი ამოტივტივდა და მაშინ ბაიდენმა ძალადობა უარყო. როგორც რედი ამბობს, ახლა კვლავ დაიწყო მუქარები და ის იძულებული გახდა მოსკოვში წამოსულიყო და თავშესაფარი  რუსეთის მთავრობისათვის ეთხოვა.

მისი თქმით, ის თავს დაცულად აღარ გრძნობს ამერიკაში.

პარლამენტმა „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით დაუჭირეს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

პროექტით ახლებურად გაიწერა იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები; კერძოდ: თავდაცვის იარაღად ჩაითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო ყველა სხვა იარაღი, რომლის სიგრძე აღემატება 55 სანტიმეტრს ჩაითვლება სანადირო იარაღად. ასევე პოლიციას ექნება უფლებამოსილება ადგილზე მივიდეს და შეამოწმოს რამდენად იცავს იარაღის მფლობელი იმ წესებს, რაც დადგენილია იარაღის შენახვისთვის და თუკი სახლში არ მოხდება პოლიციელის დაშვება, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ვალდებული იქნება 7 დღის ვადაში თავად წარადგინოს პოლიციაში მის საკუთრებაში არსებული იარაღები.