,,ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ უკრაინისთვის სოფლის მეურნეობის ბაზარი 20 წლით უნდა დაიხუროს”- მიხაილ კოლოძეიჩაკი

35
spot_img

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ უკრაინისთვის 20 წლით უნდა დაიხუროს სოფლის მეურნეობის ბაზარი. ეს განცხადება მიხაილ კოლოძეიჩაკმა გააკეთა, რომელიც პოლონეთის სეიმში დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციის“ სიით შევიდა.

მისი თქმით, პოლონეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, საკუთარი ინტერესები უნდა დაიცვას. მიხაილ კოლოძეიჩაკის განმარტებით, უკრაინის სოფლის მეურნეობაში დომინირებს 95 ფერმერთა საქმიანობა.

„სწორედ ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, მაგალითად, როგორც გერმანიამ გააკეთა, როდესაც პოლონეთი გაწევრიანდა ევროკავშირში – მაშინ პოლონელებისთვის შრომის ბაზარი გაყინული იყო 8 წლით. დღეს უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტები, ნედლი და გადამუშავებული, არ უნდა შევიდეს პოლონეთში, მაგალითად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ 20 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა პოლონელმა მაღალჩინოსანმა.