Home Blog Page 1885

,,ისინი აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს ყალბი „ენჯეოების“ სქემების გამოყენებით”- პაპუაშვილი

„იმედის კვირა“ ევროპარლამენტში დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტით დაინტერესდა, რომელიც ევროპული დემოკრატიის ფარული უცხოური გავლენებისგან დაცვის კანონპროექტსაც მოიცავს.

უკვე ცნობილია, რომ ევროპული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ისეთ სისხლისსამართლებრივ სანქციებს, როგორიც ეს ამერიკულ კანონში გხვდება. რითაც ის მსგავსია საქართველოში გაზაფხულზე “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებით გამდიდრებულმა ქართულმა „ენჯეოებმა“ და რადიკალურმა ოპოზიციამ მათ მიერ კონტროლირებადი მედიის დახმარებით „რუსულის“ იარლიყი მიაკერეს.

ამ თემაზე „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ესაუბრა.

„ამ პროექტის იდეა წამოვიდა ამერიკული „ფარადან“. გვახსოვს დისკუსიები, სულ რამდენიმე თვის წინ წამოიწყო ეს დისკუსია ევროკავშირში. ვნახეთ, რომ სიტყვა-სიტყვით [გადმოთარგმნილ] ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი და დააჯერეს გარკვეული ჯგუფი. ვნახეთ, რომ ამ პროექტის მიღება იყო თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმე ​ საქართველოსთვის. ფატალიზმამდე მიიყვანეს ეს ყველაფერი.

ევროკავშირის დირექტივის ამ პროექტში არსად არის ნახსენები რუსეთი, როგორც ერთადერთი სამიზნე ამ რეგულაციის. თავისთავად, იგულისხმება ნებისმიერი მესამე ქვეყანა, ევროკავშირის მიღმა ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფულს დებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში.

მარტიდან მოყოლებული რამდენიმე თვე გავიდა. დღეს ვიცით დადასტურებით, რომ არიან დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, ფარავენ ამას. მათ შორის უკვე აშკარაა, რომ ისინი აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებსაც ყალბი „ენჯეოების“ სქემების გამოყენებით.

მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული სტატიებიც გაიხსენა, რომლებიც ლობისტური კამპანიების მიერ იყო შეკვეთილი.

„შტურმი იყო და ყალბი ნარატივები ყალიბდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ სამინისტროს, სასჯელაღსრულების ერთ დაწესებულებასა და ხელისუფლებას. მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი იყო, თითქოს ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პატიმრებს აწამებენ“, – მიიჩნევს პაპუაშვილი.

18 დეკემბერი წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღეა

18 დეკემბერს,  მართლმადიდებლური სამყარო საბაობას აღნიშნავს.  V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე ბერი, ღირსი მამა საბა განწმენდილი  439 წელს კაბადოკიაში  დაიბადა.  იგი 8 წლის ასაკიდან შეეხიზნა მონასტერს, ჩვიდმეტი წლისა ბერად აღიკვეცა. წმიდა ცხოვრებისთვის საბას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა.

წმიდა საბა  ოცდაათი წლის ასაკამდე თეოქტისტეს სავანეში იმყოფებოდა მორჩილად, შემდეგ კი სავანის მახლობლად, გამოქვაბულში დამკვიდრდა. კვირაში ხუთი დღე იგი არაფერს ჭამდა. გამუდმებით ლოცულობდა და შრომობდა, შაბათ-კვირას კი საძმოსთან ერთად ღვთისმსახურებაში მონაწილეობდა და მათთან იყოფდა ტრაპეზს. რამდენიმე ხანში წმიდანს ნება დართეს, დაყუდებიდან  საერთოდ არ გამოსულიყო და ასე, სრულ მარტოობაში დაჰყო  ხუთი წელი.

წმიდა საბას არ სურდა მღვდლად კურთხევა, მაგრამ უფლის ნება სხვაგვარი იყო. მთავარეპისკოპოსმა თითქოს რაღაც სხვა გარეშე მიზეზით იერუსალიმში მოუწოდა წმიდანს და ხუცესად დაასხა ხელი.

წმიდა საბა დიდმარხვაში უდაბნოში გადიოდა ხოლმე. მან  უდაბნო ქალაქ ყო მონაზონთა სიმრავლითა“. გარდა დიდი ლავრისა, კიდევ ექვსი სავანე დააარსა.

წმიდა საბა მკაცრი მმარხველი იყო. მთელი მარხვის მანძილზე პურს არ ღებულობდა, მოუძლურება კი ოდნავადაც არ ეტყობოდა.  უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს. ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას.

წმიდა საბამ  წინასწარ  განჭვრიტა  საკუთარი აღსასრულის  მოახლოება. დასნეულებულმა, ოთხი დღე „არარაჲსაჲ გემოჲ იხილა, არცა ვის თანა ზრახვიდა”, შაბათ საღამოს კი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და 532 წლის 5 დეკემბერს  მშვიდობით  შეჰვედრა  სული  უფალს.

,,კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული, მთავარი წვლილი ქართველ ხალხს მიუძღვის”- კობახიძე

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ყველა დაბრკოლების დაძლევა და ამაში განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, მთავარი წვლილი ქართველ ხალხს მიუძღვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატსის მინიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ ყველა ვხედავდით, თუ როგორ მოქმედებდა ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, როგორ მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, როგორ აწარმოებდნენ ისინი აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ახორციელებდნენ იმ პროცესის საბოტაჟს, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს იყო ძალიან სერიოზული დაბრკოლება. ვიცით, რომ მათ ასევე ჰყავთ საკუთარი ლობისტები ქვეყნის გარეთ. ეს ადამიანებიც ჩართული იყვნენ ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციაში. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ყველა დაბრკოლების დაძლევა და ამაში განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, მთავარი წვლილი ქართველ ხალხს მიუძღვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ღაზაში ხალხმა ჰუმანიტარული დახმარება მოძრავი მანქანებიდან დაიტაცა

ეგვიპტიდან ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით სავსე რამდენიმე სატვირთო მანქანა შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რაფაში მანქანებს მოსახლეობა გაეკიდა და საკვების ყუთები მოძრავი სატვირთოებიდან გადმოიღეს. ზოგი კი მიწაზე დაყრილი ყუთებიდან იღებდა საკვებს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევა დღეს არაერთხელ მოხდა და ამბობენ, რომ მშიერი ხალხი სატვირთოებს აჩერებს და საკვებს პირდაპირ ადგილზე იღებს, რის გამოც დახმარების განაწილება მოსახლეობაში რთული ხდება.

სახელმწიფომ პატარა ლაზარეს ოპერაცია სრულად დაუფინანსა – ოზურგეთის მერი

სახელმწიფომ პატარა ლაზარეს ოპერაცია სრულად დაუფინანსა – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“სამწუხარო ამბავი მოხდა ოზურგეთში, 2 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. ვიცი, რომ ყველანი ნერვიულობთ და განიცდით მომხდარს. ჩვენ ჩართული ვართ და ოჯახთან, ექიმებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად. ექიმებმა კი მაქსიმუმი შეძლეს და როგორც ვიცით, უკვე პროგნოზი საიმედოა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მხარდაჭერისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის. სახელმწიფო ოპერაციას სრულად დააფინანსებს!

კარგია, რომ პარლამენტმა უკვე მოახდინა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც უფრო ეფექტურად დაარეგულირებს ძაღლების მოვლა-პატრონობას და უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას დააწესებს ძაღლების მიტოვებაზე. კანონი უნდა იყოს მკაცრი იმ პირების მიმართ, რომლებიც  უკონტროლოდ ამრავლებენ ძაღლებს კომერციის მიზნით, ან თავის მეგობარ ცხოველებს ყრიან ქუჩებში და ტყეებში!

წმინდა ბარბარე გვფარავდეს!”- წერს ოზურგეთის მერი.

ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის – ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

რა მდგომარეობაა გზებზე – სად აიკრძალა მოძრაობა

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, სოფელ აიაზმა-ქალაქ ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 მონაკვეთზე (სოფელ აიაზმა- ქალაქი ნინოწმინდა) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

,,რუსეთი იქნება სუვერენული ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს”- პუტინი

რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი იქნება სუვერენული ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს.

„უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს“, – აღნიშნა პუტინმა .

მისი მტკიცებით, რუსეთი თავად განსაზღვრავს და შექმნის საკუთარ მომავალს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ მოწიფულობა და სტაბილურობა გამოავლინა.

„ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ გამოავლინა სიმწიფე, ძალა და სტაბილურობა. ჩვენ ვუპასუხეთ გამოწვევებს, რადგან თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველწლიურად მივყვებით სუვერენიტეტის განმტკიცების გზას”, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„კენჭისყრაზე გამომაქვს წინადადება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის 17 მარტს დაგეგმილ არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის დასახელების მხარდაჭერაზე“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. დიმიტრი მედვედევმა ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე.

ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პუტინი რუსეთის პრეზიდენტად ოთხჯერ – 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში – აირჩიეს. ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემდეგ მან უფლება მოიპოვა, კენჭი 2024 წლის არჩევნებშიც იყაროს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,რუსეთს ფინეთთან ნატოში შესვლამდე პრობლემები არ ჰქონია. ახლა გვექნება”- პუტინი

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთს ფინეთთან პრობლემები არ ჰქონია მანამ, სანამ ეს ქვეყანა „ნატოში არ შეათრიეს“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ რა, ფინეთთან რაიმე კამათი გვქონდა? ყველა კამათი, მათ შორის ტერიტორიული, რომლებიც მე-20 საუკუნის შუაში გვქონდა, დიდი ხანია გადაწყვეტილია. პრობლემები არ გვქონდა. ახლა გვექნება. იმიტომ რომ ახლა ლენინგრადის სამხედრო ოლქს შევქმნით და იქ დამატებით სამხედრო ქვედანაყოფებს განვათავსებთ. რაში სჭირდებათ ეს? რაღაც სისულელეა“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, მან დასძინა, რომ რუსეთს ნატოს ქვეყნებთან ომის არც გეოპოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც სამხედრო ინტერესი არ აქვს.

ფინეთი ნატოს წევრი 4 აპრილს გახდა. ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანა.

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

სალონიკში 5 პირისგან შემდგარი დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები დააკავეს. მათ შორის არიან საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები.

როგორც ბერძნული მედია წერს, საქმის მასალების მიხედვით, ჯგუფის წევრები ბინის მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ და როცა ისინი სახლებს ტოვებდნენ, მათ ბინაში იჭრებოდნენ და ძარცვავდნენ. მედიის ცნობითვე, ისინი სპეციალურად ნაქირავებ ფართში ქმნიდნენ გასაღებების ასლებს სხვადასხვა საკეტებისთვის, მუდმივად იცვლიდნენ მანქანებს და დანაშაულს სხვადასხვა ადგილას ჩადიოდნენ.

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ პოლიციის ფაილების მიხედვით, 2 წლის განმავლობაში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ჯამში 170 000 ევრო მოიპარეს.

ადგილობრივი გამოცემების მიხედვით, დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის, ძარცვის, ფულის გათეთრებისა და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით. ერთ-ერთ დაკავებულს, 45 წლის კაცს, 6 წლის გოგოს გატაცებაშიც ედება ბრალი.

,,ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ უკრაინისთვის სოფლის მეურნეობის ბაზარი 20 წლით უნდა დაიხუროს”- მიხაილ კოლოძეიჩაკი

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ უკრაინისთვის 20 წლით უნდა დაიხუროს სოფლის მეურნეობის ბაზარი. ეს განცხადება მიხაილ კოლოძეიჩაკმა გააკეთა, რომელიც პოლონეთის სეიმში დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციის“ სიით შევიდა.

მისი თქმით, პოლონეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას. მიხაილ კოლოძეიჩაკის განმარტებით, უკრაინის სოფლის მეურნეობაში დომინირებს 95 ფერმერთა საქმიანობა.

„სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, მაგალითად, როგორც გერმანიამ გააკეთა, როდესაც პოლონეთი გაწევრიანდა ევროკავშირში – მაშინ პოლონელებისთვის შრომის ბაზარი გაყინული იყო 8 წლით. დღეს უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტები, ნედლი და გადამუშავებული, არ უნდა შევიდეს პოლონეთში, მაგალითად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ 20 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა პოლონელმა მაღალჩინოსანმა.