Home Blog Page 1886

,,ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთი, შესაძლოა, თავს დაესხას ნატო-ს, სრული უაზრობაა”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ნატო-ზე თავდასხმა განახორციელოს, უაზრო და ხატოვანი საუბარია.

„ეს სრული უაზრობაა. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის, ასეთი განცხადების მიზანია რუსეთის მიმართ საკუთარი მცდარი პოლიტიკა გაამართლოს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონის ეს პოზიცია მცდარია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ გლობალური განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება, შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედიოდეს.

,,ოცნებას ჩიხიდან გამოსვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს”- გახარია

„ევროკავშირში გაწევრიანება და 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის უნიკალური შანსია და ეს შანსია ოცნებისთვისაც, რომ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომლისკენაც ქვეყანა და საკუთარი თავი ყოველდღიურად მიჰყავს. როდესაც წითელ ხაზზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას – ესაა წითელი ხაზი, რომელიც ოცნებას ჯერ არ გადაულახავს. ამიტომ ძალა უნდა მოიკრიბოს და საკუთარ ფულზე ზრუნვის ნაცვლად, საქართველოზე იზრუნოს, გადადგას სწორი ნაბიჯები – ცუდს ცუდი დაარქვას და კარგს – კარგი, ვიდრე იმას რასაც ჯერ კიდევ კარგი ჰქვია, ფასი არ დაუკარგავს. თორემ დღეს რომ ეგენი „ღალატს“ გაიძახიან, ღალატს სახელს ეგენი ვეღარ დაარქმევენ, ნამდვილი ღალატი რა არის, მაგას ხალხი და ისტორია განსაზღვრავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მცხეთაში, გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, პარტიის ლიდერებთან ერთად  მცხეთაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუნდის წევრებს შეხვდნენ. ისაუბრეს ქვეყნის გამოწვევებზე, რეგიონის პრობლემებზე, პარტიის განვითარების გეგმებზე და 2024 წლის არჩევნებზე. შეხვედრა აქტიური დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„ნებისმიერი საჯარო მოხელე უნდა ემსახუროს ქვეყანას, სახელმწიფოს და მოქალაქეებს, რომლებმაც აირჩიეს. საჯარო მოხელეები ბიზნესის და პოლიტიკური ელიტების მოსამსახურე პერსონალად არ უნდა გადაიქცნენ!  20-25 ოჯახის კეთილდღეობას ემსახურება მთელი მთავრობა, პარლამენტი, ეროვნული ბანკი, სასამართლო; ესაა სიმართლე, და სიმართლის მოსმენა კი ნუ გწყინთ, სიმართლის მოსასმენად მოემზადეთ!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ საჯარო მოხელეების როლსა და ქვეყანაში გაბატონებულ კორუფციაზე საუბრისას.

შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლები,  საპარლამენტო გუნდის წევრები, თბილისის საკრებულოს, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის საკრებულოების დეპუტატები, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრები, ყოფილი მერობის კანდიდატები, შტაბის წევრები, პარტიის რაიონული ლიდერები, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ბარსელონაში პალესტინელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პალესტინელების მხარდასაჭერად ბარსელონას ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ უნდა გააგრძელონ ქუჩებში გამოსვლა, რათა აიძულონ მთავრობას და პოლიტიკოსებს, რომ „შეწყვიტონ ისრაელის მხარდაჭერა და ისრაელის მიერ პალესტინელების მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობა“.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში სულ მცირე 19 000 პალესტინელი დაიღუპა.

ლაზარეს, რომელიც ძაღლმა დაკბინა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

პატარა ლაზარეს, რომელიც გურიაში ძაღლმა დაკბინა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.

„მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო, უცნობებო, სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი თანადგომა. წმინდა ბარბარე არ გაგვწირავს მჯერა და მაქვს სასწაულის იმედი რომ დაგვეხმარებით.

ჩვენ პატარა ლაზარეს რომელიც ძაღლმა დაგლიჯა და თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია რომ გადარჩეს რისთვისაც ამ ეტაპზე 40 000 ლარია საჭირო. ოჯახს ვჭირდებით ჩვენი ადამიანური თანადგომით. სულ მცირედიც გადამწყვეტია ხვალინდელი დღისთვის მჯერა ძალა ერთობაშია და არ გაგვწირავს უფალი. ერთი დღე გვაჩუქეთ თითოეულმა თქვენგანმა და ლაზარე კიდევ ბევრი წელი იცოცხლებს ჯანმრთელი და ბედნიერი. ვისაც რისი საშუალება გაქვთ დავეხმაროთ ოჯახს.

ეს დედის ანგარიშია GE97TB7357545061100080 მიმღები ლუიზა ხამათაშვილი” – ნათქვამია განცხადებაში.

,,ღაზაში ისრაელის საჰაერო შეტევის შედეგად ჩვენი დიპლომატი დაიღუპა”- საფრანგეთის საგარეო უწყება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რაფაში, ისრაელის დაბომბვის შედეგად მიღებული დაზიანებებით ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მისი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატმა საფრანგეთის გენერალური საკონსულოს ერთ-ერთი თანამშრომლის სახლს შეაფარა თავი.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის გენერალური საკონსულოს ერთ-ერთი თანამშრომლის სახლი ისრაელის საჰაერო იერიშის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მძიმედ დაიჭრა და ათამდე ადამიანი დაიღუპა.

„საფრანგეთი გმობს საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას, რამაც მრავალი სხვა მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გააშუქოს დაბომბვის გარემოებები“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ალ ჯაზირა, ღაზაში ოპერატორის მკვლელობის გამო, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართავს

ალ ჯაზირამ თავის იურიდიულ გუნდს დაავალა, დაიწყოს საქმის წარმოება, ღაზაში მისი ოპერატორის სამერ აბუ დაკას მკვლელობის პროცესი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის-  ნათქვამია ყატარში დაფუძნებული ქსელის განცხადებაში.

„შაბათს, 2023 წლის 16 დეკემბერს, ქსელმა ჩამოაყალიბა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მისი საერთაშორისო იურიდიული გუნდისგან და საერთაშორისო იურიდიული ექსპერტებისგან, რომლებიც ერთობლივად წამოიწყებენ ყოვლისმომცველი ფაილის შედგენის პროცესს სასამართლოს პროკურორისთვის წარდგენისთვის“, – განაცხადეს ალ ჯაზირა წამომადგენლებმა
აბუ დაქა პარასკევს გარდაიცვალა ისრაელის თავდასხმის შედეგად დაჭრის შემდეგ.

ქსელმა დაგმო ისრაელი მისი სიკვდილისთვის და მას “მკვლელობა” უწოდა.

ალ ჯაზირამ ასევე თქვა, რომ მისი იურიდიული ფაილი ICC-ში მოიცავდა “განმეორებით თავდასხმებს ქსელის ეკიპაჟებზე, რომლებიც მუშაობენ და მოქმედებენ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე და მათ წინააღმდეგ წაქეზების შემთხვევებს”.

აბუ დაქა პარასკევს,  ისრაელის თავდასხმის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა

დიდი ბრიტანეთი და გერმანია ისრაელისა და „ჰამასის“ ომში მდგრად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ

დიდი ბრიტანეთი და გერმანია ისრაელისა და „ჰამასის“ ომში მდგრად ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ერთობლის სტატიაშია ნათქვამი.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გზა გავხსნათ მდგრადი ცეცხლის შეწყვეტისკენ, რაც იქნება მდგრადი მშვიდობის წინაპირობა. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, საჭიროება გადაუდებელია“, – წერს ორი მინისტრი ერთობლივად გამოქვეყნებულ სტატიაში.

თუმცა, სტატიაში დევიდ ქემერონიც და ანალენა ბერბოკიც აღნიშნავენ, რომ დიდი და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტას არ ითხოვენ, რადგან ისრაელი იძულებულია თავი დაიცვას.

„ჰამასი“ ბარბაროსულად დაესხა თავს ისრაელს და დღესაც ახორციელებენ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეების მოსაკლავად. „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი. ღაზაში „ჰამასის“ ხელისუფლებაში დატოვება იქნება მუდმივი დაბრკოლება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზაზე“, – ამბობენ ლიდერები.

,,ოპოზიცია თავის თავში უნდა ჩამოყალიბდეს – ის ჯერ კიდევ რუსულ ბალალაიკაზე უკრავს”- ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია თავის თავში უნდა ჩამოყალიბდეს – ის ჯერ კიდევ რუსულ ბალალაიკაზე უკრავს, თუ მიხვდა, რომ ევროპასთან ინტეგრაციას თანამშრომლობა სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის კარი ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის ღიაა.

„უკვე გაწერილია ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ მომავალი წლის განმავლობაში უნდა გავიაროთ, ეს ეხება 9 რეკომენდაციას და მთელ რიგ იმ საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც მთავრობა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები და უწყებები მუშაობენ. ამასთან, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ სერიოზულად ვართ მომზადებულები ამისთვისაც, რომ 2024 წელს მართლაც საუკეთესო არჩევნები ჩავატაროთ. რაც შეეხება ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ჩვენი კარი ამ თანამშრომლობისთვის მუდმივად ღიაა. უბრალოდ ოპოზიცია თავის თავში უნდა ჩამოყალიბდეს – ის ჯერ კიდევ რუსულ ბალალაიკაზე უკრავს, თუ მიხვდა, რომ ევროპასთან ინტეგრაციას თანამშრომლობა სჭირდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

,,ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ბაზად გადაიქცა”- ირაკლი ქარქაშაძე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი წლის მანძილზე აორმაგებს ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობას და ახალ მიმართულებებს ამატებს.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ევროკავშირის სტატუსის მოპოვება. სიმბოლურია, რომ დღეს, 27-ე მიმართულებით დაიწყო ფრენები ქუთაისიდან ევროკავშირის მიმართულებით. კოპენჰაგენი არის კიდევ ახალი შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომ მგზავრებმა უფრო კომფორტულად, მოქნილად და შეღავათიან ფასებში იმგზავრონ ევროპის მიმართულებით. მეოთხე ბაზირებულმა ხომალდმა საშუალება მოგვცა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ზომის ბაზად გადაქცეულიყო. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის ძალიან მზარდი და მოთხოვნადი აეროპორტი და საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ავიამიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

,,1:0 ქართველი ხალის სასარგებლოდ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით”- გიორგი ვაშაძე

1:0 ქართველი ხალის სასარგებლოდ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. იმდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება რაც ქართველმა ხალხმა შეძლო, რომ ხალხი, რომელიც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვს, ისინიც კი ზეიმობენ, – ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„შეუძლებელია, რომ წინ ნაბიჯი გადავდგათ, ამიტომ არჩევნებია მთავარი, რომელიც ამ 9 დათქმაში მესამე პუნქტია. უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში, ვქმნით კოალიციურ მთავრობას, დაჩქარებული წესით ვაკეთებთ ყველა რეფორმას და დაჩქარებული წესით ვხვდებით ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნა ვაშაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ 39-კმ 52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბარბარობა – როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

 

“ბარბარობა ქრისტიანული დღესასწაულია და 17(4) დეკემბერს აღინიშნება. ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს მშვენიერი ქალიშვილი ბარბარე (შემდგომში წმინდა დიდმოწამედ ცნობილი) იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305 -311წწ.) ცხოვრობდა და ეწამა. დიოსკორემ გადაწყვიტა წმინდა ბარბარე ფარულად აღეზარდა. ამისთვის თავის მამულში კოშკი ააშენა, რომელშიც ბარბარეს გარდა მხოლოდ მისი წარმართი აღმზრდელი და მასწავლებლები ცხოვრობდნენ. ღვთის განგებით და ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა. მოხდა ისე, რომ მღვდელმთავარმა ბარბარე ქრისტიანულად მონათლა. დიოსკორე მდიდრულ აბანოს აშენდებინებდა. ნაგებობის სამხრეთ კედელში დიოსკორეს ბრძანებით მუშები ორი სარკმლის დატანებას აპირებდნენ. ბარბარემ ისარგებლა მამის შინ არყოფნით და წმინდა სამების ნათელის ნიშნად, სიმბოლოდ მუშებს მესამე სარკმელიც გააკეთებინა. აბანოს შესასვლელში წმინდა ბარბარემ თავად გამოსახა ჯვარი. აბანოს ქვის საფეხურზე საკუთარი ნაფეხური აღბეჭდა, რომლიდან მოგვიანებით დიდი ძალის მქონე წყალმა ამოხეთქა. დაწყლულებული და დამუწუკებული ავადმყოფები განსაკურნებლად ამ წყლთან მიდიოდნენ.

 

როდესაც დიოსკორემ ქალიშვილის გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, განრისხდა. რისხვისგან გონებდაკარგულს მახვილით უნდოდა მისთვის თავი მოეკვეთა. ბარბარე გაექცა მამას და მთას მიაშურა, რომელიც გადაიხსნა და წმინდანი დიდ ნაპრალში შეიფარა. წმ. ბარბარემ აქ, ამ ნაპრალში დაიწყო ცხოვრება.

ერთხელაც დიოსკორემ ორი მწყემსის დახმარებით იმ გამოქვაბულს მიაგნო, სადაც ბარბარე ცხოვრობდა. მამამ ქალიშვილი დაუნდობლად სცემა, დილეგში ჩააგდო, მცველები მიუჩინა და დიდხანს აშიმშილა. ამის შემდეგ ქალაქის თავს მარტიანეს გადასცა. მარტიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაცდიოსკორემ, საკუთარმა მამამ, მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.

წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარაი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა. ასევე იყო ჩვენშიც.

წმ. ბარბარე და ბარბარობის დღესასწაული საქართველოში ბავშვთა ინფექციურ დაავადებებთანაა დაკავშირებული. წმინდა ბარბარეს საქრისტიანოში ბავშვთა მფარველად და შემწედ, ასევე საქონლის მკურნალადაც მიიჩნევენ.

ბარბარობა, დასავლურ ქართული ტრადიციით, დღესასწაულების დასაწყისი იყო. სვანეთში მას ბარბოლ/ბარბლაშს ეძახიან. სვანეთში დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები, ძველად კი მოხუცები, ეკლესიის ეზოში წინასწარ მომარაგებული შეშით ანთებდნენ დიდ კოცონს და შუაღამემდე ამ ცეცხლთან ატარებდნენ და ილხენდნენ.

სამეგრელოში კი თვლიდნენ, რომ ამ დღის მზე ერთი ნაბიჯით უკან ხტებოდა და იწყებოდა დღის გადიდება.

ხალხის რწმენით, რა დღესაც ბარბარობა მოდის, იმ დღეს ემთხვევა ახალი წელი და სხვა “ბედნიერი” დღეები.

თითქმის მთელ საქართველოში ბარბარობას ოჯახში მეკვლე მოდიოდა. იგი ბედობის დღედ ითვლებოდა. ხალხი უქმობდა, ზოგან რამდენიმე დღესაც კი. ვინაიდან ეს დღე ბედობის დღე იყო, ერთმანეთთან სტუმრობას ერიდებოდა.

რაჭასა და ლეჩხუმში აუცილებლად უნდა გამოეცხოთ სართვიანი ტაბლა (გულიანი რიტუალური პური), რადგან გავრცელებული რწმენის მიხედვით, ბარბარობა დღეს უსართვო/ გულცარიელი ე. ი. უნიგვზოდ, უკვახისგულოდ ან ულობიოდ გამომცხვარი ტაბლა, მთელი წლის მანძილზე ოჯახში სიცარიელეს, უბარაქობას გამოიწვევდა. იმის გამო, რომ ბარბარობა მარხვაში მოდიოდა, სადღესასწაულო სუფრა სამარხვო საჭმელებისაგან შედგებოდა. ამ დღისთვის სხვადასხვა კუთხეში სხვდასხვა რიტუალური პურები ცხვებოდა: სართვიანი (ლობიანი პურები), ჯვარსახიანი განატეხი (ლობიანი), ნიგვზიანი განატეხი, კვახკაკლიანი პურები, საბარბარო ტაბლა (რიტუალური პური)… ამ დღეს ლობიანი ყველგან უნდა გამომცხვარიყო, თუმცა სვანეთში რძის ფაფა და ყველიანი პურებიც ცხვებოდა.

რადგანაც ბარბარობა ბედობის დღედ ითვლებოდა, იცოდნენ მეკვლეობა. მეკვლე (ახალი წლის მსგავსად) იყო როგორც შინაური, ასევე გარეშე. შინაური მეკვლე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო, გარეშეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. შეიძლება ყოფილიყო კაციც, ქალიც და ბავშვიც. მთავარი იყო ის, რომ მეკვლეს კარგი ფეხი ჰქონოდა. თუ მეკვლე ფეხბედნიერი გამოდგებოდა, ოჯახი შემდეგ წელსაც მას მიიწვევდა.

სვანეთში ეს დღე საქონლის, კერძოდ კი ძროხის და წველადობის მომატებისათვის იყო განკუთვნილი, რაჭასა და ლეჩხუმში კი საქონლის, ქათმის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის; ასევე ნათესების სიუხვისათვის. სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში იგი ქათმების ფერხვის (მეკვლეობის) დღე იყო.

გურიაში ბარბარობა ექიმბაშ ქალთა დღესასწაულად ითვლევბოდა. ხალხის რწმენით წმინდა ბარბარე სიცოცხლეში თავად კურნავდა ავადმყოფებს. ექიმბაშ ქალებს იგი თავიანთ მფარველად მიაჩნდათ და ხშირად მიმართავდნენ დახმარებისთვის. ამ დღეს ისინი ლოცულობდნენ და წმინდანს შესთხოვდნენ, რომ მათ წამლებს ავადმყოფების განკურნება შეძლებოდათ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში აცხობდნენ ნიგვზის გულიან ქადებს, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ, რომ ბავშვებს ინფექციური დაავადებები მშვიდობიანად მოეხადათ. ოჯახში იშლებოდა სუფრა, ანთებდნენ სანთლებს, ზოგი შვიდი ანგელოზის სახელზე შვიდ კაკალს ჩააგდებდა ცეცხლში, ზოგიც ხატისთვის დიდ ქადას, ცხრაფურცელას, გმოაცხობდა. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მისული მლოცველი მამალს შეაფრენდა.”