,,ოპოზიცია თავის თავში უნდა ჩამოყალიბდეს – ის ჯერ კიდევ რუსულ ბალალაიკაზე უკრავს”- ირაკლი ქადაგიშვილი

22
spot_img

ოპოზიცია თავის თავში უნდა ჩამოყალიბდეს – ის ჯერ კიდევ რუსულ ბალალაიკაზე უკრავს, თუ მიხვდა, რომ ევროპასთან ინტეგრაციას თანამშრომლობა სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის კარი ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის ღიაა.

„უკვე გაწერილია ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ მომავალი წლის განმავლობაში უნდა გავიაროთ, ეს ეხება 9 რეკომენდაციას და მთელ რიგ იმ საკითხებს, რასთან დაკავშირებითაც მთავრობა და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები და უწყებები მუშაობენ. ამასთან, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ სერიოზულად ვართ მომზადებულები ამისთვისაც, რომ 2024 წელს მართლაც საუკეთესო არჩევნები ჩავატაროთ. რაც შეეხება ოპოზიციასთან თანამშრომლობას, ჩვენი კარი ამ თანამშრომლობისთვის მუდმივად ღიაა. უბრალოდ ოპოზიცია თავის თავში უნდა ჩამოყალიბდეს – ის ჯერ კიდევ რუსულ ბალალაიკაზე უკრავს, თუ მიხვდა, რომ ევროპასთან ინტეგრაციას თანამშრომლობა სჭირდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.