Home Blog Page 1891

“ქალების ეკონომიკური პოტენციალი და რესურსი არ არის საქართველოში სათანადოდ გამოყენებული” – ანა ნაცვლიშვილი

ქალების ეკონომიკური პოტენციალი და რესურსი არ არის საქართველოში სათანადოდ გამოყენებული და ეს პრობლემაა როგორც ინდივიდებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის,- ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში განაცხადა, სადაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც მან აღნიშნა, ქალთა ფინანსურ რესურსებზე გაუმჯობესების მიზნით, იქმნება სამუშაო ფორმატი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„ეს არის შეხვედრა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ სამუშაო ფორმატი, რომელიც კონკრეტულად იმუშავებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, რადგან ეს არის ერთ- ერთი ყველაზე უფრო მწვავე საკითხი როგორც ქალებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ქალების ეკონომიკური პოტენციალი და რესურსი არ არის საქართველოში სათანადოდ გამოყენებული და ეს პრობლემაა როგორც ინდივიდებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის. ქალების ჩაურთველობის შედეგად ქვეყანა კარგავს სერიოზულ მატერიალური დოვლათის შექმნის შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური მოწყვლადობა არის ერთ- ერთი მთავარი ფაქტორი ძალადობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“კანონმდებლობაში ჩადებულია ნაღმი, რომელიც ხელს უშლის პატარა პარტიების გაერთიანებას”

კანონმდებლობაში ჩადებულია ნაღმი, რომელიც ხელს უშლის პატარა პარტიების გაერთიანებას – გვინდა დაფინანსება ბარიერს მიებას, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის განცხადებით, მცირე პარტიებს არ აქვთ სურვილი სხვებთან გაერთიანების, რადგან იმის მიუხედავად გადალახავენ თუ არა ბარიერს, არსებული კანონმდებლობა საშუალებას აძლევთ, რომ თუ 1 პროცენტს მაინც მიიღებენ, ბიუჯეტიდან სოლიდური თანხით დაფინანსდნენ.

„ჩვენ გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება პარტიების დაფინანსებას. „ქართული ოცნების” პირობებში მოწყობილია არჩევნების ლეგალური გაყალბების სისტემა, ეს პირველ რიგში ეხება რა თქმა უნდა მაღალ ბარიერს, რომლის გამოც ბევრი ხმა დაიკარგება და გადანაწილდება მათ შორის „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. გარდა ამისა, კანონმდებლობაში ჩადებულია ნაღმი, რომელიც ხელს უშლის პატარა პარტიების გაერთიანებას. ეს არის პარტიების დაფინანსება, რომელიც იწყება 1 პროცენტიდან იმ პირობებში, როცა ბარიერი გვაქვს 5 პროცენტი. როცა პატარა პარტიას სთავაზობენ გაერთიანებას, მას არამარტო ადგილი უნდა შესთავაზონ, არამედ ბევრი ფული, 1 პროცენტზე უნდა შესთავაზონ მილიონზე მეტი, რაც ხელს უშლის დიდ პარტიებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია წარმართონ, რადგან პარტიებს მილიონი უნდა დაურიგონ იმ მომენტში, როცა ფული ყველაზე მეტად სჭირდებათ. რაც მთავარია, პატარა პარტიებს თავად არ აქვთ სურვილი ჩამოეკიდონ ვიღაც სხვას, როცა იციან, რომ შეიძლება წარმატებას ვერ მიაღწიონ და ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობა ვერ მიიღონ, მაგრამ მილიონი და შეიძლება 2 მილიონიც კი ჰქონდეთ საბოლოო ჯამში ბიუჯეტიდან. ჩვენ გვინდა ეს წესი გავაუქმოთ და დაფინანსება მიბმული იყოს ბარიერზე. თუ მმართველ გუნდს და ზოგადად პოლიტიკურ კლასს სურს, რომ პატარა პარტიები ჩაბმულნი იყვნენ პროცესში, დავწიოთ ბარიერი, დაფინანსებაც ამ ბარიერზე მივაბათ და ყველაფერი იქნება ლოგიკური. თუ ბარიერი მაღალია და ისეთ წესრიგს ვაწყობთ, რომ დიდი პარტიები მართავდნენ ქვეყანას, არანაირი დაფინანსება პატარა პარტიებს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, არ ეკუთვნით. იმედია მხარს დაგვიჭერს არამარტო ოპოზიცია არამედ არასამთავრობო სექტორი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობა” კასპის რაიონული ორგანიზაცია წევრების უმრავლესობამ დატოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობა პარტიას ტოვებს.

რაც შეეხება კასპის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“, რვა დეპუტატიდან ფრაქცია ექვსმა დატოვა. მათ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს და განმარტეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია ახალი მენეჯმენტის მიერ შეუსრულებელი დაპირებების ფონზე პარტიის დასუსტება.

გიორგი შარიფაშვილის განცხადებით, ისინი მანდატებს არ დატოვებენ, არამედ გააგრძელებენ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით და ახალი ფრაქციის სახელით ნიკა მელიას გუნდთან ერთად.

“ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად ცდება” – ალუდა ღუდუშაური

ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ „მოვალეა“ და მის დაკვეთას ასრულებს.

„როცა პრეზიდენტისთვის კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს, საერთოდ ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ამოვარდნილია ყველაფრიდან, მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს (თქმა), მას თუ ჰგონია, რომ „სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება.

ქართველი ხალხი ხედავს მარტივად, რა მისიაც აქვს დღეს მას. მისი მისიაა ქვეყანაში ხელოვნურად ასწიოს პოლიტიკური ტემპერატურა და ამ პოლიტიკურ ველზე საკუთარი თავი სადღაც მაინც დაინახოს. ის ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთას. მოვალეა „ნაციონალური მოძრაობის“, ურთიერთშეთანხმებულები არიან და დღეს ფორმალური პრეზიდენტი ის არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების წყალობით“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში Visa-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმა VDA დაინერგება

Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში საერთაშორისო გადახდების პლატფორმა Visa Direct to Account დაინერგება. თანამშრომლობის ხელშეკრულებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და  Visa VDA-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ხელმძღვანელმა ივან პონომაროვმა მოაწერეს ხელი.

პლატფორმის დანერგვის შემდეგ თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ გამარტივებულად და უფრო მოკლე დროში განახორციელონ საერთაშორისო გადახდები. თანხის გადარიცხვა, გადახდა და მიღება მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრონული საფულეებისა და მობილური სერვისებით იქნება შესაძლებელი.

ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, თიბისისა და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი  თუ ინიციატივა განხორციელდა.

“თიბისი, როგორც ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ეძებს ალტერნატიულ და ინოვაციურ მექანიზმებს, რათა გაამარტივოს და გააუმჯობესოს სამომხმარებლო გამოცდილება, რომელიც სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან – გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. საქართველოს ბაზარზე თიბისი პირველია, რომელიც ვიზასთან თანამშრომლობით, ამ ინოვაციურ პროდუქტს დანერგავს. გადახდების ეს ახალი სისტემა ბანკს მისცემს შესაძლებლობას, მომხმარებელს შესთავაზოს დივერსიფიცირებული საერთაშორისო გადახდების გზა.”- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი თბილისში, სტრატეგიული მიზნით – ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას თიბისი ბანკთან. ჩვენი პარნტიორობის ფარგლებში დავნერგავთ Visa-ს გამორჩეულ, ინოვაციურ გადაწყვეტას – Visa Direct to Account და მომხარებლებს შევთავაზებთ მოსახერხებელ და უსაფრთხო გადარიცხვების კიდევ ერთ გლობალურ ტექნოლოგიას. მჯერა, რომ Visa Direct to Account მრავალფეროვანს გახდის გადახდების ეკოსისტემას და თითოეულ ტრანზაქციას მიწოდების სიჩქარის მოქნილობით უზრუნველყოფს.” – ივან პონომაროვი, ვიცე პრეზიდენტი, Visa Direct.

“Visa-მ, თიბისისთან პარტნიორობით, უკვე მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა საქართველოში. მოხარული ვარ რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და ახლა უკვე Visa Direct to Account პლატფორმას ვთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს. მჯერა, ეს სიახლე სამომავლოდ კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ციფრულ გადახდებს  სისწრაფის, უსაფრთხოებისა და მოქნილობის უზრუნველყოფით. ამ პარტნიორობით ჩვენ ციფრული ანგარიშსწორების განსაკუთრებულ გამოცდილებას ვთავაზობთ კლიენტებს და მათ ფინანსური ოპერაციების მარტივად გადაწყვეტაში ვეხმარებით”, – დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.

R

ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება

2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

„12:00-18:00 – ღონისძიებაზე დაგხვდებათ:

გასართობი აქტივობები

საბავშვო ზონები

ფოტო ზონები

კვების ჯიხურები

ბარის კუთხე

მუსიკალური სივრცე

მუსიკა:

12:00 – 14:00 – DJ Jino Dolini

15:00 – 17:00 – DJ Vas

17:00 – 18:00 – Circus Mircus

2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლები, 9 დეკემბრიდან, ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშშ მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულება

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულება და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს. ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ ამერიკის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან ერთად აღნიშნულია, რომ რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელსაც სამხედრო ძალები სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჰყავს განლაგებული, რაც აშკარად არღვევს გაეროს წესდებას, ჰელსინკის აქტსა და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას.

„ამ დარღვევებს მოჰყვა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საკუთარი ქვეყნის შიგნით გადაადგილების გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორის მიერ პირადადაა მიწვეული მნიშვნელოვან სამეცნიერო-პოლიტიკურ ფორუმზე („ყარაბაღი: დაბრუნება სახლში 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“), რომელიც იმართება ამა წლის 4-7 დეკემბერს აზერბაიჯანში, კერძოდ, ზანგეზურში, ზემოხსენებული ინსტიტუციის ორგანიზებით. ღონისძიება ძალიან მასშტაბურია და მასში მონაწილეობს 70-მდე სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, დიპლომატი და მეცნიერი ამერიკის, ევროპისა და აზიის ათეულობით ქვეყნიდან.

რექტორმა ფორუმის მონაწილეებს გააცნო მშვიდობის ქართული პარადიგმის იდეა, რომელიც ამ ეტაპზე ხორციელდება საუნივერსიტეტო დიპლომატიის გზით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მუშაობს „სამშვიდობო განათლების ცენტრი“, რომელთანაც თანამშრომლობენ მეცნიერები და მკვლევარები არაერთი ქვეყნიდან. პროფესორმა ზ. ხონელიძემ ისაუბრა ამ იდეის საფუძველზე შექმნილი სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) მონოგრაფიის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ – შესახებ, რომელიც უკვე თარგმნილი და გამოცემულია 8 ევროპულ სახელმწიფოში და ეს პროცესი კიდევ გრძელდება.

ამ იდეასთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს ფორუმში მონაწილეებმა და დაიგეგმა სამომავლო პროექტები, რომლებიც ჩვენი სასწავლებლის ლიდერობით, განხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ. ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პროფესორ ზურაბ ხონელიძის საერთაშორისო ავტორიტეტსა და მის მიერ ინიცირებული იდეის უნიკალურობას.

ამასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, ბატონი მეთიუ ბრაიზა და ბრიუსელის დიპლომატიურ აკადემიის წარმომადგენელი, პროფესორი ჟან დე ბრაბანდერი. ბატონმა ჟანმა აღფრთოვანება გამოხატა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეასთან დაკავშირებით და გამოთქვა სურვილი, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბრიუსელის დიპლომატიურმა აკადემიამ საერთო პროექტი განახორციელონ კავკასიაში სამშვიდობო პროცესების ინტენსიფიკაციის მიზნით. მან იცოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ევროპის პარლამენტში მოხსენებით წარდგომის შესახებ და დეკემბრის მიწურულს დაიგეგმა მის სასწავლებელში ოფიციალური ვიზიტი. მომავალი წლის თებერვლის დასაწყისში კი პროფესორი ჟ. დე ბრაბანდერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუმარი იქნება.

თურქეთის რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ჰიქმეთ ჩეთინმა თავისი პატივისცემა დაუდასტურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, სადაც, ასევე, კოლეგებთან ერთად, განიხილავენ და შეისწავლიან მშვიდობის ქართული პარადიგმის იდეას. ბატონი ზურაბი ცნობილ თურქ დიპლომატს ესაუბრა სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო-კულტურულ ინსტიტუციებთან მჭიდრო კავშირების შესახებ, რამაც ბატონი ჰიქმეთი აღაფრთოვანა.

ბატონმა ზურაბმა ოფიციალური შეხვედრა გამართა ზანგეზურშის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სპეციალურ წარმომადგენელ, ბატონ ვაჰიდ ჰაჯიევთან და ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიწვია, სადაც ისაუბრებს ყარაბაღში აზერბაიჯანის იურისდიქციის აღდგენისა და მშობლიურ კუთხეში იძულებით გადაადგილებულ აზერბაიჯანის მოქალაქეთა დაბრუნების საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, ვინაიდან XXI საუკუნის დასაწყისში ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფო პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეძლო.

ფორუმი გრძელდება, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის მუშაობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიერ რეგიონში მშვიდობის ახალი კონცეფციის წარმოდგენა. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებაა, რომელიც თავად არის რეგიონული კონფლიქტის (რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ) მსხვერპლი. ჩვენი უნივერსიტეტი ხელს უწვდის ენგურსგაღმა მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და სთავაზობს მათ ერთიან სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებას.

მოკლე ხანში შედგება პროფესორ ზურაბ ხონელიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. როგორც ამა წლის 6 ივლისს ჩვენს უნივერსიტეტში ვიზიტისას სომხეთის ელჩმა შენიშნა: „ბატონი ზურაბ ხონელიძე უნიკალური ადამიანია. ის არის ხიდი როგორც კავკასიის სახელმწიფოებს, ისე დიპლომატიასა და საგანმანათლებლო საქმიანობას შორის. როცა ჩვენ საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, ვხვდებით, რომ ეს არის საერთაშორისო მშვიდობის ფორმულა და მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ ზურაბს ამ იდეის მიგნებისა და მოწოდებისთვის. ის საქმე, რასაც ბატონი ზურაბი აკეთებს, ძალზე დასაფასებელია და მჯერა, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ძალიან მალე საქართველოს გარდა მთელი ამიერკავკასიის რეგიონს მოიცავს“.

ირანის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრა

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით მოსკოვში გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ებრაჰიმ რაისი რუსეთში ვლადიმერ პუტინის ოფიციალური მიწვევით ჩადის და ის პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების მაღალი რანგის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები დელეგაციის წევრების თანდასწრებით გამართავენ, შემდეგ კი სამუშაო სადილის ფორმატში ისაუბრებენ.

ვტოპილოტით ინვესტირება – თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმის ახალი ფუნქციონალი

თიბისის ციფრული ბანკში ინვესტირების პროცესი კიდევ უფრო მარტივი გახდა. პლატფორმას ახალი ფუნქციონალი – ავტოპილოტით ინვესტირება დაემატა, რომელიც 6,500-მდე კომპანიის აქციასა და ფონდში თანხის ავტომატურად დაბანდებაში დაგეხმარება.

პროცესი მარტივია: განაახლე აპლიკაცია, შეარჩიე ციფრულ ბანკში შენთვის სასურველი აქცია ან ფონდი; შენთვის ხელსაყრელი გრაფიკი – ყოველდღიური, ყოველკვირეული, ან ყოველთვიური და თანხა.

ავტოპილოტის ჩართვის შემდეგ, საბანკო ანგარიშიდან, პერიოდულად, წინასწარ მითითებული თანხა ჩამოგეჭრება და შენს საინვესტიციო ანგარიშზე აისახება. ავტოპილოტი შენთვის სასურველ აქციებსა და ფონდებს სწორედ ამ თანხით, ავტომატურად შეიძენს.  

ახალი ფუნქციონალი გრძელვადიან ინვესტირებში დაგეხმარება, რაც დროში გამოცდილი სტრატეგიაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორიულად, ამერიკული საფონდო ბირჟის წლიური საშუალო ამონაგები დაახლოებით 9-10%-ს შეადგენს, მაგალითად, S&P 500 ინდექს ფონდში 100 ლარის ყოველთვიური ინვესტირებით, 10 წელიწადში შენი პორტფელის სავარაუდო ღირებულებამ, საფონდო ბირჟის სტაბილურობის შემთხვევაში, შეიძლება 24 000 ლარს მიაღწიოს. შედარებისთვის, ყულაბაში დაგროვილი იგივე თანხის მოცულობა, 10 წლის შემდეგ, 2 ჯერ ნაკლები – 12 000 ლარი იქნება. თუმცა, გაითვალისწინე, რომ საფონდო ბირჟას მერყეობა ახასიათებს, ამიტომ 10%-იანი ამონაგები ყოველწლიურად გარანტირებული არ არის. 

დაიწყე ინვესტირება ავტოპილოტით თიბისის ციფრულ ბანკში: https://link.tbc.ge/Investing6

 

R

 

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების მონაწილე სამხედრო პირები ესწრებიან.

„გადმოსვენებულთა უმრავლესობა [საომარი მოქმედებების] მონაწილეები არიან. დღეს [მათ გადმოსვენება] ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი რომ სამგლოვიარო დღეა, მეორეა, რომ თავის ოჯახის წევრებმა თავიანთი გარდაცვლილი ოჯახის წევრები ამოიცნეს. დღეს არის მძიმე დღეც და სასიხარულოც“,- განაცხადა ვეტერანმა, დომენტი ფანჩულიძემ.

17 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

თიბისი ლიზინგმა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად PROPARCO-გან 10 მილიონი ევროს რესურსი მიიღო

საფრანგეთის განვითარების სააგენტო PROPARCO-მ საქართველოს უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას, თიბისი ლიზინგს, 10 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით მათი უკვე რიგით მეორე წარმატებული ტრანზაქციაა.

მოზიდული ფინანსური რესურსი კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისი ლიზინგისა და PROPARCO-ს  პარტნიორობას და ხელს შეუწყობს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

თიბისი ლიზინგი აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. აღნიშნულ რესურსს თიბისი ლიზინგი აქტივების პირდაპირ დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც ქვეყნის განვითარებადი ეკონომიკისთვის  მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.

მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორატიულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ეს ტრანზაქცია ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რადგან მოზიდული ფინანსური რესურსის 40% სუფთა ენერგიისა და ენერგოეფექტურობის პროექტებზე იქნება მიმართული, ხოლო 10% იმ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც აძლიერებს ქალებს, როგორც მეწარმეებს, ბიზნეს ლიდერებს და ზრდის მათ ეკონომიკურ ჩართულობას.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია PROPARCO-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე Propacro-სთან მუშაობას“, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის  ფინანსური დირექტორი.

R