Home Blog Page 1889

საქართველომ მეორედ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 უმასპინძლა

საქართველომ მეორედ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2023 უმასპინძლა.

საერთაშორისო სწავლების წარმატებით დასრულება მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა მიულოცეს.

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის პროცესში მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კანადის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მენტორობითაც ჩატარდა აღნიშნული სწავლება.

სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა იყო.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ორკვირიანი სწავლების დასკვნით ნაწილს კანადელი და სხვა მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ. მათ წვრთნების სხვადასხვა ლოკაცია მოინახულეს და სწავლების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მონაწილეებისგან მიიღეს.
საერთაშორისო სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით მიმდინარეობდა და მას ქართული მხრიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობდა. MAPLE ARCH 23-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც იყვნენ ჩართულები.

MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო.

https://www.facebook.com/watch/?v=329000069928383&t=103

 

სტატუსის მინიჭების საქმეში ოპოზიციის დამსახურება მინიმალურია – ნიკოლოზ სამხარაძე

“სტატუსის მინიჭების საქმეში ოპოზიციის დამსახურება მინიმალურია. მათი მცირე ნაწილი რეკომენდაციების შესასრულებლად მართლაც თანამშრომლობდა, ხოლო დიდი ნაწილი პირიქით, ბოიკოტს უცხადებდა და დივერსიას უწყობდა საკუთარ ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება. ამით შეუქცევადად იწყება ის პროცესი, რომელიც აუცილებლად დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირში წევრობით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის, რომელმაც აირჩია ეს ხელისუფლება და ამ ხელისუფლებამ თავისი ნაბიჯებით მოიტანა სწორედ ის, რომ დღეს საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა, ასოცირების შეთანხმება და ახლა კანდიდატის სტატუსი.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციის დამსახურება აქ არის მინიმალური. მათი მცირე ნაწილი ამ რეკომენდაციების შესასრულებლად მართლაც თანამშრომლობდა, ხოლო დიდი ნაწილი პირიქით, ბოიკოტს უცხადებდა და დივერსიას უწყობდა საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა სამხარაძემ.

14 დეკემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

რატომ დამხვდა აფორიაქებული მსოფლიო დონის ხელოვანი?!-ზაურ ნაჭყებია

რატომ დამხვდა აფორიაქებული მსოფლიო დონის ხელოვანი?!-ზაურ ნაჭყებია

ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ზაურ ნაჭყებია “ფეისბუქის” პირად გვერდზე თავისუფლების მოედანზე, კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებას ეხმაურება.

“რატომ დამხვდა აფორიაქებული მსოფლიო დონის ხელოვანი?!

ახლახან დავბრუნდი ,მსოფლიოში აღიარებული ერთ- ერთი ხელოვანის სახელოსნოდან,რომელსაც დღე- დღეზე 89 წელი უსრულდება.
გაგიკვირდებათ,მაგრამ,დღესაც ისეთი მეხსიერება და ჯანსაღი აზროვნება აქვს,ახალგაზრდებსაც შეშურდება.

ჩვენ,ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად,თანამოაზრეები და მეგობრები ვართ- ხშირად ვკამათობთ( უფრო ვმსჯელობთ) საქვეყნო პრობლემებზე.მე გაცილებით რადიკალი ვარ,ის უფრო მოზომოლი,თუმცა,კონსენსუსამდე ყოველთვის მივდივართ.

ჰოდა ,ჩემო ბატონო,იმის თქმა მინდა,შესული არ ვიყავი სახელოსნოში,უცებ მომაყარა:

რა მარაზმი იყო გუშინ თავისუფლებაზე,ასე როგორ უნდა ავცუნდრუკდეთ?! ჯერ ერთი,რა იყო ასეთი საზეიმო.მეორეც,ზღვარი ხომ უნდა ვიცოდეთ?!
ალბათ მსოფლიო უყურებდა,რაც იქ ხდებოდა და გონიერ ხალხად კი არა,ბრბოდ ჩაგვთვლიან- დიახ,ეს იყო ბრბოს აღტკინება!

გაოცებული ვუსმენდი…
გულწრფელად გითხრათ,მე მისგან უფრო საპირისპიროს ველოდი,თუმცა…

წინააღმდეგობა არ გამიწევია,რადგან,მეც თითქმის ანალოგიურად ვფიქრობ- კი ბატონო,სტატუსი მოგვენიჭა .შეიძლება ზოგს ეს გამარჯვებად მიაჩნია და შეუძლია ზომიერად გამოხატოს კიდეც .ეს მისი ნებაა,მაგრამ,ბევრია ისეთებიც,რომლებიც განსხვავებილად აფასებენ ევროკავშირის გუშინწინდელ გადაწყვეტილებას და მიიჩნევენ,რომ საბოლოო გამარჯვებამდე( თუ გამარჯვებად ჩავთვლით) ჯერ კიდევ შორია.

სამწუხაროდ,,ბოლომდე არა გვაქვს გაცნობიერებული,რა არსებითი სარგებლობა და ზიანი მოაქვს სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის უახლოეს პერსპექტივაში.
მითუმეტეს,როცა ,უკრაინისა და მოლდოვას სახით ძალიან ცუდი მაგალითები გვაქვს.ვგულისხმობ, მასირებულ შეტევას. მართლმადიდებლობაზე,საკუთარი იდენტობისა და ტრადიციების საფრთხის ქვეშ დაყენებას!

ასე,რომ,როცა მოსალოდნელი ზიანი სჭარბობს მოსალოდნელ სარგებელს,საზეიმოდ საქმე ნამდვილად არა გვაქვს…

ვნახოთ,ღმერთმა ქნას ჩვენი ეჭვები გაქარწყლდეს!!!-წერს სოციალურ ქსელში ზაურ ნაჭყებია.

ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა

ირანმა ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი სიკვდილით დასაჯა, – ამის შესახებ განცხადებას ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს.

„ეს ადამიანი უცხოურ სამსახურებთან თანამშრომლობდა, თანამოაზრეებთან ერთად საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა და უცხოურ სამსახურებს, მათ შორის „მოსადს“ დოკუმენტებს აწვიდიდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებილი პირი, რომლის ვინაობაც უცნობია, სიკვდილით ზაჰედანის ციხეში დასაჯეს.

ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ!-ირაკლი ღარიბაშვილი

“ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ! ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.  ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გზა არ იყო იოლი და ბევრი სირთულე იქნა გადალახული აღნიშნული შედეგის მისაღწევად.

„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემო ძმებო და დებო! პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. გილოცავთ კანდიდატის სტატუსის მონიჭებას! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა. მე გილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ გადაწყვეტილებას და ისტორიულ გამარჯვებას, ჩემო მეგობრებო! ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს! დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ.

ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა, დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ჩვენ ვიშრომეთ და ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება! დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ, ღირსეულად და მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა, რა თქმა უნდა, არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი − ომი და უბედურება, შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა.

„14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს; ჩვენს მხარდამჭერებს; ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს; ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება; ევროკავშირის ელჩებს; ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ მე პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს და მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა ვუთხრა, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და ამ გამარჯვების მოპოვებაში. ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. დიდი მადლობა!“, – განაცხადა პრემიერმა.

თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. სცენაზე მიიწვიეს ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში.

 

ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად -ლევან ხაბეიშვილი

რეკომენდაციები არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია, ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს და ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სტატუსის მიღება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ევროკავშირის რეზოლუციებს და კანდიდატის სტატუსს აქვს ჩალის ფასი; კალაძე ამბობდა, თუ სტატუსს არ მოგვცემენ, თავისისთვის დაიტოვონო. „სადაც უნდა იქ წაიღონ, კანდიდატის სტატუსი“ – ასე მეტყველებდნენ. შესაბამისად, ყველას კარგად ესმის, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას საჯაროდ ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა. მათ შორის მარტის მოვლენების, სადაც რუსული კანონი ფაქტობრივად დაღეჭეს რუსული პარტიის წარმომადგენლებმა 48 საათში. ამიტომ, ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს ამ პროცესს – ეს არის ქართველი ხალხი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია. ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს. ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ამერიკელ პარტნიორებთან სამდღიანი სამუშაო შეხვედრები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კამპანიის მართვის თემაზე ექნებათ.

„სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა – ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა. ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება ერთადერთ რამეს – „ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვების კოალიციამ“ კამპანია წარმართოს ისე, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“რადიკალებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ: მხოლოდ ევროსაბჭოს მიანიჭონ საპატიო „რუსული“ წოდება”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობაზე წერს.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, სტატუსის მინიჭების შემდეგ რადიკალურ ოპოზიციას ესაჭიროება 5 (ნაცებისთვის საკრალური რიცხვის) სტადიის გავლა: უარყოფის, მრისხანების, ვაჭრობის, დეპრესიისა და შეგუების.

„ქართული რადიკალური „ოპოზიცია“ გადის ახლა თავისი ევოლუციური განვითარების ყველაზე რეგრესიულ სტადიას, რაც პოლიტიკური ჰუმანიზმის ფარგლებში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული. მარტივიდან უმარტივეს მამრავლებად პარტიული დაშლის პროცესი, ამჟამად დამძიმებულია ისტერიული მწვავე ნევროზის განვითარებით, რომელიც მათში ევროსაბჭოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

ამ რეციდივის საწყისი ფაზა მიმდინარეობდა ნარატივით: „ამათ ხელში სტატუსს არ მიგვანიჭებენ – ესენი უნდა შევცვალოთ“. ამჟამად ნარატივმა განიცადა მცირეოდენი სახეცვლილება: „ამათ ხელში სტატუსი მოგვანიჭეს – ესენი უნდა შევცვალოთ“. ამ ორ ფაზას შორის მწიფდებოდა და ჩირქოვანი ძირმაგარასავით გასკდა დილემა: ვის უნდა დაჰბრალებოდა მიღებული მოცემულობა და რას უნდა მიაკერონ ამჟამად, ლიცენზირებული „რუსული“ იარლიყი.

ყველანაირი მანამდელი ლოგიკით, გადაწყვეტილების მიმღები ევროსაბჭო აშკარად „რუსული“ უნდა იყოს, ისევე, როგორც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აშკარად, „რუსული სტატუსია“. თუმცა თავისიანებში ამ სტიგმების გავრცელების თაობაზე სექტის პოლიტსაბჭოს ჯერ არ უმსჯელია, ხოლო „ვივამედის“ მავზოლეუმიდან „უმაღლეს ქურუმს“ თავისი ეპისტოლარული მოსაზრება ჯერ არ გაუმხელია.

ამ უმძიმესი გადაწყვეტილების მიღებას ამერიკელი ფსიქოლოგის, ელიზაბეტ კიუბლეს-როსის თეორიის თანახმად, ესაჭიროება 5 (ნაცებისთვის საკრალური რიცხვი) სტადიის გავლა: უარყოფა, მრისხანება, ვაჭრობა, დეპრესია და შეგუება. უარყოფის სტადიის მოწმენი უკვე გახლდით: „გამორიცხულია, შანსი არაა, „რუსულ ოცნებას“ სტატუსს არ მიანიჭებენ; ეს მათ არა – ხალხს მისცეს“ და ა.შ.

თუმცა, მიანიჭეს და ამით დაიწყო მეორე სტადია – მრისხანება, რომლის დანახვა შეგვეძლო უკანასკნელ 24 საათში სოციალურ ქსელებში და მათ „ოფშორმედიების“ საინფორმაციო სივრცეში. ოდნავ უფრო მრავალუჯრედიანი სექტანტები უკვე ცდილობენ ვაჭრობის სტადიაზე გადანაცვლებას, რომ „თლა“ თქვენი დამსახურებით არ მოხდა „აგი“, რომ „მამენტ“ ჩვენც ხელი შევუწყვეთ და „გაგვიხარდა“, და ამ პროცესის შემდგომ გაგრძელებაში (why not) ჩვენც გვინდა მივიღოთ მონაწილეობაო.

საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადარჩენის მიზნით, ევროსტატუსმინიჭებულ „რუსულ ოცნებასთან“ ეს იძულებითი კომპრომისული თანამშრომლობის პერსპექტივა აუცილებლად გადავა ღრმა დეპრესიის სტადიაში, სადაც ინდივიდუალური მოწყვლადობის მიხედვით, ზოგს „ზაპოი“ ელის, ზოგს – „ნარკოლომკა“, ზოგს – ოჯახის დანგრევა, ზოგს კი – სუიციდური ციებ-ცხელება.

აი, ვინც პატივცემული ამერიკელი ფსიქოლოგის თეორიის თანახმად ცოცხალი და, პირობითად, ჯანმრთელ ფსიქიკურ მდგომარეობაში, ამჟამინდელი ისტერიული ნევროზის დაძლევით, მეხუთე – შეგუების სტადიამდე მიაღწევს, დიდი ალბათობით მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ბრძოლაში, თანაც ახალ, ევროსტატუსმინიჭებულ გარემოში.

მანამდე კი მათ ურთულესი ფსიქიკური რეციდივის დაძლევის პროცესი აქვთ წინ და ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება: მხოლოდ ევროსაბჭოს მიანიჭონ საპატიო „რუსული“ წოდება – „პუტინის მონები“ და ა.შ., თუ მხოლოდ მინიჭებული სტატუსი შერაცხონ „რუსულად“; თუ ეს ორივეს ერთად მიაკერონ, რათა პოლიტსაბჭოს სხდომის შეკრება ორგზის არ მოუწიოთ. საკითხავი ეს არის…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“ღაზაში ისრაელის სამხედროებმა შეცდომით სამი მძევალი მოკლეს” – ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში 3 ისრაელელი მძევალი შეცდომით მოკლეს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

“შეჯაიაში [ჩრდილოეთ ღაზა] ბრძოლების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეცდომით მოახდინა სამი ისრაელელი მძევლის, როგორც საფრთხის იდენტიფიცირება, შედეგად, სამხედროებმა მათი მიმართულებით გაისროლეს და მოკლეს…

ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ძიებებისა და გადამოწმებების დროს გარდაცვლილთა იდენტობებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდა. ცხედრები ისრაელის ტერიტორიაზე გადაიტანეს შემოწმებისთვის, რის შემდეგაც დადასტურდა, რომ ეს სამი ისრაელელი მძევალი იყო”, – განაცხადა ჰაგარიმ.

ჰაგარიმ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ინციდენტის განხილვა.

“ისრაელის თავდაცვის ძალები ხაზს უსვამს, რომ ეს აქტიური ბრძოლების ზონაა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა. დასკვნები დაუყოვნებლივ იქნა გამოტანილი და ისინი ისრაელის თავდაცვის ძალების ყველა სამხედროს გადაეცა”, – განაცხადა ჰაგარიმ.

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვენიერი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრების ან იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვისთანაც საერთო ინტერესები გაქვთ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კურო

ყურადღებით შეისწავლეთ შემომავალი ინფორმაცია და წინადადებები, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ. საღამოს მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოგიწევთ, რომლებიც ოჯახს და ახლობლებს აწუხებთ.

ტყუპები

ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია ცხოვრებისეული შეხედულებებისა და პრინციპების ცვლილებები. სავარაუდოდ, ეს ცვლილებები მეგობრობას, რომანტიკულ ურთიერთობებს ან შვილებს ეხება. ყურადღება მიქციეთ ჯანმრთელობას და თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს ნუ გააჭიანურებთ.

ლომი

მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. სწორად შედგენილი გეგმა და მონდომება დაგეხმარებათ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ. ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობისას ფხიზლად უნდა იყოთ – სავარაუდოდ, თქვენს მოტყუებას ეცდებიან.

ქალწული

ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ, რეალისტური მიზნები დაისახოთ და ზედმეტი ვალდებულებები თავიდან აიცილოთ. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ და დაისვენოთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა დიეტის, ჯანსაღი კვების ან ვარჯიშის დაწყებისთვის. სამსახურში მოსალოდნელია სხვადასხვა ცვლილება. გირჩევთ, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მოგცემენ, უფრო საზიანო იქნება, ვიდრე სასარგებლო.

მორიელი

ემოციებით სავსე დღეა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პრობლემებს შეეჯახოთ, შინაგანი ძალა და მონდომება დაგეხმარებათ, სირთულეები გადალახოთ. მოერიდეთ კოლეგებთან დაპირისპირებას, რადგან ის შეიძლება ღია მტრობაში გადაიზარდოს. პირად ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით, რომელსაც მალე დავიწყებთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები ბიზნესში. მარტოხელა მშვილდოსნების ცხოვრებაში მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობის აღდგენა.

თხის რქა

ეს დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციას და დისციპლინას მოითხოვს, რაც დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეა გეწვევათ. შესაძლოა, შედგეს გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

მერწყული

ინტელექტუალური შთაბეჭდილებებით სავსე დღეა. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა თქვენს თვალსაწიერს მნიშვნელოვნად გააფართოებს. დღეს მეორე ნახევარში შესაძლოა, ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. ფულს ყურადღება მიაქციეთ და ხურდა კარგად დაითვალეთ – ვიღაც თქვენს გაძარცვას ეცდება.

თევზები

თუ მუშაობის განწყობაზე არ ხართ, გირჩევთ ამ დღეს დაისვენოთ, გაისეირნოთ, წიგნი წაიკითხოთ ან ტელევიზორს უყუროთ. უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე უარი თქვათ – იმედგაცრუებული დარჩებით. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

“დღეს გამორჩეული დღეა – გილოცავთ და გლოცავთ” – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პატრიარქი საქართველოს ულოცავს „გამორჩეულ დღეს“ და აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული, ამასთან, ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

„დღეს გამორჩეული დღეა, რადგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა; ასევე, კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.

კანდიდატის სტატუსის მიღებაში ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების დიდი ძალისხმევა, ჩვენი ხალხის მონდომება და მრავალი ადამიანის შრომაა ჩადებული; ამ გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებასაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი.

გილოცავთ და გლოცავთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ინებოს ღმერთმა საქართველოს ერთობა, მშვიდობა და წარმატებული მომავალი”, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“უფლის ნებით, უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის მთავარი ოცნება” – პრემიერი

ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და გამარჯვების მოპოვებაში.

„კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და გულშემატკივრებს, ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება, ევროკავშირის ელჩებს, ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ მე პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს და მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა ვუთხრა, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და ამ გამარჯვების მოპოვებაში.

ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში.
კიდევ ერთხელ, მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. დიდი მადლობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო.

ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა.

შოუს დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ამ ულამაზესი, ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს რეგიონებიდან და უცხოეთიდან. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად დიდია მათი სურვილი, დაბრუნდნენ საქართველოში და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან შინ, ევროპაში. დღეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურება, ეს არის იმ ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გამოვიარეთ. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ადგას იმ მნიშვნელოვან გზას, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი ქვია.

ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და ერთად ვანათებთ ჩვენს ჯადოსნურ, ულამაზეს დედაქალაქს, ვანთებთ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს და ეს არ არის უბრალოდ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, დღეგრძელობა, ბედნიერება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია იტალიელი მუსიკოსის, სტეფანო სინიორონის (Stefano Signoroni) და მისი ბენდის კონცერტით გაგრძელდა.

ჯადოსნურ შოუში მონაწილეობდნენ ანსამბლი „მეტეხი“, ⁠თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრის სპორტსმენები, მსახიობი დათო დარჩია, თბილისის ბავშვთა კაპელა, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია, და ⁠მოცეკვავეთა დასი ნატალი კიკალეიშვილისა და ნინო ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიების წამყვანები იყვნენ ლევან ხურცია და ნანიკო ხაზარაძე.