,,ღაზაში ისრაელის საჰაერო შეტევის შედეგად ჩვენი დიპლომატი დაიღუპა”- საფრანგეთის საგარეო უწყება

61
spot_img

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რაფაში, ისრაელის დაბომბვის შედეგად მიღებული დაზიანებებით ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მისი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატმა საფრანგეთის გენერალური საკონსულოს ერთ-ერთი თანამშრომლის სახლს შეაფარა თავი.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის გენერალური საკონსულოს ერთ-ერთი თანამშრომლის სახლი ისრაელის საჰაერო იერიშის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მძიმედ დაიჭრა და ათამდე ადამიანი დაიღუპა.

„საფრანგეთი გმობს საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას, რამაც მრავალი სხვა მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გააშუქოს დაბომბვის გარემოებები“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.