პარლამენტმა „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

105
spot_img

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით დაუჭირეს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

პროექტით ახლებურად გაიწერა იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები; კერძოდ: თავდაცვის იარაღად ჩაითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო ყველა სხვა იარაღი, რომლის სიგრძე აღემატება 55 სანტიმეტრს ჩაითვლება სანადირო იარაღად. ასევე პოლიციას ექნება უფლებამოსილება ადგილზე მივიდეს და შეამოწმოს რამდენად იცავს იარაღის მფლობელი იმ წესებს, რაც დადგენილია იარაღის შენახვისთვის და თუკი სახლში არ მოხდება პოლიციელის დაშვება, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი ვალდებული იქნება 7 დღის ვადაში თავად წარადგინოს პოლიციაში მის საკუთრებაში არსებული იარაღები.