Home Blog Page 1887

“არავინ და არაფერი ხართ! “- ვის მიმართავს თამთა მეგრელიშვილი

„პოლიტიკაში თქვენი შეფასება – ნული; ქვეყნის სიყვარულში თქვენი შეფასება – ნული;
ირაკლი ღარიბაშვილთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული;  ირაკლი კობახიძესთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული;
დასკვნა: ანუ არავინ და არაფერი ხართ!”- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
„ეკა კვესიტაძე, სანაია, მაქარაშვილო, ბედავთ და ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს ეჯიბრებით?!
ირაკლი ღარიბაშვილს სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
ირაკლი კობახიძეს გერმანიაში დიუსელდორფის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ფლობს სამართლის მაგისტრისა (LL.M.) და სამართლის დოქტორის (Dr. Iur.) აკადემიური ხარისხებს.
ორივეს ცალ-ცალკე თქვენი წონა წიგნი აქვს წაკითხული, თქვენი, ყველას ერთად, აღებულ წონაზე დიდი წონა, გავლენა და პატივისცემა აქვთ საერთაშორისო მასშტაბით, მათი ადგილი უკვე  განსაზღვრულია საქართველოს ისტორიაში, თქვენ კი სოროს ვირთხები ხართ და ამადვე რჩებით, წლებია თქვენთან არანაირი პროგრესი…
მაქარაშვილო, კვესიტაძე, სანაია, მოგიწოდებთ, დადოთ თქვენი CV – რეზიუმე და შევადაროთ, სინამდვილეში ვინ ვინ არის – ეს თქვენივე წამოწყებულ გამოწვევად მიიღეთ!
ადამიანობაში თქვენი შეფასება – ნული;
პროფესიაში თქვენი შეფასება – ნული;
პოლიტიკაში თქვენი შეფასება – ნული;
ქვეყნის სიყვარულში თქვენი შეფასება – ნული;
ირაკლი ღარიბაშვილთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული;
ირაკლი კობახიძესთან ჭიდილში თქვენი შეფასება – ნული.
დასკვნა: ანუ არავინ და არაფერი ხართ!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

“ინტელექტუალური პროსტრაცია, დეგრადაცია, თუ უმწიფრობა” – ზაალ ანჯაფარიძე

ინტელექტუალური პროსტრაცია, დეგრადაცია, თუ უმწიფრობა… დანარჩენი შეგიძლიათ თავად დაამატოთ. ეს არის სწორედ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი სახელის მოგონება და მერე ამის ტრიალი, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
ექსპერტის შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარი ქმედებებით, ხალხს არჩევანის გაკეთებას ხელისუფლების სასარგებლოდ კიდევ უფრო გაუადვილებს.
“ინტელექტუალური პროსტრაცია, დეგრადაცია, თუ უმწიფრობა… დანარჩენი შეგიძლიათ თავად დაამატოთ. ეს არის სწორედ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი სახელის მოგონება და მერე ამის ტრიალი. თუ ეს არა, მაშინ მოლოტოვის კოქტეილი. ვერ წარმოიდგენთ თუ როგორ უადვილებთ ხალხს არჩევანს 2024 წლისთვის, და უმყარებთ აზრს, არასოდეს გაგაკაროთ ხელისუფლებას.” – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ნოდარ მელაძემ წმინდა ქალაქი მცხეთა ციმბირს შეადარა და ეს საბჭოთა დროინდელი ტერმინის გამოყენებით გააკეთა – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსს სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც წამყვანი ამბობს, რომ “მოსამართლე, რომელიც ჩვენი გუნდის წინააღმდეგ რეპრესიებს ხელი არ მოაწერა, თბილისიდან მცხეთაში გააციმბირეს.”
ექსპერტის თქმით, ნოდარ მელაძემ წმინდა ქალაქი მცხეთა ციმბირს შეადარა და ეს საბჭოთა დროინდელი ტერმინის გამოყენებით გააკეთა. “
ანონსის მეტი სიმძაფრისათვის ნოდარ მელაძემ წმინდა ქალაქი მცხეთა ციმბირს შეადარა და ეს საბჭოთა დროინდელი ტერმინის გამოყენებით გააკეთა”, – წერს ლევან ნიკოლეოშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში დადებს და პრეზიდენტობის ახალ ვადას დაიწყებს. ის მანდატს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღებს.

ფიცის დადების შემდეგ ერდოღანი 15:00 საათზე ანიტკაბირის კომპლექსს ეწვევა, სადაც მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი მდებარეობს. შემდეგ, 17:00 საათზე საპრეზიდენტო კომპლექსში ინაუგურაციის ცერემონია დაიწყება. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი სტუმრებს სადილზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე უმასპინძლებს.

ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები დაესწრებიან

კობა კობალაძე მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს გუსტავო კრუსს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანთა საქმეთა აღმასრულებელ დირექტორს, გუსტავო კრუსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს. კობა კობალაძემ, გუსტავო კრუსს, სამსახურის სტრუქტურა გააცნო და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომელთაც სამსახური, ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს.

მხარეები, სამომავლოდ, მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევას. კობა კობალაძემ გუსტავო კრუსი საქართველოში მოიწვია, რათა იგი ადგილზე გაეცნოს იმ საჭიროებებს, რაც ქართველი ვეტერანების წინაშე დგას.

შეხვედრის შემდეგ, პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მაიამის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურსა და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კობა კობალაძემ და გუსტავო კრუსმა მოაწერეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია, “საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების” დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნიკოლოზ ქარჩავა და მაიამის ოლქის სამხედრო და ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ქარჩავამ, შეხვედრაზე, კობა კობალაძეს და გუსტავო კრუსს ორგანიზაციის – “საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების” საპატიო მედლები გადასცა

”ბასტი ბუბუს” თანადგომა ვეტერანთა შვილებს

მიმდინარე წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ”ბასტი ბუბუს” შემოქმედებითმა ჯგუფმა, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოადგინა მუსიკალური შოუ”პინოქიოს თავგადასავალი”, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და შპს. ”ბასტი ბუბუს” თანადგომით, ვეტერანთა 150 მცირეწლოვანი შვილი და შვილიშვილი დაესწრო.

პატარა მსახიობების მიერ წარმოდგენილმა სპექტაკლმა ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მომღერალთა ხმებს, პატარა მაყურებლების ჟრიამულიც ემატებოდა, რამაც, შოუ, კიდევ უფრო სახალისო გახადა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მისი პატარა ბენეფიციარების მიმართ გამოხატული თანადგომისა და მათთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის გალამაზებისთვის მადლობას უხდის ”ბასტი ბუბუს” მესვეურებს, მთელ შემოქმედებით გუნდს და წარმატებებს, ერთიან, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოს უსურვებს.

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ძველი სტერეოტიპებისგან გათავისუფლდეთ, რომლებიც ნებისმიერ საქმეში ხელს გიშლით. ეს დღე მამაც, რევოლუციურად განწყობილ ვერძებს მშვენიერ შესაძლებლობებს სთავაზობს. დროა, მიხვდეთ, რომ კონსერვატიული გზები სათქვენო არ არის – ცხოვრება ვერძისგან ახალ იდეებს, შთაგონებას და კრეატივს ელის.

კურო

მთელ დღეს თქვენი აზრით მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევას დაუთმობთ. ეს შეიძლება პირად ურთიერთობას ან სამსახურებრივ პრობლემას ეხებოდეს. ურთიერთობების გარკვევისა და სიმართლის ძიების პროცესში შეგიძლია ნებისმიერი ადამიანი წყობიდან გამოიყვანოთ, თუმცა მეორე დღეს არაფერი გემახსოვრებათ.

ტყუპები

მთელ დღეს საკუთარ შეცდომებზე ფიქრში გაატარებთ. შესაძლოა, ამის კეთება სწორედ ამ შეცდომების შედეგებმა ან დეჟავუს განცდამ გაიძულოთ. გახსოვდეთ, რომ ახალ შეცდომებს მხოლოდ ძველი შეცდომების გაანალიზებით აიცილებთ. მოგეხსენებათ, რომ გამოცდილება ფასდაუდებელი რამ არის.

კირჩხიბი

ამ დღეს შინაგანი კონფლიქტის განცდა არ გტოვებთ. სავარაუდოდ, რაღაც ისეთის გაკეთება გიწევთ, რაც არ მოგწონთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ გრძნობებში გარკვევა სცადოთ. თუ შინაგან წინააღმდეგობას ვერ უმკლავდებით, გირჩევთ, საკუთარი ეჭვები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ.

ლომი

ამ დღეს გარშემომყოფთა კრიტიკული შენიშვნების ატანა მოგიწევთ. ამის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ურთიერთობები მაქსიმალურად შეამციროთ, განსაკუთრებით ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. მაგალითად, უფროსებთან. თუ ამას ვერ ახერხებთ, ისე იმოქმედეთ, რომ ვერავინ ვერაფერში შეგედავოთ. ნუ ეცდებით ყურადღების მიქცევას – შეიძლება სიტუაცია თქვენ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს.

ქალწული

მიმდინარე საქმეებში სირთულეებს არ უნდა ელოდოთ. ეს არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გარშემო მყოფთა კრისტალური პატიოსნების იმედად იყოთ, თუმცა ფარულ ხაფანგებს და მოტყუებას არ უნდა ელოდოთ. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისა და გარიგებებისთვის – ვარსკვლავები თქვენთვის სასარგებლო შედეგს გპირდებიან.

სასწორი

დროა, თქვენს სამომავლო გეგმებს გადახედოთ – იქნებ შეცდომა დაუშვით და არასწორი გზა აირჩიეთ? გირჩევთ, დროდადრო საკუთარი ქმედებები გააანალიზოთ და რეალობას მოარგოთ. ეს ილუზიებისგან გაგათავისუფლებთ, რომლებიც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით.

მორიელი

ამ დღეს ვიღაცისთვის საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე ანგარიშის ჩაბარება მოგიწევთ. ეს როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და თავი ხელში აიყვანოთ. თუ მაკონტროლებლებთან დავას წამოიწყებთ, ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი დიპლომატიური უნარების სრულად გამოჩენა მოგიწევთ. საკითხი, რომელზედაც ახლა ფიქრობთ, ზედმეტად დელიკატურია, რომ პირდაპირ გააჟღეროთ. თუ გარშემო მყოფთა გრძნობებს არ გაუფრთხილდით, შეიძლება საკუთარ თავს უამრავი პრობლემა შეუქმნათ და ნებისმიერი მოლაპარაკება ჩაშალოთ. ადამიანების გაგებისა და კეთილგანწყობის მოპოვებას მხოლოდ მაქსიმალური მოთმინებისა და ტაქტის გამოვლენით შეძლებთ.

თხის რქა

ნუ ეცდებით სახიფათო თამაშის წამოწყებას, რადგან შეიძლება წააგოთ. საიდუმლო, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდით, შეიძლება ყველაზე უხერხულ მომენტში, მოულოდნელად გამჟღავნდეს. თუ დასამალი არაფერი გაქვთ, ვარსკვლავები მშვიდ და ჰარმონიულ დღეს გპირდებიან, დანარჩენ თხის რქებს კი ნერვიულობა მოუწევთ.

მერწყული

ნებით თუ უნებლიეთ, შეიძლება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. შექმნილი ვითარება იდეალურისგან შორსაა – გარშემო მყოფებმა, მათ შორის ახლობლებმა, შეიძლება ერთმანეთს ბრალდებები და პრეტენზიები წაუყენონ. მათი შერიგება ადვილი არ იქნება, მაგრამ გადაწყვიტეთ, რომ უნდა სცადოთ.

თევზები

იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ, უნდა შეჩერდეთ, საკუთარი ქმედებები შეაფასოთ და მოსალოდნელი შეცდომები დაინახოთ. შესაძლოა,ეს დამოუკიდებლად გააკეთოთ, შესაძლოა, ვიღაც სხვაც დაგეხმაროთ. გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციული კრიტიკა სასარგებლოა და ეცადეთ, მშვიდად აიტანოთ.

 

“ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია”-სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „დასავლეთში ბევრს აინტერესებს, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ისინი ხაზს უსვამენ იმ ზიანს, რომელიც ამ სიტუაციის გამო მიადგა საქართველოს იმიჯს დასავლეთში“.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მე ვიცი ეს და ამის გამო შეშფოთებული ვარ, რამდენიმე რამეს ვაკეთებ, რათა ეს სიტუაცია შევამსუბუქო, თუმცა ზიანი რომელიც დადგა, მიყენებულია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არ შეწყალება ამ ზიანს რეალურად არ ცვლის. ვფიქრობ, მას უნდა მოუარონ და მე ამის შესახებ ხმამაღლა მისაუბრია, ისევე როგორც მრავალ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოში, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს. არსებობს ელექტრონული სამაჯურები, რომლების შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება იმას, რაც მოსალოდნელია ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სტატუს-კვოს შენარჩუნებას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას განმარტება არ სურს, თუმცა არსებობს „სამართლებრივი მოსაზრებები“.

„მე ყოველთვის თავს ვიკავებ განმარტებებში შესვლისგან, რადგან საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციის უფლება სხვა ქვეყნების პრეზიდენტების ანალოგიური და თანაბარია და ისინი კი არ განმარტავენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია”-ენტონი ბლინკენი

რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ეჭვგარეშეა, რუსეთი დღეს მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ გააძლიერა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამბედაობა.

„სადაც პუტინი მიზნად ისახავდა გაძლიერებას, მან გამოავლინა სისუსტე, სადაც გაყოფას ცდილობდა, გააერთიანა, რისი თავიდან აცილებაც სცადა, დააჩქარა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს ჟოლტ შემიენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განიხილეს, რა მიმართულებით არის შესაძლებელი აღნიშნული კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს.

მთავრობის მეთაურმა ჟოლტ შემიენს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის ვიცე-პრემიერის კაბინეტის უფროსი პიტერ იენიკი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ცნობილი ადამიანების შარჟები საუკუნისწინანდელ პრესაში – ეროვნული არქივის ახალი ონლაინკოლექცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ახალი კოლექცია – 1910-20-იან წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების შარჟები – გახდა ხელმისაწვდომი.

პერიოდულ გამოცემებს, რომელიც საქართველოში XX საუკუნის დასაწყისში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ. მათ შორის იყვნენ: შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები. ილუსტრირებულ გაზეთებში ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟს შეხვდებით.

ეროვნული არქივის მიერ შექმნილ ონლაინკოლექციაში შესულია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების შარჟები პერიოდული გამოცემებიდან: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება” „თეატრი და ცხოვრება”, „ეშმაკის მათრახი”.

კოლექცია, რომელშიც პირველ ეტაპზე 100-ზე მეტი შარჟი გაერთიანდა, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/tsnobili-adamianebis-sharzhebi-1.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი – 2.6335 ლარი ეღირება, ევრო – 2.8376 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3011 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6396 ლარი ღირდა, ევრო – 2.8278 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2897 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 ივნისს ამოქმედდება.